|
ბელადომანია, ანუ რატომ ემორჩილებიან ადამიანები ავტორიტეტებს
ფსიქოლოგიის სამყაროში დიდი ინტერესით აკვირდებიან ადამიანის ქცევას, კერძოდ ადამიანების მიდრეკლებას დაემორჩილონ ავტორიტეტს. გთავაზობთ სტენლი მილგრემის ცნობილი გამოკვლევის მოკლე მიმოხილვას რომელიც ”ავტორიტეტის ძალას” ეძღვნება.
თავიდან მილგერმა თავისი ექსპერიმენტი ჩაიფიქრა იმისათვის რათა გაეგო თუ რამ განაპირობა ნაცისტური გერმანიის მოქალაქეებს ბრმად შეესრულებინათ გიტლერის ყველა ახირება, მათ შორის ისეთიც რომელთა გამო მილიონობით ადამიანები საკონცეტრაციო ბანაკებში იღუპებოდნენ. თავიდან იგი ვარაუდობდა რომ ესგერმანელი ერის განსაკუთრებული ნიშანთვისებების გამო მოხდა. მაგრამ პირველივე ექსპერიმენტიდანვე გახდა ცნობილი რომ ეს მთელი კაციბრიობის მახასიათებელია. შესაბამისად მილგრემის გამოკვლევამ გაცილებით დიდი მასშტაბი შეიძინა ვიდრე ერთი კონკრეტული ქვეყანის შესწავლა.
ექსპერიმენტის არსი
დღეისათვის სტენლი მილგრემის ექპერიმენტი ჩატარებული იქნა არაერთ ქვეყანაში, სადაც მონაწილეობდნენ როგორც ქალები აგრეთვე კაცები, სრულიად სხვა და სხვა პირობებსა და ვარიაციებში. რეზულტატები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებდნენ მილგრემის თეორიას იმის შესახებ რომ, ადამიანები ძალიან ადვილად ექვემდებარებიან ავტორიტეტებს.
პირველი ექსპერიმენტი ჩატარდა იელის უნივესტიტეტის ტერიტორიაზე. სადაც მოწვეული იქნა 40 მამაკაცი. მათ შეატყობინეს, რომ ექსპერიმენტის მიზანია დადგინდეს თუ როგორ ზეგავლენას ახდენს ადამიანის მახსოვრობაზე ელექტრო მუხტი. ექსპერიმენტის არსი ძალზედ მარტივი იყო. ერთდროულად მასში მონაწილეობდა თვითონ პროფესორი მილიგრემი და ორი მოხალისე, სადაც ერთ ერთი თამაშობდა მასწავლებლის როლს, ხოლო მეორე მოწაფეს. ამ დროს მოწაფეს როლს ასრულებდა ექსპერიმენტში სპეციალურად მოწვეული მოხალისე მსახიობი. მოწაფეს ამოცანას რომელიც იჯდა სპეციალურ სკამზე წარმოადგენდა მთელი რიგი სიტყვების დამახსოვრება, შცდომის შემთხვევაში იგი ღებულობდა ელექტრო მუხტს (სიძლიერე შეადგენდა 45 ვოლტს). ბრძანებას დენის გაშვების შესახებ მასწავლებელს აძლევდა თვით პროფესორი. სინამდვილეში არანარი დენის გაშვება არ ხორცილედებოდა - მსახიობი ახდენდა დენის დარტყმის იმიტაციას. მასწავებელმა ამის შესახებ არაფერი არ იცოდა.
ექსპერიმენტის არსი მდგომარეობდა იმაშირომ მასწავლებელი რომელიც არ ღებულობდა დამაკმაყოფილებელ პასუხს სჯიდა მოწაფეს დენის მეშვეობით, ამავდროულად ყოველი არასწორი პასუხის შემთვევაში ელექტრო-სასჯელის მუხტი იზრდებოდა 45 დან 450 ვოლტამდე. მსახიობი-მოწაფე დაწყებული 150 ვოლტიდან უკვე სასოწარკვეთილი აპროტესტებდა სასჯელს და მოითხოვდა ექსპერიმენტის შეწყვეატას. მასწავლებელი ბუნებრივია როგორც ნორმალური ადამაინს ყურად უნდა ეღო მოწაფის მოთხოვნა, მაგრამ პროფესორის დაჟინებული მოთხოვნის გამოა გრძელებდა მოწაფის წამებას. ექსპერიმენტმა აჩვენა რომ, 40 ადამინიდან 26 ბოლომდე მივიდა და მოწაფეს 450 ვოლტამდე სასჯელით დასაჯა. მხოლოდ ერთი 300 ვოლტზე, 5 გადაწყვიტა ექსპერიმენტის შეწყვეტა 315 ვოლტზე, ორმა 330 ვოლტზე, და ერთმა 346 ვოლტზე, და თითო თითო ექსპერიმეტში მონაწილე მასწავლებელმა შწყვიტეს მოწაფისწამება 360 და 375 ვოლტზე.
