პოპულარული თამაშები

Meltdown
Scores: 37
 
Cube Crash
Scores: 44
 
სანტა თხილამურებზე
Scores: 47
 
Fad 2003
Scores: 45
 
ბილიარდი
Scores: 54
 

User1 -hilite3

This is the User1 module position, which is using the -hilite3 module class suffix.
It is currently Wed Sep 08, 2010 11:37 pm

ფორუმის ინდექსი » დესპანის განყოფილებები » ხელოვნება,კულტურა

All times are UTC




Post new topic Reply to topic  [ 48 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4  Next
ავტორი Message
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Tue Aug 14, 2007 11:56 am
Posts: 1992
ძვირფასო მეზობლებო ამ თემაში მინდა მოვაგროვოთ იმ ადამიანთა ბიოგრაფიები რომლებმაც თავისი პროტოტიპობით,ნიჭით,და გენიალური გამოგონებებით დაიმკვიდრეს ადგილი ისტორიაში.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Tue Aug 14, 2007 11:56 am
Posts: 1992
ჩე გევარა

ერნესტო რაფაელ გევარა დე ლა სერნა (14 ივნისი, 1928 - 9 ოქტომბერი, 1967), საყოველთაოდ ცნობილი, როგორც "ჩე გევარა", ან "ელ ჩე" იყო არგენტინელი ექიმი, მარქსისტი რევოლუციონერი, პოლიტიკოსი, კუბის პარტიზანული ლიდერი. გევარა ფიდელ კასტროს 26 ივლისის მოძრაობის წევრი იყო, რომელმაც 1959 წელს კუბაში მთავრობის გადატრიალება მოახდინა. ახალ მთავრობაში რამდენიმე მნიშვნელოვან პოსზე სამსახურისა და პარტიზანული ომის თეორიასა და პრაქტიკაზე რამდენიმე წიგნის დაწერის შემდეგ გევარა კუბას ტოვებს 1965 წელს, რათა რევოლუციურ გარდაქმნებში დახმარებოდა ჯერ კონგო-კინშასას (შემდგომში წოდებული კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა), ხოლო შემდეგ კი ბოლივიის პარტიზანებს, სადაც ის აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს მიერ მოწყობილი სამხედრო ოპერაციის შედეგად დაკავებულ იქნა. დაჭერის შემდეგ აგენტი ფელიქს როდრიგესის ცნობით მან გევარა დაკითხა და ბოლივიელ ჯარისკაცებს გადასცა მისთვის სიკვდილის განაჩენის სისრულეში მოსაყვანად. გევარა ბოლოვიის არმიის ჯარისკაცთა ხელში გარდაიცვალა ლა-ჰიგერაში, ვალეგრანდესთან, 1967 წლის 9 ოქტომბერს. სიკვდილის შემდეგ, გევარა მყისვე მსოფლიო სოციალისტური რევოლუციური მოძრაობების გმირი ხდება. ალბერტო კონდას გევარას ფოტო მისი მრავალი მოდიფიკაციით მთელ მსოფლიოში გავრცელდა და "მე-20 საუკუნის სიმბოლო და მსოფლიოში ყველაზე განთქმული ფოტოსურათი" გახდა.Image

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Tue Aug 14, 2007 11:56 am
Posts: 1992
იოსებ სტალინი

იოსებ ბესრიონის ძე სტალინი (ნამდვილი გვარი ჯუღაშვილი) (* 9 დეკემბერი/21 დეკემბერი, 1879, გორი - †5 მარტი, 1953, მოსკოვი), კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფოს, საერთაშორისო კომუნისტური და მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მარქსიზმ-ლენინიზმის თეორეტიკოსი და პროპაგანდისტი. სკკპ წევრი 1898-იდან.
Image
დაიბადა მეწაღე ხელოსნის ოჯახში. 1894 დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია და შევიდა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში. ამიერკავკასიაში მცხოვრები რუსი მარქსისტების გავლენით ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. არალეგალურ წრეში შეისწავლა კ. მარქსის, ფ. ენგელსის, ვ. ი. ლენინის, გ. პლეხანოვის შრომები.

"მესამე დასი"

სტალინი იყო "მესამე დასის" წევრი, ეწეოდა მარქსისტული იდეების პროპაგანდას თბილისის რკინიგზის მთავარი სახელოსნოების მუშებს შორის. 1899 რევოლუციური მოღვაწეობისათვის სემინარიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც არალეგალურად დაიწყო ცხოვრება და პროფესიონალი რევოლუციონერი გახდა. შედიოდა რსდმპ თბილისის, კავკასიის კავშირის და ბაქოს კომიტეტების შემადგენლობაში, მონაწილეობდა გაზეთების "ბრძოლის", "პროლეტარიატის ბრძოლის", "ბაკინსკი პროლეტარიატის", "გუდოკის", "ბაკინსკი რაბოჩის" გამოცემაში, იყო 1905-07 რევოლუციის აქტიური მონაწილე ამიერკავკასიაში. რსდმპ-ის შექმნის დღიდანვე მხარს უჭერდა რევოლუციური მარქსისტული პარტიის განმტკიცების ლენინურ იდეას, იცავდა პროლეტარიატის კლასობრივი ბრძოლის ბოლშევიკურ სტრატეგიას და ტაქტიკას, იყო ბოლშევიზმის მტკიცე მომხრე, აკრიტიკრბდა მენშევიკებისა და ანარქისტების ოპორტუნისტულ ხაზს რევოლუციაში. რსდმპ I კონფერენციის დელეგატი ტამერფოსში (1905), სადაც პირველად შეხვდა ვ. ი. ლენინს, რსდმპ IV (1906) და V (1907) ყრილობების დელეგატი. იატაკქვეშა რევოლუციური მოღვაწეობისათვის არაერთხელ იყო პატიმრობასა და გადასახლებაში. 1912 რსდმპ სრულიად რუსეთის VI (პრაღის) კონფერენციის ცკ-ის სხდომაზე დაუსწრებლად აირჩიეს და კოოპტაციით შეიყვანეს ცკ-ის რუსეთის ბიუროში. 1912-13 მუშაობდა პეტერბურგში, აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთებში "ზვეზდა" და "პრავდა". მონწილეობდა რსდმპ ცკ-ის თათბირში პარტიულ მუშაკებთან (კრაკოვი, 1912). ამ პერიოდში დაწერა შრომა "მარქსიზმი და ნაციონალური საკითხი", რომელშიც გააშუქა ეროვნული საკითხის გადაჭრის ლენინური პრინციპები, გააკრიტიკა "კულტურულ-ნაციონალური ავტონომიის" ოპორტუნისტული პროგრამა. ეს შრომა ვ. ი. ლენინმა დადებითად შეაფასა. 1913 თებერვალში კვლავ დააპატიმრეს და გადაასახლეს ტურუხანსკის მხარეში.

რევოლუციის შემდგომ

თვითმპყრობელობის დამხობის შემდეგ, 1917 წლის 12 (25) მარტს, დაბრუნდა პეტროგრადში, შეიყვანეს რსდმპ(ბ) ცკ-ის ბიუროში და "პრავდის" რედაქციაში. სტალინმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ახალ პირობებში პარტიული მუშაობის გაშლაში. მხარი დაუჭირა ბურჟუაზიულ-დემოკრატიულ რევოლუციის სოციალისტურში გადაზრდის ლენინურ კურსს. რსდმპ (ბ) სრულიად რუსეთის VII (აპრილის) კონფერენციაზე აირჩიეს პარტიის ცკ-ის წევრად (ამ დროიდან მოყოლებული ცკ-ის წევრად არჩეული იყო ყველა პარტყრილობაზე XIX ყრილობის ჩათვლით). რსდმპ(ბ) VI ყრილობაზე ცკ-ის დავალებით გამოვიდა ცკ-ის პოლიტიკური ანგარიშით და მოხსენებით პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ.
როგორც ცკ-ის წევრი, სტალინი აქტიურად მონაწილეობდა 1917 დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის მომზადებასა და გატარებაში. შედიოდა ცკ-ის პოლიტბიუროს შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელი პარტიული ოარგანოს - სამხედრო-რევოლუციური ცენტრის პეტროგრადის სამხედრო რევკომის შემადგენლობაში. სრულიად რუსეთის საბჭოების II ყრილობაზე, 1917 წლის 26 ოქტომბერს (8 ნოემბერი), აირჩიეს პირველი საბჭოთა მთავრობის შემადგენლობაში ეროვნებათა საქმეების სახკომად (1917-23). ერთდროულად, 1919-22, ხელმძღვანელობდა სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარიატს, რომელიც 1920 გადაკეთდა მუშათა და გლეხთა ინსპექციად.

სამოქალაქო ომისა და უცხოეთის სამხედრო ინტერვენციის პერიოდში (1918-20) სტალინი ასრულებდა რკპ (ბ) ცკ-ისა და საბჭოთა მთავრობის მთელ რიგ საპასუხისმგებლო დავალებებს: იყო რესპუბლიკის სამხედრო რევკომის წევრი, პეტროგრადის დაცვის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამხრეთის, დასავლეთის, სამხრეთ-დასავლეთის ფრონტების სამხედრო საბჭოს წევრი, სრულიად რუსეთის ცაკის წარმომადგენელი მუშათა და გლეხთა თავდაცვის საბჭოში. სტალინმა თავი გამოიჩინა, როგორც პარტიის ერთგულმა სამხედრო-პოლიტიკურმა მოღვაწემ. სრულიად რუსეთის ცაკის დადგენილებით, 1919 წლის 27 ნოემბერს სტალინი წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.

სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა პარტიის ბრძოლაში სახალხო მეურნეობის აღდგენის, ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისა და გლეხობასთან მუშათა კავშირის განმტკიცებისათვის. პროფკავშირების დისკუსიის დროს, რომელიც ტროცკიმ თავს მოახვია პარტიას, სტალინი იცავდა სოციალისტურ მშენებლობაში პროფკავშირების როლის ლენინურ პლატფორმას. რკპ (ბ) X ყრილობაზე (1921) გამოვიდა მოხსენებით "პარტიის მორიგი ამოცანები ეროვნულ საკითხში". 1922 აპრილში ცკ-ის პლენუმზე სტალინი აირჩიეს ცკ-ის გენერალურ მდივნად და ამ პოსტზე იმყოფებოდა 30 წელზე მეტხანს.

სსრკ-ის შექმნა
საბჭოთა კავშირის
კომპარტია
.როგორც სახელმწიფო-ეროვნული მშენებლობის დარგში ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მუშაკმა, სტალინმა მონაწილეობა მიიღო სსრკ-ის შექმნაში. მაგრამ ამ ახალი და რთული ამოცანის პირველად გადაწყვეტაში დაუშვა შეცდომა - წამოაყენა "ავტონომიზაციის" პროექტი (რფსრ-ში ყველა რესპუბლიკების შესვლა როგორც ავტონომიის საფუძველზე). ეს პროექტი გააკრიტიკა ვ. ი. ლენინმა და დაასაბუთა ერთიანი სამოკავშირეო სახელმწიფოს თანაბარუფლებიანი რესპუბლიკების კავშირის შექმნის გეგმა. სტალინმა გაითვალისწინა კრიტიკა, მთლიანად დაუჭირა მხარი ვ. ი. ლენინის იდეას და რკპ (ბ) ცკ-ის დავალებით საბჭოების I სრულიად საკავშირო ყრილობაზე (1922 დეკემბერი) გამოვიდა მოხსენებით სსრ კავშირის შექმნის შესახებ.

პარტიის XII ყრილობაზე (1923) სტალინი გამოვიდა ცკ-ის მუშაობის შესახებ ორგანიზაციული ანგარიშით და მოხსენებით "ეროვნული მომენტები პარტიულ და სახელმწიფო მშენებლობაში".

ვ. ი. ლენინი შესანიშნავად იცნობდა პარტიულ კადრებს, დიდ ზეგავლენას ახდენდა მათ აღზრდაზე, კადრებს ანაწილებდა საერთი პარტიული საქმეების ინტერესების შესაბამისად, მათი ინდივიდუალური ნიშნების გათვალისწინებით. სწორედ ამ ამოცანას ემსახურება ლენინის "წერილი ყრილობისადმი", რომელშიც დახასიათებული არიან ცკ-ის მთელი რიგი წევრები, მ. შ. სტალინი, რომელიც ლენინს პარტიის ერთ-ერთ გამოჩენილ მოღვაწედ მიაჩნდა. ამასთანავე 1922 წლის 22 დეკემბერს იგი წერდა: "ამხ. სტალინმა, როცა ის გენერალური მდივანი გახდა, თავის ხელში მოაქცია განუზომელი ძალაუფლება, და მე დარწმუნებული არა ვარ, შეძლებს თუ არა იგი ყოველთვის საკმაოდ ფრთხილად გამოიყენოს ეს ძალაუფება" (თხზ., გამოც. მე-4, ტ.36, გვ. 675). თავისი წერილის დამატებაში 1923 წლის 4 იანვარს ვ. ი. ლენინი წერდა "სტალინი ძალიან უხეშია, და ეს ნაკლი, რომელიც სავსებით ასატანია, ჩვენს, კომუნისტების, წრეში და ურთიერთობაში, აუტანელი ხდება გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ამიტომ მე წინადადებით მივმართავ ამხანაგებს, რომ მოიფიქრონ ამ ადგილიდან სტალინის სხვაგან გადაყვანის საშუალება და დანიშნონ ამ ადგილზე სხვა ადამიანი, რომელიც ყველა სხვა მხრივ განსხვავდება ამხ. სტალინისაგან მხოლოდ ერთი უპირატესობით, სახელდობრ უფრო ლმობიერია, უფრო ლოიალურია, უფრო თავაზიანი და უფრო ყერადღებიანია ამხანაგებისადმი, ნაკლებ ჭირვეულია და ა. შ." (იქვე, გვ. 677).

სსრკ-ის სათავეში მოსვლა

ვ. ი. ლენინის გარდაცვალების შემდეგ სტალინი აქტიურად მონაწილეობდა სკკპ ცკ-ის პოლიტიკის, სამეურნეო და კულრურული მშენებლობის, გეგმების, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საკითხთა შემუშავებასა და განხორციელებაშ, პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური კურსის გატარებაში. პარტიის სხვა ხელმძღვანელ მოღვაწეებთან ერთად სტალინი შეურიგებლად ებრძოდა ლენინიზმის მოწინააღმდეგეებს, მან დიდი როლი შეასრულა ტროცკიზმისა და მემარჯვენე ოპორტუნიზმის იდეურ-პოლიტიკურ განადგურებაში, სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვების შესაძლებლობის ლენინური მოძღვრების დაცვაში, პარტიის ერთიანობის განმტკიცებაში. ლენინური იდეური მემკვიდრეობის პროპაგანდაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სტალინის შრომებს: "ლენინიზმის საფუძვლების შესახებ" (1924), "ტროცკიზმი თუ ლენინიზმი" (1924), "ლენინიზმის საკითხებისათვის" (1926), "ერთხელ კიდევ სოციალ-დემოკრატიული გადახრის შესახებ ჩვენს პარტიაში" (1926), "მემარჯვენე გადახრის შესახებ საკ. კპ (ბ)-ში" (1929), "აგრარული პოლირიკის საკითხებზე სსრკ-ში" (1929) და სხვები.

საბჭოთა ხალხმა კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობით განახორციელა სოციალიზმის მშენებლობის ლენინური გეგმა, ჩაატარა თავისი სირთულითა და მსოფლიო-ისტორიული მშენებლობით გიგანტური რევოლუციური გარდაქმნები. ამ ამოცანების გადაწყვეტაში პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს სხვა ხელმძღვანელებთან ერთად თავისი პირადი წვლილი შეიტანა ი. სტალინმა.

ინდუსტრიალიზაცია

სოციალიზმის მშენებლობის ქვაკუთხედად გადაიქცა სოციალისტური ინდუსტრიალიზაცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, სახალხო მეურნეობის ყველა დარგის ტექნიკურ რეკონსტრუქციას, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებას. რევოლუციური გარდაქმნების ყველაზე რთული მძიმე ამოცანა იყო სოფლის მეურნეობის გარდაქმნა სოციალისტურ საფუძველზე. სოფლის მეურნეობის გარდაქმნაში დაშვებულ იქნა შეცდომები და გადახრები, რისთვისაც პასუხისმგებლობა სტალინსაც ეკისრება, მაგრამ პარტიამ სტალინის მონაწილეობით გადამწყვეტი ზომები მიიღო და ეს შეცდომები დაძლია.

სსრკ-ში სოციალიზმის გამარჯვებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა კულტურულ რევოლუციურ განხორციელებას, რომელშიც დიდი როლი ითამაშა სტალინმა. მოახლოებული ომის საშიშროებისა და დიდი სამამული ომის (1941-45) დროს სტალინი ხელმძღვანელობდა პარტიის მრავალმხრივ მოღვაწეობას სსრკ თავდაცვის განმტკიცებასა და ფაშისტური გერმანიის და მილიტარისტული იაპონიის განადგურების ორგანიზებაში. 1941 წლის 6 მაისს სტალინი დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარედ (1946-იდან სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), 1941 წლის 30 ივნისს - თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ტავმჯდომარედ, 19 ივლისს - სსრკ თავდაცვის სახკომად, 8 აგვისტოს. სსრკ - შეიარაღებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად. როგორც საბჭოთა სახელმწიფოს მეთაური, მონაწილეობდა 3 სახელმწიფოს - სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის თეირანის (1943), ყირიმისა (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციებში. ომის შემდგომ პერიოდში სტალინი განაგრძობდა მუშაობას პარტიის ცკ-ის გენერალურ მდივნად და სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ. ამ წლებში პარტიამ და საბჭოთა მთავრობამ დიდი მუშაობა ჩაატარეს საბჭოთა ხალხის მობილიზების, სახალხო მეურნეობის აღდგენისა და შემდგომი განვითარების, სსრკ საერთაშორისო პოლიტიკური კურსის განხორციელების, მსოფლიო სოციალისტური სისტემის განმტკიცების, მუშათა და კომუნისტური მოძრაობის შეკავშირების, კოლონიური და დამოკიდებული ქვეყნების ხალხთა განმათავისუფლებელი ბრძოლების მხარდაჭერის, მშვიდობისა და ხალხთა უშიშროების უზრუნველყოფისათვის მთელს მსოფლიოში.

