პოპულარული თამაშები

Meltdown
Scores: 37
 
Cube Crash
Scores: 44
 
სანტა თხილამურებზე
Scores: 47
 
Fad 2003
Scores: 45
 
ბილიარდი
Scores: 54
 

User1 -hilite3

This is the User1 module position, which is using the -hilite3 module class suffix.
It is currently Wed Sep 08, 2010 11:52 pm

ფორუმის ინდექსი » დესპანის სამეზობლო » ყავა და ჭორაობა

All times are UTC




Post new topic Reply to topic  [ 124 posts ]  Go to page Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9  Next
ავტორი Message
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Tue Aug 14, 2007 11:56 am
Posts: 1992
1. პირველი სმს-ი იყო გაგზავნილი ვოდაფონის ქსელში 1992 წელს ტექსტით “MERRY CHRISTMAS”

2. დათვი კბილის ტკივილისგანაც კვდება.

3. არაბულად სიტყვა ”კაიფი” სადილის შემდეგ დასვენებას, სასიამოვნო უსაქმურობას ნიშნავს.

4. ძველ საბერძნეთში იყვნენ სპეციალური მხატვრები, რომლებიც კურტიზანებს მაკიაჟს უკეთებდნენ, მათ ”პორნოგრაფები” ერქვათ. :D

5. 1977 წლის 13 ივლისს ნიუ-იორკში 52 წუთით გამოირთო ელექტროენერგია, რის გამოც მატერიალურმა ზარალმა მილიარდი დოლარი შეადგინა.(ჩვენთან ხალხი მოგებაშია დენი თუ გამოირთო) :D

6. კატის ყურს 36 კუნთი აქვს და 90 გრადუსით შეუძლია მობრუნება.

7. ფრინველებს, რომლებიც თბილ ქვეყნებში არ მიფრინავენ, რეზიდენტებს უწოდებენ.

8. მოქმედი დროშებიდან ყველაზე ძველი დანიური დროშაა.

9. მსოფლიოში პირველი ეროვნული პარკი 1872 წელს შეიზმნა აშშ-ში.

10. საქართველოში 21 ნაკრძალია.

11. სპორტსმენებისთვის აკრძალული დოპინგების სია 2357 წამლისგან შედგება.

12. შინაური კატა საკუთარი სახლიდან 600-800 მეტრ მანძილზე შორს არასდროს მიდის.

13. მსოფლიოში ყველაზე გრძელი ანბანი კამბოჯელებს აქვთ, მასში 74 ასოა.

14. ამერიკის ნებრასკის შტატში უფრო მეტი ძროხაა, ვიდრე მცხოვრები.

15. დედამიწაზე 600 მილიონი შინაური კატა ცხოვრობს.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Tue Aug 14, 2007 11:56 am
Posts: 1992
1. ნობელის პრემია გაიცემა ფაქტიურად ყველა დარგში, გარდა მათემატიკისა.
იმიტომ რომ ნობელის პირველი ცოლი მათემატიკოსთან გაიქცა.

2. რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ დამტკიცდა რომ მსოფლიოს ერთ ერთი ყველაზე გახმაურებული ფაქტი – შემთხვევით გადაღებული მოსიარულე თოვლის კაცი, აფიორა იყო, მიზეზი კი იმაში მდგომარეობდა რომ ჰიმალაებში ტურისტები მოეზიდათ.

3. მწყერის შვილს ჰქვია მუტრუკი. :D:D (სულ არ ყოფილა შეურაწმყოფელი სიტყვა) :)

4. ცხოველების უმრავლესობა სუნს ნესტოებით შეიგრძნობს, მაგრამ ზოგ მათგანს, მაგალითად, გველს, სუნის აღსაქმელად პირში აქვს სპეციალური, ე. წ.. იაკობსონის ორგანო, რომელიც ენის ზემოთაა მოთავსებული. ჰაერის დასაყნოსად გველები ორკაპა ენას ასავსავებენ და მსხვერპლის ადგილსამყფელს იმის მიხედვით ადგენენ, თუ საიდან ეცემა სუნი ენას.

5. დაშვებისას შავთავა შაშვის სიჩქარე საათში 250 კილომეტრს აღწევს!

