პოპულარული თამაშები

Meltdown
Scores: 37
 
Cube Crash
Scores: 44
 
სანტა თხილამურებზე
Scores: 47
 
Fad 2003
Scores: 45
 
ბილიარდი
Scores: 54
 

User1 -hilite3

This is the User1 module position, which is using the -hilite3 module class suffix.
It is currently Wed Sep 08, 2010 11:59 pm

ფორუმის ინდექსი » დესპანის განყოფილებები » პოლიტიკა

All times are UTC




Post new topic Reply to topic  [ 1922 posts ]  Go to page Previous  1 ... 120, 121, 122, 123, 124, 125, 126 ... 129  Next
ავტორი Message
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
ეს ყველაფერი 25 იანვარს, პარიზში, საერთაშორისო სწავლებისა და კვლევების ცენტრში მოხდა. გერმან მარშალის ფონდის (ამერიკული ორგანიზაცია, რომელიც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს იკვლევს) დირექტორმა, ევროპის საკითხებში კლინტონის ადმინისტრაციის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა მოადგილემ რონალდ ასმუსმა, პრეზიდენტ სარკოზის დიპლომატიური მრჩევლის ჟან დევიდ ლევიტისა და ფილოსოფოს ანდრე გლუკსმანის თანდასწრებით, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომზე საკუთარი წიგნის პრეზენტაცია მოაწყო. წიგნის სათაური უკვე საინტერესოა, თუმცა ის იმ მხრივაც საყურადღებოა, რომ მასში ომის შეწყვეტის საკითხში საფრანგეთის დიპლომატიის როლი და ურთიერთობებია გაანალიზებული.

რონალდ ასმუსი „სარკოზის დამსახურებას ომის შეჩერების, ადგილზე საქართველოს პრეზიდენტის სააკაშვილის გადარჩენის, რუსეთსა და დასავლეთს შორის ცივი ომის თავიდან არიდების საქმეში“ ხაზგასმით აღნიშნავს.

სამი თვის შემდეგ, ნოემბერში, ევროპელების მუქარა სანქციების შემოღების შესახებ დავიწყებას მიეცა, ხოლო ევროკავშირს და რუსეთს შორის ნიცაში, პარტნიორობის შესახებ ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებები განახლდა. იმავდროულად, რონალდ ასმუსი ფრანგული შუამავლობის მრავალ ხარვეზს წარმოაჩენს: ადგილზე განთავსებულ ევროკავშირის დამკვვირვებლებს, მანამდე არსებული შეთანხმების მიუხედავად, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაკვირვების უფლება არ მიეცათ. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სარკოზისა და მისი კოლეგის დიმიტრი მედვედევის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების ძირითადი ასპექტები არ შესრულებულა.

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან უკან დაიხიეს, მაგრამ არა ომამდე დაკავებულ პოზიციებამდე. ასმუსი აცხადებს, რომ რეალურად, რუსეთმა ერთპიროვნულად და თვითნებურად შეცვალა ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წევრის, სუვერენული ქვეყნის საზღვრები, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ეთნიკურად უფრო სუფთა ანკლავების შექმნის მიზნით ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა დაუშვა და საკუთარი პრეზიდენტის ხელმოწერილი შეთანხმება ბოლომდე არ შეასრულა, და ეს ყველაფერი „სრული დაუსჯელობით“ დასრულდა. რონ ასმუსის აზრით, რუსეთმა აშკარად ისარგებლა ბუშის ადმინისტრაციის სისუსტით, რომელსაც მანდატი მალე ეწურებოდა და დასავლეთის ქვეყნებს შორის არსებული უთანხმოებით, რომელმაც მოსკოვს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის პრევენციისთვის ერთიანი და მკაფიო გაფრთხილება ვერ მისცა.

მომავლისთვის, რონ ასმუსი ორ ძირითად კითხვას სვამს: არის თუ არა დღეს, ახალი ევროპისთვის ღირებული პარიზის ქარტიის პრინციპები (ევროპის ხალხების უფლება თანაბარ უსაფრთხოებასა და ალიანსებში გაწევრიანების თავისუფლების შესახებ), რომელსაც ხელს აწერს ევროპი უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ყველა წევრი და მათ შორის რუსეთიც? აქვთ თუ არა დასავლეთის ლიდერებს „პოლიტიკური ნება და იმის უნარი, რომ რუსეთთან ახალი ურთიერთობები ჩამოაყალიბონ და ამ პრინციპებისადმი ერთგულება მასაც მოსთხოვონ?

დოპლომატ ჟან დევიდ ლევიტისთვის, პასუხი ცალსახად დადებითია. ევროპის უშიშროების საკითხებზე პრეზიდენტ მედვედევის წინადადება „რთულ მაგრამ აუცილებელ პარტნიორთან“ რუსეთთან ერთად უნდა განიხილონ, ჰელსინკისა და პარიზის ქარტიის შეთანხმების გათვალისწინებით.

იმავდროულად, ფილოსოფოსის ანდრე გლუკსმანის აზრით, პარიზი მოსკოვის მისთვის სამხედრო ავიამზიდის „მისტრალი“–ს მიყიდვით ძალიან ცუდ სიგნალს უგზავნის. მისი თქმით, ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20%–ის უკანონოდ მითვისების ფაქტი, დავიწყებას მიეცეს.


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
ამ სტატიაში იმდენია სასაცილო და სატირალი რო.....
ვისაც მთლიანი სტატიის წაკითხვა ეზარება, მხოლოდ და მხოლოდ წითლად შეფერადებული წაიკითხოს.


"სააკაშვილს, ადეიშვილს, მერაბიშვილსა და ბეჟუაშვილს დიდი ბიზნესი აქვთ უცხოეთში, მილიარდებზეა ლაპარაკი. ამ საქმეებს მათ ბენდუქიძე უგვარებს"

უკრაინაში ქართველი დამკვირვებლების გადამეტებული აქტიურობა ოპოზიციას აფიქრებინებს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მართლაც "მეორედ მოსვლა" იქნება. "დაიცავი საქართველოს" წევრ გოგა ხაინდრავას აზრით, ის, რაც უკრაინაში ქართველების მონაწილეობით მოხდა, რუსეთში დაგეგმილი ოპერაცია იყო:

- ეს იყო რუსეთის დაზვერვის კარგად ჩაფიქრებული და დაგეგმილი ოპერაცია, რომელიც მერაბიშვილის მეშვეობით ჩატარდა უკრაინაში. დავამტკიცებ, რომ მერაბიშვილი რუსეთის რეზიდენტია საქართველოს მთავრობაში. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დათმობაში სწორედ მისი ხელი ურევია. კრემლის სამსახური ახლა უკრაინაში გააგრძელა. ვანო მერაბიშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა უკრაინელ საზოგადოებას ზონდერბრიგადების გაგზავნით. გამოქვეყნებული სატელეფონო საუბრებითაც ირკვევა, რომ ამ ოპერაციას პირადად ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. უკრაინაში 2600 კაცის გადასროლას მინიმუმ 10-15 ჩარტერული რეისი მაინც დასჭირდებოდა. ეს ხალხი ჩაიყვანეს დონეცკსა და დონბასში, რომელსაც პრორუსული ძალები კურირებდნენ და ამდენი ხალხის იქ ჩასვლა გამოეპარებოდათ რუსებს?

ჩანაწერში გივი თარგამაძე იმასაც ამბობს, რომ დონეცკში 8 ათასი კაცით ჩავა და ქალაქს დააქცევს. გგონიათ, ამ მასშტაბის ოპერაცია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მხოლოდ მერაბიშვილის ჩატარებულია? ფე-ეს-ბეს ეს ოპერაცია მიზნად ისახავდა იანუკოვიჩის ხელისუფლებაში მოყვანას, დემოკრატიული და პროდასავლური ძალების დისკრედიტაციას. დააკვირდით, ვინ მოიგო ამ ოპერაციით, ვინ არის ყველაზე ჩუმად? - იანუკოვიჩი. ამ ოპერაციით მერაბიშვილმა მეორე ტურში გზა გაუწმინდა იანუკოვიჩს, რადგან ამ ყველაფრის შემდეგ ტიმოშენკოსთან საქმეს არავინ დაიჭერს.

- არ უნდა დაგვავიწყდეს სააკაშვილის სატელეფონო საუბარი ტიმოშენკოსთან, სადაც ის უკრაინის პრემიერს მხარდაჭერას უცხადებს.
- მას შემდეგ, რაც სააკაშვილი-ტიმოშენკოს საუბარი გამომზეურდა, ვანო მერაბიშვილს, რომელსაც კარიერა სატელეფონო მოსმენებზე აქვს აწყობილი, არ უნდა ეფიქრა, რომ გივი თარგამაძესთან მის საუბარსაც მოისმენდნენ? თარგამაძეს რომ ეუბნებოდა, იულიას თვითმფრინავები გამოაგზავნინე და ახალაიას მოჭიდავეებს გამოვაშვებინებ უკრაინაშიო, არ ფიქრობდა, რომ შეიძლებოდა, ისიც ჩაეწერათ? მეტიც, ეს საუბარი მერაბიშვილმა თვითონ ჩაწერა და გაავრცელა კიდეც, ისევე როგორც სააკაშვილი-ტიმოშენკოს საუბარი.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ტელეფონით ისე ლაპარაკობს, რომ ქურდებიც უნდა მონაწილეობდნენ ფე-ეს-ბეს დაგეგმილ და მერაბიშვილის ჩატარებულ ოპერაციაში.

- საქართველოს ხელისუფლებამ ხომ დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა ქურდულ სამყაროს?
- რურუების, ბოკერიებისა და მათი მრჩევლების მოფიქრებული იყო, ქურდები განზე გავწიოთ და მათი ადგილი დავიკავოთო, რადგან ასე უფრო ადვილი იქნებოდა ყველაფრის გაკონტროლება. რას აკეთებს თარგამაძე 2 წელი უკრაინაში? აქ მხოლოდ მაშინ ჩამოდის, როცა საყეფია. თარგამაძე უკრაინაში არალეგალურ ბიზნესშია და აქაურ წვრილფეხობას ფულს აკეთებინებს. სააკაშვილს, ადეიშვილს, მერაბიშვილსა და ბეჟუაშვილს დიდი ბიზნესი აქვთ უცხოეთში, მილიარდებზეა ლაპარაკი. ამ საქმეებს მათ ბენდუქიძე უგვარებს. იმიტომ ჰყავთ ის ახლოს, თორემ ოფიციალურად საქართველოში ბენდუქიძე აღარაფერს წარმოადგენს. ბენდუქიძე ტყუის, რომ ამბობს, საქართველოში ბიზნესი არა მაქვსო. სანამ ბენდუქიძე საქართველოში მილიარდებით არ ჩამოვიდა, მისი და მასწავლებელი იყო. 50 წლის ქალს უცებ გონება გაეხსნა და სამშენებლო საქმიანობა წამოიწყო? ბაგებში მთელი მშენებლობა მის დას მიჰყავს.

"საქართველოს ეკონომიკური რეფორმის მამას" ისე უყვარს საქართველო, რომ ნახევარი კახეთის ტყე იყიდა. ასეთი საშუალებები ბენდუქიძეს იმიტომ ეძლევა, რომ ქვეყნის პირველი პირების ქონება მისი ხელით არის დაბანდებული ოფშორულ ზონებში.

წვრილფეხობამაც (ცისკარიშვილი, წერეთელი, გაბაშვილი) ხომ უნდა ითუხთუხოს? მათ არალეგალურ ბიზნესს გივი თარგამაძე კურირებს უკრაინაში და ამიტომ არიან ამ საქმეში ჩართული ხმელო და ლაშა შუშანაშვილი. მათ არასოდეს უარუყვიათ, რომ ქურდული სამყაროს წარმომადგენლები არიან, მაგრამ რატომ აკვარახჭინებენ მათთან ერთად საქმეებს ხელისუფლების წარმომადგენლები? გუბერნატორ გოროზიას რა უნდოდა უკრაინაში?

"ოდნოკლასნიკებში" გოგოები გავიცანი და მათ სანახავად ჩავედი უკრაინაშიო, ამას ამბობს მხარის გუბერნატორი, ცოლშვილიანი კაცი! უკრაინაში ჩავიდნენ დათა ახალაია, ერეკლე კოდუა, ვასილ სანოძე და მათი ზონდერები... და კიდევ ერთი ნიუანსი, 2600 "დამკვირვებელს" შორის არც ერთი ქალი არ ყოფილა.

- ამას წინათ "პირველი კავკასიური" არხის თაობაზე შემაშფოთებელი განცხადება რის საფუძველზე გააკეთეთ?
- არხმა უნდა გააშუქოს წინააღმდეგობის მოძრაობა ჩრდილო კავკასიაში, რომლის წევრებსაც რუსეთი ბოევიკებს უწოდებს, მსოფლიოს კი ისინი ტერორისტებად ჰყავს შერაცხილი. როგორც კი წინააღმდეგობის მოძრაობა გაშუქდება არხზე, ამუშავდება რუსული პროპაგანდაც, საქართველო ტერორისტებს თანაუგრძნობს, ამ არხით ისლამისტ ექსტრემისტებს უჭერს მხარსო. მაშინ, როდესაც რუსეთის სათავეში პუტინია, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ის ამ ფაქტს წერტილოვანი დარტყმების საბაბად გამოიყენებს. დაგარტყამენ, მერე კი იტყვიან, თბილისში ტერორისტი ისლამისტების რუპორი ჩავახშვეთო. რატომ შეიქმნა თბილისში არხი, რომელსაც ჩრდილო კავკასიაში ვერავინ უყურებს? სინამდვილეში ეს რუსების მაპროვოცირებელი იარაღია. ამ არხზე ალა დუდაევა მუშაობს. ესეც გამაღიზიანებელია რუსეთისთვის. ამ საკითხებზე რომ ვილაპარაკე, ტელევიზიებმა გამოაცხადეს, ხაინდრავამ რუსეთს თბილისის დაბომბვისკენ მოუწოდაო. კი მაგრამ, თუ ეს მართლაც მოვუწოდე რუსებს, მე და ჩემი ოჯახი ჩელიაბინსკში ვცხოვრობთ თუ თბილისში? "ნაციონალების" ბელადისგან განსხვავებით, არსაიდან გამოვქცეულვარ და არც სხვა "ნაციონალებივით" გადავსულვარ ომის დროს აზერბაიჯანში. ხელისუფლებისაგან განსხვავებით არცერთი ოპოზიციონერი არ გასულა ომის დროს საქართველოდან. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია შავი ჭირივით ვერ იტანს ხელისუფლებას, რუსებმა ერთი კაცი ვერ იპოვეს აგვისტოს ომის დროს, ვინც მათ ინტერესებს გაატარებდა. რუსეთი აქამდე ყოველთვის ახერხებდა "შულავერის კომიტეტის" შექმნას საქართველოში, მაგრამ აგვისტოში ამას ვერ მიაღწია. ამიტომაც დასაყრდენი ისევ საქართველოს ხელისუფლებაში მოძებნეს სააკაშვილის, მერაბიშვილის, ბენდუქიძისა და თემურ ალასანიას სახით.

- რუსეთთან კეთილგანწყობა სწორედ ოპოზიციას ჰბრალდება, განსაკუთრებით ზურაბ ნოღაიდელის მოსკოვში ჩასვლის შემდეგ.
- ხე ნაყოფით იცნობა. სააკაშვილმა ბევრი რამ შეიძლება თქვას, რადგან ავად არის. ათას სისულელეს როშავს და ძალიან მეცოდება. ბოროტმოქმედები ის ადამიანები არიან, ვინც მის ზურგს უკან დგანან. მათ კარგად იციან სააკაშვილის ფსიქიკური აშლილობის ამბავი და ამას სათავისოდ იყენებენ. კაცს სახეზეც ეტყობა, რომ ჭკუაზე არ არის.

ჩემი ინფორმაციით, საქართველოდან ჩაყვანილი 2600 კაცი საუკეთესო სასტუმროებში ჰყავდათ. ამდენი კაცის ერთი კვირა უკრაინაში რჩენა მერაბიშვილმა აიღო საკუთარ თავზე და არ იკითხავთ, საიდან აქვს ფული? - ნარკოტიკებიდან. საქართველოში ნარკოტიკის გავრცელებასა და ტრანზიტს ერთი წყარო აქვს. მას მერაბიშვილი აკონტროლებს. შეხედეთ სააკაშვილს სახეზე. ეჭვს იწვევს, რომ ეს კაცი ნარკოტიკის მომხმარებელია? ამას წინათ (მიუნხენის ვიზიტის შემდეგ) თვითმფრინავის ტრაპიდან პირდაპირ თოდუას კლინიკაში რომ გააქანეს და "ნარკანები" უკეთეს, განა დაიმალებოდა? თოდუამაც მთლად ვერ უარყო, რომ პრეზიდენტი მის კლინიკაში მოხვდა და განაცხადა, მეორე სართულის დასათვალიერებლად მოვიდაო. რა იყო ასე საჩქაროდ სანახავი, რომ თვითმფრინავიდან გააქანეს მის კლინიკაში? არც ის იმალება, სააკაშვილი ბობოყვათში ორგიებს რომ აწყობს.საინტერესოა, ამ ქვეყანაში თავმოყვარეობა, ღირსება ან თვითგადარჩენის ინსტინქტი შერჩა ვინმეს? ვერ ხედავთ, საით მიგვაქანებს ამ გიჟების და დამნაშავეების გაერთიანება?

- პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ განათლების რეფორმა გააკრიტიკა და მის ავტორებს უვიცები უწოდა. ეს მორიგი საკადრო ცვლილებების მიმანიშნებელი ხომ არ არის?
- განტევების ვაცი ყოველთვის მოიძებნება. ახლა ლომაიაა გამზადებული. იმ უბედურ დღეზე გაჩენილს ხომ არ ჰგონია, რომ 40 მილიონის ამბავი ვინმეს დაავიწყდა? საბუთები არ იწვის და ლომაიასაც მოუწევს პასუხისგება იმის გამო, რომ თავის მოადგილესთან ერთად 40 მილიონი გაფლანგა. ასევე ამოტივტივდება უგულავას გაფლანგული 102 მილიონის ამბავი. ამ გაფლანგვების დოკუმენტები რომ დადო, ამას გადაჰყვა კონტროლის პალატის თავმჯდომარე ზურაბ სოსელია. რა სჭირდა სასიკვდილო, ახალგაზრდა კაცი იყო?! მას შემდეგ, რაც ამ მასალებზე დიდი ამბავი ატყდა, სოსელია მოხსნეს და რამდენიმე დღეში მოულოდნელად გარდაიცვალა კიდეც. ისიც საკითხავია, რით და როგორ!
- გიგი უგულავა აპირებს, თბილისის არჩეული მერი გახდეს და საინტერესო პროექტებიც წამოიწყო...
- რომელ პროექტებზე ლაპარაკობთ?! გაიხსენეთ არჩევნებამდე 200-200 ლარი რომ დაურიგეს უმუშევრებს, რიგებში ლამის ერთმანეთი დაახოცვინეს ხალხს. სად არის ეს პროექტი დღეს? უგულავა მერობის კი არა, ციხის კანდიდატია. ისევე უნდა დაიტანჯონ ჯურღმულებში, როგორც ახლა ოპოზიციონერ ბიჭებს ტანჯავენ. ლევან გოგიჩაიშვილს ისევ 7 წელი დაუტოვა სააპელაციო სასამართლომ. ესენი მოსამართლეები კი არა, მანტიაში გახვეული მგლები არიან. მოსამართლემ გოგიჩაიშვილის ადვოკატ მალხაზ ჯანგირაშვილს ასგვერდიანი დასკვნის წასაკითხად და სიტყვის მოსამზადებლად 1 საათი მისცა.

როდესაც ადვოკატმა უთხრა, ამ დროში წაკითხვასაც ვერ მოვასწრებო, მოსამართლემ უპასუხა, ეგ ჩემი პრობლემა არ არისო. ამომასხა, თეთრზე შავს რომ იძახდნენ და ვუთხარი, სწორედ თქვენი და მთელი საქართველოს პრობლემაა, ასეთ უკანონობას რომ სჩადიხართ და ამ პრობლემის არსს მაშინ ჩასწვდებით, როდესაც გოგიჩაიშვილის ადგილზე მოგიწევთ დაჯდომა-მეთქი. ეს სასამართლოს შეურაცხყოფად ჩამითვალეს, დარბაზიდან გამაძევეს და 500 ლარით დამაჯარიმეს.

კი ამიკრძალა მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ცოტნეს ხსენება, მაგრამ როგორ არ ვთქვა, რომ უდანაშაულო კაცს ციხეში კლავენ. ვის დაჭრასაც აბრალებენ, ის კაცი ამბობს, ცოტნე იმ დღეს თვალით არ მინახავსო. სააკაშვილი ზვიადის შვილს ერჩის, ვერ იტანს მამის გამო.

- თუ ასეა, კონსტანტინე გამსახურდიასაც უნდა ერჩოდეს.
- კონსტანტინე კონფორმისტია და იმიტომ, ცოტნე კი პრინციპული და ამოიჩემეს. ამათთან თანამშრომლობას არ დათანხმდა და არც პარლამენტი ინდომა. რასაც ფიქრობს, იმას ამბობს, კონსტანტინესავით ზღაპრებს კი არ იგონებს, მამაჩემის საქმის გამოსაძიებლად შევედი პარლამენტში და ახლა გიორგაძესთან უნდა ჩავიდე მოსკოვშიო. ამას ვინ ჭამს?