1935-1938 წლების მასობრივი რეპრესიები

1935-1938 წლებში სსრკ-ში ჩატარდა მასობრივი რეპრესიები. მსგავსი რამ ისტორიამ არ იცის. ქვეყანა რომელიც, "სოციალისტური სამოთხის" კარიბჭესთან იდგა, მოიცვა საყოველთაო ბოროტებამ, დაპატიმრება-გადასახლებამ, ურთიერთ ანგარიშის გასწორებამ, მკვლელობამ.

ამ შემზარავ მოვლენას ცხადია თავისი მიზეზები ჰქონდა. ამათგან მთავარი იყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის. ლენინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების სათავეში მოსვლისათვის კომუნისტური პარტიის სამი დაჯგუფება იბრძოდა: სტალინელი ცენტრისტები, ტროცკისტელი მემარცხენეები და ბუხარინელი მამერჯვენები. უპირატესობა იმთავითვე სტალინელმა ცენტრისტებმა მოიპოვეს, ამიტომ ისინი არსებითად ძალაუფლების შენარჩუნებისათვის იბრძოდნენ. ამ ბრძოლის პირველი მსხვერპლი ტროცკისტები გახდნენ, რომლებიც 20-იანი წების ბოლოს პარტიულ ბრძოლაში დამარცხდნენ და მათი მეთაური ლევ ტროცკი 1929 წელს სსრკ-იდან გააძევეს. ამის შემდეგ სტალინელები ბუხარინელებს იოლად გაუსწორდნენ და 30-იან წლებში ერთადერთ გაბატონებულ ძალად იქცნენ.

მეორე მსოფლიო ომის მოახლოებასთან ერთად სსრკ-ის ხელმძღვანელობა მიიჩნევდა, რომ საჭირო იყო იდეურად განადგურებული მემარცხენეების და მემარჯვენეების ფიზიკურად მოსპობა, რაც კომუნისტების მიერ დიდი ხნის წინ იყო ათვისებული, კერძოდ სამოქალსქო ომის და წითელი ტერორის მიერ. განსხვავება ის იყო, რომ ამჯერად ეს ტერორი სხვასთან ერთად თვით კომუნისტების წინააღდეგაც იქნებოდა მიმართული.

რეპრესიებს საფუძვლად დაედო ცნობილი კომუნისტის, სერგეი კიროვის საიდუმლოებით მოცული მკვლელობა 1934 წელს, ლენინგრადში. სწორედ ამ მკვლელობის (მისი ორგანიზატორი ჯერაც არაა ცნობილი) შემდეგ გაიმართა საჩვენებლი სასამართლო პროცესები კომუნისტური პარტიის სხვადასხვა მოღავაწეების მიმართ.

ამ წლების ტერორის თვისება იყო ის, რომ იგი უპირველეს ყოვლისა მიმართული იყო არა მარტო პარტიულ ბრძოლაში დამარცხებული კომუნისტების, არამედ არსებითად მთელი ხალხის წინააღმდეგ. კერძოდ, ამ წლებში ფიიზკურად გაანადგურეს საბჭოთა ინტელიგენციის, სამღვდელოების, აგრეთვე ხალხი იმ ფენების ნაწილი, რომლებიც გადაურჩნენ უფრო ადრეული ხანის წითელ ტერორს.

თავდაპირველას სტალინი და მისი მიმდევრები ცდილობდნენ, რომ ფორმალობა გარეგნულად მაინც დაეცვათ მაგრამ მალე ეს გზა უარყვეს და შემოიღეს ე.წ. "სამეულები" რომლებსაც ”ოპერატიულად” გამოჰქონდათ სხვადასხვა განაჩენი (მ.შ. სასიკვდილოც).

ამ წლების რეპრესიების მსხვერპლთა რიცხვი საბოლოოდ დადგენილი არ არის, სავარაუდოდ იგი 680,000-1.3 მლნ შორის მერყეობს.

სტალინის კულტის ჩამოყალიბება

სტალინის მოღვაწეობაში დადებით მხარეებთან ერთად ადგილი ჰქონდა თეორიულ და პოლიტიკურ შეცდომებს, უარყოფითად გამომჟღავნდა ზოგიერთი მისი პიროვნული თვისება. თუ ვ. ი. ლენინის გარდაცვალების შემდეგ მუშაობის პირველ წლებში სტალინი ანგარიშს უწევდა მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს, შემდგომში დაიწყო კოლექტიური ხელმძღვანელობისა და პარტიული ცხოვრების ნორმების ლენინური პრინციპებიდან გადახვევა, პარტიისა და ხალხის წარმატებებში საკუთარი დამსახურების გაზვიადება. თანდათანობით ჩამოყალიბდა სტალინის პიროვნების კულტი, რომელმაც გამოიწვია სოციალისტური კანონიერების უხეში დარღვევები, სერიოზილი ზიანი მიაყენა პარტიის მოღვაწეობას, კომუნისტური მშენებლობის საქმეს.

სკკპ XX ყრილობამ გააკრიტიკა პიროვნების კულტი, როგორც მარქსიზ-ლენინიზმის სულისკვეთებისათვის, სოციალისტური საზოგადოების წყობის ბუნებისათვის უცხო მოვლენა. სკკპ ცკ-ის 1956 წლის 30 ივნისის დადგენილებაში "პიროვნების კულტისა და მის შედეგების დაძლევის შესახებ" პარტიამ მოგვცა სტალინის მოღვაწეობის ობიექტური შედასება, პიროვნების კულტის ფართო კრიტიკა. სტალინის პიროვნების კულტს არ შეუცვლია და ვერც შეცვლიდა საბჭოთა წყობილების სოციალისტური არსი, სკკპ მარქსისტულ-ლენინური ხასიათი და მისი ლენინური კურსი, საზოგადოების განვითარების კანონზომიერი სვლა. პარტიამ შეიმუშავა და განახორციელა ღონისძიენათა სისტემა, რომლებმაც უზრუნველყვეს პარტიული ცხოვრებისა და პარტიული ხელმძღვანელობის პრინციპების ლენინური ნორმების აღდგენა და შემდგომი განვითარება.


წარმომავლობა

არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ საიდან უნდა იყოს წარმოშობილი გვარი "ჯუღაშვილი". ერთ-ერთი ვერსიით ოსურად "ჯუღა" ნიშნავს "ნაგავს". გვარი "ჯუღაევი" საკამოდ გავრცელებულია ოსებს შორის, რომლებსაც ცარიზმის დროს გვარის დაბოლოება, როგორც წესი, ქართული ჰქონდათ . მეორე ვერსიით გვარი "ჯუღაშვილი" შეიძლება იყოს კახეთიდან, სადაც ახლაც არსებობს სოფელი ჯუღაანი.

1988 წელს გაზეთ "პრავდაში" დაბეჭდილი სტატია ამტკიცებდა, რომ ეს გვარი მომდინარეობს ძველი ქართული სიტყვიდან "ჯუღა", რაც თითქოს "ფოლადს" აღნიშნავს და ამით იხსნებოდა ფსევდონიმი "სტალინი", სადაც "სტალ" რუსულად "ფოლადს" ნიშნავს (сталь) და დაბოლოება "ინ" კი მეტად გავრცელებული იყო ბოლშევიკებს შორის და მას ვლადიმერ ლენინიც იყენებდა (Лен-ин).

ჯილდოები

სტალინი იყო საკავშირო კპ(ბ) ცკ-ის პოლიტბიუროს წევრი (1919-52), სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრი (1952-53), კომინტერნის აღმასკომის წევრი (1925-43), სრულიად რუსეთის ცაკის წევრი 1917-იდან, სსრკ ცაკისა - 1922-იდან, სსრკ I-III მოწვევების უმაღლესი საბჭოთა დეპუტატი. მინიჭებული ჰქონდა სოციალისტური შრომის გმირის (1939), საბჭოთა კავშირის გმირის (1945), საბჭოთა კავშირის მარშლის (1943) წოდებები, უმაღლესი სამხედრო წოდება - საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის წოდება (1945). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, "გამარჯვების" 2 ორდენით, 3 წითელი დროშის ორდენით, სუვოროვის I ხარისხის ორდენით, აგრეთვე მედლებით. დაკრძალულია მოსკოვში წითელ მოედანზე.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Tue Jul 24, 2007 5:29 pm
Posts: 548
გაგიმარჯოს ჩე ღმერთმა,ამდენი რამ გაწერინა?შენი თითები მანახა რა დღეშია ეხლა:)


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Fri Oct 12, 2007 7:03 am
Posts: 3804
ამას უყვარს ასეთი რაღაცეების წერა და თითები არ ეღლება,ასეთი ნიჭიერაა ჩემი ,,სიცოცხლე"=ko=


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Tue Aug 14, 2007 11:56 am
Posts: 1992
Image
ადოლფ ჰიტლერი

ადოლფ ჰიტლერი (გერმ.: Adolf Hitler) (დ. 20 აპრილი 1889, ბრაუნაუ-ამ-ინი, ავსტრია – გ. 30 აპრილი 1945, ბერლინი, გერმანია) - იყო «ნსდაპ»-ის ფიურერი, ვაიმარის რესპუბლიკის რაიხსკანცლერი 1933 წლიდან და როგორც „ფიურერი და რაიხსკანცლერი“ მესამე რაიხის მთავრობისა და სახელმწიფოს მეთაური 1934 წლიდან.


