პოპულარული თამაშები

Meltdown
Scores: 37
 
Cube Crash
Scores: 44
 
სანტა თხილამურებზე
Scores: 47
 
Fad 2003
Scores: 45
 
ბილიარდი
Scores: 54
 

User1 -hilite3

This is the User1 module position, which is using the -hilite3 module class suffix.
It is currently Fri Sep 10, 2010 5:22 pm

ფორუმის ინდექსი » დესპანის განყოფილებები » პოლიტიკა

All times are UTC




Post new topic Reply to topic  [ 1922 posts ]  Go to page Previous  1 ... 124, 125, 126, 127, 128, 129  Next
ავტორი Message
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
„საგადასახადოსგან დატერორებულმა მეწარმემ რესტორანი გადაწვა“


არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მსხვილ თუ წვრილ ბიზნესზე ტერორი როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში უკვე სისტემატურ სახეს იძენს. თბილისის ანალოგიურად მსხვილ ორგანიზაციებს დახურვა ემუქრებათ იმერეთსა და აჭარაში, კახეთში კი ჯერჯერობით სიმშვიდეა და გადამხდელები მხოლოდ მაღაზიებს უტევენ.

როგორც ჩანს, ხელისუფლება ორმაგი სტანდარტით მოქმედებას კვლავაც განაგრძობს და წინასაარჩევნოდ ფულის მოსაზიდად ყველა მისაღებ თუ მეუღებელ მეთოდებს იყენებს. თუ იმერეთში ფინანსური ტერორი უკვე რამდენიმე თვეა ღიად ხორციელდება, აჭარაში პოლიციამ ოპონენტი ბიზნესმენების „აღწერები“ უკვე დაიწყო. როგორც „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბარში აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატი მურმან დუმბაძე აცხადებს, ის ამ სიაში უკვე მოხვდა.

„მიუხედავად იმისა, რომ მე ბიზნესი არ მაქვს, პოლიციელების მიერ შედგენილ სიაში მაინც მოვხვდი. თანაც იმ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დუმბაძე თევზის მეურნეობის ბიზნესი აქვსო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ბიზნესი ჩემს ნათესავს აქვს.

თუმცა აქ მთავარი ის კი არ არის, მაქვს თუ არა ბიზნესი მე, მთავარი თავად ის ფაქტია, რომ მერაბიშვილის დავალებით პოლიცია აჭარაში ბიზნესმენთა აღწერას იწყებს და ყველა იმ პიროვნებას, რომელიც მეტ-ნაკლებად შემჩნეულია ოპონირებაში, პრობლემებს უქმნიან ან მომავალში შეუქმნიან“, - განაცხადა მურმან დუმბაძემ.

დუმბაძის თქმით, მის ძმას, რომელიც მცირე ბიზნესითაა დაკავებული, ხელისუფლებამ პრობლემები ჯერ კიდევ 2007 წლის 7 ნოემბერის შემდეგ შეუქმნა.

„მართალია, ჩემი ძმის ოფისი არ დაუხურავთ, თუმცა სულ ახლახანს ბიუჯეტის სასარგებლოდ 45 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. რატომ უნდა გადაიხადოს ჩემმა ძმამ ეს ფული, განაჩენში არ წერია. გარდა ჩემი ძმისა, უკვე სისტემატური სახე მიიღო სხვა ბიზნესის დაყაჩაღებამ, კონკრეტულად სახელებს და გვარებს ვერ გეტყვით, მაგრამ მიმდინარე სასამართლო პროცესებიდან აშკარაა,რომ ტერორი არსებობს. ზოგიერთ 20-ათასიანს, ზოგს 30-ათასიანს, ზოგს კი ბიუჯეტის სასარგებლოდ 100-ათასიანი ჯარიმის გადახდას აიძულებელენ.

ერთ ფაქტსაც გეტყვით, დაახლოებით, 15 დღის წინათ ბათუმში ერთ-ერთი რესტორანი მეპატრონემ იმის გამო გადაწვა, რომ მას წინასაარჩევნოდ ბიუჯეტის სასარგებლოდ 80 ათასი ლარი უნდა გადაეხადა.

ასე რომ, ხელისუფლება წელსაც, ისევე როგორც ყოველი არჩევნების წინ, ტრადიციული მეთოდებით მოქმედებს და ყველა იმ მცირე თუ მსხვილი ბიზნესის მქონე პიროვნებას, ვინც ოპონირებას უწევს, შესაფერისად სჯის. ბიზნესზე ტერორი აჭარაში და არა მარტო აქ, უკვე წლებია ხორციელდება და ხელისუფლება სტანდარტული მეთოდებიდან გადახვევას არც აპირებს“, - დასძინა დუმბაძემ.

გარდა აჭარისა, ტერორი დაიწყო იმერეთშიც. როგორც ქუთაისის საკრებულოს წევრი, ლეიბორისტი სამსონ გუგავა აცხადებს, ქუთაისში მოქმედი მსხვილი ორგანიზაციები „ფინანსური ტერორის“ გამო დახურვის პირას იმყოფებიან. შესაბამისად ის, ადგილობრივ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების მექანიზმების ამოქმედებასა და „ფინანსური რეპრესიების გატარებაში“ ამხელს.

„წინა არჩევნების დროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ აპრობირებული მეთოდების გამოყენებით 15 მლნ ლარის ამოღება შეძლო. ვითარება ამჯერადაც უცვლელია - „ნაცებს“ დიდი ფული სჭირდებათ და მსხვილი ორგანიზაციების ტერორი გააჩაღეს. ის ფაქტი, რომ მსხვილ ორგანიზაციებს საგადასახადო სამსახურმა მაღალი გადასახადები ხელოვნურად და მიზანმიმართულად დაუწესა, ყველასთვის ცნობილია.

ამჯერად ეს არ იკმარეს და ქალაქში მოქმედ თითოეულ მსხვილ დაწესებულებას წინასაარჩევნოდ 10-10 ათასი ლარი „შეაწერეს“.ფინანსური წნეხის გამო, არაერთ ორგანიზაციას ლიკვიდაციისა და დახურვის საფრთხე ემუქრება. მაგალითისთვის, შემიძლია, სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა“ დაგისახელოთ, რომელიც ლიკვიდაციის ზღვარზეა“,- განაცხადა გუგავამ.

მისივე თქმით, „ე.წ. „ფინანსურ ტერორს“ „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის მთავარი კოორდინატორი გოჩა თევდორაძე ახორციელებს“.

„ამ ყველაფრიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ქუთაისში ელიტარული კორუფცია ძველებურად ყვავის“, - დასძინა გუგავამ.

მსხვილი თუ წვრილი კომპანიების მისამართით ტერორი ჯერ არ დაწყებულა კახეთში. ყოველ შემთხვევაში, როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები აცხადებენ, მათ ასეთი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ.

„იმის გამო, რომ კომპანიაში შევიდნენ და უთხრან, რომ ბიუჯეტის სასარგებლოდ ამდენი თანხა გადაიხადე, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაიხურება, ჯერჯერობით არ ყოფილა. რა იქნება არჩვენების მოახლოებასთან ერთად, ვერ გეტყვით, მაგრამ ახლა არაფერი ხდება. ტერორში გადამხდელებს მხოლოდ მაღაზიები და საცხობები ჰყავთ. მაგალითად, ერთი 5-თეთრიანი საღეჭირეზინის თუ ერთი ლავაში პურისთვის მაღაზიას და საცხობს 500-500 ლარიანი ჯარიმა გამოუწერეს.

ასე რომ, გადამხდელების მასიური შეტევა მაღაზიებზე და საცხობებზე ხშირია, მაგრამ კომპანიებზე ჯერ არა“, - განაცხადეს „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბარში ადგილობრივმა ჟურნალისტებმა.

„რეზონანსი“ ელზა წიკლაური


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
პეტრე ჩხეიძე: საქართველოში იმიტომ არ ჩამოვდივარ, რომ დამირეკეს და მითხრეს, არ ჩამოხვიდეო


საქართველოს პირველი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, პეტრე ჩხეიძეც, ხელისუფლებამ იმ პირთა სიაში ჩაწერა, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა ძალიან ძვირად დაუჯდებათ. მითუმეტეს ახლა, როცა ვრცელდება ინფორმაციები, თითქოს მან ზურაბ ნოღაიდელს ფინანსური დახმარება გაუწია. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს, ამ და სხვა საკითხებზე "ჯორჯიან თაიმსი" პეტრე ჩხეიძეს მოსკოვში დაუკავშირდა.

_ ბატონო პეტრე, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს თქვენ ნოღაიდელს ორი მილიონი მიეცით...

_ მივეცი, რომ ნოღაიდელს ცოტა დავეხმარო... ვხუმრობ, თორემ, ჯერ ერთი, ნოღაიდელი არც მინახავს და, მეორეც, სად მაქვს მაგისთვის მისაცემი ფული! ასე რომ, არავისთვის ფული არც გამომირთმევია, არც მიმიცია და ეს არა მარტო არ ჩამიდენია, მონაწილეობაც არ მიმიღია ამაში.