- მინდა ოპოზიციაზეც გკითხოთ, რატომ ვერ ერთიანდებით?
- ძირითადი ოპოზიციური პარტიები ერთი კანდიდატის ირგვლივ გაერთიანდებიან, მაგრამ რა არჩევნები უნდა ჩატარდეს თბილისში? უკრაინაში რას სჩადის მერაბიშვილი და აქ რას იზამს, ძნელი წარმოსადგენია? მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების არ მჯერა, პატივს ვცემ ჩემი კოლეგების პოზიციას, რომლებიც არჩევნებზე გადიან. პოლიტიკოსი, რომელიც განწირულ ნაბიჯზე მიდის, პატივისცემის ღირსია. გგონიათ, "ალიანსი საქართველოსათვის" ვერ ხვდება, რომ არაპოპულარულ ნაბიჯს დგამს, მაგრამ მაინც მიდის არჩევნებზე, რადგან პოლიტიკოსები არიან.

სააკაშვილს ორი არჩევნები მოვუგეთ, საპრეზიდენტო არჩევნებზე გაჩეჩილაძემ თბილისში გადატკეპნა სააკაშვილი და იგივე იქნება ახლაც. ოპოზიცია თბილისში ახლაც გაიმარჯვებს, მაგრამ ამას სააკაშვილი არ გააფორმებს.

ადგილობრივ არჩევნებზე ყველანაირად დავეხმარები "ალიანსს", მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, არჩევნები უპერსპექტივოა. ამ არჩევნებზე პატარ-პატარა შეტაკებები იქნება, ამას კი გენერალური ბრძოლა მოჰყვება და სააკაშვილის რეჟიმს უსათუოდ დავამარცხებთ.


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
გაპანღურებული შაფაქიძე და ახალი წესები ქართულ კანონმდებლობაში
Ambebi.Geნიკა გილაური ფინანსთა მინისტრი როდის იყო, ალბათ, თვითონაც აღარ ახსოვს, უფრო სწორად, კი ახსოვს, მაგრამ, წესითა და რიგით, არ უნდა ჰქონდეს სურვილი, ის პერიოდი გაიხსენოს. ჯერ ერთი, ახლა ბატონი ნიკა პრემიერია და მეორეც, თურმე იმხანად მისი მოადგილე გააპანღურეს.

ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის საბედნიეროდ, ტელეკომპანია "კავკასია", რომელმაც გილაურის მოადგილის, სიმონ შაფაქიძის გაპანღურების სცენა აჩვენა, მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს. ბატონი შაფაქიძე სახელმწიფო ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმ მომენტში დააკავეს, როცა მეგობართან ერთად "ნარკოტიკული თრობის" ქვეშ იმყოფებოდა.

შაფაქიძემ, ვიდრე მოდულის შენობაში მიიყვანდნენ და ტელევიზორში გამოაჭენებდნენ, თავის უფროსს, ფინანსთა მინისტრ ნიკა გილაურს დაურეკა და მომხდარის შესახებ შეატყობინა. გილაურმა ბავშვობის მეგობარი გასაჭირში არ მიატოვა და მისი გათავისუფლება "იმ ვანოს" სთხოვა, რომელსაც ნებისმიერის დაჭერა თუ გაშვება შეუძლია.

"ის ვანო" კი, უბრალოდ, არავის ათავისუფლებს, თუმცა, ჩანს, გილაურს ხათრი ვერ გაუტეხა და, სავარაუდოდ, ყველაზე უკეთ სწორედ მას ეცოდინებოდა, რომ ბატონი ნიკა მომავალში უფრო მაღლა აფრინდებოდა. სავარაუდოდ, ამიტომ, მერაბიშვილმა ხელქვეითებს დაურეკა და უთხრა, შაფაქიძესა და მის მეგობარს თითო ჭიტლაყი აკმარეთ და მერე გაუშვითო. "კუნთმაგარმა" თანამშრომლებმა მინისტრის შეგონება პირდაპირ გაიგეს და ჯერ შაფაქიძეს ამოარტყეს პანღური, მერე კი მის მეგობარს. როგორც ჩანს, თანამდებობამ აქაც გაჭრა, რადგან შაფაქიძეს ისე მწარედ არ მოხვედრია, როგორც მისი თანამგზავრი "დასაჯეს".

ეს კადრი სოდ-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მობილურით გადაიღო, ალბათ, იმიტომ, მერე "იმ ვანოსთვის" რომ ეჩვენებინა, თქვენი დავალება პირნათლად შევასრულეთო. მაგრამ თბილისი ხომ პატარა ქალაქია, ყველამ ყველაფერი იცის და მალე ეს ვიდეო ჯერ ინტერნეტში, მერე კი იმ ტელევიზიაში მოხვდა, მხოლოდ თბილისზე რომ მაუწყებლობს.

მიჭიტლაყებული შაფაქიძე მინისტრის მოადგილე აღარ არის, მაგრამ უმუშევარი არ დარჩენილა. რა ბედი ეწია მის მეგობარს, ვერ გეტყვით, მაგრამ...

აბა, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, ნარკოტიკის მოხმარებაზე ჯარიმად გაპანღურება ოფიციალურად რომ დაკანონდეს (ახლა არ მითხრათ, საქართველოში ეს შეუძლებელიაო), რა საინტერესო სანახავი იქნება, "კაიფში" მყოფ ნარკომანებს სოდ-ის თანამშრომლები შუა ქუჩაში რომ დააყენებენ და ჭიტლაყს უთავაზებენ. თანაც, პირველ შემთხვევაზე ერთი პანღური იქნება, მეორეზე - ორი...

მერე ნახეთ, გადაცემა "ვიდეოპატრული" სენსაციური ინფორმაციებით რომ დაიწყება - "დღეს სამართალდამცველებს ბევრი საქმე ჰქონდათ. მათ დააკავეს და გააპანღურეს ოცი ნარკომანი, რომელთაგან ერთ-ერთი ჩივის, რომ პოლიციელებმა ძალას გადაამეტეს..."

უშუალოდ შაფაქიძეს რაც შეეხება, მან არც ჩვენთან კომენტარი ისურვა და არც ტელევიზიებთან გამოჩნდა. სამაგიეროდ, გულს მოეფონებოდა, როცა გაიგებდა, რომ მისი გამპანღურებელი პოლიციელი სამსახურიდან გაათვისუფლეს - აქაოდა, მოქალაქე ფიზიკურად შეურაცხყოო. მართალია, ის არავის გახსენებია, ბრძანება ვისგან მიიღო სამართალდამცველმა და რატომ არ აგებინეს პასუხი შაფაქიძეს კანონის შესაბამისად, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი ხომ ის არის, რომ პოლიციელს თავხედობა არ აპატიეს.

ამჟამად ნიკა გილაური პრემიერ-მინისტრია და მისი მეგობრობა უფრო ძვირად ფასობს. ამიტომაც, თუ მომავალში მის მეგობარს ნარკოტიკებზე გამოიჭერენ, პანღურს აღარ აკადრებენ და, სავარაუდოდ, წკიპურტის ჩარტყმას აკმარებენ.

P.S. ისე, პანღური ქართული პოლიტიკისთვის უცხო არ არის. აპრილის აქციების დროს, ერთ-ერთმა მომიტინგემ ცესკოს იმჟამინდელ თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილს ამოჰკრა პანღური და ის მომიტინგე ადმინისტრაციული წესით დასაჯეს. თარხნიშვილი ახლა უმუშევარია და, ვინ იცის, ეგებ ფინანსთა მინისტრის მოადგილის პოსტიც კი ჩააბარონ. როგორც ვნახეთ, ჭიტლაყის გაძლება შეუძლია.

არმაზ ხარძიანი


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
ზვიად გამსახურდიასთან კაბინეტში ვიყავი... ტელეფონმა დარეკა. მან მხოლოდ ერთი სიტყვა _ "ალო" წარმოსთქვა და შემდეგ უსმენდა. როცა ყურმილი დადო, მომმართა, შევარდნაძემ ასე მითხრა: შენ და შენს თავისუფალ საქართველოს სისხლში ჩავახრჩობო. აი, ასე აასრულა დანაპირები"



"სუკის აგენტი ხარო", ასე უთხრა თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ კაკო ასათიანს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობისა და ეროვნული მოძრაობის თვითმყოფადობის ნაყოფშივე ჩაკლული იდეების შესახებ ზესტაფონის პრეფექტის მოადგილეს, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია "რეპრესირებულთა რეაბილიტაციის კავშირის" თავჯდომარეს, გიორგი ფერაძეს ვესაუბრეთ.


_ როდის დაიწყო ეროვნული მოძრაობისა და ზვიად გამსახურდიას გარშემო შეთქმულების მზადება?


_ პირველი განხეთქილება 1991 წელს, ჯერ კიდევ ზვიადის პარლამენტში ყოფნის დროს დაიწყო. შეიქმნა "ქარტია 91", რომლის თავმჯდომარეც თედო პაატაშვილი იყო. მიზეზად მოჰყავდათ, ზვიადს ქვეყანა უფსკრულისაკენ მიჰყავს, დიქტატორიაო. მთავრობაში პირველი მოღალატე მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე თენგიზ სიგუა აღმოჩნდა. შემდეგ მას საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი ხოშტარია მოჰყვა.
"ქარტია 91"-ის გარშემო გაერთიანდნენ სიგუა, კიტოვანი, ბესიკ ქუთათელაძე, ვაჟა ადამია, "სახალხო ფრონტიდან" ნოდარ ნათაძე. ეს ხალხი ახლა იძახის _ ზვიადი აგვაყვავებდაო, მაშინ კი ჩვენი განადგურება უნდოდათ.


რომელი დიქტატორი ზვიადი იყო? კაცმა პრეზიდიუმზე ხუთჯერ გამიყვანა, როცა ზესტაფონის პრეფექტად ვინიშნებოდი. ხალხმა გზებიც კი გადაკეტა, გია გვინდაო, მაგრამ მაშინ სიგუას თავისი კანდიდატი ჰყავდა, ვაჟა ადამიას _ თავისი, კაკო ასათიანს _ თავისი... ამიტომ, საბოლოოდ, სხვა კანდიდატი გავიდა.


კაკო ასათიანთან დაკავშირებით მინდა გავიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც ზვიადს ყველაზე მეტად სჭირდებოდა მხარში დგომა. ამ დროს ასათიანი ავად გახდა. მისი მხრიდან ეს საკმაოდ საინტერესო და კარგად გააზრებული ნაბიჯი იყო. ის ექიმი, ვისთანაც ქობულეთში კაკო მკურნალობდა, ავთო მიქელეიშვილია, დღესაც ცოცხალია და კარგად იცის, იყო თუ არა ეს ადამიანი იმ პერიოდისათვის ავად.
"სუკის აგენტი ხარო" _ ასე უთხრა თავის დროზე ზვიად გამსახურდიამ კაკო ასათიანს. თუმცა ისიც კარგად მახსოვს, როცა არჩევნებში გავიმარჯვეთ, კრწანისის რეზიდენციაში სადილი გამართა. ზვიადი ზუსტად იმ მაგიდასთან მოვიდა, სადაც მე ვიჯექი. მას უკან ასათიანი მოჰყვებოდა. ზვიადმა მოსალმება ასე დაიწყო: "მონარქიული წყობა სუკმა დაანგრია, კაკომ ეშმაკს მიაფურთხა და ჩვენ დაგვიბრუნდა", ანუ პრეზიდენტი კარგად ინფორმირებული იყო მთავრობის ყველა წევრზე.


_ რატომ მოგიწიათ ბუნკერში ჩასვლა და რა ხდებოდა იმ პერიოდში?


_ სხვა გზა არ გვქონდა. პირველი ტყვია პრეზიდენტის კაბინეტს ჯერ "რუსთაველის" მხრიდან მოხვდა, შემდეგ გვერდიდან, ჩიტაძის ქუჩიდან. სხვა გზა აღარ დაგვიტოვეს. ახლა ბუნკერს უწოდებენ, თორემ ეს ჩვეულებრივი სასადილო იყო, სადაც დეპუტატები სადილობდნენ. ექიმები _ გოგი ხუციშვილი და დათო საყვარელიძე იქვე დაჭრილებს სამედიცინო დახმარებას უწევდნენ.


პრეზიდენტმა ხალხს ახალი წელი ვერ მოულოცა. ბესიკ ქუთათელაძემ ტელეანძა აიღო და იმიტომ.


იქვე შენობაში გამოყოფილი გვქონდა რამდენიმე ოთახი, საიდანაც ჟურნალისტ მზია ბაქრაძეს საინფორმაციო გამოშვება მიჰყავდა. საბოლოოდ, ეს სიგნალიც დაგვიხშეს. რომ ვერ გაგვტეხეს, ვაჟა ადამიამ შემოგვითვალა, სახანძრო მანქანებით ბენზინს ჩამოგისხამთ და ცეცხლს მოგიკიდებთო. სხვა გზა აღარ დაუტოვეს კანონიერ ხელისუფლებას და სამშობლოდან გააქციეს.


ზვიადს გამოცდილი მძღოლი ჰყავდა. თბილისის გარეუბნები ზეპირად იცოდა. დევნილი ხელისუფლების ამალა ყარაჯალის გზით სამშვიდობოს გაიყვანა. მოწინააღმდეგეს ეგონა, პრეზიდენტი დასავლეთისაკენ წავიდაო, სოფელ აღაიანთან ჩაუსაფრდნენ და ცეცხლი გურია-იმერეთის ბატალიონის უფროსის, სოსო ჟღენტის კოლონას გაუხსნეს. 30 ადამიანი უმოწყალოდ ჩახოცეს. იგივე განმეორდა თბილისში მეტეხის ხიდზე. ერთ-ერთი დაზარალებული გიული გაგუა დღესაც ცოცხალია, რომელსაც ორგანიზმში 42 ტყვია აქვს ჩარჩენილი. ხალხი დასავლეთიდან დაიძრა ჩვენს დასახმარებლად, მაგრამ სიგუას, კიტოვანის, იოსელიანის და სხვა ბანდფორმირებებს გზები ჰქონდათ გადაკეტილი.


თავდაცვის მინისტრი ჯონი ფირცხალაიშვილი, ბესიკ ქუთათელაძე, ნოდარ გიორგაძე, კოპალიანი მოღალატეები აღმოჩნდნენ.
პირველი აჯანყებისათვის დავიწყეთ მზადება. უნდა გადაგვეკეტა რიკოთის უღელტეხილი. ამ დროს გამსახურდია ქუთაისში უნდა ჩამოსულიყო და დასავლეთ საქართველოს გათავისუფლებისათვის დაიწყებოდა ბრძოლა, მაგრამ ჭიათურის ბატალიონის უფროსი დათო გაფრინდაშვილი მოღალატე აღმოჩნდა, რომელიც მოგვიანებით თანამებრძოლმა მოკლა. ამიტომაც აჯანყება ჩაიშალა, ზვიადი ვერ ჩამოვიდა, მე და სხვა მებრძოლები კი დაგვიჭირეს.


თავის დროზე ეროვნული მთავრობის მიერ დანიშნულმა მიშა სალაძემ და მისმა პოლიციელებმა სამმართველოს ე. წ. კაპეზეში ცემით ამოგვხადეს სული. აღიარებითი ჩვენების მიცემას მოითხოვდნენ, ვითომდა ჩემს ბინაში ორი ტომარა ფული, ხუთი მილიონი რუსული რუბლი მქონდა გადამალული. ეს თანხა ვითომდა შეგროვებული იყო იმისათვის, რომ ზვიადისათვის ქრთამის სახით გადამეცა.


ზვიადმა ამის საპასუხოდ შემომითვალა: "მაგინე, რამდენიც გინდა, ხალხმა იცის სიმართლე. ეცადე, თავი დააღწიო პატიმრობას". თუმცა პოლიციამ ჩემგან აღიარება მაინც ვერ მიიღო. ამიტომ ჩემი და ჩემი ძმის, თემურ ფერაძის გარდა ყველა გაათავისუფლეს. რამდენიმე თვე ორთაჭალის ციხეში გავატარე. აგვისტოს ერთ მშვენიერ დილას შეგვატყობინეს, რომ შს მაშინდელ მინისტრს, რომან გვენცაძეს ჩვენი ნახვა სურდა.


საქმე შემდეგნაირად იყო. თურმე ლოთი ქობალიას შემოუთვლია, გიორგი და თემურ ფერაძეებს სანდრო კავსაძეში გაგიცვლითო. ჩაგვიყვანეს სოფელ ცაიშში, სადაც ლოთი იყო გამაგრებული. ყურადღება მიაქციეთ თვეს და რიცხვს _ 13 აგვისტო. 14-ში აფხაზეთში ომი დაიწყო. სანამდე ჩემი და ჩემი ძმის გადაცემას აგვარებდნენ, ლოთის ხალხმა შევარდნაძის შს მინისტრი და რამდენიმე კაცი ტყვედ აიყვანეს. ამიტომ შევარდნაძის მთავრობაში ერთი განგაში და ალიაქოთი ატყდა.


აი, აქედან დაიწყო გაუთავებელი ბრძოლები აფხაზეთის ტერიტორიაზე. იმ საბედისწერო დღემდე ამ რეგიონში არავითარი ომი ან გაუგებრობა არ ყოფილა. უბრალოდ, აფხაზეთის მიწაზე ზვიადის მიმართ სიყვარული და ერთგულება შევარდნაძეს არ აწყობდა, იმიტომ, რომ მის დროს აფხაზეთში ჩატარდა რეფერენდუმი, სადაც აფხაზებმა საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირეს მხარი.


დღეს ომის დაწყების თაობაზე სხვა, შეთხზული მითი დადის. ერთია, ამ ბოლო დროს თეთრ მელას ცოდვების აღიარების სურვილი გაუმძაფრდა. აფხაზეთში ომი მე დავიწყეო, _ საჯაროდ აცხადებს.


კარგად მახსოვს, ერთხელ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან კაბინეტში ვიყავი. უეცრად ტელეფონმა დარეკა. მან მხოლოდ ერთი სიტყვა _ `ალო~ წარმოსთქვა და შემდეგ უსმენდა. როცა ყურმილი დადო, მომმართა: შევარდნაძემ ასე მითხრა, შენ და შენს თავისუფალ საქართველოს სისხლში ჩავახრჩობო. აი, ასე აასრულა დანაპირები.


_ მიშას მოსვლით რა შეიცვალა თქვენთვის და ეროვნული მოძრაობის დევნილი მთავრობის ცხოვრებაში?


_ გახსოვთ, სააკაშვილმა ფიცი დადო ქაშუეთის ტაძარში, რომ ჩვენი რეაბილიტირება მოხდებოდა. მოგვიანებით, ხელი მოეწერა "ეროვნული თანხმობის" დოკუმენტს, რომ ყველანაირ დახმარებას გაგვიწევდნენ და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დაპირებად დარჩა და სხვა არაფერი.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუნდაც 2 თებერვლის ამბები არავის გამოუძიებია. არადა, მიმდინარე 2 თებერვალს 18 წელი შესრულდება, რაც ყოფილი "ჩელუსკინელების" ხიდზე ეროვნული მოძრაობის მშვიდობიანი მანიფესტაცია დაარბიეს. სულ 320 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა სიმართლისათვის ბრძოლას. დაუსჯელია აბსოლუტურად ყველა დამნაშავე, ვისი ხელიც ამ ტრაგედიაში ერია.



მაკა ივანიშვილი


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
ირანის გააქტიურება კავკასიაში
01.02.2010 11:32
გიორგი წიკლაური
"ექსპერტთა კლუბი"

სპარსეთის იმპერიის მრავალსაუკუნოვანი გავლენის ქვეშ მყოფი და ხშირად მისი ნაწილი კავკასია, კვლავ ბრუნდება ირანის თვალსაწიერში. ეს ხდება ორასწლიანი შუალედის შემდეგ, რომლის დროსაც მოხდა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის რუსეთთან შერწყმა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ირანმა გააგრძელა ურთიერთობა ახალ სუვერენულ სახელმწიფოებთან, რომლებიც ჩამოყალიბდნენ პოსტსაბჭოთა სივრცეში. პირველ რიგში ეს ეხება აზერბაიჯანსა და სომხეთს, რომლებსაც აქვთ საერთო საზღვრები ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან და ყავთ იქ გავლენიანი დიასპორები. იმავდროულად აზერბაიჯანელები ირანის მოსახლეობის ერთ მეოთხედს, ანუ 16 მილიონს შეადგენენ (სხვა შეფასებებით, 30 მილიონამდე) და მთლიანად აკონტროლებენ ქვეყნის რამდენიმე პროვინციას.

სეპარატიზმის საშიშროებამ ირანის აზერბაიჯანში, კასპიის ზღვის გაყოფამ, ყარაბახის სიახლოვემ და სხვა ფაქტორებმა განაპირობეს თეირანის საკმაოდ ინტენსიური პოლიტიკის გატარება კავკასიის მიმართულებით.

უკანასკნელ პერიოდამდე თეირანი "მუშაობდა" მხოლოდ თავის უშუალო მეზობლებთან - ბაქოსთან და ერევანთან - და ეს ურთიერთობა ყველანაირად ჯდებოდა ბუნებრივი ურთიერთდამოკიდებულების ფარგლებში, როგორიც ჩვეულებრივ ყალიბდება მეზობელ სახელმწიფოებს შორის. ირანი არ მიისწრაფოდა გამხდარიყო რეგიონალური მოთამაშე და საქართველოში, კავკასიის ამ მნიშვნელოვან სუბიექტში, მისი აქტიურობა პრაქტიკულად არ იგრძნობოდა. რა ახსენებდა ქართველებს წლების განმავლობაში იმ ქვეყანას, რომელმაც ღრმა კვალი დაამჩნია ქართულ კულტურას, ქართულ ენას, ქართულ მენტალიტეტს და რომელთანაც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის სისხლიანი და გმირული ფურცლები? ალბათ მხოლოდ ირანის საელჩოს სოლიდური შენობა, რომელიც ცოტა ხნის წინ რუსეთის დიპლომატიური მისიის პირდაპირ ააშენეს და ტელეგადაცემები ფერეიდნელ ქართველებზე.

