![]() | Meltdown Scores: 37 | |
![]() | Cube Crash Scores: 44 | |
![]() | სანტა თხილამურებზე Scores: 47 | |
![]() | Fad 2003 Scores: 45 | |
![]() | ბილიარდი Scores: 54 |
ტოქშოუ “სპორტ-ტაიმი” წარმოადგენს თი-ბი-სი ტი-ვი-სა და სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის” ერთობლივ პროექტს.
გადაცემა მოიცავს სპორტის ყველა სახეობას, რომელიც პოპულარულია საქართველოში. “სპორტ-ტაიმის” შემოქმედებითი ჯგუფი ყურადღებას ამახვილებს ქართულ სპორტში შექმნილ პრობლემებზე და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ეძებს გზებს სირთულეების დასაძლევად.
წამყვანები სტუმრებთან ერთად კონკრეტულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრობენ. დისკუსიაში ჩართვის საშუალება აქვს აუდიტორიასაც. სპეციალურ სტუმრებთან ერთად გადაცემაში მონაწილეობენ სპორტის ამა თუ იმ სახეობისა და მასმედიის წარმომადგენლები, ასევე გულშემატკივრები. ინტერაქტივისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების საშუალებით მაყურებელს შესაძლებლობა აქვს გამოხატოს საკუთარი აზრი.
“სპორტ-ტაიმი” ყოველ კვირას რუსთავი 2-ის საღამოს ეთერში გადის. გადაცემის წამყვანები - ლაშა დვალიშვილი და დიმიტრი ობოლაძე.