_ საქართველოში დიდი ხანია არ ყოფილხართ?

_ დიდი ხანია. აპრილში ერთი წელი გახდება.

_ რატომ არ ჩამოდიხართ?

_ არ ჩამოვდივარ იმიტომ, რომ შარშან სოჭში საქართველოს ხალხთა ასამბლეის დამფუძნებელი ყრილობა ჩატარდა და იქ გამოვჩნდი.

_ მისი ვიცე-პრეზიდენტიც ბრძანდებით და რა მიზნებს ემსახურება იგი?

_ რაც შეეხება ჩვენს ასამბლეას, იგი იმიტომ შეიქმნა, რომ ერთმანეთს ვაპატიოთ, მოვეფეროთ, შევურიგდეთ და შევქმნათ განწყობა, რომ ოდესმე მაინც ერთად ვიყოთ. ამ ყრილობის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი ტელევიზიით რამდენჯერმე გამოვიდა და ხან პოლკოვნიკი მიწოდა და ხან რა. თითქოს შევარდნაძეს აფხაზეთის საკითხებზე რაღაც დოკუმენტზე ხელი მოვაწერინე... არადა, იმ დროს საქართველოს ელჩი ვიყავი ამერიკაში და რა წერილებსაც ვწერდი შევარდნაძეს, არსებობს. ყველაფერი ეს დისკზე მაქვს ჩაწერილი.

იმ პერიოდში ამერიკას სულ სხვა პოზიცია ჰქონდა და თბილისში სულ სხვა რაღაც მოხდა. რასაც ვწერდი, ყოველთვის იგივე პოზიცია მქონდა. თითქოს, რასაც ვეტყოდი პრეზიდენტს, იმას მოაწერდა ხელს... ეს ხომ აბსურდია. საქართველოში კი იმიტომ არ ჩამოვდივარ, რომ დამირეკეს და მითხრეს, არ ჩამოხვიდეო. შემდეგ ჩემი შვილი, 45 წლის კაცი გაიტაცეს და პოლიციის განყოფილებაში სცემეს. აი, ამიტომ არ ჩამოვდივარ.

_ თქვენ ის პიროვნება ბრძანდებით, ვინც ჰილარი კლინტონს, სერგეი ლავროვს და სხვა წამყვან პოლიტიკურ ფიგურებს კარგად იცნობთ და ნაცვლად იმისა, რომ გვერდში ამოგიყენონ, საქართველოში ჩამოსვლა აგიკრძალეს?

_ ეტყობა, ჩვენ ასეთი ნატურა გვაქვს. შევარდნაძესთან წლების განმავლობაში ვმუშაობდი და მის მიმართ არასოდეს კრიტიკული შენიშვნა არ გამომითქვამს. იყო პერიოდი, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი გახლდათ, რომელთანაც მეგობრული ურთიერთობები მქონდა. რამდენჯერმე, წინასწარი მოლაპარაკების გარეშე, იგი ნიუ-იორკში მივიყვანე ბატონ ედუარდთან და რამდენიმესაათიანი საუბარი გვქონდა. მე ვუთარგმნიდი.

იმავე პერიოდში რუსეთში ევგენი პრიმაკოვი იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელთანაც ძალიან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებდა. სერგეი ლავროვი იმ დროს ნიუ-იორკში ჩემი კოლეგა იყო. მაშინაც ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, შევარდნაძეს წინადადება წავუყენე _ შევქმნათ სამკუთხედი ვაშინგტონი-თბილისი-მოსკოვი და გარკვეულ საკითხებზე ჯგუფი ჩამოყალიბდეს, თორემ ჩვენ ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდებით-მეთქი. მაშინ ჩვენმა ხელმძღვანელობამ არ მოინდომა ეს და წინ ვერ წავედით.

_ რა მიზეზით ვერ მოხერხდა ეს?

_ შევარდნაძემ მითხრა, შენ უნდა უხელმძღვანელოო. ვუპასუხე, ვარ ელჩი, ჩემს ზემოთ არიან მინისტრის მოადგილეები, მინისტრი და ა.შ. ამიტომ ვისზეც თქვენ იტყვით, იმან უხელმძღვანელოს, მაგრამ ეს რომ მოსაგვარებელია, ფაქტია-მეთქი. მაინც არ მოგვარდა და არა მარტო ეს, კიდევ ბევრი რამეც.

1997 თუ 1998 წელს დავწერე, რომ არც ზვიადის დროს ვიცოდით რა გვეკეთებინა და არც ახლა, შევარდნაძის დროს ვიცით-მეთქი. ახლა კი ვამბობ, გამოდის, არც დღევანდელ დღეს ვიცით, რა გვინდა და ამიტომაც სწორად არ ვმუშაობთ.

_ რა უნდა გავაკეთოთ, სწორად რომ ვიმუშაოთ?

_ პირველ რიგში, უნდა წამოვწიოთ ის საკითხები, რაც საქართველოს სჭირდება და ვიმუშაოთ ყველასთან. მოსაგვარებელი საკითხები ისე უნდა მოაგვარო, როგორც ეს გააკეთა სომხეთმა, როგორც ამას მთელი ამ პერიოდის მანძილზე უჭკვიანესი კაცი, ნურსულთან ნაზარბაევი ახერხებს. ჩვენ რა მოგვივიდა, რომ ვერასდროს სწორი ნაბიჯი ვერ გადავდგით?! ალბათ იმიტომ, რომ ჭკვიანურს თუ ვინმე იტყვის, ვაძევებთ.

_ საქართველოს ხალხთა ასამბლეის პრეზიდენტი, გოჩა ძასოხოვიც გაძევებულია. მასზე რას გვეტყოდით?

_ ყველაზე უფრო ახლობლური ურთიერთობები ჩვენ ოსებთან გვქონდა. ქართველებისა და ოსების 35-37 პროცენტს შერეული ოჯახები ჰქონდათ. სასაფლაოები ერთად გვაქვს და ჩვენს გარდაცვლილებს, წინაპრებს ერთად დავტირით. ძასოხოვების გარდა სხვა ოსებსაც ხომ ვიცნობ? მათ ქართული ლიტერატურა და ისტორია ძალიან კარგად იციან. რა თქმა უნდა, ოსები არიან, მაგრამ თავს ქართველებად მიიჩნევენ.

გოჩა ძასოხოვი ახალგაზრდა და ძალიან მომზადებული კაცია, საქართველოს პატრიოტია. ეკონომიკაში დიდი საქმე გააკეთა. აგარაში დანგრეული და გაუბედურებული შაქრის ქარხანა ფეხზე დააყენა. ამის გარდა რამდენიმე ხილის საკონსერვო და გადამამუშავებელი ქარხანა ააშენა. შემდეგ რაღაც არ მოეწონათ, ყველაფერი წაართვეს და წავიდა კაცი საქართველოდან.

_ რამდენადაც ვიცი, ტირძნისელი მოზარდების განთავისუფლებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა...

_ დიახ, ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის. ვიცი, ოსები რასაც ეუბნებიან _ ქართველები გაანთავისუფლეო, რომ გვეუბნები, დაკარგული ოსების დაბრუნებაზე რატომ არ მუშაობ? არა მარტო ოსები, რუსებიც ასე ეუბნებიან მას.

_ როგორ გესახებათ რუსეთ-საქართველოს შემდგომი ურთიერთობები და რა როლს ანიჭებთ მასში რუსულ-ქართული ერთობლივი კომისიის საქმიანობას?

_ საერთოდ, ვინმესთან რაღაც საკითხზე კონფლიქტი რომ მოგივა, თუ არ დაელაპარაკე, როგორ უნდა მოაგვარო? უკვე არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის დამნაშავე და ვინ არა. ჯერ შეხვედრა და დალაპარაკება უნდა მოხდეს, პირველი ესაა.

შევჩენკოსა და გულაშვილის ერთობლივი კომისია არის ძალიან სერიოზული ორგანო. რუსეთში თითქმის ყველა წამყვანი და სერიოზული გაზეთის რედაქტორი გულაშვილს, როგორც კოლეგას, პატივს სცემს. საქართველოს ხელისუფლებას შესაძლებლობა აქვს ეს გამოიყენოს, დაუდგეს მას გვერდში.

დღეს საქართველო ცუდ დღეშია. რაღაც ხომ უნდა გაკეთდეს, რომ სიტუაციას ეშველოს?

_ გამოსავალს რაში ხედავთ?

_ ზურაბ ნოღაიდელისთვის, როცა ის პრემიერი იყო და, მანამდე პრეზიდენტის ბიძისთვის, თემურ ალასანიასთვის (სანამ სააკაშვილი პრეზიდენტი არ გახდა, ალასანია ჩემი მეგობარი იყო) ბევრჯერ მითქვამს, ხშირად დავდივარ რუსეთში, დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, არ მინდა არავითარი თანამდებობა, ეს პერიოდი ჩემთვის უკვე დამთავრდა, მოდი, ერთად ვიფიქროთ, ვიმუშაოთ, რომ ურთიერთობა გამოვასწოროთ-მეთქი.