მაგრამ ბოლო წლებში ამას დაემატა ირანის ისლამური კულტურის ცენტრი "აალულ-ბეითი", რომლის ახალი შენობა ერთი თვის წინ გაიხსნა თბილისში და უკვე დაიწყო ადგილობრივი აზერბაიჯანელებისთვის კომპიუტერთან მუშაობის შესწავლა. თუ ვიმსჯელებთ ცენტრის აღჭურვილობით და მათ მიერ აღებული სტარტით (ამაზე ქვემოთ), ირანული ქსელის "ალულ-ბეითის" თბილისური ოფისის საქმიანობა საკმაოდ აქტიური იქნება, ხოლო თუ თვალს გადავავლებთ პოლიტიკურ გრაფიკს, დავინახავთ ქართულ-ირანული კონტაქტების ინტენსივობის მკვეთრ ზრდას, როგორც სახელმწიფოთაშორის, ისე საზოგადოებრივ დონეზე.

18 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვია თეირანს, სადაც იგი მიიღეს უმაღლეს დონეზე და განიხილეს კავკასიაში სტაბილურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სტრატეგიული საკითხები. ამ ვიზიტის დროს გრიგოლ ვაშაძეს მოუწია მოესმინა პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის შეგონება - უარი თქვას საქართველომ ნატოში შესვლაზე, ირანის ბალანსირებული და პრინციპული პოზიციის ქება რეგიონალურ განვითარებასთან დაკავშირებით და თბილისის მზადყოფნის დაფიქსირება აიათოლების რესპუბლიკასთან კონსულტაციების გაფართოების შესახებ.

26 იანვარს საქართველოს და ირანის სამთავრობო დელეგაციები პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მანუჩეხრომ მოტაკის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ ერევანში. თითქოსდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად და სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ ერთსა და იმავე დროს და ერთსა და იმავე ადგილას. იმავე დღეს თბილისში ჩამოვიდა ირანის სასულიერო პირების საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია, მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის თემა იყო "ქრისტიანობა და ისლამი ტერორიზმის შესახებ". მიუხედავად ვიზიტის არაფორმალური ხასიათისა, იგი საინტერესოა იმით, რომ ირანში რელიგია არ არის გამოყოფილი სახელმწიფოსგან, არამედ პირიქით, იგი მართავს სახელმწიფოს.

სტუმრები ჩამოვიდნენ, რათა განეხილათ რელიგიის პოტენციალი მშვიდობის დაცვისა და მის როლზე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. ისინი არ ფარავდნენ, რომ ამ შეხვედრის ჩატარებას ხელი შეუწყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-სა და ირანის რელიგიებთან დაახლოების ორგანიზაციის ხელმძღვანელის, აიათოლა მოჰამედ ალი თასხირს შორის არსებულმა თბილმა ურთიერთობამ (შეხვედრის უშუალო ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაცია "ეთნიკურ და კონფესიურ ურთიერთობათა ცენტრი "შერიგება" და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში, რომლებიც მოქმედებდნენ საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული რელიგიებთან ურთიერთობის ცენტრის და ირანული რელიგიებთან დაახლოების ორგანიზაციის მხარდაჭერით).

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა პირადად მიიღო ირანული დელეგაცია თავის რეზიდენციაში, რომლის დროსაც განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გავლენიანი აიათოლას ძმას, დოქტორ მოჰამად მეჰდი თასხირის. რის შემდეგაც მრგვალი მაგიდის მონაწილეები გაემართნენ "აალულ-ბეითის" ცენტრში, სადაც მთელი დღე კითხულობდნენ მოხსენებებს და აჯერებდნენ თავის შეხედულებებს საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან, მეცნიერებთან, თეოლოგებთან და ექსპერტებთან. შეხვედრამ გამოიწვია ჟურნალისტების დიდი ინტერესი - ქართული მედიის წარმომადგენლების გარდა, ცენტრის შენობაში იმ დღეს იმყოფებოდნენ აზერბაიჯანული ტელეარხის, თურქული პრესის და ირანული ინგლისურენოვანი PრესსთV-ს წარმომადგენლები (რომლის გადამღებმა ჯგუფმაც საქართველოში მუდმივი მუშაობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო).

მხარეებმა თემასთან დაკავშირებული მრავალი აზრი გამოთქვეს, მოიყვანეს საინტერესო მაგალითები, გაისმა მოწოდებები ძალისხმევის გასაერთიანებლად და რელიგიის შესაძლებლობების გამოსაყენებლად ძალადობის წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ ირანის თეოკრატიის წარმომადგენლები ტოლერანტობის ისეთ დემონსტრირებას ახდენდნენ და ისე მსჯელობდნენ ისლამის, ქრისტიანობისა და იუდაიზმის გამაერთიანებელ პოსტულატებზე, რომ ევროპის ყველაზე თავგამოდებულ ლიბერალებსაც კი შეშურდებოდათ.

შესვენებაზე დოქტორმა მოჰამედ მეჰდი თასხირიმ უპასუხა "ექსპერტთა კლუბის" შეკითხვებს:

- რატომ ტარდება მრგვალი მაგიდა ასეთ თემაზე თბილისში, არის თუ არა ამაში რაიმე ფარული მიზნები?

- ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ ათეულობით საერთაშორისო კონფერენციაში - ძირითადად, ისეთ ქვეყნებში, სადაც კრიზისი და მძიმე სიტუაციაა შექმნილი. თბილისი ამ მხრივ ერთერთი მშვიდი ქალაქია. მე ვთვლი, რომ მართლმადიდებლობა საქართველოში წარმოდგენილია საუკეთესო სახით და იგი უფრო ამაღლებულია, ვიდრე რუსეთში. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის კონფერენციები უნდა ჩატარდეს სწორედ ასეთ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტია რწმენა და კეთილგანწყობა. რა თქმა უნდა ესეც მიზეზია. ეს ის გარემო და ის ურთიერთობაა, რასაც ვერ ვიპოვნით სხვა ქვეყნებში. აქ არის უძველესი მართლმადიდებლური ძეგლები. იქ სადაც კულტურას აქვს ღრმა ფესვები, მას შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს ადამიანებზე. ჩვენ არ ვგრძნობთ არავითარ დისკომფორტს - ჩვენ ვხედავთ თბილ, გულწრფელ ურთიერთობას და ადამიანებს კულტურის ღრმა ფესვებით, რომლებიც ეხმარება მათ რწმენის განმტკიცებაში. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც კონფერენცია ტარდება თბილისში, ეს შეიძლება იყოს თბილი და მეგობრული ურთიერთობა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქსა და აიათოლა თასხირს შორის. მე ვფიქრობ, რომ პატრიარქი - ეს დიდი ძალაა და მას შეუძლია დადებითი ზეგავლენის მოხდენა და მნიშვნელოვანი როლის შესრულება არა მარტო საქართველოში, არამედ სახელმწიფოებსა და რელიგიებს შორის ურთიერთობებზედაც.

- მიუხედავად იმისა, რომ თბილისი მშვიდი ადგილია, ჩვენ ცხელ რეგიონში ვიმყოფებით. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და მუდმივი დაძაბულობა ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელსაც ბევრი ომად აფასებს. მრგვალ მაგიდასთან აღნიშნულ იქნა, რომ ხშირად ძნელია ზღვარის გავლება ტერორიზმსა და განმანთავისუფლებელ მოძრაობას შორის. რუსეთი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ებრძვის ტერორიზმს. ზოგიერთი ჩრდილოეთკავკასიელი თვლის, რომ ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ზოგიერთი კი საუბრობს ჯიხადზე ისლამის დროშით. როგორ უყურებენ ამ საკითხს ირანში?

- ერთია - საერთო შეხედულება ტერორიზმზე, მეორე - სუბიექტური მიდგომა ამ მოვლენისადმი. მთელს მსოფლიოში განიხილავენ ამ საშიშროებასთან ბრძოლის პრობლემას, სად გადის ზღვარი ტერორიზმსა და ძალადობასთან წინააღმდეგობის გაწევას შორის, როგორ შეიძლება მისი აღკვეთა, რა გზები არსებობს ამისთვის, რისი გაკეთება შეუძლიათ სასულიერო პირებს... ეს საკითხები ყოველთვის ისმის და რჩება აქტუალური. არის სხვა მხარეც - ასეთ რეგიონებში მიმდინარე მოვლენებისადმი თვითონ ხალხის დამოკიდებულება. მაგალითად ერაყის მოსახლეობა ფიქრობს, რომ ისინი ებრძვიან ოკუპანტებს. ერაყში ასევე არიან ტერორისტული ჯგუფები, რომელთა მსხვერპლიც ერაყელი ხალხია. ანუ ლაპარაკია ორ ჯგუფზე, ერთერთი მათგანი ებრძვის ოკუპანტებს, ხოლო მეორე ჯგუფის მოქმედებისგან ზარალდება უბრალო მოქალაქეები. ასეთივე მდგომარეობაა ავღანეთშიც - როდესაც ერთი ჯგუფის მსხვერპლია უბრალო ავღანელი ხალხი, ხოლო სხვები პირდაპირ ებრძვიან ოკუპანტებს. ეს ხდება პაკისტანშიც, იემენში, სუდანში, მაღრიბის ქვეყნებში, პალესტინაში - მთელს ახლო აღმოსავლეთში. დაპყრობილია პალესტინის ტერიტორიები, ადგილობრივი მოსახლეობა განდევნილია. იქ არის ჯგუფები, რომლებიც ებრძვიან ამ ძალადობას, ეწევიან განმანთავისუფლებელ ბრძოლას. არიან ჯგუფები, რომლებიც თანამშრომლობენ რეჟიმთან და ჯგუფები, რომლებიც ებრძვიან რეჟიმს. შეგვიძლია თვალი გადავავლოთ სამხრეთ ამერიკას, ვენესუელას ჩრდილოეთ ირლანდიას და სხვა. ბევრი დაჯგუფებებია. თუ ადამიანი ამ პრობლემას განიხილავს არა გლობალურად, არამედ სუბიექტურად, ჩვენ ვერასდროს ვერ ვიპოვით გამოსავალს. ხალხმა თვითონ უნდა იცოდეს, იბრძვის ის ჭეშმარიტებისთვის თუ ჭეშმარიტების წინააღმდეგ. მე უფრო ვურთიერთობ ერაყის, ავღანეთის, პაკისტანის და იემენის სასულიერო პირებთან, თქვენ კი უკეთ იცნობთ კავკასიის რეგიონს და იქაურ სასულიერო პირებს. თუ მე კარგად არ ვიცი რა საქმიანობას ეწევიან, მაშინ ვერ გეტყვით რისთვის იბრძვიან ისინი. ხოლო თუ თქვენ გაინტერესებთ ირანის პოლიტიკური პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში, ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა.

- ჩვენ გვაინტერესებს ირანული საზოგადოების დამოკიდებულება, მაგრამ ალბათ ეს თემა ირანში აქტუალური არაა?

- დიახ, ჩვენ ცუდად ვიცნობთ რეგიონში მიმდინარე პროცესებს. მე უფრო ვიცი ავღანეთში მიმდინარე მოვლენები, ვიდრე კავკასიაში. მაგრამ არიან ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე და ისინი, რა თქმა უნდა, უკეთ არიან ინფორმირებულები. მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირად ექსპერტებიც ცდებიან და არასწორ ინფორმაციას აწვდიან იმ სახელმწიფოთა ხელმძღვანელობას, რომლებიც შემდეგ ახდენენ ამა თუ იმ ტერიტორიის ოკუპაციას და ამ ქვეყნებში აწყდებიან ისეთი ხასიათის წინააღმდეგობას, რომლის შედეგადაც წარმოიქმნება კონფლიქტები. ეს ნიშნავს, რომ ისეთ დიდ ქვეყნებსაც კი, როგორიცაა აშშ, ხშირად არ აქვთ სწორი ინფორმაცია - როგორც ეს მოხდა ერაყში, სადაც ისინი იმედოვნებდნენ ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერის მოპოვებას.

- ნიშნავს თუ არა ეს კონფერენცია იმას, რომ ჩვენ უფრო ხშირად ვიხილავთ ირანულ დელეგაციებს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უფრო ინტენსიური გახდება?

- მე არ შემიძლია ზუსტად ვთქვა, თუ რა იქნება. მაგრამ ჩვენ გვაქვს ასეთი მიზანი და ეს იყო მრგვალი დღევანდელი მაგიდის მიზეზიც, არის იმისი ნიშანი, რომ ურთიერთობები უნდა გაფართოვდეს, და არა მხოლოდ ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში. ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ საერთო საკითხები ისლამსა და ქრისტიანობაში, საერთო ადამიანური ფასეულობები, რომლებიც ჩადებულია ორივე აღმსარებლობაში. შეგვიძლია გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი კულტურა, ჩვენი ფასეულობები. ასეთ შეხვედრებს შეიძლება მოყვეს კონტაქტები სხვა სფეროებშიც - პოლიტიკურში, ეკონომიკურში... კეთილი ნების მქონე ხალხები ყოველთვის მზადაა ასეთი შეხვედრებისთვის.

დღეს ძნელად თუ ვინმე დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ საქართველოსა და ირანს შორის კონტაქტების აქტივიზაცია რეგიონის გეოპოლიტიკურ რუკაზე სერიოზული ცვლილებების წინაპირობაა. მაგრამ ყველა პროცესი რაღაცით იწყება და ჩვენს დროში კულტურული ცენტრების გახსნა და არაფორმალური დიალოგის დაწყება ორმხრივი ურთიერთობების ისეთივე აუცილებელი ატრიბუტებია, როგორიც პოლიტიკური კონტაქტები სახელმწიფო დონეზე.

თუ მივიღებთ იმ ჰიპოთეზას, რომ თეირანმა გადაწყვიტა განავითაროს ირან-საქართველოს ურთიერთობები, ეს ნიშნავს რომ ირანს განზრახული აქვს, დაიკავოს გარკვეული ადგილი კავკასიაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელი ასახსნელია ირანის სურვილი დახარჯოს დრო და რესურსები იმ ქვეყანასთან ურთიერთობის გასაღრმავებლად, რომელთანაც არაფერი აკავშირებს, რომელიც ამავე დროს არის აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორი და აქვს მეგობრული ურთიერთობები ისრაელთან - საუბარია იმ სახელმწიფოებზე, რომელთაგან პირველი ირანისთვის აღიქმება, როგორც უბოროტესი მტერი, ხოლო მეორეს პრეზიდენტი აჰმადინეჯადი საერთოდ უარს ეუბნება მის არსებობაზე.

ირანის რეგიონალური ამბიციები - კარგია თუ ცუდი საქართველოსთვის? პასუხის გაცემა ამ კითხვაზე შესაძლებელი იქნება გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ირანი განსაზღვრავს თავის ინტერესებს რეგიონში და მისცემს დამკვირვებლებს მეტ შესაძლებლობას ანალიზისა და დასკვნებისთვის. ვარაუდის დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ირანისთვის შეიძლება იქცეს დასავლეთთან დიალოგის დაწყების საშუალებად, კერძოდ აშშ-სთან. ხოლო ირანი, რომელსაც ტრადიციულად ახლო კავშირი აქვს მოსკოვთან, შეიძლება დაეხმაროს საქართველოს რუსეთთან მოლაპარაკებაში, (მარტო რუსეთის ფაქტორი ირანის ბირთვულ პროგრამაში რად ღირს). კიდევ ერთი პერსპექტიული მიმართულებაა ირანის ჩართვა ბუნებრივი აირის და ნავთობის რეგიონალურ სატრანსპორტო ქსელში, რომელიც გაიყვანს ირანის ენერგომატარებლებს გარე ბაზარზე, პირველ რიგში ევროპულზე. მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ირანის ისლამური რესპუბლიკის მისწრაფებები, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ იგი იმოქმედებს აღმოსავლურ სტილში და ნელი, დახვეწილი, უხმაურო, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით ივლის დასახული მიზნის მისაღწევად





მასალის გამოყენებისას აუცილებელია Expert Club-ზე ლინკის მითითება


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
გრიმ ვუდი

ისინი რეალური ქვეყნებივით იწყებენ მოქმედებას და შემდეგ ამ ქვეყნებად გადაქცევაზე ოცნებობენ

ჩემი ბოლო ვიზიტის დროს აფხაზეთის რესპუბლიკაში, ქვეყანაში, რომელიც არ არსებობს, ინეტერვიუ საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაქსიმ ღვინჯიასთან ჩავწერე. საუბრის თემა – საგარეო ვაჭრობა იყო, რომელიც აფხაზეთს არ აქვს იმ აღიარებულ, რეალურ ქვეყნებთან, რომლებიც მას შავი ზღვით ესაზღვრებიან. საუბრის ბოლოს, ის გაჩუმდა, ჩემს ფეხს დახედა და მკითხა, რატომ მომდიოდა სისხლი ფეხიდან, რის გამოც იატაკი დასვრილი იყო. ვუთხარი, რომ რამდენიმე საათით ადრე ფეხი დამიცურდა, ძვალი დავიზიანე და მონეტის ხელა ჭრილობა გამიჩნდა. დოლბანდიდან სისხლი ჟონავდა და გადახვევა მჭირდებოდა. „თქვენ შეგიძლიათ ჩვენს საავადმყოფოში მიხვიდეთ, მაგრამ იქ ისეთი პირობებია შოკში ჩავარდებით“, მითხრა ღვინჯიამ. მან მეზობელი შენობისკენ მიმითითა, სადაც დაახლოებით 20 წუთში, ჩემი ფეხი მუქი ფერის ხის მაგიდაზე ეჭირათ და სიმწრისგან ვხტოდი, როდესაც ჩემს ჭრილობას დიდი სპირტიანი ნაჭრით უშუალოდ ჯანდაცვის მინისტრი ამუშავებდა. ასეთ პერსონიფიცირებულ სამთავრობო მომსახურებს მიჩვეული არ ვიყავი. ყალბი ქვეყნები როგორც ჩანს უფრო მეტად მონდომებულები არიან, ვიფიქრე მე, და საკუთარ თავს ვკითხე, ბედი ხომ არ მეცადა და ხომ არ მეთხოვა ფინანსთა მინისტრისთვის პერსონალურად დაეფინანსებინა ჩემი დამატებითი გადასახადი, ტრანსპორტის მინისტრს კი ჩემი საქართველოში, ანუ რეალობაში დასაბრუნებელი ბილეთი დაედასტურებინა.

აფხაზეთი, ისევე როგორც ათამდე სხვა კვაზი–ქვეყანა, რომელიც სახელმწიფოებრიობის ზღვარზე მერყეობს, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან დაბადებამდელი მფარველობის ქვეშ იმყოფება. თუკი აწყმო და წარსული მომავალზე მიუთითებს, მაშინ ასეთი ემბრიონული ქვეყნების უმრავლესობა მკვდრადშობილია, მაგრამ იმის გამო არა, რომ ისინი ძალისხმევას იშურებენ. სახელმწიფოებრიობის კულტი ასეთ ფანატიკურ ქვეყნებში ყველგან იგრძნობა: ოფისები სავსეა ჰალსტუხებში გამოწყობილი ჩინოვნიკებით, სამაგიდო მინიატურული, ემბლემიანი საქაღალდეებით, და რა თქმა უნდა, უამრავი რეალური დოკუმენტით, რომელთაგან ყველა დამუშავებულია, რათა ჩემისთანა უცხოელი სტუმრები იმაში დაარწმუნონ, რომ მათი საერთაშორისო აღიარება დამსახურებული და გარდაუვალია. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე სომხური სეპარატისტული ანკლავი მთიანი ყარაბახი, უცნაურ ჰოლოგრამებიან ვიზებს გამოსცემს. სომალილენდი, (რომელიც სომალის გამოეყო), საკუთარ ვალუტას ბეჭდავს, რომელიც რეალურს გავს, მას სომალილენდის შილინგი ჰქვია, თუმცა მისი ღირებულება იმდენად დაბალია, რომ ცოცხალი ფულის რეზერვების შესავსებად მსხვილფეხა საქონელს იყენებენ.

ეს კვაზი სახელმწიფოები (დაწყებული ძველი საერთაშორისო ცხელი წერტილებიდან, როგორებიცაა პალესტინა, ჩრდილოეთ კვიპროსი, ტაივანი – დასრულებული კიდევ უფრო გაურკვეველი ანკლავებით, როგორებიცაა დნესტრისპირეთი, დასავლეთ საჰარა, პუნტლანდი, ერაყის ქურთისტანი და სამხრეთ ოსეთი), რომლებიც საკუთარ ტერიტორიებს აკონტროლებენ და მათ ნახევრად ფუნქციური მთავრობებით მართავენ, საერთაშორისო აღიარების დეფიციტს განიცდიან. დავარქვათ მათ ჩაკეტილი – ლიმბო სამყარო. ისინი რეალური ქვეყნებივით იწყებენ მოქმედებას და შემდეგ ამ ქვეყნებად გადაქცევაზე ოცნებობენ.

წარსულში, ასეთ კვაზი–სახელმწიფოებთან დაკავშირებით შემდეგი ტენდენცია არსებობდა: ისინი დამოუკიდებლობას ან მალევე მოიპოვებდნენ ხოლმე ან რამდენიმე წელიწადში ასიმილაციას განიცდიდნენ (ჩვეულებრივ სისხლიანი სამოქალაქო ომების შემდეგ, როგორც ეს ბიაფრასთან დაკავშირებით ნიგერიაში მოხდა). მაგრამ დღეს ჩაკეტილი სამყაროს ქვეყნების პოლიტიკურ განსაწმენდელში უფრო დიდი ხნით დარჩენა (ამ სტატიის ზოგიერთმა გმირმა ლეგიტიმაციასთან დაკავშირებულ გაურკვევლობაში საშუალოდ 15 წელი დაჰყო), ძალიან სახიფათო, ახალ საერთაშორისო ფენომენს წარმოადგენს: ეს მუდმივად მეორეხარისხოვანი სახელმწიფოებია.