6. ავაზას 105 კმ საათში სიჩქარის განვითარება შუძლია!

7. ზრდასრული ლურჯი ვეშაპი სიგრძეში სამი ავტობუსის ხელაა და 20 სპილოზე მეტს იწონის!

8. აფრიკული სპილო ყოველდღიურად დაახლოებით 230 კილოგრამ ფოთოლს ჭამს!

9. კოლიბრი ერთადერთი ფრინველია, რომელსაც უკან ფრენა შეუძლია.

10. კოლიბრი ყველაზე პატარა ფრინველია.

11. ზამთარში ნიანგი ქვებს ყლაპავს რომ როცა ძინავს წყლის ფსკერზე – ზედაპირზე არ ამოტივტივდეს.

12. ყველაზე დიდი მიღწევები ქირურგიაში აქვთ გერმანელებს – მიზეზი კი ის გახლავთ რომ ჰიტლერის დროს ცოცხალ ადამიანებზე ატარებდნენ ცდებს.

13. ავსტრალიაში 57 მილიონი კენგურუ ცხოვრობს.

14. 1950 წელს ”ფიფამ” აკრძალა ფეხბურთის ფეხშიშველი თამაში, ამ დრომდე ინდოეთის ნაკრები ტურნირებზე ასე მონაწილეობდა. :D:D:D:D

15. პირველი ფიჭური ტელეფონი, რომელიც გასაყიდად გამოვიდა, 1 კილოგრამს იწონიდა და 35 ათასი დოლარი ღირდა.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Mon Jun 18, 2007 11:55 pm
Posts: 879
უკვე იმდენი გავიგე რომ რა ვიცი


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Fri Jun 08, 2007 11:02 am
Posts: 613
მართალია ჩეს ნოსტალგია კომუნიზმის მიმართ ცოტა არ იყოს გაუგებარია ,მაგრამ აი ღორად დაბადება შემდეგ ცხოვრებაში სავსებით გასაგებია(ნემსიყლაპიობა შორს შენგან) ისე მაგ ცნობებზე ძალიან კომენტარები მომეწონა.....
საღოლ რა დიჯეი!!!
ხოდა იმასაც თუ მეტყვი რატომ მკრავს წიხლს როცა საკუთარი სურათის დაყენება მინდა ავატარად თუ ავატარში , დიდ მადლობას გეტყვი თორემ გაურკვეველი წარმოშობის ჩალმიანი ქალი მიყენია მეტი არაფერი აქაჩა...


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Mon Jun 18, 2007 11:55 pm
Posts: 879
აუ


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Feb 20, 2008 6:37 am
Posts: 17921
ნატუკი აუქაჩავს და ეწგ არის
ბარტი სიმფსონი მაგარია


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Fri Jun 08, 2007 11:02 am
Posts: 613
არ დამევასა ეგ ქალი და მაინც რამე უნდა დამეყენებინა მთლად უსახელო უფლისციხელივით ხომ არ ვიქნებოდი??
ბარტ სიმპსონი კაი მაგარი როჟაა , ცოტა "ვრედნი "კია მაგრამ მაინც საინტერესო პერსონაჟია, სანამ ლეონარდო ზომებს მიიღებს ჩემი სურათი აქაჩოს ვიქნები ასე. ლიზა სიმპსონი კი არ იყო თორემ მაგ ტიპშა უფრო მაგარია!!!!


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Mon Jun 18, 2007 11:55 pm
Posts: 879
ვერაფერი ვნახე საინტერესო ჩე და რა დავდო


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Fri Jun 08, 2007 11:02 am
Posts: 613
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: კროლლ შენ დაჯექი მაგაზე საინტერესო რაღა უნდა დადო???? :lol: :lol: :lol: :lol: :lol:


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Mon Jun 18, 2007 11:55 pm
Posts: 879
the press


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Mon Jun 18, 2007 11:55 pm
Posts: 879
რაზე დავჯდეეეეეეეეეე???????


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
როგორ იშოვნა Facebook-ის შემქმნელმა 6 წელში 1,3 მილიარდი
zuckerberg

მარკ ცუკერბერგი ჯერ მხოლოდ 26 წლის არის, მაგრამ უკვე 1,5 მილიარდი დოლარის ოდენობის კაპიტალის მფლობელია. ამ ყმაწვილმა უდიდესი წვლილი შეიტანა ახალი თაობის ინტერნეტის განვითარებაში, მის მიერ სულ რაღაც 6 წლის წინ დაარსებულმა Facebook-მა კი საყოველთაო აღიარება და გავლენა მოიპოვა.