ქვეყნის ხსნას საქართველოზე შეყვარებული მთელი ხალხის გაერთიანება, შეხვედრა, საუბარი სჭირდება. ამ ჭაღარა ხალხს პანღური რომ ამოარტყეს და მტრებად გამოაცხადეს, ყველა გამოსაყენებელია.



ფრიდონ დოჩია


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
КТО ТАКАЯ ТЁТЯ НИНА ИЗ ТБИЛИСИ?

ფილმ “მიმინოში” ოდესღაც დასმულმა ამ კითხვამ გასულ კვირას რუსეთსა და საქართველოში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა. ნინო ბურჯანაძე მოსკოვს ესტუმრა და იგი პატივით მიიღეს. თუ ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი რუსეთში ჯერ კიდევ შეიძლებოდა, შეფასებულიყო როგორც ერთგვარი პოლიტიკური კაზუსი და გარემოებათა შემთხვევითი თანხვედრის ნაყოფი, ბურჯანაძის ნაბიჯმა ცხადყო, რომ საქმე უფრო სერიოზულადაა და შესაძლოა, ჩვენს თვალწინ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში ახალი რეალობის ფორმირება იწყება.

Под крыльями двуглавого орла
4000 კილომეტრი სიგრძეში, სიგანეში - 2,5-ჯერ მეტი; არა, რაც უნდა თქვან, ზომას მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი გამყარებულია არსენალით, რომლის თუნდაც ნაწილობრივი გამოყენება საკმარისია იმისთვის, რომ ამ პლანეტაზე უახლოეს ათასწლეულში ბალახიც კი არ ამოვიდეს.
რუსეთის გავლენა მსოფლიოზე ამ ფაქტორით როდი შემოიფარგლება, იგი კონტინენტის სხვა სახელმწიფოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან ეკონომიკურ პარტნიორს, ენერგო-მატარებლებისა და ნედლეულის მომწოდებელს წარმოადგენს. აქედან საკმაოდ მარტივი რამ გამომდინარეობს: რაც უნდა მოხდეს, დღეს საქართველოს გამო რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ (სანქციებს და ა.შ.) და, მითუმეტეს, სამხედრო კონფრონტაციაში არავინ შევა. ეს გლობალური უსაფრთხოების ხელყოფას ნიშნავს.
საქართველო რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდა. არსებული პრობლემების გადაწყვეტისთვის მას შეუძლია: 1) დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება დამოუკიდებლად, ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე; 2) უარი თქვას დარეგულირებაზე და შეეცადოს, მიაბას საკუთარი პრობლემების გადაწყვეტა აშშ-რუსეთის დიალოგს; ორი ზესახელმწიფოს ურთიერთობების დღევანდელი დათბობიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს კონიუქტურის შეცვლის მოლოდინს რეჟიმში “არც - ომი, არც - მშვიდობა” განუსაზღვრელი დროით (არსებობს თუ არა ამ პაუზისათვის აუცილებელი რესურსები, სხვა საკითხია); 3) გამოაცხადოს ტოტალური მობილიზაცია და რუსეთთან ომი დაიწყოს. ძალთა აშკარად არათანაბარი ბალანსიდან გამომდინარე, ეს ვარიანტი დღეს სერიოზულად არც განიხილება.
ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკა მეორე მიდგომას ეფუძნება. თუმცა დღითიდღე ცხადი ხდება, რომ საქართველოს საკითხი აშშ-რუსეთის (განსაკუთრებით კი ევროკავშირის ქვეყნებისა და რუსეთის) ურთიერთობებში არა მხოლოდ კარგავს აქტუალობასა და სიმწვავეს, არამედ დღის წესრიგიდან ამოვარდნის ტენდენციას ავლენს. დასავლეთის მესიჯი “დაარეგულირეთ ურთიერთობები რუსეთთან” სულ უფრო მკაფიოდ გაისმის.
შესაბამისად, პოლიტიკური ელიტა და საზოგადოება შემდეგი აუცილებლობის წინაშე დგება: ჩამოთვლილთაგან პირველი მიდგომის ფარგლებში რუსეთის პოზიციის ზონდირება მოახდინოს; ზუსტად დაადგინოს, რა სურს ჩვენგან კრემლს და რა შემხვედრი წი­ნადადებების წამოყენება შეგვიძლია. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შეიძლება შემუშავდეს მოქმედების სცენარი იმ შემთხვევისთვის, თუ დღევანდელი პოლიტიკის წარუმატებლობა ცხადი შეიქნება (პრინციპში, ამას ცოტაღა აკლია).
ალბათ, აჯობებს, მოსკოვში გასულ კვირას გამართული შეხვედრები სწორედ ამ კუთხით განვიხილოთ: საკმაოდ დიდი ალბათობით, რუსეთის ხელისუფლების პირველმა პირებმა ნათლად და არაორაზროვნად გააჟღერეს ის პრინციპები, რომელთაც, მათი აზრით, საქართველო-რუსეთის მომავალი ურთიერთობა უნდა დაეფუძნოს. ნინო ბურჯანაძის ვიზიტში მთავარი სწორედ ეს მომენტია. მართლაც, უცნაური იქნებოდა, რომ შეხვედრის მონაწილეებს მიხეილ სააკაშვილის ამა თუ იმ ადგილით ჩამოკიდების დეტალური სცენარები განეხილათ, საამისოდ პოლიტიკური კომუნიკაციის სხვა არხები და სხვა, აღნიშნულ საქმეში ძლიერ გაწაფული, ადამიანები არსებობენ.
მიუხედავად იმისა, როგორ ვაფასებთ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ მოღვაწეობას, სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ძნელია მოძებნო ფიგურა, რომელსაც ქართულ ელიტაში უფრო ფართო კონტაქტები გააჩნია. მან, ასე თუ ისე, იცის სახელმწიფოთა პირველი პირების დონეზე თამაშის წესები (თავად თამაშობს თუ ვერა, სხვა საკითხია), სიტყვებისა და გარანტიების ფასი. შესაბამისად, ქართულ საზოგადოებამდე საკუთარი ხედვა რომ მიეტანა, ვლადიმერ პუტინი უკეთეს თანამოსაუბრეს, საეჭვო წარმოშობისა და პოლიტიკური ორიენტაციის დღევანდელ ქართულ ოპოზიციაში, ალბათ, ვერც იპოვიდა.
ლოგიკურია ისიც, რომ ბურჯანაძემ, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ბრიუსელსა და ვაშინგტონში გამგზავრება დაგეგმა. მნიშვნელოვანია, იმის ზონდირებაც, დასავლეთში რა რეაქცია მოჰყვება სავარაუდო ცვლილებებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში, ამას ელემენტარული წინდახედულობა მოითხოვს. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ იგი მიღებულ ინფორმაციას როგორც საზოგადოებას (ნაწილობრივ), ისე სხვადასხვა გავლენიან ჯგუფს გაუზიარებს.
მოსკოვში მისი ვიზიტის მთავარი განსხვავება ქართველი პოლიტიკოსების უკვე შემდგარი და დაგეგმილი ვიზიტებისგან “ნდობით აღჭურვილი დესპანის” ფუნქციის შეთავსებაში (ყოველ შემთხვევაში, ამის მცდელობაში) მდგომარეობს.
უბრალოდ, არსებობს სიტუაციები, როდესაც მედია და საიდუმლო დიპლომატიის არხები პოზიციების შესაჯერებლად საკმარისი არ არის.
ამ კონტექსტში მნიშვნელობა არ აქვს იმას, რამდენჯერ უწოდებენ ბურჯანაძეს “მოღალატეს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და რა ტონალობას ჩააქსოვს იგი პასუხად წარმოთქმულ “ლაჩრებში”. რა ვქნათ, ეს მათი ურთიერთობის სტილია. მთავარია ის მესიჯები, რომელსაც ბურჯანაძე ჩამოიტანს და არჩევანი, რომელსაც საქართველო გააკეთებს. ყველაზე პარადოქსული ამ უმძიმეს სიტუაციაში ის არის, რომ საქართველო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს. ზოგიერთ პოლიტიკოსს შე­საძლოა ერჩივნოს, რომ მის ნაცვლად ეს არჩევანი გარე ძალამ გააკეთოს, ახალი პირობები საქართველოს თავს მოახვიოს და, შესაბამისად, მას პიროვნული პასუხისმგებლობა აარიდოს. ეს, ალბათ, სხვა არაფერია, თუ არა ინტელექტუალური და ზნეობრივი ჩიხი, სუსტი ადამიანების უკანასკნელი, ფრიად ჩაბნელებული თავშესაფარი. რაც შეეხება ბურჯანაძეს... კომპიუტერული თამაშების მოყვარულები რომ იტყვიან: Mission accomplished. Level complete.