ჰიტლერმა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურა დაამყარა, აკრძალა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. ის იყო მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი.
ადრეული წლები:

თავის წარმომავლობას ჰიტლერი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში საიდუმლოდ ინახავდა. „მათ (პოლიტიკურმა მოწინააღმდგეებმა) ეს არ უნდა იცოდნენ საიდან მოვდივარ მე და როგორი ოჯახის შვილი ვარ“ - ამბობდა ის. დიოლერსჰაიმი და შტრონესი, თავისი მშობლების სოფლები ავსტრიის ვალდფირტელში, მან 1938 წლის ზაფხულში ავსტრიის ანშლუსის შემდეგ დააცლევინა, მიწასთან გაასწორა და ამ ადგილზე სამხედრო პოლიგონი გაამართვინა. კროკო, კერშაუ და ჰიტლერის სხვა ბიოგრაფები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ჰიტლერი ბურუსით მოცული და ინცესტით დამძიმებული წარმომავლობაა. თვით ჰიტლერის ვარიანტი საკუტარი წარმომავლობის შესახებ, რომელიც მან «მაინ კამპფში» გადმოგვცა ნაკლებად სარწმუნო წყაროა.

წარმომავლობა:

ადოლფ ჰიტლერი 1889 წელს ზემო ავსტრიის სასზღვრო ქალაქ ბრაუნაუ-ამ-ინში დაიბადა. მამამისი ალოის ჰიტლერი საბაჟოს მოხელე იყო, დედა - კლარა (დაბ. პიოლცლი) ალოისის ბიძაშვილისშვილი, (ვერსია „ჰიდლერი“-ის მიხედვით) ან ნახევარ-დისშვილი (ვერსია „ჰიუტლერი“) იყო. ადოლფი მშობლების მეოთხე შვილი. ალოის ჰიტლერის 6 შვილიდან მხოლოდ ადოლფმა და პაულამ მიაღწიეს ზრდასრულ ასაკამდე. გარდა ამისა ალოის ჰიტლერს 2 უკანონო შვილი ჰყავდა - ალოის უმცროსი და ანგელა.

«მაინ კამპფში» ჰიტლერი მამას ახასიათებს, როგორც ტირანს. თუმც არცერთი სხვა წყარო იმას არ ადასტურებს რომ ალოისი იმაზე მეტი მკაცრი მამა ყოფილიყო, ვიდრე ეს მაშინდელ დროში მიღებული იყო. ერთადერთი რამ ადოლფ ჰიტლერს მამამისში მოსწონდა იყო ის ფაქტი, რომ 1876 წელს 40 წლის ასაკში ანა მარია შიკლგრუბერის უკანონო ვაჟმა ალოისმა გვარი შეიცვალა და ამიერიდან ჰიტლერად იწოდებოდა. ეს მოხდა ალოისის დედის და სავარაუდო მამის იოჰან გეორგ ჰიდლერის სიკვდილის შემდეგ. ნოტარიალურად დამოწმებულ ახსნა-განმარტებაში იოჰან გეორგის ძმამ ნეპომუკმა იოაჰან გეორგ ჰიდლერი, ანა მარია შიკლგრუბერის გვიანდელი ქმარი ალოისის მამად აღიარა, თუმც თვით იოჰან გეორგი თავისი სიცოცხლის განმავლობაში უარყოფდა თავისი გერის, ალოის შიკლგრუბერის მამობას.

ასე რომ ადოლფ ჰიტლერმა დაზუსტებით არ იცოდა თუ ვინ იყო მისი ბაბუა. ეს ფაქტი XX საუკუნის 20-ია წლებში საკმაოდ პიკანტური თემა იყო რასისტული იდეოლოგიის პროპაგანდისტებისათვის. პოლიტიკური მოწინააღმდეგეები დაუფარავად ამბობდნენ, რომ «ნსდაპ»-ის ფიურერს ებრაელი და ჩეხი წინაპრები ჰყავდა. ეს მოსაზრება, როგორც შემდგომში დადასტურდა საფუძველს მოკლებული უნდა იყოს, თუმც არც ამის არ არსებობა იქნა საბოლოოდ დამტკიცებული. თვითონ ჰიტლერისათვის ეს ყოველივე საკმარისი საბაბი იყო თავისი წარმომავლობა საიდუმლოდ შეენახა.


ალოის ჰიტლერის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს ბრაუნაუდან პასაუში, ლამბახიდან ლეონდინგში და საბოლოოდ ლინცში დაემკვიდრა. საერო სკოლებში, რომლებშიც პატარა ადოლფი სწავლობდა, იგი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. მაგრამ ლინცის რეალურ სასწავლებელში იგი სიზარმაცის გამო 1900 წელს კლასში ჩატოვებულ იქნა.

მოგვიანებით ჰიტლერი თავის ამ სიზარმაცეს მამის მიმართ პროტესტით ამართლებდა, რომელსაც სურდა ადოლფსაც სახელმწიფო მოხელის სამსახური დაეწყო. ჰიტლერს თვითონ სურდა მხატვარი გამოსულიყო. რაც შეეხება „პროტესტს“, ეს ვერსია ნაკლებად დასაჯერებელია, რადგან ჰიტლერის მამა 1903 წელს გარდაიცვალა, როცა ადოლფი ჯერ კიდევ 13 წლის იყო და მამის სიკვდილის შემდეგაც ადოლფს სკოლაში უკეთესად არ უსწავლია. 16 წლის ასაკში ჰიტლერმა სკოლა მიატოვა და ვენაში წავიდა სამხატვრო სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად.


პირველ მსოფლიო ომში:

პირველი მსოფლიო ომი ჰიტლერმა დასავლეთის ფრონტზე ბავარიის მე-16 სარეზერვო ინფანტერიის პოლკის (“ლისტის პოლკი”) შიკრიკის მოვალეობაში გაატარა. 1914 წლის 16 აგვისტოს იგი მოხალისედ ჩაეწერა არმიაში და იმავე წლის დეკემბერში მე-2 ხარისხის «რკინის ჯვრით» დააჯილდოეს. 1916 წლის ოქტომბერში ჩრ. საფრანგეთში ბრძოლისას ჰიტლერი ფეხში დაიჭრა და ლაზარეთიდან 1917 წლის მარტში დაუბრუნდა ფრონტს.. 1918 წელს იგი 1-ლი ხარისხის «რკინის ჯვრით» დააჯილდოეს.

ჰიტლერი არმიაში ერთ-ერთ დისციპლინირებულ მებრძოლად ითვლებოდა. მისი ბრმა მორჩილება ოფიცრების მიმართ უკმაყოფილებას იწვევდა თანამებრძოლებში. კონრად ჰაიდენი, ჰიტლერის თანამედროვე ბიოგრაფი წერდა: “ ჩვენ ყველანი ვლანძღავდით მას და ჩვენს რიგებში თეთრი ყვავის ყოლა აუტანლად მიგვაჩნდა.”

1918 წლის 15 ოქტომბერს, ომის დასასრულამდე რამდენიმე კვირით ადრე ჰიტლერი ქიმიური აირით თავდასხმის მსხვეპლი შეიქნა. იგი დროებით ორივე თვალით დაბრმავდა და წინა პომერანიის ქალაქ პაზევალკის ლაზარეთში გადაიყვანეს. ლაზარეთის აქტების ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჰიტლერის სიბრმავე გერმანიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხების ფაქტზე მომხდარი ჰისტერიული რეაქციის შედეგიც შეიძლება ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში იგი სამხედრო ფსიქიატრის მიერ იქნა გამოკვლეული და ამ უკანასკნელის დიაგნოზით, როგორც ფსიქოპატი, ლაზარეთიდან იქნა გათავისუფლებული.

ჰიტლერის სულიერი მდგომარეობის იდენტურ შეფასებას ვხვდებით ჰაიდენის ნაშრომში, სადაც ეს უკანასკნელი ციტირებას უკეთებს ჰიტლერის ასმეთაურს: “ამ ჰისტერიკს მე არასოდეს ამ გავხდი უნტეროფიცერს!” ასე რომ ჰიტლერის ომში არ დაწინაურებას არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს მის ავსტრიულ წარმოშობასთან. სებასტიან ჰაფნერის სიტყვებით ბრძოლის ველზე მიღებული ცოდნა “ერთადერთუ განათლება” იყო, რომელიც ჰიტლერმა ოდესმე მიიღო.