ეს არის ტენდენცია, როდესაც არეულობა შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს. პირველი საფრთხე: თუკი ამ კვაზი–სახელმწიფოებიდან, რომელიმეს შემთხვევით გაუმართლა, ეს დანარჩენებს გაამხნევებს. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ყველა მოძრაობა, რომელსაც ერთი ყუთი კალაშნიკოვი აქვს, ჩათვლის, რომ, თუკი ვაშინგტონში კარგ ლობისტებს დაიქირავებს და თავის კუსტარულ დედაქალაქში რეალისტურ საგარეო საქმეთა სამინისტროს გახსნის, შეიძლება ახალ ქურთისტანად გადაიქცეს. მეორე საფრთხე: ამ პრეტენდენტ ერებს სრულფასოვანი ქვეყნების მსგავსი არც უფლებები და არც ვალდებულებები არ აქვთ, არამედ აქვთ მხოლოდ საეჭვო სტატუსი და უკანონო იარაღი. საბოლოო ჯამში კი გაერთიანებული ერების ორგანიზაცია გაორებულია: თქვენ ან ხართ ამ ორგანიზაციაში ან არ ხართ, და თუ არ ხართ, მაშინ თქვენი მინიატურული სამაგიდო დროშების ადგილი Turtle Bay –ში არ არის.

ბოლო წლებში ჩაკეტილ სამყაროში მოგზაურობისას, მე ამ ანკლავების სრულ სპექტრს გავეცანი – დაწყებულს უიმედოდ მოლაყბე ვირტუალური ხალისტანიდან (სიკხის სეპარატისტული სახელმწიფო) რომელსაც დევნილი პრეზიდენტიც ჰყავს, მაგრამ არ აქვს რეალური ტერიტორიის აღმნიშვნელი საფოსტო მარკა – დისფუნქციურ სომალილენდამდე და საკმაოდ ოპტიმისტურ ნავთობის სახელმწიფო ქურთისტანამდე. თითოეული ეს არშემდგარი სახელმწიფო, თავისებურად, შეზღუდული სახელმწიფოებრიობის თვალსაჩინო მაგალითია.

ისინი მომავალი და წარსული ომების ლანდებს გვანან – მათ უმრავლესობას მტერი ჰყავს, რომელსაც ერთი სული აქვს ეს გამოყოფილი ტერიტორიები უკან დაიბრუნოს. ისინი იმ ომებს წარმოადგენენ, რომლებიც დრომ დაივიწყა და გაყინულ კრიზისებში ჩარჩნენ, რადგან მათი ამ მდგომარეობაში შენარჩუნება ან ძალიან კომფორტულია, ან გადასაწყვეტად ძალიან რთული. გაურკვევლობა, როგორც ჩანს, სასარგებლოა, რადგან ეს ფაქტობრივ ქვეყნებს ერთმანეთზე ზეწოლის საშუალებას აძლევს, კვაზი სახელმწიფოები მათი „პატრონების“ მიმართ ლოიალურები არიან. ლიმბო სტატუსს რომ არ ეარსება, მას ალბათ გამოიგონებდნენ.

გენერალური ასამბლეის დამოკიდებულება ლიმბო გაერთიანების მიმართ საკმაოდ კრიტიკულია. ქვეყნებისათვის ტერიტორიების წართმევა თითქმის ყოველთვის სისხლისღვრით მთავრდება და ეს ათწლეულების განმავლობაში გრძელდება. სომალისა და აფხაზეთის ტერიტორია თითქმის 20 წლის განმავლობაში სულდგმულობს იმით, რომ მათი ფართო აღიარება გარდაუვალია. ქვეყნებს მართლაც რომ დიდი წარმატება ხვდათ წილად, მათ დიდი ნახტომი გააკეთეს მშფოთვარე ანკლავებიდან დამოუკიდებელ ქვეყნებამდე. აღმოსავლეთ-თიმორმა და კოსოვომ ბევრი იბრძოლეს იმისთვის, რომ დამოუკიდებელი ქვეყნები გამხდარიყვნენ. ლიმბო ქვეყნების ტენდენცია ძალისმიერი ქმედებაა, თუმცა მიუხედავად ამისა, თვალნათლივ ჩანს, რომ მათ მიერ არჩეული გზა არასწორი და აბსურდულია.

აფხაზეთის შემთხვევაც ტიპურია. (მოსახლეობა 190.000) აფხაზეთი გადაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც საქართველოს ეკუთვნის. მისმა ნაპირებმა, ფიჭვის ტყეებმა, მთებმა და ტბებმა საბჭოთა ლიდერებიც – სტალინი, ხრუშჩოვი და ბრეჟნევი – მოაჯადოვეს.

90-იანი წლების ომის შედეგად აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიას გამოეყო. ორივე მხარემ პირველი ცამეტი თვის განმავლობაში ათასობით ადამიანი დაკარგა, ხოლო 100 000 ეთნიკური ქართველი და მეგრელი უსახლკაროდ დარჩა. აფხაზეთის აჯანყების ინიციატორი, მათი მოკავშირე და გარანტი რუსეთი იყო.

საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, რომელსაც დასავლეთთან ალიანსი სურდა. აფხაზეთი კი რუსეთისთვის იყო მიზეზი, რათა საქართველოსთვის მისი დასავლეთისკენ სწრაფვის გამო უდიდესი დარტყმა მიეყენებინა. რუსეთმა აფხაზეთს თანადგომა გამოუცხადა; ვაჭრობისათვის საზღვრები გაუხსნა და ნელ-ნელა აფხაზეთის ანექსიის გზას დაადგა. 2006 წელს, აფხაზურმა მოსახლეობამ რუსეთის მოქალაქეობა და შესაბამისად რუსული პასპორტები მიიღო. საბოლოოდ კი აფხაზეთი სრულად დაექვემდებარა რუსეთს, რომელმაც პირველმა სცნო მისი დამოუკიდებლობა. აფხაზების ინფორმაციით, 2008 წლის ზაფხულში საქართველო მათ ტერიტორიაზე შეჭრას გეგმავდა, ხოლო რუსული ჯარის აფხაზეთის ტერიტორიაზე შეყვანამ ბოლო მომენტში საქართველოს სტრატეგიის შეცვლისკენ უბიძგა და მან სამხრეთ ოსეთისკენ გადაინაცვლა. საქართველო განწირული იყო დამარცხებისთვის, რუსეთის ძლიერი და მოულოდნელი საპასუხო შეტევის გამო. სამხრეთ-ოსეთი რუსეთის მიერ საქართველოსთვის წართმეული მეორე მიწაა. რუსეთს ფორმალურად არ მიუტაცებია აფხაზეთი საქართველოსგან და თავის მხრივ აფხაზებიც ადასტურებენ, რომ რუსეთს მათი ანექსია არ მოუხდენია.

“პირველივე ქართველ ჯარისკაცს, რომელიც მდინარე ენგურს გადმოკვეთს, ვესვრით” – მითხრა ღვინჯიამ მასთან სტუმრობის დროს.

აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ მარშანიამ, ჩემი ფეხის დამუშავების დროს, იმედგაცრუებულმა ამოიოხრა იმ მძიმე მდგომარეობის გამო, რომელშიც მისი მთავრობაა. მე ვუთხარი, თუ როგორ აღმაფრთოვანა იმ ამბავმა, რომ აფხაზეთს თავისი ძველი საბჭოთა (ერთ-ერთი საუკეთესო კურორტის) სტატუსი დაუბრუნდა. როდესაც უკანასკნელად 2006 წელს, აფხაზეთის დედაქალაქ სოხუმს ვესტუმრე სასტუმრო “აფხაზეთი” დაბომბილი და მიტოვებული იყო. ახლა ის ნახევრად აღდგენილია. სასტუმრო “რიწა” კი ფუნქციონირებს და ყოველწლიურად დაახლოებით მილიონ სტუმარს მასპინძლობს. ტურისტების უმრავლესობა რუსები არიან. (“რიწა”-ში 208 ოთახია. მისი ერთ-ერთი აივნიდან, ერთ დროს ამავე სასტუმროში დამსვენებელმა ლევ ტროცკიმ, ლენინის სიკვდილის დღეს ხალხს მიმართა. სასტუმროს ნომერი 150 ამერიკული დოლარი ღირს). ქალაქი სოხუმი ცუდად სულაც არ გამოიყურება, თუმცა მისი ჰოსპიტალები “შოკისმომგვრელია”.

აფხაზეთის საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ისინი ახდენენ, ვინც მათი დამოუკიდებლობა სცნო. ნიკარაგუაში დანიელ ორტეგას მთავრობამ 2008 წელს, რომელიც როგორც ჩანს ძველი საბჭოთა გავლენის ქვეშ იყო და ვენესუელას პრეზიდენტმა უგო ჩავესმა 2009 წელს, აფხაზეთის დამოუკიდებლობა სცნეს. სინამდვილეში, რუსეთს თუ არ ჩავთვლით, აფხაზეთს რეალური ოფიციალური კავშირები არავისთან არ აქვს. მათ დიპლომატებს მკაცრად აქვთ განსაზღვრული, სად შეუძლიათ წასვლა და სად არა. მიხეილ სააკაშვილის უახლოესმა მოკავშირემ შეერთებულმა შტატებმა, აფხაზეთის მაღალჩინოსნებს ვიზებზე უარი უთხრა და სხვა სახელმწიფოებიც, მაგალითად ინდოეთი, იზიარებენ ვაშინგტონის პოლიტიკას.

ამან აფხაზეთი ისეთი ვოლონტიორების ამარა დატოვა, როგორიცაა ჯორჯ ჰიუტი, ლონდონის აღმოსავლეთისა და აფრიკული კვლევების სკოლის პროფესორი, რომელმაც სპეციალობად აირჩია აფხაზური კულტურისა და ენის შესწავლა (აფხაზური ენა 67 თანხმოვანს და მხოლოდ ერთ ხმოვანს შეიცავს). ჰიუტმა აფხაზური ისევე იცის, როგორც ნებისმიერმა არააფხაზმა და აფხაზურ საკითხზე შთამბეჭდავ და ინფორმაციულ ესეებს ქმნის. მაგრამ იგი მეცნიერია და არა პოლიტიკური სტრატეგი. 2006 წელს აფხაზეთში გამგზავრებამდე, მე ჰიუტს ვესტუმრე და ვკითხე საქართველოში რამეს ხომ არ დაბარებდა, სადაც მას “პერსონა ნონ გრატა”-დ მიიჩნევენ. ვიფიქრე, წიგნს ან ბარათს დამაბარებდა. მან მითხრა, რომ მეგრულენოვან გაზეთებში მის წინააღმდეგ სტატიები იბეჭდებოდა და მკითხა ამ ამბავს ხომ ვერ გამოვიძიებდი? სამწუხაროდ, ვერა.

აფხაზეთის მსგავსი ქვეყნების წაქეზებამ, მეორე კლასის სახელმწიფოებრიობა შექმნა, თავისი გაურკვეველი უფლებებითა და ვალდებულებებით საერთაშორისო სისტემაში, რომლის თავიდან აცილებასაც დიპლომატია ბოლო რამდენიმე საუკუნის მანძილზე ცდილობდა. 1648 წლის ვესტფალიის ზავმა ურყევი საზღვრების საერთშორისო წესრიგი დაამკვიდრა და ფუნქციურად ისეთი დამოუკიდებელი ანკლავების არსებობის პირობები მოსპო ბრანდენბურგ–პრუსიაში, რომელიც მაგალითად საფრანგეთს შეიძლება ბერკეტებად გამოეყენებინა. მთელი პუნქტი ეძღვნება იმის განმარტებას, თუ რა არის სუვერენული ტერიტორია, რათა გამოერცხათ ორაზროვნება და ომები. ნაწილობრივ ეს ანკლავების სასიკეთოდაც კეთდებოდა, რათა დაეცვათ ისინი ხაფანგში გაბმისა და პირველხარისხოვანი სახელმწიფოების ხელში იარაღად (და კიდევ უფრო უარესი, ნეოკოლონიებად) გადაქცევის საფრთხისგან. მაგრამ ლიმბო სამყარო დღეს იგივე ბედს იმეორებს.

ეთიოპიამ ფაქტიურად შეიერთა სომალის ჩრდილოეთ ნაწილი სომალილენდი, მაგრამ დღემდე მტკივნეულად აღიქვამს ორი ათეული წლის წინ თავისი კოლონიის ერითრეას დაკარგვას. სომალილენდი დიქტატორ მუჰამედ სეად ბარეს დროს ყოველთვის გამოირჩეოდა აჯანყებებითა და არეულობით. 1980 წლის ბოლოს, სეად ბარემ ჰარგეისას დაბომბვის დროს ასობით ადამიანი დაახოცინა, ხოლო მისი მმართველობის შემდეგ, სომალილენდმა დაუყოვნებლივ გამოაცხადა თავი დამოუკიდებლად და აგერ უკვე 20 წელიწადია, რაც იქ მშვიდობა სუფევს. სანაპირო ზოლი, რომელიც ეთიოპიამ ერითრეაში დაკარგა ეფექტურად დაიბრუნა სომალილენდში, ბერბერას პორტთან ერთად, რომელიც საკვანძო სავაჭრო პუნქტია ადენის ყურეში. სომალილენდის მხარდაჭერა ეთიოპიის მხრიდან უსაზღვრო თვითნებობის დემონსტრირებაა მოგადიშელი სომალელების მიმართ. თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფების უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ ეთიოპია მომაკვდინებელი საგარეო საფრთხეა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის ღრმად, უშუალოდ სომალის ტერიტორიაზე შეიჭრა 2006 წელს.

აფხაზების მსგავსად, სომალილენდის მცხოვრებლების უბედურება მათგან სარგებლის მიღების პირდაპირპროპორციულია. ეს მაშინვე აღმოვაჩინე, რაწამსაც ფეხი დავდგი მათ პატარა წარმომადგენლობით ოფისში, რომელიც ეთიოპიის დედაქალაქ ადის აბებაში მდებარეობს. აფრიკული საელჩოების უმრავლესობა ვიზების მთხოვნელებს, როგორც მძევლებს ისე აღიქვამს შემოსავლის მისაღებად. სომალილენდის წარმომადგენელი გამხდარი, საკმაოდ ენერგიული ახალგაზრდა მამაკაცი, დიდი მოწადინებით ცდილობდა თავისი ქვეყნის წარმოჩენას. იგი მომიახლოვდა, რათა ჩემს პასპორტში ბეჭედი ჩაერტყა, მომიჯდა გვერდით და პატარა მონახაზი გამიკეთა ჩემს ადის აბებასა და ჰარგეისაში მოგზაურობაზე. „მათ საუკეთესო „კატი“ მოჰყავთ“, მითხრა მან, გულისხმობდა რა რეგიონში პოპულარულ ნახევრად ნარკოტიკულ საღეჭს. მან ამაყად მიმითითა საჩვენებელი თითით რეგიონის იმ ნაწილზე რომელიც ეთიოპიის საზღვრის მხარეს მდებარეობს. 20 დოლარად მან პასპორტში მთელგვერდიანი ვიზა ჩამირტყა, რომელიც ისევე ოფიციალურად გამოიყურება, როგორც ნებისმიერი სხვა აფრიკული ქვეყნის ვიზა.

მოგზაურობისას მან განმიცხადა, რომ ჩინოვნიკების დიდ დეფიციტს განიცდიან. ჯიჯიგაში, ადის აბებადან 10 საათის სავალზე, სანამ სომალილენდის ტერიტორიაზე შევიდოდი, პოლიციელი გავაჩერე და ვთხოვე, რომ ჩემს პასპორტში ჩაეწერა შენიშვნა ეთიოპიაში ჩემი ლეგალურად ყოფნის შესახებ. სომალილენდში ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ სახელმწიფოს აღმნიშვნელ ნიშანს წავაწყდი. ჰარგეისას ბოლო ნაწილში ორმა ავტომატიანმა მამაკაცმა ჩვენი მანქანა გააჩერა და საბუთები მომთხოვა. უსიტყვოდ უკან დამიბრუნეს პასპორტი, სადაც მელნის ბეჭედი ჩემს იქ ლეგალურად ყოფნას ადასტურებდა. წამოსვლისას მითხრეს, რომ მომდევნო დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში რეგისტრაცია გამევლო.

აფხაზეთისგან განსხვავებით, სომალილენდს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია, ის იმდენად ლამაზ ადგილს არ გავს, რომლისთვისაც შეიძლება სიკვდილიც ღირდეს. შეიძლება იმიტომაც, რომ საშინლად ცხელოდა, დასალევიც არაფერი იყო, სტანდარტული საჭმელი, სპაგეტი და აქლემის ხორცი, რომელიც ხელით უნდა მიირთვა. აქამდე არასდროს დამიგემოვნებია მათი კერძები. სომალილენდის მცხოვრებლები, რომლებსაც თავისი მიწისთვის სიცოცხლეც გაუწირავთ და სპაგეტიზე გიჟდებიან, შანსს არ უშვებდნენ ხელიდან რომ ჩემთვის ეთქვათ, თუ რა ცინიკურად და სასტიკად მოექცა მათ საერთაშორისო საზოგადოება, რომელმაც მათი სახელმწიფოებრიობა არ აღიარა.

და ნებისმიერ შემთხვევაში, განა სხვა ალტერნატივა არსებობდა? სომალის აღდგენის შემთხვევაში სომალილენდი უნდა მიერთებოდა ერთ–ერთ ყველაზე შეუმდგარ სახელმწიფოს მსოფლიოში. მაშინ როდესაც სომალილენდს ჰყავს ახლადშექმნილი სანაპირო დაცვა, სომალიში პირატობა ყვავის, და მაშინ როცა ჰარგესიას დემოკრატიის ფორმა გააჩნია, მოგადიშოში ანარქია სუფევს. მეორე დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში სომალილენდის რამდენიმე მცხოვრებმა მითხრა, რომ მათთან არსებობს თავისუფალი პრესა, მრვალპარტიული არჩევნები და მათ აქვთ ანტი-ტერორისტული პოლიტიკა, რომელიც მთავრობამ ცხოვრებაში აქტიურად გაატარა. ეს ყველაფერი მათი მთავრობის დანერგილია და გაკეთდა მათი აღიარებისა და “მსოფლიო ბანკი”-ს, სავალუტო ფონდისა და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარების გარეშე. თუ კი ეს უკანონობა იყო, აფრიკის სხვა მთავრობებსაც არ აწყენდათ იგივეს გაკეთება.

და მაინც ეს არის ალტერნატივა, რომელსაც რეგიონში თითქმის ყველა აღიარებს. არაბულ სახელმწიფოებს არ სურთ დიდიწილად ქრსიტიანული ეთიოპიის მხრიდან არაბული ლიგის წევრი სახელმწიფოს, სომალის დანაწევრების აღიარება. აფრიკული გაერთიანება წუხს იმაზე, რომ სომალილენდი სეპარატისტული მოძრაობისთვის იმის მაგალითი გახდება, რომ თუკი ის მედგრად იბრძოლებს, საბოლოოდ გაერო-ში ადგილსაც მოიპოვებს. სომალილენდი, რა თქმა უნდა, ამას აპროტესტებს და ამტკიცებს, რომ უცხო სახელმწიფოები სომალის ისევე იყნებენ, როგორც ეთიოპია – სომალილენდს. მეტიც, სომალილენდს კითხვა უჩნდება: მაშინ როდესაც საუბარია მშვიდობისა და დემოკრატიის ღირებულებაზე, განა ეკარგება მას ფასი თუკი ამ ღირებულებების მატარებლები სეპარატისტები არიან. ჯერჯერობით, ეთიოპიაც კი – სომალილენდის ყველაზე ახლო რეგინალური მოკავშირე, მის დამოუკიდებლობას არ აღიარებს და იმის არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ ამის გაკეთებას გეგმავს.

ოპონენტები ლიმბო ქვეყნების მხარდამჭერებს ბრალს დებენ, რომ ისინი სამყაროს წარსულისკენ უბიძგებენ, და კულტიზმის პრაქტიკასაც ეწევიან. ახალი გვინეის თემების მსგავსად, რომლებმაც ცრუ ასაფრენი ბილკები შექმნეს, ღირებული ტვირთით სავსე თვითმფინავების მიტყუებისთვის, კვაზი–სახელმწიფოები, აშენებენ ცრუ საგარეო საქმეთა სამინისტროებს იმის იმედით, რომ მოხიბლავენ ელჩებს ლონდონიდან, პარიზიდან და ვაშინგტონიდან. ოპონენტები ამბობენ, რომ ლიმბო ქვეყნებს ფატალურად მცდარი წარმოდგენა აქვთ იმაზე, თუ როგორ მუშაობს დამოუკიდებლობა: აღიარება წინ კი არ უძღვის, არამედ მოსდევს ფაქტობრივ სახელმწიფოებრიობას. ლიმბო ქვეყნების სია – ანუ იმ ქვეყნების, რომლებმაც დამოუკიდებლობა იმით მოიპოვეს, რომ თავდაპირველად დამოუკიდებელი ქვეყნებივით დაიწყეს მოქმედება და შემდეგ მიიღეს აღიარება – მოკლეა, და ამ მხრივ ნაწილობრივ წარმატებული მაგალითების სიმცირე (დღეისთვის კოსოვო მხოლოდ 63–მა ქვეყანამ, ტაივანი კი 23–მა აღიარა) იმაზე მიუთითებს, რომ ჩაკეტილობა მათი მუდმივი მდგომარეობაა.