ფინური სახლი ვულკანის ფერდობზე
ემოციებსა და განცდებს ვერსად გავექცევით, თუმცა საერთაშორისო პოლიტიკაში ემოციებით ხელმძღვანელობა, იდეაში იგივეა, რაც სიმთვრალეში დანაღმული ველის გადალახვა.
მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მომენტში არჩევანის გაკეთება შეიძლება წარმოუდგენლად რთული ჩანდეს, მისგან გაქცევა და დამალვა უარეს შედეგს მოასწავებს. კრემლის წინადადებების ზუსტი შინაარსი უცნობია, თუმცა, პირველადი ნიშნების მიხედვით, მსჯელობა, ალბათ, იმის გარშემო მოგვიწევს, რასაც ტერმინი “ფინლანდიზაცია” მოიცავს.
ხელისუფლების მომხრეებს ძალიან უყვართ 1989-ში გამოსული ფინური მხატვრული ფილმი “ზამთრის ომი”. მართლაც, საგულისხმო ფილმია, თუმცა ისტორიის სახელმძღვანელო, ალბათ, უფრო საინტერესოა, რადგან იქ დაწვრილებით აღწერილია, რით დასრულდა ფინელებისთვის 1939-40 და 1941-44 წლების ომები.
საბჭოთა კავშირთან შეიარაღებული ბრძოლის დასასრულს ცხადი გახდა, რომ ფინეთმა დაკარგა ტერიტორიები, ათეულათასობით ახალგაზრდის სიცოცხლე და ომის გაგრძელების ყოველგვარი შესაძლებლობა. 400 000 ადამიანი (მოსახლეობის 12%) იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.
ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ფიქრი ტერიტორიულ გამთლიანებაზე ჰიპოტეტური კონფედერაციის ან ასიმეტრიული ფედერაციის ფარგლებში, ფინელებს ამის ფუფუნება ნამდვილად არ ჰქონიათ. მრავალწლიანმა თავგანწირულმა ბრძოლამ ქვეყანა ყოვლისმომცვე­ლი მარცხისგან ვერ იხსნა.
ამ შემთხვევაში ჩვენ განვიხილავთ არა უშუალოდ სამხედრო წინააღმდეგობის შეწყვეტის მომენტს, არამედ მისგან დროში ოდნავ დაშორებულ, მოსკოვთან ახალი ტიპის ურთიერთობების ფორმირების პერიოდს. პირველად ფინეთი ჩაება მწვავე კონფრონტაციაში კრემლთან ინგლის-საფრანგეთის დახმარების იმედით (ძირითადად), მეორე ჯერზე იგი გერმანიის მოკავშირე იყო, პრინციპში, ისიც შეეძლო, რომ რამდენიმე წლის შემდეგ “ცივ ომში” შეერთებული შტატების გვერდით დამდგარიყო და ბედი კვლავ ეცადა, მაგრამ ფინელებმა სხვა არჩევანი გააკეთეს.
მათ გააცნობიერეს, რომ უზარმაზარი მეზობელი არ გაჩერდება მანამ, სანამ ჩათვლის, რომ ფინეთის ტერიტორიიდან მას საფრთხე ემუქრება, ამიტომ ზემოთ ჩამოთვლილი სამი ვარიანტიდან პირველი აირჩიეს. შესაბამისად: ფინეთმა აღიარა, რომ მოსკოვის გან­საკუთრებული სტრატეგიული ინტერესების ზონაში შედის და შემდგომ ნაბიჯებს ამ ფაქტორის გათვალისწინებით გეგმავდა. ქვეყანა უარს ამბობდა მონაწილეობაზე სსრკ-ის წინააღმდეგ მიმართულ სამხედრო ბლოკებში, მეტიც დასავლეთ-აღმოსავლეთის ურთიერ­თობებში წარმოქნილი პრობლემებისგან მაქსიმალურ დისტანცირებას ახდენდა. მის ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებდნენ საბჭოეთის მოწინააღმდეგეთა პროპაგანდისტული და სადაზვერვო-დივერსიული ცენტრები, ფინელმა პოლიტიკოსებმა კონფრონტაციულ რიტორიკაზე უარი თქვეს.
ამის სანაცვლოდ ფინეთმა მიიღო მოსკოვის პრივილეგირებული ეკონომიკური პარტნიორის სტატუსი, რომელიც მისი კეთილდღეობისა და სწრაფი განვითარების ფუნდამენტი გახდა; ქვეყანამ სუვერენიტეტი (ცხადია, მას აბსოლუტურს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ასეთი რამ ბუნებაში საერთოდ ძნელი მოსაძებნია) შეინარჩუნა და ეროვნული ღირებულებების, საზოგადოების პლურალისტული მოდელის ერთგული დარჩა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც, ფინეთი ამ ურთიერთობების მთავარი პრინცი­პის ერთგული დარჩა - აღმოსავლელ მეზობელს არასდროს უნდა ეგრძნო, რომ ფინეთის ტერიტორიიდან მას შეიძლება რაიმე ტიპის საფრთხე დამუქრებოდა.
იყო კიდევ ერთი ნიუანსი: ახალ რეალობაში, პოლიტიკური ელიტის ერთგვარი გადახალისება უნდა მომხდარიყო, ის ადამიანები, რომლებიც ფინეთს საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში ხელმძღვანელობდნენ, ქვეყნის სათავეში, ცხადია, ვერ დარჩებოდნენ. მარშალმა მანერჰეიმმა, რიგმა მინისტრებმა და დეპუტატებმა ხელისუფლება ყოველგვარი ისტერიკის გარეშე დატოვეს. კრემლი ამით დაკმაყოფილდა და მათზე ნადირობა არ გამოუცხადებია.
პირდაპირი პარალელების გავლება არასწორი იქნებოდა, თუმცა გარემოებათა გარკვეული მსგავსება ნამდვილად შეინიშნება. რამდენად მისაღებია მსგავსი არჩევანი საქართველოსთვის? გვაქვს თუ არა სხვა, უკეთესი სცენარი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა უახლოეს მომავალში აუცილებელი გახდება.
რუსული რულეტკა თბილისურ კაზინოში
აღმოსავლელ მეზობელთან მეგობრული ურთიერთობების განვითარებაზე მიმართულ ჰელსინკის პოლიტიკას, “პაასიკივი-კეკონენის ხაზი” (ფინეთის პრეზიდენტები იყვნენ ერთმანეთის მიყოლებით) ეწოდებოდა. თვალი გადავავლოთ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, რათა დავადგინოთ, რამდენი პოტენციური “პაასიკივი” გვყავს აქტივში და ბარემ “კეკონენებიც” გადავთვალოთ.
პირველი (და მცდარი) შთაბეჭდილებით, ამ როლს თითქმის ნებისმიერი პოლიტიკოსი ერგება - ხელისუფლებისა (ცხადია, იგულისხმება რამდენიმე საკვანძო ფიგურა; დანარჩენები, თუ მათ 2-3 დღით უყურადღებოდ დატოვებენ, , ბალალაიკაზე დაკვრის ფესტივალსაც მოაწყობენ) და ალასანიას “ალიანსის” (პირობითად) წარმომადგენელთა გარდა, რომელთა პოლიტიკა, სავარაუდოდ, ისევ და ისევ “დიდი ამერიკული ავიამზიდის” შემოსვლის მოლოდინში დროის გაწელვას გულისხმობს, ოღონდაც უფრო ზრდილობიანს, ფურთხებისა და საფერფლეების სროლის გარეშე. ეს თამაში რისკის მნიშვნელოვან ელემენტს შეიცავს, რადგან ყველას მარშალ მანერჰეიმის დარად როდი შეუძლია, ზუსტად განსაზღვროს, როდის დადგება კრიტიკული მომენტი, რომლის შემდეგ რუსეთი არც არაფერს გვაცლის და აღარც გაჩერდება. საერთოდ, მოქმედება “ფინური სცენარით” შეიძლება იყოს ან პატიოსანი, ან - არანაირი, რადგან პარტნიორის მოტყუების მცდელობა ვერ დაიმალება და შესაბამის (შესაძლოა, ჯავშანსატანკო) ნაყოფსაც გამოიღებს.
თუმცა, ამ სცენარის ფარგლებში არანაკლებ საფრთხეს შეიცავს პოლიტიკური ძალა, რომელიც მოსკოვის მზარდ გავლენაში მხოლოდ საკუთარი მიზნების მიღწევის ინსტრუმენტს ხედავს. ამბიციებით შეზავებული მსგავსი მისწრაფებები რუსეთთან ურთიერთობის ახალ მოდელს დამატებით საფრთხეს შეუქმნის.
ზოგადად კი, ალბათ, მოსაძებნი გახდება პოლიტიკოსი - კომპრომისის ფიგურა, ავადმყოფური პირადი ამბიციების გარეშე, რომელიც ვითარებას მთლიანობაში დაინახავს, დაიცავს ბალანსს ელიტისა და საზოგადოების შიგნით და რუსეთ-საქართველოს შორის მიღწეული კონსენსუსის ერთგვარი გარანტი გახდება.
კარგი იქნება, თუ ამავე დროს დასავლეთის თვალში ნაგიჟარი წითელი კომანდანტეს იმიჯი არ ექნება.