ექსპერიმენტის ჩატარებამდე სტენლი მილიგრემა იელის უნივესტიტეტის ფსიქოლოგებს მიმართა, რათა მათ გაეკეთებინათ პროგნოზები ექსპერიმენტის შედეგებზე. ფსიგოლოგთა აზრით არაუმეტეს 1-2 % მივიდოდნენ ფინალურ ზღვარამდე. გარდა ამისა გამოკითხული იქნა 39 ფსიქიატრი. სადაც 225 ვოლტამდე ფსიქიატრტა აზრით ექსპერიმენტის მონაწილეების ნახევარი შეწყვეტა მონაწილეობას. ფსიქიატრთა აზრით ექსპერიმენტის სასტიკ დასასრულამდე მივიდოდა მხოლოდ ათასიდან ერთი მონაწილე. ფსიქიატრები სახტად დარჩნენ როდესაც მილიგრემის გამოკვლევის შედეგებს გაეცვნენ.
როგორ მოხდა რომ ესეთი სისატიკე გამოავლინეს ადამიანებმა? იქნებ ექსპერიმენტში მონაწილეებს ახასიათებდათ სადისტური თვისებები? მოგვიენაბით ექსპერიმენტის შდეგები გადამოწმებული იქნა, სადაც მონაწილეები გადიოდნენ სპეციალურ ტესტებს, სადაც ყველა რეზულტატი აჩვენებდა რომ, ყველა მონაწილე ჩვეულებრივი ადამიანია. გარდა ამისა ზოგიერთ ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ როგორც კაცები აგრეთვე ქალები სადაც სქესთა შორის ქცევაში განსაკუთრებული განსხვავება არ შეინიშნებოდა, ანუ ქალები სულაც არ გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული ლმობიერებით, როგორც ეს ადრე იყო მიჩნეული იყო.... გარდა ამისა მიჩნეული იყო რომ, ექსპერიმენტის სავალალო შედეგეი განაპირობა იელის უნივერსტიტეტის ატმოსფერომ რაც არ დადასტურდა რადგან ესეთივე შედეგები იქნამი ღებული ესპანეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და იტალიაში.
მილიგრემა გააკეთა არასახარბილო დასკვნა თავისი გამოკვლევიდან. მისი აზრით ადამიანები ადვილად ექცევიანა ვტორიტეტების გავლენის ქვეშ. ამ შემთხვევაში ავტორიტეტად გვევლინებოდა თვითონ პროფესორი, რომელის სასტიკ ბრძანებებს ასრულებდნენ ექსპერიმენტში მონაწილეები.ამის შემდგომ სტენლი მილიგრემა გადაწყვიტა საკუთარი თეორიის დადასტურება,რისთვისაც მან გარკვეულ წილად შეცვალა გამოკვლევა.
ექსპერიმენტის ტესტირება
მაშ ასე, ერთ ერთ გამოკვლევაში მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა, თვითონ დაედგინათ სასჯელად დაწესებული ძაბვის ზღვარი. მაშინ ისენი ჩერდებოდნენ 150 ვოლტზე. თუ ექსპერიმენტს ესწრებოდა მხოლოდ პროფესორის ასისტენტი ექსპერიმენტის გაგრძელებას თანხმდებოდა მხოლოდ მონაწილეთა 20%.
და ბოლოს ჩატარდა ექსპერიმენტი სადაც ორი პროფესორი მონაწილეობდა. ისენი იწყებდნენ დავას ერთი მეორესთან, რაც აბნევდა მასწავლებელს. ამ შემთხვევაში მონაწილე თვითონ ღებულობდა გადაწყვეტილებას სასტიკი ექსპერიმენტის შეწყვეტის შესახებ, - ამ შემთხვევაში დასჯა 100 %, წყდებოდა, ამასთან საინტერესო იყო ის გარემოება რომ, ”ავტორიტეტი”-ს ბრძანება ახდენდა ზეგავლენას მონაწილეებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც ის გვერდით იმყოფებოდა. როდესაც ბრძანებას ტელეფონის მეშვეობით იძლეოდა, შესრულების პროცენტი მკვეთრად ვარდებოდა, ზოგ შემთხვევაში მასწავლებელები ატყვილებდნენ პროფესორს და არწმუნებდნენ რომ ექსპერიმენტი გრძელდება.
დღეისათვის ყველა სპეციალისტი აღიარებსმილიგრემის ქესპერიმენტს, რომელიც ბევრჯერ ჩატარდა სხვა და სხვა პირობებში. ექსპერიმენტმა აჩვენა თუ რამდენად დიდია ავტორიტეტების გავლენა ადამიანებზე. ამისნათელი დადასტურებას ვხედავთ ჩვენს რეალობაში კერძოდ პოლიტიკაში...
_________________ არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს
|