სინამდვილეში, როგორც კი ლიმბო სამყაროს ქვეყნები განვითარების გარკვეულ დონეს მიაღწევენ, მათი უმრავლესობა იმის გაცნობიერებას იწყებს, რომ დამოუკიდებლობა არ არის ისეთი პრიზი, როგორც ერთ დროს ჩანდა. აფხაზეთი, როგორც ჩანს ამ ფაზაშია.

მას შემდეგ, რაც 2008 წელს საქართველომ სამხრეთ-ოსეთის ტერიტორიის დაბრუნების მცდელობაში კრახი განიცადა, აფხაზეთმა რუსეთის მნიშვნელოვანი მხარდაჭერით ვაჭრობა და ინფრასტრუქტურა განავითარა. მიუხედავად საქართველოს საზღვაო ფლოტის ბლოკადისა, მან საზღვაო ვაჭრობა გააფართოვა. (თურქეთის სავაჭრო გემებმა გაარღვიეს ეს ბლოკადა, როდესაც სოჭის რუსული პორტის შემოვლით სოხუმში ჩავიდნენ).

არც ერთ კვაზი-ქვეყანას არ მიუღწევია უფრო ბედნიერი ლიმბო სტატუსისთვის, გარდა ერაყის ქურთისტანისა. 1990–იან წლებში, ერაყის ქურთისტანი შიგნით რამდენიმე ნაწილად დაიყო. მათი ლიდერები ერთმანეთს სადამ ჰუსეინზე გაცილებით ძლიერ მეთაურებად სთვლიდნენ. 1996 წელს ქურთისტანის დემოკრატიული პარტია სადამ ჰუსეინის მოკავშირე გახდა ქურთისტანის პატრიოტული გაერთიანების წინააღმდეგ და ამ უკანასკნელის წინააღმდეგ ირბილში თავისი ჯარები გამოიწვია. ამის შემდეგ 2002 წელს ჯგუფებმა ზავი დადეს, რათა გაერთიანებული ძალებით დაემხოთ ჰუსეინი და ბოლოს და ბოლოს მიეღოთ დამოუკიდებლობა.

ნომინალურად, დამოუკიდებლობა მთავარ მიზნად რჩება. არსებობდა ეჭვები იმის თაობაზე, რომ ქურთმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ამ მიზანზე უარი თქვეს, ბევრი რამ გააკეთეს იმისთვის, რომ ხალხს ის უკუეგდო. მაგრამ 2003 წელს ჩემი პირველი ვიზიტის შემდეგ დღემდე სრულყოფილი დამოუკიდებლობის მოთხოვნის აუცილებლობა ნაკლებად გასაგები ხდება, ხოლო ქურთსიტანის სახელმწიფო აპარატი კი უფრო მოქნილი და გამოცდილი. მაშინ, იმ პირველი ვიზიტის დროს ქურთისტანის მთავრობა თვითდამკვიდრების ფაზაში იყო და ამას პეშმერგის პოლიციის უხეში ქმედებებით გამოხატავდა. ისინი თითქმის ყოველდღე მართმევდნენ ბარგს, ამოწმებდნენ და უპატრონოდ მიყრიდნენ.

რამდენიმე წელიწადში პეშმერგა საგრძნობლად დაიხვეწა, ხოლო მთავრობა გაუმჯობესდა. ბერჰამ სალი, რომელიც ვაშინგტონში ქურთისტანის პატრიოტულ გაერთიანებას წარმოადგენდა, სათავეში ედგა ამერიკელების მიერ სადამ ჰუსეინის დამხობის კამპანიას. საბოლოოდ კი სალი პოსტ-ჰუსეინური ერაყის პრემიერ-მინისტრი გახდა, ხოლო ქურთისტანის პატრიოტული გაერთიანების მეთაური – ჯალა ტალაბანი – ერაყის პრეზიდენტი. ვაშინგტონში მათ რესპუბლიკელებთან ასოცირებული ლობისტური კომპანია Barbour Griffith & Rogers შეინარჩუნეს და მათი დამოკიდებულება გარე სამყაროსადმი უფრო გონივრული გახდა, მათი სასაუბრო ლექსიკონიდან კი სიტყვა “ავტონომია”, რამაც შეიძლება მეზობელი თურქები შეაშინოს, მთლიანად გაქრა.

თურქეთიდან ქურთისტანში შუაღამისას ფეხით გადავედი. საზღვარზე ჩამირტყეს ბეჭედი, რომელზედაც ეწერა “ერაყ-ქურთისტანის რესპუბლიკა”. საზღვრის ორივე მხარეს, საქონლით დატვირთული ასობით სატვირთო მანქანა მიდიოდა, რომლებიც სავალდებულო გადასახადს უხდიდნენ არა ბაღდადის, არამედ ქურთისტანის დედაქალაქ ირბილს. თურქეთი ამ სატრანსპორტო გზების ძარცვაში ბედნიერი პარტნიორია, მას უხარია იმის ცქერა თუ როგორ მდიდრდებიან ქურთი ლიდერები და არ სთხოვენ მსოფლიოს მათი საზღვრების რეალურად განხილვას.

როდესაც ქურთისტანის სამხრეთ-ნაწილი გადავკვეთე, სადაც არაბული ერაყი და მისი ერთ დროს ცნობილი შემაძრწუნებელი ხოცვა-ჟლეტვა დაიწყო, ადმინისტრაციაში ცვლილების ერთადერთი დამადასტურებული ნიშანი ერაყის პოლიციის განსხვავებული ღია ცისფერი უნიფორმები იყო, ნაცვლად უდაბნოსთვის საგანგებოდ შენიღბვისთის შექმნილი კომუფლაჟისა. სადამ ჰუსეინის დამხობის პირველ დღეებში საზღვარი, რომელიც ქურთისტანს მისი მეზობლისგან ჰყოფდა, უკვე მკაცრად იყო დაცული. ქურთები ახლა დიდი გულმოდგინებით შეუდგნენ საზღვრების გავლებას. როგორც იტყვიან – “შეიგრძენი შიში, როცა ჩვენს დაცულ ტერიტორიას დატოვებთ და შეუერთდით არაბთა ბომბებით სავსე მიწას. ჩვენ არ გვჭირდება ჩვენი საზღვრების რუკაზე აღნიშვნა, რადგან სიცივე თქვენს სხეულში თვითონ აღნიშნავს მას ჩვენთვის”.

2006 წლისთვის, სიტყვას “დამოუკიდებლობა” ყველგან ჩურჩულებდნენ, მაგრამ ხმამაღლა მას არავინ წარმოსთქვამდა. ქურთისტანში ყოფნისას, ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა სადილად წამიყვანეს იმ ახალი სასტუმროს ბუფეტში, რომელსაც თავად “შერატონ”-ს ეძახდნენ. (ეს ნამდვილი “შერატონი” არ იყო, თუმცა ეს არ იყო არც ნამდვილი ქვეყანა). შემდეგ წამიყვანეს საერთაშორისო აეროპორტში, რათა ის ახლად გადაღებილი და გაწკრიალებული მენახა. დამათვალიერებინეს თურქული სამშენებლო კომპანიის მიერ აშენებული მდიდრული აპარტამენტები. დამოკიდებლობის საკითხის გააქტიურება უხერხული იქნებოდა, როდესაც ჩაკეტილობა ასეთი მომგებიანია.

ლიმბო ქვეყნებში ჩემი მოგზაურობის დროს, ხშირად ვუბრუნდებოდი ურუგვაის, სადაც 1933 წელს მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც დღესაც ლიმბო გაერთიანების ნდობით სარგებლობს. მონტევიდეოს კონვენციამ სახელმწიფოებრიობის თეორია ჩამოაყალიბა, რომელიც ქვეყანას განმარტავს როგორც “ზღვის ვარსკვლავ”-ს, რომელსაც რეგენერაციის უნარი აქვს, აღიდგინოს დაკარგული ნაწილები – ანუ ძველიდან წარმოქმნას ახალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ის ცნობილია, როგორც სახელმწიფოებრიობის თეორია: იდეა იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფო არის ნებისმიერი წარმონაქმნი, რომელსაც აქვს ფიქსირებული ტერიტორია, მოსახლეობა და ჰყავს მთავრობა, რომელსაც სხვა სახელმწიფოებთან ურთიერთობა ძალუძს. უდაოა, რომ ამ კონვენციის თანახმად, რომელსაც ხელს შეერთებული შტატებიც აწერს, თითქმის ყველა ქვეყანას ლიმბო გაერთიანებიდან სრულყოფილი სახელმწიფოს სტატუსი შეიძლება მიენიჭოს, ხოლო პლანეტაზე ყველა მეამბოხე ჯგუფი შეძლებდა დიპლომატიური კორპუსის მოწვევას.

ბევრი სხვა საგარეო პოლიტიკური დეკლარაციის მსგავსად, მონტევიდეოს კონვენცია, უდიერი მოპყრობის მსხვერპლია, დღიდან მისი ხელმოწერისა. დღემდე, უკიდურესი წინააღმდეგობა საერთაშორისო ურთიერთობებში – არსებული ქვეყნებისთის ნებისმიერ თვითგამორკვევის მოძრაობაზე ვეტოს უფლების მიცემა – ნაკლებად რეკომენდირებულია, და ოქროს შუალედი, რომელიც ამ ორ უკიდურესობას შორის არსებობს, ვერ იქნა მიღწეული.

ზოგიერთი ამ ლიმბო გაერთიანებიდან ამ ორაზროვნებით კმაყოფილია. სოხუმის ოფისში მაქსიმ ღვინჯიამ განაცხადა, რომ გაცილებით ნაკლებად სამარცხვინოა რუსეთის პაიკი იყო, ვიდრე ამერიკის, როგორც სააკაშვილია. მაგრამ ყველა შემთხვევაში აღიარების მნიშვნელობა გადამეტებულია, ვიდრე კვაზი–სახელმწიფოს ეკონომიკა ასეთი ღარიბია. “და რა ხეირი აქვს ავღანეთს აღიარებისგან?” – იკითხა მან. “ მათი დროშა გაერო–ს წინ პირველია, მაგრამ ვის უნდა იქ ცხოვრება?”

იმ საღამოს, როდესაც შავი ზღვის სანაპიროზე კოჭლობით მივდიოდი, (ფრთხილად ვადგამდი ფეხს, რათა ჭრილობა არ გახსნილიყო) მისი მოსაზრების გაგება ადვილი ჩანდა. მართლაც გაურკვეველია, რატომ ცდილობდა აფხაზეთი ასეთი გამეტებით აღიარების მოპოვებას, მაშინ როცა იმ შემთხვევაშიც კი თუკი ის ლეგიტიმაციას მიიღებდა, მაინც რუსეთს უნდა მინდობოდა ყველა სფეროში, უსაფრთხოების ჩათვლით. დღეისთვის, თვალის ერთი შევლებითაც ჩანს, რომ აფხაზეთს აქვს იმაზე მეტი, ვიდრე რეალური ქვეყნების უმრავლესობას: მთვარის შუქით განათებული ზღვის ულამაზესი ხედი, ტურისტების დიდი ნაკადი, რომლებიც სასტუმროს გასაოცარ ნომრებს ქირაობენ, იაფი ღვინო და კავკასიური საკონდიტრო ნაწარმის ფართო არჩევანი. რუსი დამსვენებლები, რომლებიც გვერდით ჩამივლიდნენ ხოლმე, მუდმივად იმას მახსენებდნენ, რომ რელური დამოუკიდებლობის მიღწევის სურვილი როგორც საქართველოდან, ასევე რუსეთიდანაც რეალური არ იყო, როგორც არ უნდა ეცადა აფხაზეთს. მაგრამ როდესაც მოშორებით მთვარის შუქზე გემი დავინახე, გაურკვევლობამ ატარებდა თუ არა ეს გემი ქართულ დროშას, უცბად მიმახვედრა, თუ რატომ განაგრძობდნენ ისინი მცდელობას.


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
o Anzeigen A - Z
o Servicemarkt
o Kontakte
o Trauer
o Glückwünsche
o Inserieren






Elena Sachwadse zeigt, wo die Polizei eingebrochen ist. Bild: Tina Bregadse
Werbung
TIFLIS. Georgien gilt als Musterschüler des Westens. Aber hinter liberaler Kulisse wuchert ein willkürlicher Polizeistaat, der aus Opfern Täter macht.

„Die sind zu allem fähig.“ Elena Sachwadse reibt die Gläser ihrer Brille am Kragen. Als wolle sie die Angst wegwischen. „Die können mit meinem Sohn alles machen.“ Ihr Sohn Archil, 24, sitzt im Gefängnis. Elena fürchtet, ihm stoße dort etwas zu, wenn seine Geschichte in die Zeitung kommt. Aber sie fürchtet auch, dass er totgeschwiegen wird.

Eigentlich ist Tiflis smart. Die Cafés sind voll, die Mädchen großäugig und lässig. Die Verkehrspolizisten nehmen kein Schmiergeld mehr. Und Eka Tkeschalischwili, 32, blond und Sekretärin des nationalen Sicherheitsrates, predigt auf Englisch Fortschritt: „Wir setzen unsere demokratischen Reformen fort, wir bauen ein europäisches Land.“ Dieses Tiflis ist eine Dauerwerbeveranstaltung für den Beitritt zur EU.

Prügel für die Opposition

Das ist die eine Wirklichkeit der Hauptstadt Georgiens. Die andere spielt sich in den Vorstädten ab, zwischen den Betonplatten sowjetischer Wohnblockarchitektur. Hier neigt die Polizei dazu, geballt aufzutreten und nachts. Wie im Juli 2004, als kurz nach 4 Uhr morgens maskierte Einsatzpolizisten die Wohnung der Familie Sachwadse stürmten. „Die Tür haben sie eingetreten“, sagt Elena. „Sie haben etwas von Hausdurchsuchung gebrüllt und einen Sack mit einer Kalaschnikow unter das Sofa gestopft“, sagt Elena. Dann nahmen sie Surab, Archils älteren Bruder, fest, wegen illegalen Waffenbesitzes. „Weil er Sportler war“, sagt Nino, Surabs Frau. „Nichtsportlern schieben sie meist Drogen unter.“

Die „Organe“ haben ihren eigenen Stil entwickelt. Im Frühjahr veranstaltete die Opposition in Tiflis wochenlange Massenproteste gegen Saakaschwili. Die Sicherheitskräfte blieben meist friedlich, fotografierten aber eifrig. Und abends wurden viele Demonstranten, die nach Hause gingen, in Seitenstraßen von Rollkommandos überfallen und krankenhausreif geprügelt. Seit Jahren landen Oppositionelle hinter Gittern. Vor allem wegen Waffen- oder Rauschgiftbesitzes.

Georgien gilt als kaukasischer Musterschüler. Das internationale Ranking „Doing Business“ sieht das Land auf Platz 11 der unternehmerfreundlichsten Volkswirtschaften. Zum Vergleich: Österreich belegt Platz 28. Aber Georgien hält auch den 11. Platz unter den dichtesten Gefängnispopulationen der Welt: Ende 2008 zählte Eurostat hier 423 Häftlinge auf 100.000 Einwohner.

Auch Georgiens Justiz betreibt Marktwirtschaft: Ein 2005 erlassenes Gesetz über „Prozessvereinbarungen“ erlaubt der Staatsanwaltschaft, Tatverdächtigen Strafnachlass oder sogar Freiheit zu verkaufen. „Staatliche Erpressung“, sagt Nika Kwarazhelia, Anwalt der Rechtsschutzorganisation „Human Right Priority“, die den Fall Sachwadse vor das Europäische Gericht für Menschenrechte bringen will. „Polizeibeamte spielen oft die Rolle von Banditen, die Bürger kidnappen, um ihnen Geld abzunehmen“, heißt es in einem Bericht einer anderen georgischen Bürgerrechtsgruppe, den „Früheren Politischen Gefangenen für Menschenrechte“. „Nachdem eine ausreichende Summe bezahlt worden ist, werden sie freigelassen.“

34.000 Euro für Freiheit

Surab Sachwadse, 30, war Freistilringer. Er kämpfte mehrere Jahre in Deutschland, in der Oberliga Süd, für den SC 04 Nürnberg. Meist gewann er seine Kämpfe, steckte die Honorare in einen BMW, mit dem er 2004 heimfuhr. Offenbar wurde auch die Polizei auf das Auto aufmerksam. „In einem Monat sitzt du im Gefängnis“, soll ein Streifenpolizist Surab gesagt haben, einen Monat vor seiner Festnahme. Die Staatsanwaltschaft warf ihm unerlaubten Waffenbesitz vor, aber dann begann sie zu handeln. „Der Staatsanwalt rief mich an“, erzählt Elena. „Wenn ich 10.000 Lari überweise, lassen sie Surab laufen.“ Für 3400 Euro kam er frei.

Archil, der jüngere Sohn, spielte Fußball, auch er sehr gut, erst bei Lokomotive Tiflis, dann bei der Reserve von Dynamo Kiew. Aber ehe er den Durchbruch schaffte, besuchte er mit ein paar Freunden im Juni 2005 ein Ringerturnier im Tifliser Sportpalast. Dort bekamen sie Streit mit fremden Männern, der Streit eskalierte, einer der Fremden zückte eine Pistole. Archil trafen vier Kugeln in Beine und Hüften, auch zwei seiner Freunde wurden verletzt, alle landeten auf der Intensivstation.

Der richtige Alptraum begann eineinhalb Jahre später. Wieder tauchte Polizei bei den Sachwadses auf, jetzt schleppte sie Archil fort. Elena sagt, ihr Sohn sei so verprügelt worden, dass ihm das Blut aus den Ohren tropfte. Diesmal habe die Staatsanwaltschaft kein Geld gewollt. „Sie versprachen Archil, er komme frei, wenn er bereit sei, gegen andere auszusagen“, erzählt seine Mutter. „Leuten, die er nicht kannte, sollte er Verbrechen anhängen.“ Archil lehnte ab.

Dafür wurde er selbst zum Kapitalverbrecher ernannt: Man klagte ihn an, er habe im Dezember 2005 nachts in einem Schulhof einem Polizisten das Ohr zerschossen. Zwar ergab sich vor Gericht, dass Archil zur Tatzeit bei einer Geburtstagsfeier war. Aber das Gericht ignorierte das Alibi, verurteilte Archil 2007 zu sieben Jahren Gefängnis.

Innere Sicherheit in Georgien schmeckt bitter: Anklagen drohen politisch unsoliden Kandidaten, aber auch Leuten, die offenbar Geld haben, um sich freizukaufen. Schwerverbrechen, deren Aufklärung klemmt, scheinen die Organe oft nach dem Prinzip Zufall zu lösen: Sie nehmen jemanden fest, wenn er zu Falschaussagen bereit ist, dient er als Belastungszeuge. Wenn nicht, landet er selbst auf der Anklagebank.

Willkür wird Methode. Weder die Sachwadses noch ihre Anwälte haben eine Erklärung, warum es gerade sie getroffen hat. Die Botschaft an die Gesellschaft lautet: Habt Angst!

Überfüllte Gefängnisse

Archil Sachwadses Biografie geht weiter, als habe Kafka sie geschrieben. Wenige Monate später wurde er wieder angeklagt: Er hätte bei dem Blutbad vor dem Sportpalast 2005 seine Freunde zusammengeschossen. Warum er sich dabei selbst vier Kugeln in die Beine jagte, kümmerte die Staatsanwaltschaft nicht. Sie beschuldigte ihn zudem, er habe mit derselben Pistole im Mai 2006 einen Polizisten erschossen. Wieder bot man Archil einen Deal an: Wenn er gestehe, bekomme er statt 30 nur 15 Jahre. Archil lehnte wieder ab. Er wurde im September 2008 zu weiteren 30 Jahren Gefängnis verurteilt. Einer der Hauptzeugen der Anklagen war ein Drogensüchtiger, der erklärte, Archil habe ihm Verbrechen gebeichtet. „Es ist Praxis, dass die georgische Polizei Drogensüchtige benutzt“, erklärt der Anwalt Kwarazhelia. „Man zwingt sie zu belastenden Aussagen – im Tausch gegen Drogen.“

Das Oberste Gericht Georgiens und das Innenministerium ignorierten wochenlang unsere Anfragen zum Fall Sachwadse. Archil aber sitzt. In Ksani, einem Gefängnis bei Tiflis. Dort teilen sich 2176 Gefangene 1600 Plätze. Archil gebe sich nicht auf, sagt Elena. „Er habe noch 35 Jahre vor sich, sagt er, das sei die Amtszeiten von fünf Präsidenten. Einer werde ihn freilassen.