რასობრივი და გამანადგურებელი პოლიტიკა:

ჰიტლერის პოლიტიკის მტავარი მამოძრავებელი ძალა იყო მისი ებრაელთა ამოჟლეტაზე მიზანმიმართული ანტისემიტიზმი და რადიკალური სოციალდარვინიზმი. თავისი პირველი საჯარო გამოსვლებიდან დაწყებული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი მუდამ თავს ესხმოდა ებრაელებს და სხვა “რასობრივად ნაკლულ” ერებს, რომელთა შორისაც ის გულისხმობდა ბოშებს, პოლონელებს და რუსებს. მისი სოციალდარვინიზმი პირველ რიგში ეხებოდა სხეულით ისე სულით ავადმყოფებს, როგორც “სიცოცხლისათვის არასაჭირო” ელემენტებს. იგი მსოფლიო ისტორიას ხედავდა, როგორც “ძლიერისა” და “სუსტის” ბრძოლას, რომელშიც “მაღალხარისხოვანი რასებს” უნდა ამოუჟლიტათ “დაბალხარისხოვნები”. 1929 წელს «ნსდაპ»-ის პარტიულ კრებაზე ნიურნბერგში მან თქვა: “თუ გერმანია წლიურად ერთ მილიონ ბავშვს შობს და 700-იდან 800 ათასამდე სუსტს თავიდან მოიშორებს საბოლოოდ შედეგად მივიღებთ ძალთა ამაღლებას.” (გერმ.: „Würde Deutschland jährlich eine Million Kinder bekommen und 700.000 bis 800.000 der Schwächsten beseitigt, dann würde am Ende das Ergebnis vielleicht sogar eine Kräftesteigerung sein.“)

ასეთი და უამრავი მსგავსი შინაარსის გამონათქვამები ადასტურებენ ჰიტლერის სწრაფვას თავისი რასისტული და სოციალდარვინისტული მსოფლმხედველობის განსახორციელებლად. იგი მისი პოლიტიკის ხერხემალი იყო და არა “გვერდითი ასპექტი”, როგორც ბევრი ამამორჩეველი 1933 წელს ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომში 12.000 გერმანელი ებრაელი დაიღუპა იგი წარმოუდგენელი სიძულვილით წერდა «მაინ კამპფში»: “ ომის დაწყებისას და მის განმავლობაში, რომ თორმეტი, თხუთმეტი ათასი ეს ერის წამბილწველი ებრაელი მომწმლავი აირით გაგვეგუდა, ისე როგორც ეს ასობით ათას ჩვენს საუკეთესო მუშას ბრძოლის ველზე დაემართა, მაშინ ეს ფრონტზე გაღებული მილიონობით მსხვერპლი უქმად არ ჩაივლიდა.” მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე მისი ბრძანებით სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დეფიციტს წარმოადგენდა ფრონტიდან მასობრივად იხსნებოდა და ებრაელტა საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტირებას ხმარდებოდა. თავის პოლიტიკურ ანდერძში ჰიტლერი “რასობრივი კანონების პუნკტუალურ ასრულებას” ითხოვდა.

ჰიტლერი და მეორე მსოფლიო ომი

ებრაელთა განადგურების გარდა ჰიტლერის მეორე მთავარი ამოცანა იყო გერმანიის მსოფლიო იმპერიად გადაქცევა. ამ მხრივ იგი არა მარტო პირველი მსოფლიო ომის დანაკარგების გაბათილებას, არამედ აღმოსავლეთში უზარმაზარი ტერიტორიების დაპყრობას და კოლონიალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ესწრაფვოდა. ჰიტლერის მიზნების განხორციელება სამხედრო კონფლიქტის გარეშე წარმოუდგენელი იყო და ამიტომაც იგი მთელი ზალისხმევით ემზადებოდა მისთვის. ნაციზმსა და ბოლშევიზმს შორის არსებული გადაულახავი ანტაგონიზმი ხელს უწყობდა კონფლიქტის გამწვავებას და რაკი ჰიტლერის აგრესია ძირითადად სსრკ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი თავდაპირველად ფიურერში საბჭოეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ბუნებრივ მოკავშირეს ხედავდა.

გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წამყვანი პოლიტიკური წრეები გერმანიასთან ომის გარდაუვალობას მიხვდნენ და დაიწყეს კავშირის კაბმა სსრკ-თან. ჰიტლერმა, რომელსაც სურდა თავიდან აეცილებინა ორ ფრონტზე ომი, ყველსათვის მოულოდნელად 1939 წლის 23 აგვისტოს თავდაუსხმელობის პაქტი დადო სტალინთან. ფიურერისათვის ეს პაქტი სხვა არაფერი იყო თუ არა დროის მოგება. იგივე მიზნებია ამოძრავებდა სტალინსაც, რომელიც ტავის მხრივ გადამწყვეტი ომისატვის ძალების მოკრებას საჭიროებდა. პაქტის სემდეგ ჰიტლერს გზა გაეხსნა საფრანგეთის, ინგლისისა და პოლონეთის წინააღმდეგ საომრად.

დასასრული ბუნკერში:

1945 წლის მარტში პარკინსონით დაავადებული ჰიტლერი წითელი არმიის საჰაერო დაბომბვებისაგან თავი ფიურერის ბუნკერს შეაფარა. 19 მარტს მან გასცა ე..წ. "ნერონის ბრძანება", რომელის მიხედვითაც უკანდახეულ გერმანელ მებრძოლებს ომს გადარჩენილი ინფრასტრუქტურა უნდა გაენადგურებინათ. ფიურერის ამ ბრძანების შესრულებას ხელი შეიარაღების მინისტრმა ალბერტ შპეერმა შეუშალა. 1945 წლის 22 აპრილს ჰიტლერი პანიკაში ჩავარდა, როცა მისთვის ნათელი გახდა დამარცხების გარდაუვალობა. მან საკუთარი შტაბის დიდი ნაწილი გაათავისუფლა და მიუხედავად ბორმანის, კაიტელის და გიოტინგის მრავალჯერადი თხოვნისა უარა განაცხადა ბერლინის დატოვებაზე. თავის შეფ-ადიუტანტს იულიუს შაუბს ჰიტლერმა დაავალა მისი დოკუმენტების და კორენსპონდენციის რაიხსკანცელარიაში, ბუნკერში, მიუნხენში და ობერზალცბერგზე განადგურება.

მომდევნო დღეებში ჰიტლერის ინტერესის ერთადერთი თემა თვიმკვლელობისათვის საუკეთესო საშუალების ამორჩევა იყო. მისი ბრძანებით ბუნკერში მყოფ ყველა პირს კალიუმის ციანიდის ამპულა დაურიგდა. 1945 წლის 29 აპრილს ჰიტლერმა იქორწინა ევა ბრაუნზე და მომდევნო დღეს 30 აპრილს ახლადშეუღლებულებმა 14:30-ზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ორთავემ კალიუმის ციანიდის ამპულები დაღეჭეს, ხოლო ჰიტლერმა ამასთან ერთად საფეთქელში ტყვია დაიხალა.

ფიურერის ბრძანების მიხედვით მისი და ევა ბრაუნის გვამები მარტინ ბორმანმა, ჰიტლერის კამერდინერმა ჰაინც ლინგემ, ადიუტანტმა ოტო გიუნშემ და ფიურერის დავცის რამდენიმე პირმა რაიხსკანცელარიის ეზოში ბომბის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ერთ-ერთ ორმოში მოათავსეს, ბენზინი გადაასხეს,დაწვეს და შემდგომ მიწით დაფლეს. მაისის პირველ რიცხვებში საბჭოთა სპეცჯგუფმა ჰიტლერისა და ევა ბრაუნის დანახშირებული გვამები ამოთხარეს და რენტგენის სურათების და კბილების სქემის მიხედვით ამოიცნეს. სსრკ გვამების პოვნას ათწლეულების მანძილზე პოლოტიკური მოსაზრებებით აიდუმლოდ ინახავდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 70-იან წლების დასაწყისში ჰიტლერისა და ევა ბრაუნის გვამები, რომლებიც მაგდებურგში ერთ-ერთ საბჭოთა ყაზარმის ეზოში იყო დამარხული, კგბ-ის მაშინდელი შეფის ანდროპოვის ბრძანებით დაფერფლილ იქნა და ფერფლი მდ. ელბაში იქნა გადაყრილი.


ჰიტლერის ოჯახი

* ევა ბრაუნი (1912-1945) - ჰიტლერის მეუღლე.
* ალოის ჰიტლერი (1837-1903) - ჰიტლერის მამა.
* კლარა ჰიტლერი (1860-1907) - ჰიტლერის დედა.
* ალოის ჰიტლერი უმცროსი (1882-1956) - ჰიტლერის ნახევარძმა.
* ანგელა ჰამიჩი (1882-1949) - ჰიტლერის ნახევარდა.
* გუსტავ ჰიტლერი (1885 – 1887) - ჰიტლერის უფროსი ძმა.
* იდა ჰიტლერი (1886 - 1888) - ჰიტლერის უფროსი და.
* ოტო ჰიტლერი (1887 – 1887) - ჰიტლერის უფროსი ძმა.
* ედმუნდ ჰიტლერი (1894 – 1900) - ჰიტლერის უმცროსი ძმა.
* პაულა ჰიტლერი (1896 – 1960) - ჰიტლერის უმცროსი და.
* უილიამ პეტრიკ ჰიტლერი (1911 – 1987) – ჰიტლერის ძმისშვილი.
* გელი რაუბალი (1908-1931) - ჰიტლერის დისშვილი.