ფსიქოლოგი ჰაკერი

მარკი დაიბადა 1984 წლის 15 მაისს ნიუ იორკში. მეექვსე კლასში იყო, როცა ფსიქიატრმა მამამ და სტომატოლოგმა დედამ კომპიუტერი უყიდეს. იქედან მოყოლებული, იგი პროგრამირების მანიამ შეიპყრო. მეცხრე კლასელმა იმ დროისათვის პოპულარული სამაგიდო თამაშის ”რისკის” კომპიუტერული ვარიანტი შექმნა.

აგრეთვე სკოლის ასაკში დაწერა პროგრამა MP3-player Winamp, რომელსაც მომხმარებლის მუსიკალური გემოვნების გაანალიზება შეეძლო. როცა ეს პროგრამა ინტერნეტში გამოჩნდა, Microsoft მზად იყო მის სანაცვლოდ 2 მილიონი დოლარი გადაეხადა, მაგრამ შემქმნელმა ამაყად განაცხადა, აღმაფრენა არ იყიდებაო.

სრულიად მოულოდნელად ცუკერბერგმა ჰარვარდის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. როგორც ჩანს, ასე მამის რჩევით მოიქცა. მაგრამ სწავლისათვის არცთუ ისე დიდი დრო რჩებოდა, რადგან თავის მთავარ გატაცებას - პროგრამირებას იყო გადაყოლილი. ისიც უნდა ითქვას, რომ სწავლისას ხშირად კომპიუტერულ სიახლეებს ნერგავდა. მაგალითად, როცა ხელოვნების ისტორიის კურსს გადიოდა, მისმა არაორდინალურმა გონებამ 500 ნახატისაგან საიტის შექმნა მოიფიქრა და მისი საშუალებით თანაკურსელებს ხელოვნების ნიმუშების შესახებ აზრის გამოთქმა სთხოვა.

გარდა ამისა, მარკმა თავი ჰაკერობით გამოიჩინა. ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა უნივერსიტეტის სახეთა საიტი შეექმნა და ამისთვის უნივესტიტეტის მონაცემთა ბაზა გატეხა. ცუკერბერგი კინაღამ გარიცხეს და სხვა სტუდენტების წინაშე ბოდიშის მოხდა აიძულეს. თუმცა, შეურაცხჰყოფილად თავს არავინ გრძნობდა, პირიქით, სტუდენტები რესურსის აღდგენას ითხოვდნენ. ჰოდა, მარკმა თავისი სერვისი აღადგინა და მასზე რამდენიმე დღეში ჰარვარდის სტუდენტთა ნახევარი დარეგისტრირდა. მალე მას ანალოგიური საიტის გაკეთების შეკვეთით სტენფორდის და იელის უნივერსიტეტებიდან მიმართეს.

Facebook ყველასათვის

ცუკერბერგმა თავის სერვისს Facebook უწოდა. იგი ძალზე პოპულარული გახდა. სტუდენტებს განსაკუთრებით ის მოსწონდათ, რომ მისი საშუალებით ჯგუფების თვითორგანიზაციას ანხორციელებდნენ. ჰოდა, 2004 წელს მარკმა გადაწყვიტა თავისი პროდუქტისაგან ბიზნესი წამოეწყო.

Facebook სხვა სოციალური ქსელებისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ მისი საშუალებით რეალურად არსებული ადამიანების მოძებნა იყო შესაძლებელი და ყველას შეეძლო თავიდანვე განესაზღვრა, მომხმარებელთა რომელი ჯგუფებისათვის იქნებოდა ხელმისაწვდომი მასზე არსებული ინფორმაცია. მარკმა თავისი ბიზნესის განვითარებისათვის მთელი დანაზოგი დახარჯა და როცა მიხვდა, რომ დამატებით დაფინანსება სჭირდებოდა, სწავლა მიატოვა და სილიკონის მდელოს გულს - პალო-ალტოს მიაშურა, სადაც ყველა საინტერესო იდეას სათანადო დაფასება და მხარდაჭერა ელის.