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
ამ კვირაში მოსკოვიდან სიგნალი შემოვიდა – რუსეთის ხელისუფლება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დაელაპარაკება სააკაშვილსა და მის ხალხს, მზად არის, შეხვდეს ქართული ოპოზიციის ლიდერებს. ამას, რასაკვირველია, დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ მანამდე იყო პრემიერ-მინისტრ პუტინის ფართოდ ტირაჟირებული შეხვედრა საქართველოს ყოფილ პრემიერ ზურაბ ნოღაიდელთან, რასაც ხელისუფლებისა და სახელისუფლო “ოპოზიციის” მხრიდან ნამდვილი ისტერია მოჰყვა. ეს გასაგებიც არის – აქამდე რუსეთს აწყობდა სააკაშვილის “დაჩმორებული” რეჟიმი, ხოლო ქართული ოპოზიციის მიმართ, მისი “პროდასავლურობის” გამო, ნეგატიურად იყო განწყობილი. მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის არსებობასაც და, როგორც ჩანს, რუსეთის ლიდერებმაც ამიტომ გადაწყვიტეს, გაეცნონ მათ, ვინც შესაძლოა ხელისუფლებაში მოვიდეს სააკაშვილის შემდეგ.
ხელისუფლება ტყუის, როდესაც ამბობს, რომ არც რუსეთსა და არც სეპარატისტებს არ დაელაპარაკება. აბა, ჟენევის ფორმატი რა არის? მაგრამ სწორედ ჟენევის ცხრავე რაუნდმა გვიჩვენა, რომ სააკაშვილის რეჟიმს ქვეყნის გამთლიანება ხელს არ აძლევს და ჟენევაში მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის თვალის ასახვევად დადის. ამიტომ, თუ ხელისუფლებაა ჩართული ანტიეროვნულ საქმიანობაში, მაშინ ოპოზიციის ჯერია, გვიჩვენოს, რისი მაქნისია!
რუსეთს ყველაზე მეტად აღიზიანებდა და აღიზიანებს არა იმდენად ანტი-რუსული რიტორიკა, რამდენადაც ქართველი პოლიტიკოსების სისტემატიური განცხადებები, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს ნატოში გაწევრიანება. არადა, როგორი შინაგანი განწყობაც არ უნდა ჰქონოდა ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს, იმის განცხადებას ვერაფრით ვერ ბედავენ, რომ ნატოსკენ სწრაფვა ერთი მეორის მიყოლებით ტერიტორიების დაკარგვას ნიშნავს. უფრო მეტიც, იმის გახსენებაც არ უნდათ, რაც სამიოდე წლის წინათ ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა თბილისშიც და ბრიუსელშიც თქვა: “თუ ნატოში მიგიღებთ, მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე!”
არსებობს მოსაზრება, რომ სააკაშვილმა აგვისტოს ავანტიურაც სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ ეს ორი ტერიტორია რუსეთისთვის ჩაებარებინა, სამაგიეროდ კი ნატოში შესულიყო. მაგრამ ის, ალბათ, არ მოელოდა, რომ რუსეთი გორს, ზუგდიდსა და ფოთს დაიკავებდა და “ნატოს სტანდარტებით” აშენებულ სენაკისა და გორის სამხედრო ბაზებს დაარბევდა. ამან კი ნატოს ხელმძღვანელობაზე სერიოზული ზეგავლენა მოახდინა და საქართველოს ამ ორგანიზაციაში გაწევრებაზე ლაპარაკსაც კი წერტილი დაუსვა. ამიტომ ნიშანდობლივია, რომ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის ეროვნულ კრებაში (პარლამენტში) განაცხადა: “ნატოში ახალი წევრი იმისათვის უნდა მივიღოთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია გაძლიერდეს. საქართველოს მიღება კი ჩვენს ორგანიზაციას მხოლოდ დაასუსტებს და რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციისთვის გაწირავს მას!”
ნატოსკენ სწრაფვა რომ რუსეთისგან ვერ დაგვიცავს, 2008 წლის აგვისტოში ვნახეთ. მაშინ სრულიად გაუგებარია, თუ რატომ უნდა გავყვიროდეთ ნატოში ინტეგრაციაზე, როდესაც იქ ჩვენ მხოლოდ პატარა ლიტვა (რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება) გვეპატიჟება, ხოლო ატლანტიკური ალიანსის სამი მთავარი წევრი – საფრანგეთი, გერმანია და იტალია ჩვენი მიღების აშკარა წინააღმდეგია. ამასთან, ნატოს პოლიტიკური მოთხოვნები, არა მარტო მისაღები, მისასალმებელიც კია. ესენია: თავისუფალი მასმედია, დამოუკიდებელი სასამართლო და ნამდვილი თვითმართველობა! მაგრამ სწორედ ამას არ ასრულებს ხელისუფლება, ვინაიდან იცის, რომ ამ სამი მოთხოვნის შესრულება ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებას, ანუ მისი ნაცისტური რეჟიმის კრახს ნიშნავს!
როგორც არა ერთხელ მითქვამს, რუსეთი ჩვენი “პროდასავლურობის” წინააღმდეგი კი არ არის, არამედ კონკრეტულად თავის საზღვრებთან ნატოს ბაზების განლაგებისა. ეს არის ჩვენი დაპირისპირების ალფა და ომეგა, სხვა გადაუჭრელი პრობლემა არ არსებობს. და ეს ყველაზე კარგად სწორედ ამ ხელისუფლებამ იცის! ნატოში რომ აღარ გვიღებენ, სააკაშვილმა შარშან, ივლისში, წამყვან ამერიკულ გაზეთთან ინტერვიუში აღიარა და ახლა არ იცის, თუ რა გააკეთოს. ცნობილია, რომ მან საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი სწორედ რუსეთსა და მის ზურგს ამოფარებულ ქვეყნებს გადააბარა. ის უარს არ იტყოდა, სრულად დანებებოდა რუსეთს, მაგრამ პუტინი და მედვედევი მას არავითარ შემთხვევაში არ დაელაპარაკებიან, ხოლო ამერიკასა და ევროკავშირს უკვე ხელი აქვთ ჩაქნეული მასზე, აღარ ელაპარაკებიან. ასეთ სიტუაციაში მას შეუძლია, მხოლოდ დროის გაწელვაზე იფიქროს, მაგრამ ეს უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და, მართლაც, რუსეთმა 180 გრადუსით შეიცვალა პოზიცია – გადაწყვიტა, გაეცნოს იმ ხალხს, ვინც პოსტსააკაშვილისეულ საქართველოში შეიძლება ხელისუფლებაში მოვიდნენ. სწორედ ამიტომ ჩავარდნენ პანიკაში სააკაშვილის გუნდი და ის ე.წ. ოპოზიციონერები, რომლებიც სააკაშვილის ნასუფრალით იკვებებიან.
ხელისუფლებას რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ხელი აქვს ჩაქნეული, ყველა ხედავს. სააკაშვილს კი, როგორც ჩანს, დღეს აღმაშენებლის პროსპექტის აღდგენა უფრო აღელვებს და ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად ეს მიაჩნია. ასეთ დროს კი ოპოზიციის ლუსტრირება ხდება, ვინაიდან არსებობს ელემენტალური ლოგიკა: თუ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ ოკუპირებულია (სამხედრო გზით მათი დაბრუნების მხოლოდ იდიოტებს სჯერათ), ამიტომ თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მათი დაბრუ­ნება სურს, სწორედ რუსეთს უნდა ელაპარაკოს! ამიტომ რუსეთთან დიალოგს ალტერნატივა არ აქვს. ისინი, ვინც დიალოგზე წავლენ, რუსეთს მხოლოდ აჩვენებენ, რომ საქართველოში არის ჯანმრთელი პოლიტიკური ძალა, რომელიც ოკეანის გაღმელთა ლაქია არაა.
შარშან ჩვენ ხშირად გვესმოდა სიტყვა “დიალოგი”, მაგრამ სულ სხვა კონტექსტში. მაშინ ლაპარაკი იყო ოპოზიციის ხელისუფლებასთან დიალოგზე და, როდესაც ოპოზიცია ამაზე წავიდა, დარწმუნდა, რომ ეს სრული უაზრობა იყო. და ახლა რატომ არ უნდა დასხდნენ პუტინთან და მედვედევთან სასაუბროდ და რატომ არ უნდა გაიგონ, რისთვის ეძახიან მათ მოსკოვში?
დიპლომატია ხომ ვაჭრობას ნიშნავს და ვიდრე პოლიტიკურ ვაჭრობაზე წახვალ, უნდა იცოდე, შენგან რა შეიძლება უნდოდეთ, რისი დათმობა შეგიძლია და რისი არა. რა უნდა რუსეთს? მათთვის მთავარია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ იყოს ნატოს ან ამერიკის სამხედრო ბაზები!
აფხაზეთში მათ, დიდი ხანია, აღარ აინტერესებთ საზაფხულო დაჩები, როგორც ეს იყო 1992 წელს; მდიდარ რუსებს, დიდი ხანია, ვილები აქვთ მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე, ხოლო სხვებს ათვისებული აქვთ თურქეთის, ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვების უმშვენიერესი კურორტები, აფხაზეთში კი დიდი რისკის ფასად დასასვენებლად მხოლოდ ყველაზე ღარიბები ჩადიან! მათ არც “მჟავე” (როგორც თვითონ უწოდებენ) აფხაზური მანდარინი აინტერესებთ, რუსეთის ბაზარი უმაგისოდაც გადატვირთულია მაღალხარისხიანი პროდუქტებით! აფხაზეთში მათი ერთადერთი ინტერესის საგანი შავი ზღვის გაკონტროლებაა, ანუ გუდაუთის საჰაერო ბაზა, ოჩამჩირის საზღვაო ბაზა და ეშერის ლაბორატორია. დიდი ხანია, ვამტკიცებ, ეს ბაზები ჩვენ იჯარით 25 წლით რომ მიგვექირავებია, რასაკვირველია, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, კონფლიქტი ამოწურული იქნებოდა და არც 2008 წლის აგვისტოს მოვლენები იქნებოდა! ხოლო 25 წელიწადში “ან შაჰი მოკვდება, ან - მოლა”!
სამხრეთ ოსეთში კი მათ საერთოდ არაფერი ესაქმებოდათ. რომ არა სააკაშვილის ავანტიურიზმი, ეს ტერიტორია კვლავ საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდა. გავიხსენოთ, რომ 2003 წლისათვის ერგნეთის ბაზრის წყალობით ეს ტერიტორია, ფაქტობრივად, კვლავ საქართველოს ნაწილი იყო, ცხინვალში ლარი ტრიალებდა და გამშვებ პუნქტებზე აღარავის ამოწმებდნენ. ერთადერთი მოუგვარებელი საკითხი იყო ამ ავტონომიის სახელწოდება: ოსები მოითხოვდნენ “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას”, ხოლო შევარდნაძეს უნდოდა დაფიქსირებულიყო ტერმინი “ავტონომია”. მაგრამ მოვიდა სააკაშვილი და პირველი სისულელე, რაც გააკეთა, იყო ერგნეთის ბაზრის დახურვა, რასაც მოჰყვა უფრო დიდი სისულელე – ცხინვალში საჯარისო ნაწილების გაგზავნა და ჩვენი ჯარის შერ­ცხვენა!
ამის შემდეგ რუსები სეპარატისტულ რეჟიმს მხოლოდ სააკაშვილის ჯინაზე თუ უჭერდნენ მხარს და შანტაჟისათვის იყენებდნენ. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა სააკაშვილის აგვისტოს ავანტიურის შემდეგ – დღეს ახალგორის ბაზა აკონტროლებს საქართველოს ორივე მთავარ ტრასას, ცხინვალის ბაზას კი იმ შემთხვევაში (რაც, ალბათ, გარდაუვალია) გამოიყენებენ, თუ ჩრდილოეთ კავკასიაში კვლავ დაიწყება სერიოზული სამხედრო შეტაკებები.
აი, ის, რაც რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე აინტერესებს, ხოლო სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმის შენახვა მძიმე ტვირთად აწევს კისერზე, რაზეც სულ უფრო მეტ უკმაყოფილებას ამჟღავნებენ რუსეთის რეგიონები. თავის დე ფაქტო პროვინციას რუსეთი დე იურედ ვერ აქცევს, საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი უარყოფითი რეაქციის გამო. ასეთ შემთხვევაში გაუგებარი რჩება, რატომ არის სამხრეთ ოსეთი “დამოუკიდებელი”, ხოლო ჩრდილოეთ ოსეთი – ავტონომია; და ეს მაშინ, როდესაც ორივეს გაერთიანება სურს? ამის თავიდან აცილებას კი შეძლებდნენ რაღაც გარკვეულ პირობებში ამ ტერიტორიის (ცხინვალის რეგიონის) საქართველოსათვის დაბრუნებით. და სწორედ ამ პირობებზე ლაპარაკია საჭირო მოსკოვში, ვინაიდან დადგა ის მომენტი, როდესაც არის შანსი, რაღაცაზე შეთანხმდნენ. თუმცა პირველი შეხვედრით დიდ შედეგს არ უნდა ველოდოთ.
აუცილებელია, ვიცოდეთ, რაზე არ შეიძლება ვაჭრობა: არავითარი “ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყება” - ჩვენ და რუსეთს კარგად თუ ცუდად ინტენსიური ურთიერთობის სამი საუკუნე გვაქვს! ცხადია, ვერ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას, და ეს სახელისუფლო პროპაგანდის თეთრი ძაფით ნაკერი ტყუილია, - თითქოს მოსკოვში დაგეგმილი შეხვედრა ამას მოასწავებს! ცხადია, არც ერთი ქართველი პოლიტიკოსი, გარდა ხელისუფლებაში მყოფთა, არ დათმობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და გაეროს მიერ აღიარებულ საზღვრებს! ამის გარდა ყველაფერზე შეიძლება ლაპარაკი. დიალოგი კი სრულიად გამჭვირვალე უნდა იყოს, ქართული საზოგადოება სრულად უნდა იყოს ინფორმირებული რუსეთის პირობებზე. ხოლო ლაპარაკი “სახალხო მანდატზე” მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ან არ შეიძლება.


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
ვენეციის კომისიამ ხელისუფლებას ყური აუწია
4 თებ. '10


ალექსი ბეჟანიშვილი

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებების დროული განხორციელებისკენ მოუწოდებს. ვენეციის კომისიის თავმჯდომარის, ჯანი ბუკიკიოს აზრით, აუცილებელია, საქართველოს სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსი დროულად აღდგეს, საქართველოს პრეზიდენტს უფლებები შეეზღუდოს, პარლამენტს პირიქით - გაეზარდოს და ამავდროულად, ქვეყანამ ნორმალური სასამართლო ხელისუფლება მიიღოს.

ამის შესახებ ბუკიკიომ 4 თებერვალს თბილისში ევროსაბჭოს ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე დასძინა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის ნაკლებობა აშკარად შეინიშნება“.

„მე ვაღიარებ, რომ თქვენ მკაცრი კონტროლი გჭირდებოდათ სახელმწიფო პოლიტიკაში, მაგრამ ახლა ამ პოლიტიკის შერბილება და ძალთა გადანაწილებაა საჭირო. ბალანსი უნდა დაიცვათ აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებებს შორის. პრეზიდენტის უფლებები უნდა შეიზღუდოს, რის ხარჯზეც გაიზრდება პარლამენტის უფლებამოსილება. თქვენ ნამდვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა გჭირდებათ. რისთვისაც კონსტიტუციაში გარკვეული ცვლილებების დროულად გატარებაა საჭირო“, - განაცხადა ბუკიკიომ.

ჯანი ბუკიკიომ არჩევნების თემასაც ვერ აუარა გვერდი. მის შენიშვნებში ხელისუფლების მისამართით ამ თემაზეც კრიტიკული ინტონაციები გაისმა. „სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად კანონთან ერთად პოლიტიკური ნებაც არის საჭირო“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება პარლამენტის მიმართ უფრო უნდა გაიზარდოს, ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა იყოს უფრო ძლიერი, სასამართლო უნდა იყოს უფრო დამოუკიდებელი, ხოლო რაც შეეხება საკონსტიტუიციო ცვლილებებს ისინი ყველა პოლიტიკური ძალისთვის უნდა იყოს მისაღები და არა ერთი რომელიმე პარტიისათვის.

ვენეციის კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციაში ძალიან ბევრი ხარვეზია, რაც კონსენსუსის გზით უნდა აღმოიფხვრას. როგორც ბუკიკიომ საკონსტიტუციო კომისიაში ექსპერტებთან და არასამთავრობო სექტორთან მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა, არსებული კონსტიტუცია არ აკმაყოფილებს თანამედროვე და დასავლურ მოთხოვნებს.

„საქართველომ კონსტიტუციაზე მუშაობა დამოუკიდებლობის დღიდან დაიწყო და ძალიან სამწუხაროა, რომ თითქმის 20 წლის განმავლობაში ქვეყანამ გამართული კონსტიტუცია ვერ შეიმუშავა“, – აღნიშნა ვენეციის კომისიის თავჯდომარემ.

ბუკიკიოს განცხადებით, ყველაზე მეტი ხარვეზი აღინიშნება სახელმწიფო მოწყობის საკითხებში. მისივე აზრით, ახალ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს სახელისუფლებო გამიჯვნას და მეტი ავტონომია უნდა მიეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს.

„ამოცანა და ხარვეზი ბევრია და მათზე ყველამ ერთად უნდა იმუშაოს. აუცილებელია, კონსტიტუცია თანხმობისა და კონსენსუსის საფუძველზე იყოს მიღებული და ამაში თავისი წვლილი უნდა შეიტანონ სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა“, – განაცხადა ბუკიკიომ.

საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილთან და კომისიის წევრებთან შეხვედრის წინ, ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა: „საკონსტიტუციო კომისიათან ჩვენი მჭიდრო კონტაქტის მიზანი არის ის, რომ შემდგომში შეხვედრების დღის წესრიგი შევადგინოთ. თვითმმართველობის შესახებ კანონი ძალიან მნიშვნელოვანია, პირველ რიგში ის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დემოკრატიის ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს. ჩემთვის საინტერესო კანონის დეტალებია, რომელსაც კომისიის წევრები გამაცნობენ. მთავარია რომ კონტიტუცია ხალხისთვის გასაგები და მისაღები უნდა იყოს“.

თავის მხრივ, საქართველოს საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა: „ჩვენ განვიხილავთ ვენეციის კომისიის დასკვნას, რომელიც ეხება ადგილობრვი თვითთმმართველობის ახალ რეგულაციას, რაც თავის მხრივ უნდა შევიდეს კონტიტუციაში. ამ საკითხის გარშემო გაიმართება დისკუსიები. მეორე საკითხი უკავშირდება სასამართლო ხელისუფლების თაობაზე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს. საუბარი გვექნება მოსამართლეთა უვადოდ არჩევასა და ამ არჩევის წესზე“.

„საქართველოში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა. ვგულისხმობ პასუხისმგებლობას. განსხვავებული მოსაზრებები ყოველთვის იქნება, მაგრამ ეს საბოლოოდ კონსტრუქციულობამდე უნდა მივიდეს“, – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ საკონსტიტუციო კომისიაში არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ. ამასთან, ვენეციის კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ასეთი ტენდენცია მხოლოდ საქართველოში არ შეინიშნება: „პოლიტიკური კულტურის ნაკლებობა ზოგადად რეგიონის პრობლემაა, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებმაც ახლა მოიპოვეს დამოუკიდებლობა“.

ევროსაბჭოს ოფისში გამართულ ბრიფინგზე ვენეციის კომისიამ შენიშვნები გამოთქვა ზოგიერთ კანონთან დაკავშირებითაც. კომისიის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ შენიშვნებს გაითვალისწინებს და „მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესაბამის შესწორებებს შეიტანს.

„მანიფესტაციის შესახებ კანონი ჩვენ მართლაც განხილული გვაქვს. თავისთავად ის, რომ შეკრების უფლება იყოს შეზღუდული, არ ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიას. დასაშვებია გარკვეული აკრძალვები. მაგალითად, ადგილთან დაკავშირებით და საჭიროების შემთხვევაში, პოლიციის ჩარევაც. თუმცა, ვფიქრობთ, კატეგორიული აკრძალვები დაუშვებელია. მაგალითად ის, რომ საჯარო შენობასთან 20 მეტრის მანძილზე მანიფესტაციის ჩატარება ნებადართული არ არის. ჩვენ ეს შენიშვნები საქართველოს ხელისუფლებას გავუზიარეთ და მივიღეთ დაპირება, რომ კანონში ცვლილებები შევა“, - აცხადებს ვენეციის კომისიის თავმჯდომარე.

ბუკიკიო კომისიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. იგი შეხვდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს, საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილსა და კომისიის წევრებს; ასევე ეწვია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და ევროსაბჭოს წარმომადგენლობას. როგორც ბუკიკიომ განაცხადა, კომისიის საბოლოო დასკვნა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის დახვეწაში 1993 წლიდან მონაწილეობს. საკონსტიტუციო კომისიამ უკვე შეიმუშავა ახალი კონსტიტუციის შავი ვარიანტი, მაგრამ როდის მიიღებს პროექტი დასრულებულ სახეს, ამის თქმა კომისიაში უჭირთ. საქართველოს ახალი კონსტიტუცია პარლამენტს დასამტკიცებლად მას შემდეგ წარედგინება, როცა საკონსტიტუციო კომისია მასზე მუშაობას დაასრულებს და საბოლოო ვარიანტს ვენეციის კომისიაში განიხილავენ.

„ინტერპრესნიუსის“, „ჯი-ეიჩ-ენისა“ და სააგენტო „პირველის“ მიხედვით


მასალის გამოყენებისას აუცილებელია პორტალის მითითება www.humanrights.ge

..


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
იმს სტეინბერგი და ფილიპ გორდონი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯეიმს სტეინბერგი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში მიმდინარეობს.
რეზიდენციაში იმყოფებია “ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი დავით გამყრელიძე, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე და “ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერი გიორგი თარგამაძე.
როგორც გიორგი თარგამაძემ შეხვედრის დაწყებმადე აღნიშნა, საუბრის ძირითადი ნაწილი დაეთმობა რეგიონული უსაფრთხოების პრობლემებს, იმ საფრთხეებს, რომლებიც მოსალოდნელია ქვეყნაში გაზაფხულის მოახლოებასთან ერთად და როგორ უნდა განეიტრალდეს ეს საფრთხეები საერთაშორისო ორგანიზაციების თანამონაწილეობით.
მისივე თქმით, მნიშვენლოვანია, აგრეთვე, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები და კონსტიტუციური ცვლილებების დინამიკა.
ლევან გაჩეჩილაძემ კი აღნიშნა, რომ დღევანდელ შეხვერაზე ხელისუფლების შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრებს.
დავით გამყრელიძის თქმით კი, საჭიროა, ადგილობრივი არჩევნები, როგორც უკანასკნელი ტესტი დემოკრატიისა, ჩატარდეს სამართლიანად.
~ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც არსებობს ქვეყანაში. ქვეყნის მთავარი პრობლემა არის დემოკრატიის ნაკლებოდა, თავისუფალი არჩევნების არ არსებობა. ჩვენ ყველას გვჭირდება, რომ ადგილობრივი არჩვენები, როგორც უკანასკნელი ტესტი დემოკრატიისა, ჩატარდეს სამართლიანად. ამაში აშშ-ს სერიოზული წვლილის შეტანა შეუძლია~, - აღნიშნა გამყრელიძემ შეხვედრის დაწყებამდე.
ჯეიმს სტეინბერგი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ გორდონი თბილისში დღეს დილით ჩამოვიდნენ. ვიზიტის მიზანია, ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების განხილვა.
სტეინბერგი და გორდონი ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდებიან, რის შემდეგაც, 12.30 საათზე, საქართველოდან გამგზავრებამდე, თბილისის აეროპორტში პრესკონფერენციას გამართავენ.
თბილისიდან სტუმრები მიუნჰენში გაემგზავრებიან.