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
ჯონდი გადამალეთ!


იმდენი ილაპარაკეს, პრეზიდენტი კაიფობსო, ანუ კულტურულ-სამედიცინო ენაზე რომ ვთქვათ, ნარკოდამოკიდებულიაო, შეწუხდა კაცი და პარლამენტარ დიმიტრი ლორთქიფანიძის ინიციატივა გაიზიარა: საჯარო მოსამსახურეებს ნარკოლოგიურ შემოწმებას ჩაუტარებენ ყველაზე თანამედროვე მეთოდით - თმის ღერის მეშვეობით.
ქვეყანა, რომელსაც ოფიციალურად 80 ათასი, ზოგიერთი მონაცემით კი 250 ათასი ნარკომანი ჰყავს, შეიძლება ითქვას, რომ დემოგრაფიული კატასტროფის ზღვარზეა და, თუ თევზის თავის შესახებ ანდაზასაც გავიხსენებთ, ძნელი მისახვედრი არ არის, თევზი საიდან... კაიფობს კი არა და, ყარს.
მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ ამ მდგომარეობამ პრეზიდენტიც კი შეაწუხა - კაიფობს ყველა და ყველგან - ერთ გუნდად და ცალ-ცალკე: ჩვენ ერთი გუნდი ვართ!
ამ გუნდში ხელისუფლება და ოპოზიცია წარმოუდგენელ ერთსულოვნებას იჩენს.
საოცარია პირდაპირ, რა თმის ღერით შემოწმება უნდა ნებისმიერ საჯარო მოსამსახურეს? აკი, ვანოს ყურები ყველას უსმენს და ვანოს თვალებს არაფერი გამოეპარებაო? რა, პრეზიდენტმა არ იცის, ვინ კაიფობს მის სახელისუფლო ვერტიკალში? თუ პრეზიდენ­ტიც... “კაიფობს” კი არა და, “გვეკაიფება”?
იცის, მაგრამ მაინც აცხადებს, რომ “ყველა საჯარო მოსამსახურე, დაწყებული მაღალი თანამდებობის პირებიდან, ნარკოტიკებზე შევამოწმოთ თანამედროვე ტექნოლოგიით, რომელიც უმტკივნეულოა და არადამამცირებელი, ასევე უშეცდომოც”.
პირველიც თვითონ ჩაიტარებს ნარკოტესტირებას - თმის ერთ ღერს გაიმეტებს, რომელიც უტყუარად დაადასტურებს, რომ “წვეთი სისხლი არ არის” მასში ჰეროინული.
ასოციაციურად გამახსენდა, რომ ასევე წვეთ სისხლს ვერ იპოვით მასში ჰეროიკულს.
ეძებეთ, თუ გნებავთ, მასში ჰეროიზმის წვეთი, ხოლო გიგი წერეთლის თავზე თმის ერთი ღერი “უმტკივნეულო და არადამამცირებელი ტექნოლოგიით” შესამოწმებლად.
ვერაფერს იპოვით, რადგან პრეზიდენტმა ნახა, რომ “მაინცდამაინც თმები არ ჰქონდა”, მაგრამ იქვე იმედი გამოთქვა, რომ “ისიც, ალბათ, მოიძიებს ერთ ღერ თმას და ჩააბარებს”.
პრეზიდენტის “ალბათ” იმას ნიშნავს, რომ გიგი წერეთელი თავზე თუ ვერა, სხეულის ნებისმიერ სხვა ადგილზე “მოიძიებს ერთ ღერ თმას”.
ხუმარა კაცია (მასხარაში არ აგერიოთ!) პრეზიდენტი სააკაშვილი და “წაეკაიფა” გიგი წერეთელს; იცის, რომ “ცუდად არ გაუგებს”. ერთხელ გადაცემა “პატრულიც” ეხუმრა (თუ ემასხრა) გიგის და საყოველთაო ტელედაჭერებისა და “მასკი-შოუების” ფონზე თბილისის საკრებულოს შენობის წინ გააფითრა.
ვისაც გიგის მაშინდელი სახე ახსოვს, დამეთანხმება, რომ წერეთელი ამ შემთხვევაში “დაგვიბარებს” კი არა და, სულ დაიპუტავს “ერთ ღერ თმას”!
მაგრამ რა ქნას ჯონდი ბაღათურიამ, როცა პარლამენტში არის უმრავლესობა, არის უმცირესობა და არის ერთი ჯონდი, ამ ჯონდის კი საქმე რთულად აქვს? პრობლემა აქაც თავშია, უფრო სწორედ თავზე, ჯონდის თავზე! მართალია, პრეზიდენტს არ გაახსენდა, მაგრამ თუკი ეს წესი სააკაშვილმა “წესად დარგო”, მაშინ “ყოველ დილას” მასაც ჰკითხავენ, რატომ არ მოიძია ერთი ღერი თმა, თორემ, “ვის რა არგო”, ამას რა კითხვა უნდა. ან რა აზრი აქვს.
ჯონდი კი ძალისხმევას არ დაიშურებს იმის დასამტკიცებლად, რომ სუფთაა და ცარიელი (თმისგან დაცარიელებული!) თავის მიუხედავად, ხელისუფლებას საღი გონებით უწევს ოპონირებას. მერე რა, რომ ნუგზარ ერგემლიძის მსგავსად მთელი ხელისუფლების “გასაპრავებელი” ქოჩორი არა აქვს, ერთ ღერს ესეც მოძებნის.

ბონდო მძინარაშვილი

P.S. ისე, რა საოცარია: ხელისუფლებაში ყოფნისას ყველას თვალზე ლიბრი აქვს გადაკრული და იქიდან როცა ააძუძგინებენ, მაშინვე მზერა დაეწმინდებათ და აღმოაჩენენ, რომ პრეზიდენტი “კაიფშია”, “გვამური ლაქები” აქვს და რომ ამას სქლად წაცხებული ფერუმარილითაც ვეღარ ნიღბავს.


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
ნინო ბურჯანაძის "დიდი პოლიტიკა"
12.03.2010 12:23
"ექსპერტთა კლუბი"

"ექსპერტთა კლუბი" თავის ადრინდელ პუბლიკაციაში მიუთითებდა, თუ როგორ ახორციელებდა მოსკოვი საქართველოში საკუთარი პოლიტიკის დასაყრდენის ძიებას და ახალ–ახალი ფიგურების გაძლიერებას. ჩვენ ავღნიშნავდით, თუ როგორ გათვლებს აკეთებდა თავის დროზე კრემლი შევარდნაძეზე, იგორ გიორგაძეზე, ასლან აბაშიძეზე, ზურაბ ნოღაიდელზე, და ვსვამდით კითხვას, ვინ იქნებოდა შემდეგი.

კითხვა სავსებით ლოგიკურია, რადგან რუსეთის მცდელობები, ჩაერიოს საქართველოს შიდა პოლიტიკაში და შიგნიდან გატეხოს ციხე, მისი ისტორიული ხასიათში ზის. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კი დიდი ხნის ლოდინი არ დაგვჭირვებია, რადგან ჩვენი პუბლიკაცია ჯერ "გაციებულიც" არ იყო, როცა მოსკოვს საქართველოს პარლამენტის ექს–სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ მიაშურა.

გამგზავრების წინ, ქართული რადიკალური ოპოზიციის ლიდერმა დაგვიბარა – დიდი პოლიტიკის საკეთებლად მივდივარო. ჩვენ გადავხედეთ ქალბატონ ბურჯანაძის მიერ წლების განმავლობაში გაკეთებულ "პატარა პოლიტიკას" და შევეცადეთ გაგვეანალიზებინა, რატომ არ ეყო ამ "დიდ პოლიტიკოსს" პატარა საქართველოს პოლიტიკური სივრცე.

ქალბატონი ნინო ბურჯანაძე 15 წელზე მეტი საქმიანობდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, დაიწყო რა ექსპერტ–კონსულტანტის თანამდებობით 1992 წელს, როდესაც საქართველოში ომი მძვინვარებდა. მან ყველაზე კარგად უწყის რა დღეები გაიარა საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. 1995 წლიდან ის არის პარლამენტის დეპუტატი, ხოლო 2001 წლის ნოემბრიდან 2008 წლამდე ამავე პარლამენტის თავმჯდომარეა. შესაბამისად, თითქმის მთელი ეს პერიოდი ქალბატონი ბურჯანაძე არის ხელისუფლების მეორე პირი, თუიმასაც დავამატებთ, რომ ორჯერ პირველი პირის მოვალეობებსაც ასრულებდა და კარგად უწყის თუ როგორ ვითარდებოდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეობის პერიოდში ბურჯანაძეს ყოველთვის ახასიათებდა ხისტი, თუმცა დიპლომატიური პოზიცია რუსეთის მიმართ. მაშინ ის არ მალავდა, თუ ვინ იყო საქართველოს მტერი. არც იმას, რომ საქართველო ოკუპირებულ იქნა. ბურჯანაძის მაშინდელი გამონათქვამები ცხადყოფს, რომ ის ყოველთვის ცდილობდა საქართველოს ინტერესების დაცვას და ხანდახან, ერთი შეხედვით, მეტად მწვავე პოზიციაც ეკავა. ეს ეხება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის პროცესს, საქართველოდან რუსი "მშვიდობისმყოფელების" გაყვანას, რუსულ ემბარგოს და ა. შ.