ცუკერბერგს ძალიან გაუმართლა, რომ შემთხვევით შეხვდა ინტერნეტის საკულტო ფიგურას, ფაილების გაცვლის პროგრამა Napster-ის შემქმნელს შონ პარკერს. ამ უკანასკნელმა მარკს ანგარიშსწორების სისტემა PayPal-ის ერთ-ერთი დამაარსებელი პიტერ ტილი გააცნო. საათნახევრის საუბრის შემდეგ ტილმა ჟღალთმიანი ყმაწვილის კომპანიაში ნახევარმილიონიანი ინვესტიცია განახორციელა.

ეს დიდი ფული ნამდვილად არ იყო, მაგრამ ცუკერბერგმა მისი გონივრულად გამოყენება მოახერხა და Facebook გააფართოვა. მან პალო-ალტოში ოფისი დაიქირავა და გარს რამდენიმე თანამოაზრე შემოიკრიბა.

სულ რამდენიმე თვეში, 2004 წლის ნოემბერში Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. კიდევ ნახევარი წლის შემდეგ იმავე პიტერ ტილის დახმარებით მარკმა Accel Partners-ისაგან სერიოზული, 12,7 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია მიიღო. 2005 წლის შემოდგომაზე Facebook-ით უკვე 5 მილიონი ადამიანი აქტიურად სარგებლობდა და იგი ინტერნეტ-სივრცის ერთ-ერთი ლიდერი იყო. აღსანიშნავია, რომ მარკი ძალიან გონივრულად მოიქცა, როცა Google-დან გამოცდილი მენეჯერი შერილ სენდბერგი მოიწვია. ჭკვიანმა ყმაწვილმა კარგად იცოდა, რომ დიდი ბიზნესს სათანადო ცოდნა და ალღო სჭირდება.

მას შემდეგაც მარკის კომპანია გამუდმებით ვითარდება და იფურჩქნება. როგორც აღვნიშნეთ, 24 წლის ბიზნესმენის პირადი კაპიტალი 1,3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. თავად Facebook კი ზუსტად რამდენი ღირს, ძნელი სათქმელია. ასახელებენ სხვადასხვა ციფრს - 3-დან 15 მილიარდ დოლარამდე. ალბათ ყველაფერი კომპანიის აქციების ბირჟაზე გატანის შემდეგ გაირკვევა, თუმცა, ცუკერბერგი არ ჩქარობს.

ახალგაზრდა მილიარდერი კვლავინდებურად სტუდენტური სტილის ცხოვრებას ეწევა. სამოთახიან ბინაში ცხოვრობს, იატაკზე დაგდებულ ლეიბზე სძინავს და ოფისში ველოსიპედით დადის. ოფისი კი აქვს ულტრათამედროვედ, თუმცა, ამავდროულად მოკრძალებულად მოწყობილი. როგორც ამბობენ, მეგობარი გოგონაც ჰყავს, ჩინური წარმოშობის პრისცელა ჩენი. მარკს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ აზიელი გოგონები მოსწონს. კიდევ ლუდი და მექსიკური კერძები უყვარს.

მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Mon Jun 18, 2007 11:55 pm
Posts: 879
ნამდვილად საინტერესოა


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
სუნთქვის აპარატისა და კუვეზის არქონის გამო უამრავი ბავშვი იღუპება"
"სუნთქვის აპარატისა და კუვეზის არქონის გამო უამრავი ბავშვი იღუპება" "რა ქნას ექიმმა შიშველი ხელებით"

მაშინ, როცა ქვეყნის მთავრობა უშურველად აფინანსებს მრავალმილიონიან საახალწლო კონცერტებს, მედიკამენტებისა და სასიცოცხლოდ აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის არქონის გამო, საქართველოში ჩვილები იღუპებიან... სამწუხაროდ, ასეთ ამბავს ხშირად მოისმენთ, რომ მძიმე ან დღენაკლული ახალშობილის მართვითი სუნთქვის აპარატზე მიერთება და მისი გადარჩენა, ამ უკანასკნელის არარსებობის გამო არ მოხერხდა. ჩვენ ამ სამწუხარო ფაქტებიდან მხოლოდ ერთზე გიამბობთ, რადგან ზოგადი ვითარების გადმოსაცემად ესეც კმარა.