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Sat Apr 14, 2007 5:35 pm
Posts: 1235
:side: :side: რად გვინდა ხიტლერი და სტალინი. [არ მიცკინო ჰცე]გული სჰემიგონდა რომ დავინახეეეეეეეეე=oops=


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Tue Aug 14, 2007 11:56 am
Posts: 1992
lia wrote:
Quote:
:side: :side: რად გვინდა ხიტლერი და სტალინი. [არ მიცკინო ჰცე]გული სჰემიგონდა რომ დავინახეეეეეეეეე=oops=

გულს გაუფთხილდი, შეინახე, მიშას რომ დავდებ მერე გამოგადგება ეს ჟურნალია ჯერ=lol= =lol=

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Sat Jun 23, 2007 3:37 am
Posts: 1493
ვოლტერი

ნამდვილი სახელი ფრანსუა მარი არუე; მე-17 მე-18 საუკუნის ფრანგი მწერალი და განმანათლებელი.
დაიბადა პარიზში, ჯერ იეზუიტთა კოლეჯში სწავლობდა, შემდეგ _ სამართლის სკოლაში. პარიზის სალონების ხშირი სტუმარი იყო და მახვილგონიერებით გამოირჩეოდა. საფრანგეთის მეფის ლუი XIV -ის მეფობის შესახებ პოლიტიკური სატირის დაწერის გამო დააპატიმრეს. ბასტილიიდან გამოსვლის შემდეგ ინგლისში გაემგზავრა. თავის ინგლისურ წერილებში აღფრთოვანებას გამოთქვამდა ბრიტანული მონარქიის მიმართ. სემდეგ საფრანგეთში დაბრუნდა. პრუსიის მეფის მიპატიჟებით ბერლინში გაემგზავრა, მერე მეფესთან უთანხმოება მოუვიდა და იქედან შვეიცარიაში წავიდა საბოლოოდ, საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვართან ციხე-სიმაგრე და ეკლესია ააშენა და იქვე დასახლდა. თავის სოფელში გლეხთა პირობები გააუმჯობესა. პარიზში ძეგლი დაუდგეს, , რომლის გახსნას თავადვე ესწრება. მერეს საფრანგეთის აკადემიის დირექტორად დანიშნეს. მოხუცი გარდაიცვალა. მისი ფერფლი პარიზის პანთეონში გადაიტანეს.

სიცოცხლის უკანასკნელი დღეები, ვოლტერის მომვლელი ქალის თქმით, უმძიმესი ჰქონია. მთელი დღეები ყვიროდა, კიოდა და პატიებას ითხოვდაო...

ამონარიდები

“ისტორია უნდა დაწეროს ჯალათმა, რადგან ყველა დიად საქმეს მისი ხელი ამთავრებს”.

“ღვაწლი ხშირად სახლის შესასვლელში რჩება, ცილისწამება კი დარბაზში მიძვრება”.

“არსებობენ მთელი ერები, ორთავ თვალდათხრილნი იმ ბებერ ჯაგლაგ ცხენებივით, რომელნიც წისქვილის დოლაბებს ატრიალებენ”.

“კარიერის გასაკეთებლად ბევრად უფრო მიზანშეწონილია ოთხიოდე სიტყვა უთხრა მეფის სატრფოს, ვიდრე ასი ტომი დაწერო”.

“როდესაც ჭამ, საჭმელი დაუყარე ძაღლებსაც, თუნდაც საკბენად გეტანებოდნენ”.


ნახევრად წაკითხული ტირანს ააშკარავებს, მთლიანად წაკითხული კი პანეგირიკია:

მუხანათობით და ღალატით ძრწოდა ქვეყანა,
ტახტზე დამკვიდრდა დიდი მეფე, მძლევი ბოროტის,
ხალხის მშვიდობის, სიყვარულის მეუფებს ხანა,
მოსისხლე მტერი უნდა მოვსპოთ ყველამ ბოლომდის.


Image


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Sat Jun 23, 2007 3:37 am
Posts: 1493
სალვადორ დალი

სრული სახელი სალვადორ ფელიპ ჟასინტ დალი დომენეკი

ესპანელი მხატვარი, ფერმწერი, გრაფიკოსი და სკულპტორი, სიურეალიზმის წარმომადგენელი. დაიბადა 1904 წლის 11 მაისს ესპანეთში, კერძოდ კატალონიურ ქალაქ ფიგერასში, ნოტარიუსის ოჯახში. სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო მუნიციპალურ სამხატვრო სკოლაში.აღზრდას გადიოდა მშობლიურ ქალაქში მარისტების ორდენის აკადემიაში.
1916 წელს არდადეგებზე გაემგზავრა ქალაქ კადაკესში სადაც ეზიარა მოდერნისტულ ხელოვნებას. დალის პირველი პერსონალური გამოფენა 1919 წელს მოეწყო. 1921 წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი მადრიდში გაეგზავნა, რათა მას სწავლა სან–ფერნანდოს აკადემიაში გაეგრძელებინა. დედაქალაქში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა ლუის ბუნიუელი, ფედერიკო გარსია ლორკა და პედრო გარფიასი.

მადრიდში დალი საკუთარ ნახატებშიკუბიზმისა და დადაიმზის შერწყმას სცდილობს. 1926 წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით. იმავე წელს დალი პირველად მიემგზავრება პარიზში, სადაც პაბლო პიკასოს ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920–იანი წლების ბოლოს პიკასოსა და ხუან მიროს შემოქმედების ზეგავლენით ქმნის საკუთარ ნამუშევრებს. 1929 წელს ლუის ბუნიუელთან ერთად მონაწილებას იღებს სიურეალისტური ფილმის "ანდალუსიელი ძაღლის" შექმნაში. სწორედ მაშინ ხვდება პირველად იგი თავის მომავალ მეუღლე გალას (ელენე დიაკონოვა), რომელიც იმ დროისთვის ფრანგი პოეტის პოლ ელუარის მეუღლე გახლდათ.

დალის ნახატები სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობენ, იგი პოპულარობას იხვეჭს. 1929 წელს დალი ანდრე ბრეტონის მიერ შემქნილ სიურელისტების ჯგუფში ერთიანდება.

1934 წელს დალი ოფიციალურად ქორწინდება გალასთან. იმავე წელს ის პირველად ეწვია აშშ–ს.

ესპანეთში ფრანკოს მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების მერე დალი უთანხმოებაში მოვიდა "სიურეალისტების ჯგუფთან", რომლებიც მემარცხენე აზრებს იზიარებდნენ. დალი გაირცხეს ჯგუფიდან. სწორედ მაშინ წარმოთქვა მან: "სიურეალიზმი – ეს მე ვარ". ამასთან დაკავშირებით ანდრე ბრეტონმა დალის უწოდა "Avida Dollars", შექმნა რა მისი სახელისა და გვარისგან ანაგრამა.
მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე დალი მეუღლესთან ერთად აშშ–ში გადაბარგდა.
1942 მან გამოსცა ავტობიოგრაფიული რომანი "სალვადორ დალის საიდუმლო ცხოვრება". მისი ლიტერატურული ცდები ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა,როგორც მხატვრული.

ესპანეთში დაბრუნების შემდეგ სალვადორ დალი გარდაიცვალა 1989 წლის 23 იანვარს. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული.



Imageდალის მუზეუმი ფიგერასში.


Image


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Sun Nov 18, 2007 12:31 pm
Posts: 599
ძალიან მომწონს შემეცნებითი ხასიათის რუბრიკა.ძალიან გთხოვ თუ საშვალება არის დადეთ ლენინის.ტროცკის,ბუხარინის,ბერიას და პეტრე პირველის ისტორიები.წინასწარ დიდი მადლობა.


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Tue May 29, 2007 7:46 pm
Posts: 1265
ალბერტ აინშტაინი

Image

დაიბადა 1879 წლის 14 მარტი გერმანიის ქალაქ ულმში ვაჭრის გერმან აინშტაინის ოჯახში მისი დედა- პოლინა კოხიც ვაჭართა წრიდან იყო. დიდი მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული მღეროდა და ცეკვავდა. 10 წლის აინშტაინი ბიმნაზიაში მიიყვანეს.

1894 წ. აინშტაინის მშობლები იტალიაში გადავიდნენ საცხოვრებლად, 15 წლის აინშტაინი კი გერმანიაში დარჩა სასწავლებლად, მაგრამ გიმნაზიიდან ის დაითხოვეს, მისი აზრის თავისუფლების გამო, ამის შემდეგ აინშტაინი იტალიაში წავიდა მშობლებთან.

აინშტაინმა გადაწყვიტა ციურიხის უმაღლეს სასწავლებელში მისულიყო, მაგრამ მისაღებ გამოცდებზე ბოტანიკასა და ფრანგულკში ჩაიჭრა, რის გამოც უარი უთხრეს უმაღლეს სასავლებელში ჩარიცხვაზე. ამის შემდეგ იგი შევიდა შვეიცარიის პატარა ქალაქ - აარაუს სასწავლებელში, 1896 წ. აინშტაინმა დაამთავრა იგი და იმავე წელს ციურიხის პოლიტექნიკუმის პედაგოგიურ ფაკულტეტზე განარგძო სწავლა, 1900 წელს

ImageImage

გერმან აინშტაინი და
პოლინა კოხი

1902 წელის ივლისიდან ბერნში მოეწყო საპატენტო ბიუროს ტექნიკურ მუშაკად, სწორედ ამ დროს შექმნა მან თავისი უკვდავი ნაშრომი - ფართობითობის თეორია.

1909 წ. აინშტაინი ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორად მიიწვიეს. 1911-1912 წლებში მიწვეულია პრაჰას გერმანულ უნივერსიტეტში პროფესორად; 1919წ. კვლავ ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორია; 1913 წ. პრუსის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს; 1914 წლიდან ბერლინში გადასახლდა და ფიზიკის მეცნიერებათა დირექტორადაც აირჩიეს; ამავე დროს ამავე დროს ბერლინის უნივერსიტეტის დირექტორიც იყო 1921წ. წ. ფოტო ეფექტის კანონების დადგენისა და თეორიულ ფიზიკაში შესრულებული სხვა მნიშვნელოვანი ნაშრომების გამო ნობელის პრემია მიანიჭეს; 1921 წელს სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრად აირჩიეს. 1922 წელს ა. აინშტაინი და სხვანი აირჩიეს ერტა ლიგის წევრად. აინშტაინმა ერთა ლიგის შესახებ დაწერა:

„მიუხედავად მისი ბრწყინვალე შემადგენლობის, ეს იყო ყველაზე კოჭლი წამოწყება, რომელშიც მე მიმიღია მონაწილეობა, ჩემი სიცოცხლის მანძილზე“.