2002 წლის 20 მარტს, ქ-ნ ნინო ბურჯანაძის პარლამენტის თავმჯდომარედ ყოფნის პერიოდში, მიღებულ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ: "აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებული დსთ-ის კოლექტიური სამშვიდობო ძალები ვერ ახორციელებენ მანდატით დაკისრებულ მოვალეობებს,

აფხაზეთის ტერიტორია უკონტროლოა და გადაქცეულია საერთაშორისო ტერორისტებისა და ექსტრემისტების თავშესაფრად, ნარკობიზნესისა და იარაღით ვაჭრობის ზონად.,

აფხაზეთის ტერიტორიაზე უკონტროლო და რუსეთის აღურიცხავი სამხედრო შეიარაღების პირობებში კვლავ გრძელდება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სეპარატისტული რეჟიმისათვის მძიმე ტექნიკისა და შეიარაღების გადაცემა. ვითარებას უკიდურესად ამწვავებს ასევე აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება, რაც რუსეთის დაუფარავი მცდელობაა ,,საკუთარი მოქალაქეების,, ინტერესების დაცვის მოტივით ჩაერიოს საქართველოს შინაურ საქმეებში.,

გუდაუთის სამხედრო ბაზიდან ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულებით შეთანხმებული მძიმე შეიარაღების გატანის მიუხედავად, რუსეთის მხარემ არ შეასრულა ეუთო-ს სტამბულის 1999 წლის სამიტის გადაწყვეტილებით ნაკისრი ვალდებულება გუდაუთის ბაზის გაყვანასა და დახურვასთან დაკავშირებით...".

ამასთან დაკავშირებით იმავე დღეს პარლამენტის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, რომელსაც ნინო ბურჯანაძე აწერს ხელს, ნათქვამია, რომ "საქართველოს პარლამენტი აღშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის მხრიდან ბოლო დროს გაძლიერებული ანტიქართული პროპაგანდის გამო ...", რომელიც "..წარმოადგენს დაუფარავ მუქარას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, მის საშინაო საქმეში უხეშად ჩარევის მცდელობას და იმის დემონსტრირებას, რომ რუსეთი საქართველოს განიხილავს არა მეგობარ, დამოუკიდებელ ქვეყნად, არამედ საკუთარი გავლენის სფეროდ...". ამასთან, მკაცრად აკრიტიკებს რა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ცალმხრივი, საქართველოს ოფიციალური მთავრობის გვერდის ავლით პირდაპირი ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით რუსეთის სათათბიროს მიერ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოს პარლამენტი აცხადებს, რომ რუსეთის ეს ნაბიჯები "...ეწინააღმდეგება როგორც სახელმწიფოებს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის პრინციპს, ისე საყოველთაოდ აღიარებულ საერთასორისო სამართლის ნორმებს. ამგვარი ტიპის განცხადებები შესაძლებელია აღქმული იქნეს მხოლოდ როგორც პოლიტიკური ფონის მომზადება საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელებისათვის... საქართველო მომავალშიც საკუთარი კანონიერი ინტერესების შესაბამისად იმოქმედებს და არ დაუშვებს თავის საშინაო საქმეებში ჩარევას, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას...".

იმავე წლის აგვისტოში საქართველოს პარლამენტმა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროსა და ფედარაციის საბჭოს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც რუსეთის ოფიციალურ ხელისუფლებას კონსტრუქციულობისაკენ მოუწოდებს, ამასთან საკმაოდ მკაცრ შეფასებებს აძლევს რუსეთის საჰაერო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიების დაბომბვის ფაქტს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების უკანონო პროცესს. მიმართვაში ნათქვამია, რომ "საქართველოს პარლამენტი უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამს 2002 წლის 23 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიის ბარბაროსული დაბომბვის გამო, რომლის შედეგადაც დაიღუპა და დაიჭრა მშვიდობიანი მოსახლეობა...

რუსეთის არაკონსტრუქციულობის შედეგია გაეროსა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ აფხაზეთის სტატუსის შესახებ შემუშავებული პროექტების განხილვისა და მიღების ბლოკირება. რუსეთის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უვიზო რეჟიმის შემოღება საქართველოსთან შეუთანხმებლად წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევას და ფაქტობრივად არის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ანექსიის მცდელობა. ფარული ანექსიის მცდელობად შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისათვის დაჩქარებული წესით რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მინიჭება. ამ რეგიონების მოსახლეობის 80% საქართველოს კანონმდებლობის უგულველყოფით უკვე რუსეთის მოქალაქეა...". ამ მიმართვაში საქართველო გამოხატავდა სრულ მზადყოფნას რუსეთთან ეწარმოებინა კონსტრუქციული დიალოგი, რათა შექმნილი ვითარება არ გადაქცეულიყო "...ამ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური დაძაბულობის, ერთმანეთის მიმართ აგრესიულად განწყობისა და ურთიერთობათა შეწყვეტის საფუძვლად".

და ეს ყველაფერი 2002 წელს ხდება. ანუ ქალბატონი ნინო ამ პოზიციაზე პარლამენტის თავმჯდომარის რანგში ჯერ კიდევ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს იყო და თავისუფლად შეუძლია დაიტრაბახოს, რომ დღეისათვის უკვე ოფიციალურად ოკუპანტად შერაცხულ რუსეთთან საერთაშორისო დონეზე ყველაზე ადრე აწარმოებდა პოლიტიკურ-დიპლომატიურ ომს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპეპბს იცავდა.

ჩვენ შეგნებულად მოვიყვანეთ 2002 წლის პარლამენტის დადგენილები, ვინაიდან მაშინ ქალბატონი ნინო პარლამენტს შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდში ხელმძღვანელობდა და ჯერ კიდევ იმ დროს სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი რუსეთთან მკვეთრი განცხადებების ფონზე ხისტი პოლიტიკის წარმოებას. 2003 წლიდან მოყოლებული, უკვე დღევანდელი მთავრობის მმართველობის პერიოდში, ნინო ბურჯანაძეს არ შეუცვლია თავისი რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში, რომელიც არაკლები სიმწვავით გამოირჩეოდა.

ბურჯანაძე ყოველთვის უწევდა წინააღმდეგობას რუსეთის ხელისუფალთ ქართული ჯარის მშენებლობასთან დაკავშირებით. "...არავის არ ეხება, რამდენს დავხარჯავთ ჩვენი ჯარის მშენებლობაზე. ჩვენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ვმოქმედებთ. საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მას უნდა გააჩნდეს თავისი ჯარი. ბოდიში მაგრამ, რატომ უნდა ჰქონდეს რუსეთს ატომური იარაღი, და საქართველოს არ უნდა ჰყავდეს საკუთარი ჯარი, რომელიც მის ინტერესებს დაიცავს?... არსებობს წითელი ხაზი – საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მისი პოლიტიკური ორიენტაცია. და ჩვენი პოლიტიკური ორიენტაცია – ვიყოთ ნატო–ში და ევროკავშირთან უფრო ახლოს – სრულებითაც არ ნიშნავს რუსეთთან ცუდ ურთიერთობებს. სწორედაც რომ პირიქით", – აცხადებდა ბურჯძანაძე 2006 წელს თავის ინტერვიუში რუსული გამოცემისთვის "Новые Известия".

2006 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება კონფლიქტის რეგიონებიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით, რასაც დიდ პოლიტიკაში უზარმაზარი გამოცდილების მქონე ბურჯანაძემ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და თავის განცხადებაში არ მორიდებია რუსეთის მისამართით მკვეთრი შეფასებების გაკეთებას. ამასთან, კრემლის პოლიტიკა ორმაგ სტანდარტებში, საერთაშორისო ნორმების დარღვევაში, საქართველოს ტერიტორიების თანმიმდევრული ინკორპორირების პოლიტიკის გატარებაში დაადანაშაულა და დაგომისის ხელშეკრულების დენონსაცია მოითხოვა.

მას მიაჩნდა, რომ სეპარატისტული რეგიონების სტატუსის განსაზღვრის საქმეში რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო, და რომ ეს საქართველოსა და საერთაშორისო საზოგადოების გადასაწყვეტი იყო. "მე ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის გადასაწყვეტი არაა, მე კი არ ვფიქრობ, მე ამაში დარწმუნებული ვარ", – აცხადებდა 2006 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მოუწოდებდა რუსეთს, თუ მას კოსოვოს მოდელი მოსწონდა, გამოეყენებინა ის საკუთარ ტერიტორიაზე.