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
მოსკოვი – ერთი ციდა სეპარატისტული ანკლავის სამხრეთ-ოსეთის მცხოვრებლებმა, რომლებიც 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის ეპიცენტრში აღმოჩნდნენ, ხუთშაბათს ამერიკელ სენატორ რიჩარდ ლუგარს პეტიციით მიმართეს: არ შეაიარაღონ საქართველოს მთავრობა, რომელიც მათი აზრით ამ იარაღს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენებს
ეს პეტიცია იმ ანგარიშის საპასუხოდ შეიქმნა, რომელიც დეკემბრის ბოლოს ბატონი ლუგარის აპარატის თანამშრომლებმა მოამზადეს. ლუგარის დოკუმენტში ეჭვქვეშაა დაყენებული რუსეთ-საქართველოს ხანმოკლე ომის შემდეგ ვაშინგტონის გადაწყვეტილება თბილისისთვის შეიარაღების მიწოდების შეწყვეტის შესახებ. ანგარიშში სახელწოდებით – ”ბალანსის მიღწევა: აშშ-ს პოლიტიკა და სტაბილურობა საქართველოში” ხაგასმულია, რომ არსებულმა პოლიტიკამ საქართველო ისეთი ქვეყნის მდგომარეობაში ჩააყენა, რომლის მიმართაც ”იარაღის მიწოდებაზე ფაქტობრივად ემბარგო მოქმედებს”, რაც რეგიონში არასტაბილურობას კიდევ უფრო აღრმავებს.

დოკუმენტში იარაღის მიწოდების განახლებაზე არაფერია ნათქვამი, თუმცა მასში აღნიშნულია ის რთული მდგომარეობა, რომელშიც ვაშინგტონი 18 თვის განმავლობაში იმყოფება და რაც იმასთანაა დაკავშირებული, რომ აშშ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესებას ცდილობს, იმავდროულად უარს ამბობს რა საკუთარ ვალდებულებაზე დაეხმაროს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, რაც ამ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციას გულისხმობს. ანგარიშში ნათქვამია, რომ დღევანდელ პირობებში ”საქართველოს პრობლემები ექმნება, არამხოლოდ საკუთარი ტერიტორიის დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, არამედ იმ მხრივაც, რომ ის ამით მოწყვლადი ხდება შიდა არეულობისა და შიდა მანიპულაციებისთვისაც, რაც ხშირად წარმოიქმნება ეროვნული უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის პირობებში”.

პეტიციას, რომელსაც სამხრეთ-ოსეთის დაახლოებით 340-მა მცხოვრებმა მოაწერა ხელი, ხუთშაბათს შესაბამის მისამართზე სამხრეთ-ოსეთის თხოვნით საზოგადოებასთან ურთიერთობის ერთ-ერთმა ამერიკულმა კომპანიამ მიიტანა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მასზე პეტიციაში ნათქვამია – ”სამხრეთ-ოსეთის მცხოვრებელები შიშობენ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი, თუკი გავითვალისწინებთ წარსულში მის უგუნურ და არასტაბილურ ქმედებებს, კვლავ გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ ნებისმიერი ტიპის შეიარაღებას და გაწრთვნილ ჯარისკაცებს”.

დოკუმენტში ასევე არის თხოვნა იმის შესახებ, რომ აშშ-ს კონგრესმა მოსმენა გამართოს საკითხზე, თუ როგორ იქნა გამოყენებული ამერიკული დახმარება 2008 წლის აგვისტოში.

ენდი ფიშერმა – ინდიანას შტატის რესპუბლიკელი სენატორის ლუგარის პრეს-მდივანმა, ამ პეტიციაზე არანაირი კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა რომ პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას სამხედრო დახმარების სფეროში პრეზიდენტ ბუშის დროს განსაზღვრული პოლიტიკა არ შეუცვლია.

სამხრეთ-ოსეთი – შტატ როდ-აილენდის ზომის მთა-გორიანი ტერიტორია საქართველოსგან დამოუკიდებლობისკენ საბჭოთა კავშირის დაშლის წუთიდან მიისწრაფვოდა. ბოლო წლებში მოსკოვმა სეპარატისტების მხარდაჭერა გააძლიერა და როდესაც ბატონმა სააკაშვილმა სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქზე სამხედრო შეტევის დაწყებაზე ბრძანება გასცა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მოსაგერიებლად რუსეთმა რეგიონში საკუთარი სამხედროები გაგზავნა. ამის შემდეგ მოსკოვმა სამხრეთ- ოსეთის და აფხაზეთის – საქართველოს მეორე აჯანყებული ტერიტორიის – დამოუკიდებლობა აღაიარა.

ომის დასრულების შემდეგ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 1 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია, თუმცა მთლიანად შეწყვიტა ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება, მისთვის შეიარაღების მიწოდება და სპეციალური ქართული დანაყოფების მომზადება, ასევე ქართულ მხარეს უარი უთხრა ანტი-სარაკეტო და საზენიტო დანადგარების გადაცემაზე. ამ ქვეყნისთვის შეიარაღების მიწოდება 2006 წლის 10.5 მილიარდი დოლარიდან 2007 წელს 25 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, შემდეგ 2008 წელს 72.3 მილიონ დოლარამდე, თუმცა 2009 წლისთვის ის ნულამდე შემცირდა.

შარშან აგვისტოში, აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ავღანეთის ოპერაციებისთის 730 ქართველი ჯარისკაცის მომზადება დაიწყეს, თუმცა წვრთნების დროს გამოყენებული ყველა ტიპის შეიარაღება, მათი დასრულებისთანავე საქართველოდან უნდა გაიტანონ.

საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის პრეზიდენტმა ალექსანდრე რონდელმა აღნიშნა, რომ მას არა აქვს იმის იმედი, რომ შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში სამხედრო დახმარების სფეროში პოლიტიკას შეცვლის.

”საქართველო დღეს ძალიან რთულ ვითარებაშია, რადგან რუსეთი ყველაზე ზეწოლას ახდენს და ჩვენ ტყვია-წამლის შეძენაც კი არ შეგვიძლია” – განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ სიბნელეში ბატონი ლუგარის აპარატის თანამშრომლების მიერ მომზადებული ანგარიში ერთადერთი ნათელი წერტილია.


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
.]

ევროპას PIIGS დაშლით ემუქრება
evrozona

ევროს ზონაში თანდათანობით მიმდინარეობს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებად დაყოფის პროცესი. უკანასკნელთ მიეკუთვნება ის სახელმწიფოები, რომლებიც რეცესიის სტადიიდან სხვებთან შედარებით ნელა და გარკვეული პრობლემების თანხლებით გამოდიან, ან სულაც, ეს პროცესი ეგრეც არ დაუწყიათ. ამგვარმა ქვეყნებმა აბრევიატურა PIIGS მიიღეს.

ეს ჯგუფი შედგება ევროზონაში შემავალი შემდეგი სახელმწიფოებისაგან: პორტუგალია, ირლანდია, იტალია, საბერძნეთი და ესპანეთი. ისინი ჯერ კიდევ რეცესიის სტადიაში არიან ჩარჩენილი, მაშინ, როცა საფრანგეთის და გერმანიის ეკონომიკები ვარდნის შემდეგ გონს მოეგო. სიტუაცია ბოლო დროს იმდენად გართულდა, რომ ექსპერტები ევროს მიმოქცევის ზონის გახლეჩის შესაძლებლობაზეც კი ალაპარაკდნენ.

PIIGS-ში შემავალი ხუთი ქვეყანა ყველანაირად ცდილობს გაუმკლავდეს წარმოების ვარდნას, უმუშევრობისა და შიდა და გარე ვალების ზრდას. მათ შორის, როგორც აღვნიშნეთ, არის ესპანეთი, რომელიც ევროკავშირის ამჟამინდელი თავმჯდომარე გახლავთ.

სანქციები საკუთარი თავის წინააღმდეგ

ესპანეთი მთელი ევროპისათვის გახდა მაგალითი იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როცა მთელი ეკონომიკა მშენებლობაზე დგას. ამიტომაც არის, რომ კრიზისი, რომელმაც ქვეყანა დაახლოებით ორი წლის წინ მოიცვა, უძრავი ქონების მკვეთრი გაიაფების გამო სულ უფრო მწვავდება.

ესპენეთში უმუშევრობამ 20 პროცენტს მიაღწია, რაც საერთოევროპულ დონეს ორჯერ აღემატება. ხოლო 16-დან 24 წლის ასაკის ახალგაზრდებს შორის უმუშევრობის მაჩვენებელი სულაც 43 პროცენტია. თანაც, ადგილობრივი ანალიტიკოსების აზრით, უახლოეს მომავალში სიტუაცია არ გამოსწორდება.

არადა, ესპანეთი, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე, სხვა ქვეყნებისათვის მაგალითი უნდა იყოს. ახლახან ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხოსე ლუის როდრიგეს საპატერო იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც კრიზისს ვერ უმკლავდებიან, სანქციების დაწესების შესახებ წინადადებით გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ თავად ესპანეთს დიდ შანსი აქვს სანქცირებულთა შორის აღმოჩნდეს.

თუმცა, ჯერჯერობით ეს წინადადება მხოლოდ განხილვის სტადიაშია, რადგან მას ერთობ არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, გერმანიამ, საპატეროს ინიციატივას ზედმეტად აგრესიული უწოდა.

მილიონი კორუფციული შესაძლებლობა

ჯერჯერობით, საერთოევროპული ეკონომიკური სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ ცალკეული ქვეყანა გადარჩენას საკუთარი ძალებით ცდილობს. ეს განსაკუთრებით თვალშისაცემი, კრიზისისაგან ერთობ დაზარალებული საბერძნეთის მაგალითი გახლავთ, რომელმაც ახლახან უზარმაზარი შიდა დავალიანების გამო ევროპის ცენტრალური ბანკისაგან შენიშვნა მიიღო.

საბერძნეთის დავალიანება ქვეყნის შიდა პროდუქტის 120 პროცენტს შეადგენს, არადა, უსაფრთხო დონედ 60 პროცენტი ითვლება. ევროპელ ექსპერტთა აზრით, ეგზომ დიდი ვალები ქვეყანას კორუფციის მაღალი დონის, გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების და არაეფექტური მენეჯმენტის გამო დაუგროვდა.

ამ მოსაზრებას ადგილობრივი ანალიტიკოსებიც ეთანხმებიან. ბერძენ ექსპერტთა აზრით, მათ ქვეყანაში კორუქციის ასაყვავებლად მილიონი შესაძლებლობაა. და რომ გაუმართავი კანონმდებლობის გამო, კორუქციასთან ბრძოლაც პრაქტიკულად ვერ ხერხდება.

ამას წინათ საბერძნეთი სერიოზულ სკანდალში გაეხვა, როცა ქვეყნის ხელისუფლება ევროკავშირმა ეკონომიკური მაჩვენებლების სტატისტიკის გაყალბებაში დაადანაშაულა. მას შემდეგ საბერძნეთი საყოველთაო მეთვალყურეობის ობიექტი გახდა. ახლა ათენმა სასწრაფოდ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტთან ბრძოლის ზომები უნდა შეიმუშაოს და ნათლად აჩვენოს რაზე იხარჯება სახაზინო თანხები.

ზოგიერთი ანალიტიკოსი საბერძნეთის ევროკავშირიდან გარიცხვაზეც კი ალაპარაკდა, მაგრამ მათ უმალ შეახსენეს, რომ ეს შეუძლებელია, რადგან შესაბამისი მექანიზმები უბრალოდ არ არსებობს. თეორიულად, საბერძნეთს შეუძლია ევრო ეროვნული ვალუტის რანგში იმ შემთხვევაშიც კი შეინარჩუნოს, თუ ევროკავშირის ხელმძღვანელობა მასთან ფულადი პოლიტიკის კოორდინირებაზე უარს იტყვის.

ანალიტიკოსთა აზრით, ევროზონის დაშლა მართლაც არის შესაძლებელი, ოღონდ ეს ერთობ შორეულ მომავალში და მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ PIIGS-ის ქვეყნები ეკონომიკურ პრობლემებს ვერ გაუმკლავდებიან


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
გივი თარგამაძე, "უნა-უნსოს" დახმარებით, უკრაინაში სისხლისღვრას გეგმავდა?!

ლიბერალურ-დემოკრატიული ტერორი

მსოფლიოში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა. რომ არა ქართველი "ჯვაროსნები", ალბათ, ეს პროცესი უინტერესო და ერთფეროვანი საარჩევნო რბოლა იქნებოდა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა, კეთილი ნების და ერთგულების ნიშნად, მეგობარი და თანამოაზრე იუშჩენკოს მიმართ დიდძალი ლაშქარი გაგზავნა უკრაინელი ხალხის თავისუფალი ნების დაფიქსირების უგულებელსაყოფად. ჯერ კიდევ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, თითქმის მთელი სახელისუფლებო რესურსი ოპერატიულ რეჟიმში გადასროლილ იქნა მეზობელ უკრაინის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

ჯგუფები, რომელთაც არჩევნების მსვლელობისას პროვოკაციები და არეულობა უნდა უზრუნველეყოთ, ძირითადად შემდეგი ორგანიზაციებისაგან შედგებოდა: საქართველოს შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი, ანტიტერორისტული დეპარტამენტი, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველო. ასევე იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ძირითადად მმართველი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული აქტივისგან დაკომპლექტებული სამოქალაქო დაპირისპირებებში გაწვრთნილი ზონდერჯგუფები, სპორტის დეპარტამენტი, სპორტის სხვადასხვა სახეობების სპორტსმენები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მაღალჩინოსნები და მათთან დახლოებული პირები.

საოცარია, მაგრამ ამ კონკრეტულ აქციაში საქართველოს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტიც აქტიურად იყო ჩართული პირველი პირების დონეზე. საინტერესოა, რაში დასჭირდა საქართველოს ხელისუფლებას მშვიდობიანი სადამკვირვებლო მისიისათვის ასეთი ორგანიზებული და საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ძალა, თითქმის მთელი სახელმწიფო ძალოვანი და პარტიული რესურსები, ცხადია, მშვიდობიანი მისიისათვის არ გაიხარჯებოდა.

მათი მიზანი როგორც უკრაინული, ასევე მსოფლიო საზოგადოებისათვის მალევე გახდა ცხადი. ადგილზე ჩასული ქართველები არა მარტო პროვოკაციების მოწყობას, არამედ კონკრეტული საბრძოლო მოქმდებების განხორციელებას აპირებდნენ. უკრაინაში ქართველი ჯვაროსნების მოქმედებებს კოორდინაციას გივი თარგამაძე უწევდა, საქართველოდან კი _ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. თუმცა ეს ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რაც საზოგადოებისთვის უცნობია. გარდა იმისა, რომ კიევში მყოფი გივი თარგამაძე კრიმინალური ავტორიტეტების მეშვეობით ცდილობდა არჩევნების შედეგზე ზეგავლენას, ასევე საპრეზიდენტო კანდიდატ ვიქტორ იანუკოვიჩის საწინააღმდეგოდ ის სხვა ძალების მობილიზებასაც ახდენდა, რადგან მისი რეგიონების პარტია საკმაოდ ძლიერი პარტიული სტრუქტურაა, რომელსაც აღმოსავლეთ, ცენტრალური და სამხრეთ უკრაინის ამომრჩეველთა 85%-ი უჭერს მხარს. ამ რეგიონების საარჩევნო პროცესში ასევე იანუკოვიჩის უპირეტასობაც უადავოა.

სწორედ ამ მიზეზით საქართველოს ხელისუფლებამ, თავისი მოკლე ჭკუით, განიზრახა, უხეშად ჩარეულიყო უკრაინის არჩევნებში და გაეყალბებინა იგი. რაღა თქმა უნდა, პროვოკაციებსა და არეულობებს არჩევნების ჩასაშლელად ხელცარიელი ქართველი მებრძოლები ვერ მოახერხებდნენ. ამიტომ დონეცკისა და კიევის ოლქებში ჩასული ქართველების შეიარაღებაზე ადგილზე მყოფმა ჩეჩნურმა დაჯგუფებებმა და "უნა-უნსოს" მებრძოლებმა იზრუნეს.

ჩეჩნურ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ძველი კავშირების გამოყენება ქართულმა სპეცსამსახურებმა ამ შემთხვევაშიც თავისუფლად მოახერხეს. ქართულ სპეცსამსახურებს, ჩეჩნურ დაჯგუფებებსა და ოლიგარქ ბორის ბერეზოვსკის ერთმანეთთან დიდი ხნის მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებთ. დღეს კი, სააკაშვილის რეჟიმს და მათ, ეტყობა, ერთმანეთი ისე დასჭირდათ, როგორც არასდროს. ამიტომაც "დამკვირვებელ" ქართველებს უკრაინაში მოქმედმა დაჯგუფებებმა დახმარების ხელი დაუფიქრებლად გაუწოდეს.

ქართულ სპეცსამსახურებთან დაახლოებული ჩეჩენი ულას ახმადოვი ერთ-ერთი იმათგანია, ვინც თარგამაძეს და მერაბიშვილს რამდენიმეჯერ დახმარების ხელი გაუწოდა და უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებზეც არ უღალატა. მის კისერზე 1992 წელს ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის 9 მოქალაქის სიკვდილია. დაკავებული იყო ადამიანების გატაცებით, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობით, ასევე საქართველოს გავლით სხვადასხვა კონტრაბანდის გადაზიდვით.

ბუნებრივია, რომ საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მან სააკაშვილის ხელისუფლებასთან ითანამშრომლა. ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით, სწორედ მას დაუკვეთა ერთ-ერთმა ქართველმა მაღალჩინოსანმა ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა. მკვლელობის კვალი კი რუსეთთან უნდა მისულიყო.

უკრაინის ტერიტორიაზე იუშჩენკოს კეთილგანწყობა 16-მდე ჩეჩნურმა დაჯგუფებამ მოიპოვა. მისი გაპრეზიდენტებისთანავე მათ უკრაინაში ბიზნესგავლენის სფეროები გადაინაწილეს და თავიანთ კრიმინალურ საქმიანობას კიევსა და სხვა ქალაქებში თავისუფლად ეწევიან. ისინი სრუქტურულად საკმაოდ კარგად ორგანიზებული და მობილური საბრძოლო ჯგუფებისაგან შედგებიან.

ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და დაუნდობელი დაჯგუფება, რომელიც "უნა-უნსოს" მხარდაჭერით კიევში ფუნქციონირებს ვახა აიუბოვის კრიმინალური კლანია. სწორედ ეს კლანი გამოირჩევა გივი თარგამაძესთან მჭიდრო კავშირით. გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, "უნა-უნსოსთან" ერთად დონეცკის მხარეში დესტაბილიზაციის მოწყობის ორგანიზატორი ეს დაჯგუფება გახდა. გაერთიანებულ ქართულ-ჩეჩნურ-უკრაინულ ბანდებს უკრაინის იმ ტერიტორიაზე, სადაც კანდიდატ იანუკოვიჩის უპირატესობით სარგებლობდა, ერთობლივ რეჟიმში საბრძოლო მოქმედებები უნდა განეხორცილებინათ.

ამ ფაქტზე მიანიშნებს ვინმე კონსტანტინესთან სატელეფონო საუბარში გივი თარგამაძე, როცა ის ამბობს, რომ 8000 მებრძოლს გაგზავნის დონეცკში და სისხლისღვრას დაიწყებს. აშკარაა, რომ 2600 ფსევდოდამკვირვებელი, რომელიც საქართველოდან უკრაინაში ჩავიდა, ამ საქმეს არ ეყოფოდა. ლოგიკურია, ჩნდება კითხვა, ვინ არიან დანარჩენი მებრძოლები, ვისაც გივი მოიხსენიებს? დანარჩენ მებრძოლთა რიგები სწორედ ჩეჩენ ბოევიკებსა და "უნა-უნსოს" წევრებს უნდა შეევსოთ.

არსებობს მოსაზრებები და ვარაუდები, რომ ამ ძალების გარდა, მცირე რაოდენობით სხვადასხვა ქვეყნებიდანაც დაქირავებული მებრძოლები იყვნენ მობილიზებულნი. ქართულმა სპეცსამსახურებმა და ამერიკული კერძო არმიების ინსტრუქტორებმა ამ საკითხზე არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე იზრუნეს და კარგი ორგანიზებაც გაუწიეს მათ.