დაახლოებით ერთი თვის წინ, ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში ახალგაზრდა მშობიარე მიიყვანეს. დღენაკლულ ტყუპისცალებს მშობლებმა დავითი და დემეტრე დაარქვეს. ახალშობილებმა მხოლოდ ექვსი დღე იცოცხლეს. მათ გადასარჩენად საავადმყოფოს არც წამალი აღმოაჩნდა და არც გადაუდებელი რეანიმაციისთვის აუცილებელი პირობები.

ეკა შინშიაშვილი (ტყუპის ბებია): "ყოველ ათ დღეში ერთხელ დამყავდა ჩემი შვილი კონსულტაციაზე ექიმთან. ყველა სახის ვირუსზე გამოვიკვლიეთ ორსული.
ვუტარებდით ექოსკოპიურ გამოკვლევას და როგორც ექიმები გვეუბნებოდნენ, ორივე ნაყოფი შესანიშნავად ვითარდებოდა. ორსულობის მერვე თვეზე მოულოდნელად სამშობიარო წ*****ბი დაღვარა. მაშინვე მის ექიმს დავურეკე. მითხრა: ღუდუშაურში წაიყვანეთ, რამე რომ დასჭირდეს, ჩვენ ახალშობილების რეანიმაცია არა გვაქვსო.

ღუდუშაურში რომ მივედით, ღამის ორი საათი იყო. ექოსკოპისტი ძლივს გააღვიძეს. წუწუნებდა: ვერაფერს ვხედავ, პლაცენტაში წყალი არ არისო. ამის შემდეგ ჩემი შვილი სამშობიარო ბლოკში აიყვანეს და მხოლოდ დილის ექვს საათზე გაუკეთეს საკეისრო კვეთა. დროულად რომ ამოეყვანათ ბავშვები დედის მუცლიდან, დღეს შესაძლოა ორივე შვილიშვილი ცოცხალი მყოლოდა. უმწიფარია, უმწიფარიო - სულ ამას გაიძახოდნენ ექიმები, მაგრამ უფრო დღენაკლული ბავშვებიც გადარჩენილან. რა ქნას ექიმმა შიშველი ხელებით, თუ საავადმყოფოს არც წამალი აქვს და არც რეანიმაციის საშუალება?

ბიჭები დაბადებისას 2 კილოგრამსა და 200 გრამს იწონიდნენ. რეანიმაციაში კი კილოგრამი და ცხრაასი შევიდნენ. ექიმებმა შემოგვითვალეს: კუვეზი და მართვითი სუნთქვის აპარატი მოიძიეთ, ჩვენ რესურსი ამოგვეწურაო. თავიდან ორივე ახალშობილი ერთ კუვეზში ეწვინათ და ერთს ხელით აწვდიდნენ ჟანგბადს. მთელი საქართველო შევძარით და გორში აღმოვაჩინეთ თავისუფალი აპარატი.

კატასტროფის ცენტრიდან გამოვიძახეთ რეანიმობილი. მახსოვს, თინა ერქვა ექიმს, გაგვაფრთხილა: კარგად დაფიქრდით, გადაიტანს კი ეს ბავშვი ტრანსპორტირებასო? სხვა გზა არ გვქონდა, უნდა გაგვერისკა, რადგან თუ ღუდუშაურში დავტოვებდით, ბავშვი ხელში ჩაგვაკვდებოდა. როგორც კი დემეტრე გორში ჩაიყვანეს, კიდევ უფრო დამძიმდა... ამასობაში მეორე ტყუპისცალი დავითიც დამძიმდა, აღარც აპარატი შველოდა. ექიმები ამბობდნენ: ფილტვები არ ეშლებაო. საავადმყოფოში ერთი ამპულა "სურფაქტანტი" ჰქონდათ და ის გაუკეთეს. ბავშვი მომჯობინდა და ექიმებმა ახლა ამ წამლის მოძიება დაგვავალეს და თან დააყოლეს: მეორე ამპულა აუცილებლად ექვსი საათის შემდეგ უნდა მივაშველოთო.