2006 წელს ბურჯანაძეს არც ქართველთა მასიური დეპორტაცია გამორჩენია მხედველობის არედან. 2006 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ კომერსანტისათვის მიცემულ ინტერვიუში ბურჯანაძე მკაცრად აკრიტიკებს რუსეთის ნაციონალისტურ პოლიტიკას საქართველოს მიმართ. მისი თქმით " Из грузин вылепили образ врага, идет настоящая травля. Создается впечатление, что все, что связано с грузинами, носит криминальный характер. То, что сейчас происходит в России, это позор. У меня ощущение, что кто-то в России специально рвет последние ниточки, которые нас связывали". ეს "кто-то" კი მაშინ პუტინი იყო, რომელმაც ქართველების მასიურ დეპორტაციაზე გასცა ბრძანება, რის გამოც ქართველებს მთელი რუსეთის ტერიტორიაზე სადარბაზოებშიც კი დასდევდნენ. რუსეთის სპეცსამსახურები იქამდე დაეშვნენ, რომ ქართველი ბავშვების აღწერა სკოლებსა და საბავშვო ბაღებში დაიწყეს. არაფერს ვამბობთ თვითონ დეპორტაციის დამამცირებელ მექანიზმებზე, მაგრამ არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმ ფაქტებს, როდესაც პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარის გამო რამოდენიმე ქართველი სამშობლოში ცინკის კონტეინერით ჩამოასვენეს. ყოველივე ამის შემდეგ სწორედ ამ სადამსჯელო აქციების ავტორთან, რომლისთვისაც საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლესაც ჩალის ფასი აქვს, "დიდი პოლიტიკის საწარმოებლად" ბურჯანაძე ქედმოხრილი, დამნაშავის სტატუსით ჩადის და ადრე გაკეთებულ შეფასებებს პრაქტიკულად ანულირებას უკეთებს.

საინტერესოა ასევე რუსეთის მიმართ ბურჯანიძის პოზიცია უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში. კერძოდ, პუტინის პოზიცია საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებების წარმოებასთან დაკავშირებით ბურჯანაძისათვის მიუღებელი იყო. 2008 წლის 16 აგვისტოს ერთ-ერთ რუსულ გამოცემას მოყავს ქალბატონი ნინოს სიტყვები: "Заявления России, что она не будет говорить с законно избранным президентом Грузии, выходят за рамки международного права. Это неуважение к выбору грузинского народа".

ამ სიტყვების მერე გაკვირვებას იწვევს ის გარემოება, თუ როგორ ლანძღავს ბურჯანაძე საქართველოს მტრების გასახარად ქართველი ხალხის მიერ კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს და მთავრობას.

საინტრესოა ასევე ბურჯანაძის შეფასებები და პოზიცია, რაც მან 2008 წლის 19 ნოებბერს ევრონიუსისათვის მიცემულ ინტერვიუში დააფიქსირა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო ინტერვენციას ბურჯანაძემ მაშინაც კი, როდესაც მთავრობას ოპოზიაში ედგა, მკვეთრად უარყოფითი შეფასება მისცა : "Россия направила армию в суверенную страну, нарушив границы суверенной страны, нарушив суверенитет и территориальную целостность страны, которая является членом Объединенных Наций... Народ сплотился в Грузии в настоящий момент против русской агрессии и, конечно, люди сплотились вокруг президента в момент, когда Россия пыталась изменить режим, потому что это не дело России решать, кто должен быть президентом нашей страны, только грузины сами могут решать, кто может говорить от лица населения Грузии. Такого права нет ни у России, ни у кого либо другого!". საინტერესოა, თუ ბურჯანაძე, როგორც ეს მან ტელეეთერში პირდაპირ განაცხადა, პასუხს აგებს თავის ყველა გამოთქმულ სიტყვაზე, მაშინ რისთვის ჩავიდა იმ ქვეყანაში და შეხვდა იმ პირებს, რომლებიც დაუფარავად აცხადებენ, რომ მათ მთავარ მიზანს სააკაშვილის მთავრობის შეცვლა წარმოადგენს!

დღეისათვის ნინო ბურჯანაძე, ცდილობს რა დაიბრუნოს დაკარგული ადგილი საქართველოს პოლიტიკურ არენეზე, მიდის ყველაფერზე - პირდაპირ დიალოგს მართავს იმ ხალხთან, რომლებმაც საქართველოს ანექსიაზე უშუალო ბრძნება გასცეს და ქვეყნის სრული დაპრყრობის გეგმებს ხვეწენ. ამ გეგმებში კი პოლიტიკური ძალაუფლების მანიით შეპყრობილ და ე.წ. ოპოზიციაში გადასულ ძველ პოლიტიკოსებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ. ამ მხრივ, ნოღაიდელის მიერ კრემლისაკენ გაკვალულ გზაზე საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანის გამოჩენას თვითონ რუსი ექსპერტები როგორც საქართველოში მათ პოლიტიკურ კრახს და საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ადგილების შენარჩუნებისათვის მოკავშირეების რუსეთში ძებნას აფასებენ. კერძოდ, რუსეთის პოლიტტექნოლოგიების ცენტრის დსთ-ს განყოფილების ხელმძღვანელის სერგეი მიხეევის განცხადებით საქართველოს დღევანდელმა მთავრობამ დასავლეთის სრული მხარდაჭერა მოიპოვა და ამ მიმართულებით ოპოზოციურ ძალებს საქართველოში დასაყრდენი არ აქვთ. ანუ დასავლეთი განუხრელად უჭერს მხარს არსებულ ხელისუფლებას და მისი ვადამდელი, მითუმეტეს არალეგიტიმური გზით შეცვლაში მათ დასავლეთის მხარდაჭერაზე არც უნდა იოცნებონ. «Грузинская оппозиция ищет поддержки у России, поскольку официальная власть Грузии окончательно монополизировала поддержку Запада. Думаю, оппозиции бесполезно искать силы и средства в Турции, на Украине или где-либо еще, кроме России» - აცხადებს მიხეევი.

ექსპერტის აზრით, საქართველოს ოპოზიციური ძალების პერსპექტივები ძალზედ ბუნდოვანია. რუსეთმა საბოლოოდ დააფიქსირა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების უკან გაწვევას არ აპირებს და ასეთ ვითარებაში თუ რაზე ილაპარაკებს ბურჯანაძე კრემლში გაურკვეველია. მიხეევის აზრით, ბურჯანაძე მომავალი პოლიტიკური ბრძოლის წარმოების მიზნით რუსეთში მოკავშირეების ძიების მოსინჯვას გეგმავს.

რუსეთში მხოლოდ მიხეევი როდია იმ ექსპერტებსა და პოლიტიკოსების რიგში, რომლებიც სიფრთხილით ეკიდებიან ბურჯანაძის ვიზიტს. მაგალითად, ვლადიმირ ჟირინოვსკი თვლის, რომ ბურჯანაძე მოსკოვში არ უნდა ჩასულიყო. "არ არის საჭირო კრემლის კარებზე კაკუნი. მე მივესალმები საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების აღდგენას, მაგრამ თქვენ გინდოდათ თავისუფლება და დამოუკიდებლობა. თქვენ გყავთ კარგი პრეზიდენტი – მიხეილ სააკაშვილი, და ოპოზიციის წარმომადგენლებს არ სჭირდებათ ერთი მეორის მიყოლებით რუსეთში ჩამოსვლა და მუხლმოდრეკა", – განაცხადა ჟირინოვსკიმ. მან ფაქტიურად პირდაპირ მიუთითა ქართულ ოპოზიციას, რომ კრემლი თუ დაეხმარება მათ, მხოლოდ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სანაცვლოდ.

რუსულ შოვინისტურ პოზიციას უფრო ფართოდ ხსნის რუსი ისტორიკოსი, პოლიტოლოგი და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ვაშინგტონის მსოფლიო უსაფრთხოების ინსტიტუტის რუსეთისა და აზიის პროგრამების დირექტორი ნიკოლაი ზლობინი. თავის სტატიაში ის განიხილავს რა ქართული ოპოზიციონერების ვოიაჟს მოსკოვში – აკეთებს ანალიზს, თუ როგორ შეიძლება კრემლმა იხეიროს მათთან ურთიერთობით.

ექსპერტი განიხილავს ჩვენი ოპოზიციონერების ვიზიტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების ჭრილში და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბურჯანაძე და ნოღაიდელი ყველას არწმუნებენ, რომ ტერიტორიების დაკარგვა და აგვისტოს ომი მიხეილ სააკაშვილის ბრალია, საქართველოში არ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთს" შეელევა. არადა, მისი აზრით, რუსეთს სწორედ ასეთი პოლიტიკოსი სჭირდება საქართველოში. "საერთო ჯამში, რუსეთს არ სჭირდება საქართველოს ხელმძღვანელობაში ისეთი პოლიტიკოსები, რომლებსაც "სხვა მეთოდებით" უნდათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება. მას უფრო სჭირდება ისეთი პოლიტიკოსები, რომლებსაც ძალუძთ არა მარტო ახლანდელი პრეზიდენტის შეცვლა, არამედ ტერიტორიების დაკარგვასთან ქართული საზოგადოების შეგუება და მოსკოვთან ურთიერთობის აღდგენის პროცესის დაწყება შეუძლიათ", – აღნიშნავს ზლობინი და მწუხარებით იუწყება, რომ "ასეთი პოლიტიკოსი საქართველოში ჯერ არ არის".