45 წლის აინშტაინს დაუავდდა გული. 1927 წელს იგი ხანგრძლივად მკურნალობდა.

1933 წელს გერმანიის სათავეში ფაშიზმი მოექცა. ამავე წელს აინშტაინი ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად. ბელგიის მეფე და მთავრობა საგანგებოდ იცავდა აინშტაინის სიცოცხლეს, რადგან აინშტაინი პირველი ეწერა იმ პირთა სიაში, რომელთა განადგურებაც ნაცისტებს ჰქონდატ გადაწყვეტილი. ბერლინში გამოიცა ალბომი ფაშიზმის წინააღმდეგთა პორტრეტებიტ, ალბომი იწყებოდა აინშტაინის ფოტოთი, რომელსაც ქვეშ ეწერა: „ჯერ არ არის ჩამოხრჩობილი“. ამის გამო აინშტაინმა ბერლინის აკადემიას გაუგზავნა უარი მის წევრობაზე.

ფაშისტურ გერმანიაში გამოჩნდნენ ნაცისტი ფიზიკოსები, რომელთაგან განსაკუტრებით გამოირჩეოდა ფილიპ ლენარი. იგი ლანძღავდა ებრაელ მეცნიერებს, რომელთა სათავეში ყოველთვის აინშტაინს ასახელებდა და მის ფარდობითობის თეორიას ნაჯღაბნს უწოდებდა.

აინშტაინს ძალიან მოსწონდა გასაგებად გადმოცემული აზრი, თუმცა თავად ამას იშვიათად თუ ახერხებდა.

1917 წელს მას გამოსცა წიგნი : „ფარდობითობის თეორია ყველასთვის გასაგებ ენაზე გამოცემული“, მაგრამ თვითონ, როცა წაიკითხა ეს წიგნი თქვა: „ამას უნდა ერქვას - ფარდობითობის თეორია არავისთვის გასაგებად გადმოცემული“.

მეგობარმა ერთხელ აინშტაინს გაეხუმრა: „აინშტაინს ჰგონია თუ აქა-იქ ჩაურთავს სიტყვებს - „ძვირფასო მკითხველო!“, ყველაფერი გასაგები გახდებაო.“

პრისტონის უნივერსიტეტის რედაქტორმა უწოდა აინშტაინის მეცნიერების „კოლუმბი, რომელიც აზრის ოკიანეში მარტო დაცურავს“.

ჰიროსიკასა და ნაგასაკაში ატომურ აფეთქებათა შესახებ აინშტაინმა რადიოთი გაიგო, ამ ამბავმა იმდენად იმოქმედა მასზე, რომ სული შეეხუთა და მხოლოდ ორი სიტყვის თქმარა მოასწრო : „ვაი ჩვენ“.

როცა მაქს ბორნის მეუღლემ აინშტაინი ინახულა, ჰკითხა: „ბატონო ალბერტ! სიკვდილისა არ გეშინიათ?“, ამაზე აინშტაინმა უპასუხა: „რა არის საშიში? მე იმდენად ვარ შერწყმული ყოველგვარ სიცოცხლესთან, რომ ჩემტვის სულერთია სად იწყება და სად მთავრდება ერთი რომელირაც სიცოცხლე“.

სიცოცხლის დასასრული აინშტაინმა პირველმა იგრძნო. მისი უკანასკნელი წინადადება იყო: „ჩემი ამოცანა დედამიწაზე მე შევასრულე“. ჩელეზე დაკვრის ვირტიოზი კოზალისი ზოგელისადმი მიწერილ ბარათს ასე ამთავრებდა: „აინშტაინი იყო კაცობრიობის სინდისი, მე მეჩვენება, რომ აინშტაინის სიკვდილტან ერტად სამყარომ დაკარგა თავისი ნაწილი.“

აინშტაინმა ისეთ ლეგენდარულ დიდებას მიაღწია, რომ ბრიტანეთის კოლუმბიის ერთმა მოსწავლემ მას ასეთი ბარათი გაუგზავნა: „მე გწერტ თქვენ იმ მიზნით, რომ გავიგო ნამდვილად არსებობთ თუ არა“.

მიუხედავად ასეთი აღიარებისა, მისი ანდერძის თანახმად არცერთი მისი ძეგლი და საფლავიც კი არ დარჩენილა დედამიწაზე.

Image


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Tue Aug 14, 2007 11:56 am
Posts: 1992
Image
ლენინი

ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი (ლენინი) (რუს. Владимир Ильич Ульянов, Ленин) (* 10 აპრილი, 22 აპრილი, 1870, სიმბირსკი, ახლანდელი ულიანოვსკი ― † 21 იანვარი, 1924, დაბა გორკი, ახლანდელი ლენინსკიე გორკი, მოსკოვის ოლქი), პროლეტარული რევოლუციონერი, კ.მარქსისა და ფ.ენგელსის საქმის განმგრძობი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის დამაარსებელი, ისტორიაში უდიდესი სოციალისტური რევოლუციისა და მსოფლიოში პირველი სოციალისტური სახელმწიფოს შემქმნელი.

ოჯახი

ლენინის მამა, ი. ულიანოვი, ყაზანის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მასწავლებლად საშუალო სასწავლებლებში, სიმბირსკის გუბერნიაში სახალხო სასწავლებლების ინსპექტორად, შემდეგ დირექტორად.

დედა, მ.ულიანოვა (ქალიშვილობაში ბლანკი), ექიმის ოჯახში გაიზარდა, იქვე მიიღო შინაური განათლება, იცოდა რამდენიმე უცხო ენა. მოგვიანებით ექსტერნად ჩააბარა გამოცდები მასწავლებლის წოდების მისაღებად, მაგრამ სკოლაში არ უმუშავია - ძირითად დროს მრავალშვილიან ოჯახს უთმობდა.

უფროსი ძმა, ა.ულიანოვი, მეფე ალექსანდრე III-ზე თავდასხმის მომზადებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და 1887 წლის მარტში სიკვდილით დასაჯეს. დები ა.ულიანოვა-ელიზაროვა, მ.ულიანოვა და უმცროსი ძმა დ.ულიანოვი კომპარტიის აქტიური მოღვაწეები იყვნენ.

ადრეული ბიოგრაფია

1879-1887 წლებში ლენინი სიმბირსკის გიმნაზიაში სწავლობდა. იგი ჭაბუკობიდანვე გაიტაცა რუსეთის მოწინავე მხატვრულმა რევოლუციურ-დემოკრატიულმა ლიტერატურამ. მან შეისისხლხორცა ბ. ბელინსკის, ა.გერცენის, ნ.დობროლიუბოვის, დ.პისარევის და განსაკუთრებით ნ. ჩერნიშევსკის ნაწარმოებთა დემოკრატიული სულისკვეთება. ამ ნიადაგზე ჩამოყალიბდა ახალგაზრდა ლენინის ხასიათი და რევოლუციური შეხედულებანი. უფროსი ძმის - ა. ულიანოვის გავლენით ლენინი პირველად ეზიარა მარქსისტულ ლიტერატურას. გიმნაზიის ოქროს მედლით დამთავრების შემდეგ ლენინი 1887 წლის აგვისტოში ყაზანის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე შევიდა და მაშინვე დაუკავშირდა რევოლუციურად განწყობილ სტუდენტებს. 1887 წლის დეკემბერში სტუდენტთა შეკრებაში აქტიური მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან გარიცხეს და დააპატიმრეს, ხოლო შემდეგ სოფ.კოკუშკინოში (ყაზანის გუბერნია) გაასახლეს. ასე მიიღო 17 წლის ლენინმა პირველი რევოლუციური ნათლობა. ამის შემდეგ მან მთელი თავისი ცხოვრება მოახმარა ცარიზმის წინაარმდეგ ბრძოლას, მშრომელთა განთავისუფლების საქმეს. 1888 წლის ოქტომბერში ლენინი ყაზანში დაბრუნდა. აქ იგი შევიდა ნ. ფედოსეევის მიერ დაარსებულ მარქსისტულ წრეში, სადაც სწავლობდნენ კ. მარქსისა და ფ. ენგელსის ნაწარმოებებს, კამათობდნენ გ. პლეხანოვის ნაშრომებზე. ლენინი მტკიცე მარქსისტი გახდა.

მარქსისტული მოძრაობა

1889 წლის 3 მაისს ლენინი ოჯახთან ერთად სამარის გუბერნიაში გადავიდა. 1891 წელს ლენინმა ექსტერნად ჩააბარა სახელმნწიფო გამოცდები პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და I ხარისხის დიპლომი მიიღო. 1892 წლის იანვარში ლენინმა ნაფიცი ვექილის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა სამარის საოლქო სასამართლოში. ლენინი უმთავრესად ღარიბ გლეხებისა და ხელოსნებს იცავდა. სამარაში მან შექმნა პირველი მარქსისტული წრე. აქვე პირველად გამოვიდა საჯაროდ ხალხოსნების წინააღმდეგ, გერმანულიდან რუსულ ენაზე თარგმნა კ. მარქსისა და ფ. ენგელსის "კომუნისტური პარტიის მანიფესტი". ამავე პერიოდს განეკუთვნება მისი ერთ-ერთი პირველი ნაშრომი "ახალი სამეურნეო მოძრაობანი გლეხთა ცხოვრებაში".