ვინ არიან ეს უცხოელი ინსტრუქტორები? ესენი ე.წ. კერძო არმიებია _ MPRI და AMERICAN SYSTEMS, რომელთა შესახებ ცოტა ვინმეს თუ გააჩნია ინფორმაცია. ისინი საკონტრაქტო კერძო არმიებია, რომლებიც პენტაგონის გადამდგარმა ამერიკელმა გენერლებმა დააფუძნეს. მათი სათაო ოფისები ვირჯინიაშია განთავსებული და მსოფლიოს სხვადასხვა ცხელ წერტილებში, ერაყში, ავღანეთში, ყოფილ იუგოსლავიასა და კავკასიაში ამერიკელი ნეოკონსერვატორი მილიტარისტების დაკვეთებს ასრულებენ. ამ ორგანიზაციების ბიუჯეტი წელიწადში 400 მილიონ დოლარს სცდება.

ამ არმიების მებრძოლთა ხელით მრავალი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა ერაყის 17 მშვიდობიანი მოქალაქის დახვრეტა, რასაც უდიდესი რეზონანსი მოჰყვა. ამ ორი არმიის რიცხოვნება, დახლოებით, 20 000 მებრძოლს ითვლის. ისინი არ ექვემდებარებიან არც სამხედრო წესდებას და არც გაეროს მიერ დაწესებულ იურიდიულად სავალდებულო კონვენციებსა და ომის წესებს.

Financial Times-ის ამერიკული პოპულარული გამოცემის ჟურნალისტი დიმიტრი სევასტოპულოსი სწორედ ამ ფაქტებს ადასტურებს. მისი განცხადებით, არმიებსა და სააკაშვილის სპეცსამსახურებს სხვადასხვა უკანონო საბრძოლო ოპერაციების ჩასატარებლად წვრთნიან ჯონ მაკკეინის მიერ მოვლენილი სამხედრო ისნტრუქტორები.

სწორედ ჩვეული ხელწერით და წინასწარ განზრახვით სააკაშვილმა თავისი ბანდფორმირებების სუვერენულ სახელმწიფოში, უკრაინის ტერიტორიაზე გადასროლა მოახდინა, რათა ჩეჩენ ტერორისტებთან, "უნა-უნსოსთან" და დაქირავებულ მებრძოლებთან ერთად განეხორცილებინათ პროვოკაციები, დარბევები, გატაცებები. თუ საჭირო გახდებოდა, გაეხსნათ ცეცხლი და საბოლოო ჯამში ჩაეშალათ არჩევნები.

ღვთის წყალობით, მათი გეგმა არ განხორციელდა, რაც საბოლოოდ დაასამარებდა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტს და დაგვაშორებდა მოძმე უკრაინელ ერს. ერთი რამ კი ცხადია, ამ ადამიანებს გახმაურებულ თუ გაუხმაურებელ მკვლელობებში, საქართველოს მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებებში, მშვიდობიანი აქციებისა და მანიფესტაციების დარბევებში, ხალხის დაშინებასა და დარეკეტებაში საკუთარი ხალხის სისხლში აქვთ გასვრილი ხელი.

ნათელია, თუ როგორია რეალურად დღევანდელი საქართველოს ხელისუფლების ლიბერალიზმის და დასავლური ღირებულებების მქადაგებელი სააკაშვილის დემოკრატი (დემონკრატი) რეჟიმის ქცევები. ეჭვს აჩენს ასევე ერთი გარემოებაც. რატომღაც უკრაინაში მათ ჩასვლამდე არ ფეთქდებოდა საავადმყოფოები და, მით უმეტეს, არჩევნების პერიოდში, თანაც ლუგანსკში. ასევე მეორე ტურამდე რაღაც საეჭვო ინტერესით რჩება რამდენიმე ასეული ქართველი ჯვაროსანი უკრაინის ტერიტორიაზე. დანარჩენი მკითხველისთვის მიმინდვია ანალიზისთვის.



დამოუკიდებელი ჟურნალისტი ქეთი სესიაშვილი


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
სეპარატიზმის ე.წ. "სახელმწიფოებდა ცნობის"- მაგვარი წახალისებით რუსეთმა დააკანონა სეპარატისტების უფლება - უცხო სახელმწიფოს სპეცსამსახურებისა და სამხედრო დახმარების, სხვა სახელმწიფოების მატერიალური და საგნობრივი დახმარებების საშუალებებით მოახდინონ ეთნოწმენდა და ამის შემდეგ ადამიანურობის წინაარმდეგ ჩადენილი დანაშაულებების საშუალებებით არასამართლებრივად მოახდინონ ე.წ. "დამოუკიდებლობის" გამოცხადება .
თავად სეპარატიზმის პრობლემების მქონე რუსეთს, ყველა მოსაზღვრე სახელმწიფოსთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, მხოლოს მუდმივ საბრძოლო მდგომარეობაში შეუძლია სახელმწიფოდ არსებობა. ადვილი მისახვედრია, რომ დიდხანს შეუძლებელია ამგვარ მუდმივ ბრძოლაში სახელმწიფოებრივი სტაბილურობის, საკუთრად სახელმწიფოს შენარჩუნება. რუსეთის სეპარატიზმს თავად კრემლმა მისცა უდიდესი ლეგიტიმიურობის რესურსი და ამას გამოიყენებენ კიდეც რუსი სეპარატისტული დაჯგუფებები. რუსეთს კი, თავისი საქართველოს მიმართ წარმოებული პრო-სეპარატისტული აგრესიის გამო, გამოცლილი აქვს საერთაშორისო სამართლებრივი მხარდაჭერის ბაზა. ამ მუდმივ კონფრონტაციულ პირობებში რუსეთის მუდმივი საბრძოლო მდგომარეობა საბოლოოდ გამოიწვევს მის სახელმწიფოს დაშლას. ჩვენ არ გვინდა არც ჩვენი ტერიტორიული დაშლა, და არც რუსეთის ფედერაციის. კრემლის აღვირახსნილი აგრესია საშიშია როგორც ჩვენთვის, ასევე რუსეთის ფედერაციისათვის...
უმთავრესი კი ისაა, რომ რუსეთის მიმართ დიდ დათმობას ამერიკის მხრიდან არ უნდა ველოდოთ..ეს საერთოდ დასცემს ამერიკის ნდობის ფაქტორს და მაშასადამე დოლარსაც, რადგან იგი ძირითადად ამერიკის პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის სიმყარისადმი საერთაშორისო ნდობის ხარისხით განისაზღვრება თავად ამერიკული მაკროეკონომიკური სტაბილურობა! დიახ, ამერიკული სტაბილურობის უზრუნველმყოფელი მთელი პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემა მის მიმართ მსოფლიოს დამოკიდებულებით განისაზღვრება...ეს მაღალი ნდობის შემთხვევაში დოლარის სახელმწიფოთშორისი ეკონომიკური ურთიერთობის ვალუტად ყოფნას განაპირობებს. გამიგეთ, ბევრი რამაა დამოკიდებულიიმაზე, თუ როგორ მოექცევა ამერიკის შეერთებული შტატები საკუთარ სტრატეგიულ მოკავშირეს, დიახ სტრატეგიულ მოკავშირეს, რომელიც შესაძლოა ძალიან პატარა, მაგრამ მოკავშირეობის სრული სტატუსითა და ერთგულებით იმსახურებს მისდამი პატივისცემას..თუ ამერიკა გაწირავს საქართველოს, ამით საკუთარ იდეალებს გასწირავს და ეს უკვე მისდამი ნდობის დევალვირებით გამოიხატება იმწუთასვე..მე მაგალითად მოგიყვანთ აგვისტოს რუსული აგრესიის დროს ამერიკის დოლარის კურსმა მკვეთრი ვარდნა დაიწყო... როცა ბუში გამოდიოდა თეთრი სახლის როტონდაზე და როცა პრეზიდენტი საქართველოს დასაცავად პირველად საუბრობდა, ამ პერიოდში დოლარის მკვეთრი ვარდნა ფაქტიურად შეჩერდა და ეს მოხდა ფაქტიურად ბუშის სიტყვების დამთავრებამდე..საქართველოში რუსული აგრესიის შესახებ ბუშის პირველი გამოსვლისას იმდროინდელი დოლარის კურსის გრაფიკების ნახვა ადვილია..
ეს პირველი დადებითი ტენდენცია დაფიქსირდა კრიზისის პერიოდში. ახლა, მთავარი ისაა, რომ ამერიკის იმიჯი ძალიან შეილახება საქართველოს გამცემლური მიტოვების შემთხვევაში.. უკრაინაში პრორუსული ძალები იმარჯვებენ და ანტი-ნატოური პოპულიზმი იმკვიდრებს ფეხს, ამიტომ უკრაინაში ამერიკის პოზიციების დროებითი შერყევა მხოლოდ უკრაინელი ხალხის უგემოვნო და დაუფიქრებელ არჩევანს დაბრალდება...საქართველო ხომ დასავლეთის დემოკრატიული სისტემის მიმართ ლოიალური იყო , და არის ახლაც . ამერიკა ვერ მიატოვებს ერთგულ მოკავშირეს და ვერც ევროპა მისცემს დასასჯელად საქართველოს რუსეთს იმისათვის, რომ საქართველოს უყვარს ევროპა ! გამიგეთ ცივ გონებასთან ერთად მაინც ნდობის სუბიექტური მოტივები მოქმედებს ყოველთვის გეოპოლიტიკაშიც და მაკროეკონომიკაშიც.


სწორედ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესია არის მიზეზი, რის გამოც საერთაშორისო საზოგადოება დადგა მკაფიო არჩევანის წინაშე:
#1-
დაუთმოს რუსეთს საქართველოს განადგურება და შექმნას ”რუსული სუდეტის ოკუპაციის ”პრეცედენტი”. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთს შეუძლია შეიტანოს მეზობელ ქვეყნებში პასპორტები და მერე დაიპყროს ისინი ”საკუთარი მოქალაქეების დაცვის” საბაბით. ასეთი პრობლემა ელოდება უკრაინას, ლატვიას, ლიტვას, ყაზახეთს...

ამასთან მსოფლიოს მოუწევს ახალი აგრესიული მონოპოლისტი მონსტრის დაბადებაში მელოგინის როლის შესრულება. აზერბაიჯანი და ცენტრალური აზია კვლავ აღმოჩნდება თავისი უზარმაზარი რესურსებით რუსეთის მარწუხებში.

გაგრძელება

"Tags": Gagi Otiashvili


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
კავკასიური სახლის გზა თბილისიდან - ნუკრიანამდე
ნინო ბექიშვილი

32

"კავკასიური სახლის" ხედვაა ისეთი კავკასია, სადაც სხვადასხვა ხალხები მშვიდობიანად თანაარსებობენ, ერთმანეთთან თანამშრომლობენ, აცნობიერებენ საერთო პრობლემებსა და ინტერესებს; იმ საერთო კულტურულ ღირებულებებს და სულიერ სივრცეს, რომელსაც მიაკუთვნებენ საკუთარ თავს, და ხელმძღვანელობენ ეთნიკური, კულტურული, რელიგიური ტოლერანტობისა და სოლიდარობის პრინციპებით; სადაც დაცულია სასიცოცხლო სივრცე და კულტურული მემკვიდრეობა."

ნაირა გელაშვილი

ამ სახლს, გალაკტიონის 20 ნომერს, ძველი და ლამაზი ისტორია აქვს - XIX საუკუნის შუა წლებში თბილისელმა ვაჭარმა იაგორ თამამშევმა შვედ არქიტექტორს, ოტო სიმონსონს ააგებინა და შემდეგ, შვილიშვილს, ელისაბედს გაატანა მზითვად. ასე იქცა თამამშევის სახლი სმირნოვ-თამამშევების სახლად. აქაა დაცული ალექსანდრა სმირნოვა-როსეტის ლიტერატურული სალონის უნიკალური ნივთები, რომლებიც მისმა შთამომავლებმა პეტერბურგიდან თბილისში ჩამოიტანეს. ამ სახლში იმდროინდელი თბილისური არისტოკრატია იკრიბებოდა და რუსეთიდან თუ უცხოეთიდან ჩამოსულ სტუმრებსაც მასპინძლობდნენ.

ალბათ სახლებსაც აქვთ ბედისწერა. სახლი მისმა უკანასკნელმა მკვიდრმა, მიხეილ სმირნოვმა გასული საუკუნის 80-იან წლებში, საქართველოს, კერძოდ კი "მხატვრული თარგმანისა და ურთიერთობების კოლეგიას" უანდერძა. საბჭოთა თბილისში "კოლეგია" ერთი პატარა სამოთხე იყო, სადაც, როგორც რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებს უყვარდათ ხოლმე თქმა, "სუნთქვა შეიძლებოდა" - ამ პატარა ოაზისში იმ თავისუფლებასა და სილაღეს გრძნობდნენ, რასაც ჩრდილოეთში ასე იყვნენ მოკლებულნი. ჩემი მშობლებიც "კოლეგიაში" მუშაობდნენ, ამიტომ, ხშირად მიწევდა ყოფნა და რომ ვიხსენებ, როგორი გარემო იყო იქ, როგორი წიგნები ითარგმნებოდა, როგორი საუბრები იმართებოდა, ნამდვილად მესმის იმ რუსებისა. ეს ყველაფერი კი მაინც ერთი კაცის, ოთარ ნოდიას დამსახურება გახლდათ, რომელმაც მოახერხა და 70-იანი წლებიდან ამდენი ნიჭიერი ადამიანი შემოიკრიბა ირგვლივ. სწორედ ოთარ ნოდიას და მის "კოლეგიას" უანდერძა საკუთარი სახლი და ქონება მიხეილ სმირნოვმა, ვინც თავისი უკანასკნელი არჩევანი სწორად გააკეთა - სახლი ცოცხალია, სმირნოვების მუზეუმის ექსპონატები - მოვლილი, რესტავრირებული და გამოფენილი, და რაც მთავარია - "კულტურულ ურთიერთობათა ცენტრი - კავკასიური სახლი" სწორედ იმ იდეალებს ემსახურება, რისიც მიხეილ სმირნოვს სწამდა - ერთაშორის ურთიერთობებს და კულტურას.

"კავკასიური სახლის" დამაარსებელმა, მწერალმა ნაირა გელაშვილმა, კარგად იცოდა, მარტო კალმით საქართველოში კომუნიზმის ეპოქის რეალურად დასრულებისათვის ბევრს ვერაფერს გააკეთებდა. ამისთვის სხვა ტიპის სამოქალაქო აქტივობა იყო საჭირო - იმ საქმის კეთება, რომელსაც შედეგად ქართულ საზოგადოებაში საერთო ევროპული ღირებულებების დამკვიდრება მოჰყვებოდა თან. ნაირა გელაშვილი ერთი იმ მცირეთაგანია, ვინც პოსტკომუნისტური ქვეყნის მოსალოდნელი საფრთხეები არა მხოლოდ იგრძნო და ამაზე ხმამაღლა საუბარს არ მოერიდა, არამედ, გადაწყვიტა, ემოქმედა.

1989-90 წლებში "კოლეგია" მწვანეთა მოძრაობის კოლექტიური წევრი გახდა. ზურაბ ჟვანიამ და ნაირა გელაშვილმა საერთო კავკასიური მოძრაობა დაიწყეს სახელწოდებით - "კავკასია ჩვენი საერთო სახლია". მათ კარგად ესმოდათ, რომ, თუნდაც ეკოლოგიური პრობლემების გამო, კავკასიის ხალხებს ცალ-ცალკე გადარჩენის პერსპექტივა ნაკლებად ჰქონდათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყველაზე დიდ და საშიშ მეზობელთან, რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობაც. იმ დროსვე გამოქვეყნდა ნაირა გელაშვილის ესეი - "ეკოლოგია, ტექნოკრატია, პოეზია" - საბჭოეთისგან გათავისუფლებულ საქართველოში ახალი, ევროპული აზროვნების და ღირებულებების შემოტანის ყველაზე ხმამაღალი მცდელობა. ძალიან ბევრმა სწორედ ამ ესეს წაკითხვის შემდეგ გააცნობიერა ის საფრთხე, რომელიც ჩვენს პლანეტას ემუქრება.

მერე თბილისის ომიც დაიწყო. სმიროვების სახლი იმდროინდელ ბარბაროსობას, ძარცვას და დარბევას "კოლეგიის" თანამშრომლების თავდადებამ გადაარჩინა - მორიგეობით დარაჯობდნენ და შეუძლებელი შეძლეს - მუზეუმის არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა.

90-იან წლებში, მწერალთა კავშირისა და მრგვალი მაგიდის მეცადინეობით, კოლეგიას ჩამოერთვა და გაიყიდა მთავარი შენობა, სმირნოვების სახლსაც რესტორნად გადაქცევას უპირებდნენ, სწორედ ამას შეეწირა ოთარ ნოდიას სიცოცხლე. 1993 წელს "მხატვრული თარგმანისა და ურთიერთობების კოლეგიის" დირექტორი ნაირა გელაშვილი გახდა. ორგანიზაციას მხოლოდ სმირნოვისეული სახლი დარჩა, ისიც ავარიული, დანგრეული, გაყინული და ჩაბნელებული, როგორც იმდროინდელი თბილისური სახლების უმრავლესობა. ისევე, როგორც მაშინ "კოლეგიაში", ახლაც "კავკასიური სახლის" არსებობა ერთი ადამიანის, ნაირა გელაშვილის დამსახურებაა. იდეების ერთგულება, თანამოაზრეების შემოკრება და სწორი ორიენტირები - ამდენი წელია, კავკასიური სახლი სწორედ ამ საფუძვლებზე დგას.

ნაირა გელაშვილი იხსენებს:

" -1993 წელს ბერლინში ჩემი წიგნი გამოვიდა. ასე ერქვა: "საქართველო - სამოთხე ნანგრევებში". აფხაზეთის ომის დროს დავწერე, ქვეყანა თავზე რომ გვექცეოდა, მაშინ. შევარდნაძის ჩამოსვლის შემდეგ გერმანულენოვანი სამყაროს ყურადღება ჩვენს მიმართ გაძლიერდა, აინტერესებდათ ეს ქვეყანა, ინფორმაცია კი თითქმის არ ჰქონდათ. წიგნი კარგად გაიყიდა. მაშინვე ვწერდი კავკასიური სახლის იდეაზე. ვწერდი, რომ საქართველო თავისი ფუნქციით, გეოგრაფიული მდებარეობით, ტრადიციით კავკასიის კულტურული ცენტრია და სწორედ მან უნდა წარმართოს კავკასიის ინტეგრაციის და განვითარების პოლიტიკა. ისე მოხდა, რომ შემდეგ, ამ წიგნმა ბევრი ევროპელი მოიყვანა ჩემთან. მაშინ აღმოვაჩინე ერთი რამ - ევროპაში და, კერძოდ, გერმანიაში სახელმწიფო სამსახურებში შინაგანად მოტივირებული ადამიანები მუშაობენ, მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ დედამიწის მოქალაქეები არიან და ამიტომაც, ნებისმიერი ქვეყნის უბედურება მათი უბედურებაა. არ ვსაუბრობ მხოლოდ იმაზე, რომ საგარეო პოლიტიკაში გათვალისწინებული აქვთ ეკონომიკური ხარჯები ამ ქვეყნების დასახმარებლად. ისინი უშუალოდ განიცდიდნენ ყველაფერს, რაც საქართველოში ხდებოდა. 1996 წელს გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მთავარი მრჩევლის, ბატონ ნოიფელდის რეკომენდაციით, "გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ" (GTZ) დახმარების ხელი გამოგვიწოდა - ერთწლიანი პროგრამა გააკეთეს, 80 ათასი მარკა მოგვცეს და მახსოვს, როგორ ამოვისუნთქეთ.

იმავე პერიოდში ცნობილი გერმანელი მრეწველების გვარის, ჰენლეების შთამომავალი, იორგ ჰენლე გავიცანი, რომელმაც ქართული მოთხრობის გერმანულენოვანი ანთოლოგიის შედგენა და თარგმნა შემიკვეთა. ანთოლოგია გამოვეცით და 1995 წელს იორგ ჰენლე საქართველოში მოვიწვიეთ. ჩამოვიდა და ნახა, რა პირობებში ვმუშაობდით. ნახა ავარიული სახლი, რომელიც ყოველ წუთას შეიძლებოდა დანგრეულიყო, თაგვები დაშლიგინებდნენ, შუქი არ იყო, გათბობა არ გვქონდა, ვიყინებოდით, მაგრამ დილიდან საღამომდე მაინც ვმუშაობდით, სამსახურში ძლივს მოვდიოდით, ტრანსპორტიც არ დადიოდა. აქ კი ყოველ დღე რაღაც ხდებოდა - შეხვედრები, დისკუსიები, პოეზიის საღამოები. ამ ყველაფერმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჰენლეზე, რომ გადაწყვიტა, დაგვხმარებოდა. იორგ ჰენლე ევროპული ფონდის "HORIZON", ერთ-ერთი დამფუძნებელია, ფონდი ჰოლანდიაშია, თვითონ ჰენლე გერმანელია. ჯერ სახლის გადარჩენა გადაწყვიტეს. თქვეს, ეს ხალხი ამ შენობაში დაიხოცებაო, და კაპიტალურად გაარემონტეს.


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
Post new topic Reply to topic  [ 1922 posts ]  Go to page Previous  1 ... 120, 121, 122, 123, 124, 125, 126 ... 129  Next
თქვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ქვემოთმდებარე "სწრაფი პასუხი" გამოხმაურებისთვის, მაგრამ თუ გსურთ რომ დაამატოთ გამოკითხვა, ან სურათები, გთხოვთ დააჭიროთ ზემოთ ღილაკს რომელსაც აწერია, "პასუხი"
სწრაფი ციტირებისათვის მონიშნეთ სასურველი ტექსტი და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "აქ. ციტირება"
თუ გსურთ მიმართოთ რომელიმე წევრს, დააჭირეთ წევრის სახელს ავატარის ზემოთ.


ფორუმის ინდექსი » დესპანის განყოფილებები » პოლიტიკა

All times are UTC


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 0 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron


Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
დესპანი