თბილისში წამალი რომ ვერ ვიშოვეთ, უცხოეთში მყოფ ახლობელ-ნათესავებს დავუკავშირდით. იქ იყიდეს "სურფაქტანტი". წამალი ვიშოვეთ, მაგრამ რამდენიმე საათის დაგვიანებით... ამასობაში ჟვანიას კლინიკაში სხვა ახალშობილი გარდაიცვალა და მართვითი სუნთქვის აპარატი გათავისუფლდა. დემეტრე გორიდან ისევ თბილისში ჩამოიყვანეს, მაგრამ ახალშობილის გულმა ასეთ დატვირთვას ვერ გაუძლო და ბავშვი დაგვეღუპა".

გელა მეცხვარიშვილი (ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის პერინატალური სამსახურის მთავარი ნეონატოლოგი): "ჩვენთან ახალშობილთა რეანიმაცია გათვლილია ათ საწოლზე და ეს ათი საწოლი დაკომპლექტებული გვაქვს ათი კუვეზით, მაგრამ 16-18 ბავშვზე ნაკლები არასდროს გვიწევს. ზოგჯერ იძულებული ვართ, ერთ კუვეზში ორი ბავშვიც კი დავაწვინოთ, რაც კატეგორიულად მიუღებელია, თუნდაც ინფექციის გავრცელების გამო. როცა კუვეზი არ გვყოფნის, ზოგჯერ ასეც ვახერხებთ - ვიღაცას შევაწვენთ, ვიღაცას გამოვიყვანთ, ვისაც იმ წუთში ეს ძალიან არ სჭირდება.

პრობლემა უფრო მართვითი სუნთქვის აპარატებთან დაკავშირებით არის. არადა, ეს ერთადერთი პერინატალური ცენტრია საქართველოში, სადაც მძიმე ორსული მოჰყავთ, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება თან მძიმე ახალშობილი. მიიჩნევა, რომ რეანიმაცია გაქვს იმდენ საწოლზე, რამდენი მართვითი სუნთქვის აპარატიც გაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში რეანიმაციული განყოფილება მხოლოდ ქაღალდზეა გაწერილი, რადგან სრულფასოვანი დახმარების აღმოჩენა პაციენტისთვის ვერ ხერხდება. მოკლედ, ათ საწოლზე ოთხი ძველი მართვითი სუნთქვის აპარატი გვაქვს, რომლებიც, ფაქტობრივად, გამოსულია მწყობრიდან და შვიდიც ახალი. ხდება ხოლმე ისე, რომ იბადება ახალშობილი და ჩვენ პრაქტიკულად არა გვაქვს არც თავისუფალი მართვითი სუნთქვის აპარატი, არც კუვეზი, არადა ბავშვს სასწრაფოდ სჭირდება რეანიმაცია.

- როგორ იქცევით ასეთ შემთხვევაში?
- ვიწყებთ რეკვას სხვა რეანიმაციულ ცენტრებში, რომ როგორმე დაგვეხმარონ... ბავშვთა პირველ რესპუბლიკურ საავადმყოფოშიც აქვთ ეს აპარატები, ჟვანიას სახელობის კლინიკაშიც, მაგრამ ყველა ერთად აღებული მაინც არ არის საკმარისი არსებული საჭიროების დასაკმაყოფილებლად.

- თუ იქაც არ არის?
- ასეთ შემთხვევაში ხელით მართვითი სუნთქვის მეთოდი არსებობს მანამ, სანამ აპარატზე გადაიყვან ახალშობილს, ამბუსპარკიდან ხელით უბერავს ჟანგბადს ექთანი. მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენ ხანს შეიძლება გაუძლოს ასეთ დატვირთვას ექთანმა, შეიძლება ხელიც კი მოსტყდეს.

- იყო შემთხვევა, როცა თბილისიდან რაიონში გადაუყვანიათ ბავშვი მართვითი სუნთქვის აპარატის გამო და ტრანსპორტირებამ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა...
- იყო ასეთი შემთხვევა, გორში შედარებით ახალი კლინიკაა, მათ აქვთ რამდენიმე აპარატი და გავუშვით ის ახალშობილი გორში. რეანიმობილი რომ ნახოთ, ეს არის ერთი რეანიმაციული პალატა, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, ტრანსპორტირებას დაემძიმებინოს ახალშობილის მდგომარეობა. ამერიკაში ასეთი ბავშვები ვერტმფრენით გადაჰყავთ, ჩვენ რეანიმობილები გვყავს.