1893 წლის აგვისტოს ბოლოს ლენინი სამარიდან პეტერბურგში გადავიდა და მარქსისტულ წრეში შევიდა. წრის წევრები იყვნენ ს. რადჩენკო, პ. ზაპოროჟეცი, გ. კრჟიჟანოვსკი და სხვები. ლენინმა კავშირი დაამყარა აგრეთვე მოწინავე მუშებთან (ვ. შელგუნოვი, ი. ბაბუშკინი, ვ. კნიაზევი, ნ. მერკულოვი და სხვები). ლენინმა პირველმა დასახა მუშათა წრეებში მარქსიზმის გავრცელებიდან ფართო მასებში რევოლუციის აგიტაციაზე გადასვლის ამოცანა.

1894 წელს ლენინმა დაწერა «რანი არიან "ხალხის მეგობრები" და როგორ ომობენ ისინი სოციალ-დემოკრატების წინააღნდეგ?», ხოლო იმავე წლის დამლევს და 1895 დამდეგს - "ნაროდნიკობის ეკონომიური შინაარსი და მისი კრიტიკა ბატონ სტრუვეს წიგნში (მარქსიზმის ასახვა ბურჟუაზიულ ლიტერატურაში)". ლენინმა ამ ნაშრომებში ამხილა ნაროდნიკების სუბიექტივიზმი და "ლეგალური მარქსისტების" ობიექტივიზმი, განავითარა რევოლუციაში "მუშათა კლასის ჰეგემონიისა" და მუშათა და გლეხთა კავშირის იდეა, დაასაბუთა რუსეთში ახალი ტიპის პროლეტარული პარტიის შექმნის აუცილებლობა.

1895 აპრილში ლენინი საზღვარგარეთ გაემგზავრა, რათა კავშირი დაემყარებინა "შრომის განთავისუფლების" ჯგუფთან და გასცნობოდა დასავლეთ ევროპის მუშათა მოძრაობას. შვეიცარიაში ლენინი პირველად შეხვდა გ. პლეხანოვს და მისი ჯგუფის წევრებს. ისინი შეთანხმდნენ გამოეცათ კრებული სახელწოდებით "რაბოტნიკი". შვეიცარიიდან ლენინი გაემგზავრა პარიზში, შემდეგ ბერლინში. საფრანგეთში გაიცნო პ. ლაფარგი, გერმანიაში - ვ. ლიბკნეხტი და სხვა. 1895 წლის 7 სექტემბერს ლენინი რუსეთში დაბრუნდა. პეტერბურგში ჩასვლამდე ლენინი იყო ვილნოში, მოსკოვსა და ორეხოვოზუევოში, სადაც კავშირი დაამყარა ადგილობრივ სოციალ-დემოკრატებთან. 1895 შემოდგომაზე ლენინმა პეტერბურგის ყველა მარქსისტული მუშათა წრე გააერთიანა ერთ ორგანიზაციად, რომელსაც პეტერგურგის "მუშათა კლასის განთავისუფლებისათვის ბრძოლის კავშირი" ეწოდა. ორგანიზაციაში შედიოდნენ ა. ვანეევი, გ. კრეჟინოვსკი, ნ. კრუპსკაია, ლ. მარტოვი, ა. პოტრესოვი, ს. რადჩენკო და სხვა.

გადასახლება

მეფის მთავრობას არ გამოპარვია "ბრძოლის კავშირის" საქმიანობა. 1895 წლის 8(20) დეკემბრის ღამეს დააპატიმრეს ლენინი და მისი თანამებრძოლების მნიშვნელოვანი ნაწილი. ლენინს არც ციხეში შეუწყვეტია რევოლუციური მუშაობა. მან საპატიმროში დაწერა "სოციალ-დემოკრატიული პარტიის პროგრამის პროექტი და განმარტება", ბროშურა "გაფიცვების შესახებ" და დაიწყო მუშაობა წიგნზე "კაპიტალიზმის განვითარება რუსეთში". 1897 თებერვალს ლენინი 3 წლით გადაასახლეს ციმბირში ენისეის გუბერნიის მინუსინსკის ოკრუგის სოფ.შუშენსკოეში. ციმბირში გადაასახლეს აგრეთვე ნ. კრუპსკაია და როგორც ლენინის საცოლეს, ნება დართეს სასჯელი შუშენსკოეში მოეხადა. აქ ისინი დაქორწინდნენ.

ლენინმა გადასახლებაში 30-ზე მეტი შრომა დაწერა, მ.შ. წიგნი "კაპიტალიზმის განვითარება რუსეთში". 1898 მარტში მინსკში შედგა რსდმპ I ყრილობა, რომელმაც გამოაცხადა სოციალ-დემოკრატიული პარტიის შექმნა რუსეთში და მიიღო "რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მანიფესტი".


1900 29 იანვარს(10თებერვალი) ლენინს გადასახლების ვადა დაუმთავრდა. 1900 წელი ლენინმა მოანდომა დაძაბულ მუშაობას საერთო-რუსული გაზეთის შესაქმნელად. ამ მიზნით არალეგალურად მოიარა მან რუსეთის სხვადასხვა ქალაქები და ივლისში იგი საზღვარგარეთ გაემგზავრა,სადაც გადაწყვიტა გაზეთ "ისკრის" გამოცემა. 1901 წლის დეკემბერში "ისკრაში" დაბეჭდილ თავის ერთ-ერთ სტატიას მან პირველად მოაწერა ფსევდონიმით ლენინი.

ახალი ტიპის პარტიის შექმნისათვის ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ლენინის ნაშრომს "რა ვაკეთოთ?", რომელიც 1902 წლის მარტში გამოვიდა. 1903 შედგა რსდმპ II ყრილობა. მან შექმნა ახალი ტიპის მარქსისტული პარტია. "ბოლშევიზმი, როგორც პოლიტიკური აზროვნების მიმდინარეობა და როგორც პოლიტიკური პარტია, 1903 წლიდან არსებობს".

1905-1907 რევოლუციის პერიოდში ბოლშევიკების პარტია ლენინის ხელმძღვანელობით იბრძოდა მასებზე გავლენის მოსაპოვებლად.

1906 წლის ზაფხულში კონსპირაციული მოსაზრებით ლენინი კუოკალაში (ფინეთი) გადავიდა და აგარაკ "ვაზაში" დაბინავდა, რომელიც იმხანად პარტიული მუშაობის ნამდვილ ცენტრად იქცა. რევოლუციის დამარცხების გამო პარტია იძულებული იზო არალეგალურად ემუშავა. 1907 დეკემბერში ლენინი კვლავ ემიგრაციაში წავიდა შვეიცარიაში, 1908 წლის დამლევს - საფრანგეთში (პარიზი).

1910 ბოლოს რუსეთში დაიწყო რევოლუციური მოძრაობის ახალი აღმავლობა. იმავე წელს ლენინის ინიციატივით გამოვიდა ყოველკვირეული გაზეთი "ზვეზდა", 1912 წლის 22 აპრილს (5 მაისი) კი ყოველდღიური გაზეთი "პრავდა". 1912 იანვარში ლენინის ხელმძღვანელობით შედგა რსდმპ სრულიად VI (პრაღის) კონფერენცია, რომელმაც პარტიიდან გარიცხა მენშევიკ-ლიკვიდატორები და დასახა მორიგი ამოცანები რევოლუციის აღმავლობის პირობებში.
Image
ლენინის ხელმოწერა

_________________
არც კაცი ვარგა რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს, იყოს სოფელში და სოფლისათვის არა იზრუნოს


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Sat Apr 14, 2007 5:35 pm
Posts: 1235
:side: :side: :side: ნოტოია; მდგომარეობიდან არ გამომიკვანო. ლენინი ტროცკიდა ასე სგგგგგგ გვინდა ახლა????????http://up.pixgeo.com/out.php/i2833_666efbc2d37196ec388759bc8a584221.gif
Imageარ მოიყხოვო ტორემ ;მოვცევ და დავლევ.=ae= =oops=


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Sat Apr 14, 2007 5:35 pm
Posts: 1235
დედა მომასტრო;ცჰემ დაცერა.............. დაგხოცავტ კველას ამ იდიოტების მოგონებისტვის. გაგვისჰრეს სისხლი და აკაც მაგენი ვნახო????????????[ ხუმრობიტ ცჰე არ გეცკინება . ვიცი]


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
Post new topic Reply to topic  [ 48 posts ]  Go to page 1, 2, 3, 4  Next
თქვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ქვემოთმდებარე "სწრაფი პასუხი" გამოხმაურებისთვის, მაგრამ თუ გსურთ რომ დაამატოთ გამოკითხვა, ან სურათები, გთხოვთ დააჭიროთ ზემოთ ღილაკს რომელსაც აწერია, "პასუხი"
სწრაფი ციტირებისათვის მონიშნეთ სასურველი ტექსტი და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "აქ. ციტირება"
თუ გსურთ მიმართოთ რომელიმე წევრს, დააჭირეთ წევრის სახელს ავატარის ზემოთ.


ფორუმის ინდექსი » დესპანის განყოფილებები » ხელოვნება,კულტურა

All times are UTC


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  


Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
დესპანი