მძიმე ბავშვები ყოველთვის იბადებოდნენ, მაგრამ რამდენიმე წლის განმავლობაში ისეთი პათოლოგიები წამოვიდა, რომელიც ადრე არც ისე ხშირი იყო. სიკვდილის მაჩვენებელიც დღენაკლულზე მოდის უფრო მეტად. დროული ბავშვი დიდი ხანია თვალითაც აღარ მინახავს.

სამინისტრო რამდენჯერმე შევაწუხეთ: გვიშველეთ, ბავშვები გვეხოცებიან-თქო. იქაც ხომ ადამიანები მუშაობენ. ველოდებით, კუვეზები უნდა შემოგვიტანონ. ძალიან მჭიდრო კონტაქტები გვაქვს ისრაელთან. სამი კუვეზი გამოგვიგზავნეს და ორი მართვითი სუნთქვის აპარატი გვაჩუქეს აქედან წასულმა ქართველებმა, მაგრამ არ არის საკმარისი. ახალი მართვითი სუნთქვის აპარატი დაახლოებით 50 ათასი ევრო ღირს. კუვეზი უფრო ნაკლები, დაახლოებით 20-25 ათასი ევრო.

- როგორც გაირკვა, არც სასიცოცხლოდ აუცილებელი წამლის მარაგი გაქვთ საავადმყოფოში, მაგალითად "სურფაქტანტი"...
- ღრმა დღენაკლულის პირველი უბედურება ის არის, რომ ფილტვები არა აქვს გახსნილი და ამიტომაც სჭირდება ხელოვნურად გახსნა. "სურფაქტანტი" საკმაოდ ძვირად ღირებული პრეპარატია, ჩვენი საავადმყოფოს პროტოკოლში გვაქვს გაწერილი და როცა გვაქვს, უფასოდ ვუკეთებთ პაციენტებს.

- ახლა თუ გაქვთ?
- შემომტანს შეექმნა შეფერხება და თებერვლის შუა რიცხვებიდან ჩვეულებრივად შემოვა. ახლა რომ დასჭირდეს პაციენტს, ვერ გავუკეთებთ.

P.S. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, "სურფაქტანტი" საქართველოში მხოლოდ ფარმაცევტულ კომპანია "ჯი-პი-სის" შემოაქვს. სწორედ მას აქვს მოგებული ტენდერი კლინიკების წამლით მომარაგებაზე და მედიკამენტის ექსკლუზიური მიმწოდებელია. ერთი ამპულა "სურფაქტანტის" საბაზრო ღირებულება დაახლოებით 600 ლარია, მაგრამ დღენაკლული ახალშობილების გაჭირვებულ მშობლებზე გადამყიდველები მას 1.500 ლარადაც კი ყიდიან.
ემა ტუხიაშვილი


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Tue Aug 14, 2007 11:56 am
Posts: 1992
აღმოჩნდა, რომ გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანებს მონიტორზე ტექსტის კითხვისას ხელი მაუსზე უდევთ.
ნუ სწევთ ხელს მაუსიდან. გვიანაა. :)


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
Post new topic Reply to topic  [ 124 posts ]  Go to page Previous  1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9  Next
თქვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ქვემოთმდებარე "სწრაფი პასუხი" გამოხმაურებისთვის, მაგრამ თუ გსურთ რომ დაამატოთ გამოკითხვა, ან სურათები, გთხოვთ დააჭიროთ ზემოთ ღილაკს რომელსაც აწერია, "პასუხი"
სწრაფი ციტირებისათვის მონიშნეთ სასურველი ტექსტი და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "აქ. ციტირება"
თუ გსურთ მიმართოთ რომელიმე წევრს, დააჭირეთ წევრის სახელს ავატარის ზემოთ.


ფორუმის ინდექსი » დესპანის სამეზობლო » ყავა და ჭორაობა

All times are UTC


Who is online

Users browsing this forum: Google [Bot] and 0 guests


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  
cron


Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
დესპანი