მისივე აზრით, ბურჯანაძე და ნოღაიდელი არ არიან სააკაშვილის ოპოზიციონერები "საკითხში, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთისთვის და სტაბილურობისთვის სამხრეთ კავკასიაში". "თუმცა მათთან პირდაპირ დიალოგს შეუძლია შეარყიოს საქართველოს ეხლანდელი რეჟიმის პოლიტიკური ბაზა და მიიყვანოს იქ სიტუაცია პოსტაფხაზური თაობის პოლიტიკოსების გამოჩენამდე", – აბსოლუტურად ლაკონურად და კონკრეტულად გადმოსცემს ბატონი ზლობინი რუსეთის მზაკვრულ გეგმებს.

თუმცა, თუ ბურჯანაძის ერთ-ერთ ბოლო განცხადებას გავიხსენებთ, რომლის თანახმად "Политика игнорирования России руководством Грузии, безответственна", მისი მსოფლმხედველობის შეცვლა მაინცდამაინც გასაკვირი არ უნდა იყოს. თუმცა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პოლიტიკის იგნორირება უშუალოდ რუსეთის ხელისუფლებიდან მოდის და პუტინის პრეზიდენტობის პერიოდს ემთხვევა. მაშინ რუსეთის ამ პოლიტიკას თვითონ ბურჯანაძეც აკრიტიკებდა. ეტყობა მას საქართველოს მომავლის მიმართ წარმოდგენა რადიკალურად შეეცვალა და ამ მომავლას ისევ რუსული ჩექმის ქვეშ ყოფნაში ხედავს.

ამ ყველაფრის ფონზე აბსოლუტურად გაუგებარი ხდება ქალბატონ ნინო ბურჯანაძის ვოიაჟი მოსკოვში. ქალბატონი, რომელიც მუდმივად აღიარებდა რუსეთის მხრიდან საქართველოს ოკუპაციას და ტერიტორიების ანექსიას, დღეს თავს იკავებს ასეთი შეფასებებისაგან და "დიდი პოლიტიკის" გასაკეთებლად მტრის ბანაკში მიემგზავრება.

საქართველოში ამ ვოიაჟს მოჰყვა საკმაოდ დიდი ვნებათაღელვა. ასეა თუ ისე, გარკვეული ლუსტრაციის პროცესი მიმდინარეობს. მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს მთლიანობა არის უმაღლესი ფასეულობა, რა თქმა უნდა აკრიტიკებს ქალბატონ ნინოს, თუმცა არიან ისეთებიც, რომელებიც მზად არიან რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის საკითხი განიხილონ, თუნდაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე.


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
მაიკლ პრავიცა

დიდ მადლობას გიხდით ჯულია გორინის შესანიშნავი სტატიისთვის (”The blackmail of America”) იმის შესახებ, თუ როგორ აშანტაჟებენ ალბანელები კოსოვოს საკითხზე ამერიკის ხელმძღვანელობას. ასეთ ადეკვატურ პუბლიკაციებს ჩვენს მეინსთრიმულ მედიაში იშივიათად თუ შეხვდები

ჩვენი მთავრობის მიერ ინიცირებული კოსოვოს უკანონო აღიარება, დიპლომატიის ერთ-ერთ უდიდეს შეცდომად და ყველაზე სამარცხვინო ნაბიჯად იქცა. მისი შედეგები 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები, ბომბები მადრიდის მატარებლებსა და ლონდონის ავტობუსებში, ფორტ-დიქსზე თავდასხმის მცდელობა (კიდევ უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება) დღემდე მოგვყვება. ის რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა კოსოვოს განმათავისუფლებელ სამხედრო ძალებს ჯერ ნარკოტიკით მოვაჭრე და ტერორისტები უწოდა, შემდეგ კი უცბად შეცვალა პოზიცია და მათ მხარდაჭერას შეუდგა, ჩვენს ლიდერებზე ბევრს მეტყველებს. მათ არ აინტერესებდათ სამართლიანობა და მრავალწლიანი კონფლიქტის გადაწყვეტა, მათ უბრალოდ სერბებისთვის ტერიტორიის მოპარვა სურდათ იქ აშშ-ს უზარმაზარი სამხედრო ბაზის განთავსებისთვის ამერიკის საზღვრებს მიღმა (კემპ-ბონდსტილი), რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ და რომელიც იმავდროულად კოსოვოზე გამავალ ალბანურ-მაკედონურ-ბულგარულ ნავთობსადენს დაიცავს.

ალბანელი ტერორისტების მოთხოვნის შესრულებით, ჩვენ მსოფლიოს გავაგებინეთ, რომ ტერორიზმის საშუალებით შესაძლებელია სუვერენული სახელმწიფოების საზღვრების შეცვლა, საერთაშორისო სამართალი კი არაფერს ნიშნავს. ჩვენ ტერორისტებისთვის კომფორტული თავშესაფარი შევქმენით – ქვეყანა რომელიც ყოველთვის უუნარო, იზოლირებული, ღარიბი იქნება და სადაც მუსულმანი ექსტრემისტები და ანტი-დასავლური ძალები მრავლად მოიყრიან თავს. ჩვენ ამით საკუთარ ირედენტისტებსაც მივეცით მაგალითი.

მე ვისურვებდი, რომ პრეზიდენტი ობამა მიხვდეს, თუ რა ხდება სინამდვილეში კოსოვოში და გააუქმოს ჩვენს მიერ მისი აღიარება. მხოლოდ გულწრფელი კომპრომისი ორივე მხრიდან (და არამხოლოდ მრავალტანჯული სერბებისგან) ამ ძველი კონფლიქტის გადაწყვეტის შესაძლებლობას შექმნის. თუკი ალბანელები შეეცდებიან პრეზიდენტის შანტაჟს, რათა მას ამაში ხელი შეუშალონ, მას შეუძლია უბრალოდ ხელები დაიბანოს და ალბანელებს და სერბებს მისცეს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღწევის საშუალება.


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
რატომ აირჩიეს Foreign Policy-ის ჟურნალისტებმა ინტერვიუს ჩამოსართმევად მაინც და მაინც ეკა ტყეშელაშვილი, დაბეჯითებით ვერ გეტყვით. ალბათ, შესთავაზეს იმიტომ, რომ სააკაშვილის პროტეჟეა და, ალბათ, იმიტომაც, რომ მას აბარია საქართველოს უსაფრთხოების საქმე, უშიშროების საბჭოს მდივანია.
უკრაინელი ბებია მატარებლით მიემგზავრება, კუპეში ზის და გაჭირვეულებული ზანგი შვილიშვილის, რომელიც ნარინჯისფერი თავისუფლების ნაყოფია, დაწყნარებას ამაოდ ცდილობს. ხან ვაშლი მიაწოდა, ხან - სხვა ხილი. ვერაფერს გახდა. როცა სრულად ამოწურა საკუთარი ეკონომიკური შესაძლებლობა, გაშალა ხელები და ცხელი აფრიკიდან გადმონერგილ შავთვალას ეუბნება:
- ვიბაჩაი, ვნუჩკუ, ბანანივ ნემე! (ბოდიში, შვილიშვილო, ბანანები არ მაქვსო).
რაც არ არი, არ არიო.
ეგებ, სულაც ამ მიზეზით - შესაფერისის უყოლობის გამო, წარუდგინეს სიუზან გლასერს და ჯოშუა ქითინგს ეკა ტყეშელაშვილი.
გაწი-გამოწიე, ინტერვიუს მთავარი საკითხი ჩვენი ხელისუფლების პოზიციის გარკვევა იყო, როგორც ამათ ტერმინოლოგიაშია დამკვიდრებული, რუსეთთან მიმართებაში. ჰოდა, უპასუხა კიდეც ამ მიმართებასთან შესაბამისობაში:
“რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას არა მხოლოდ ტერიტორიული, არამედ - სამხედრო თვალსაზრისითაც”.
ჰოპა! დავიჭიროთ, არ გაგვებნეს ეს მარგალიტი, რომელიც უშიშროების საბჭოს მდივნის მრავალმხრივი განსწავლულობის პირველ მერცხლად გადმოფრინდა ამ გაზაფხულის პირზე!
პატივცემულო მდივანო, ბუნებაში არ არსებობს ცალკე ტერიტორიული და ცალკე სამხედრო ოკუპაცია. ოკუპაცია რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის ძალადობრივ დროებით დაკავებას ნიშნავს, როცა დამპყრობს საამისო სუვერენული უფლება არ გააჩნია.
მარცვალ-მარცვალ აკენკეს ჟურნალისტებმა მათ წინაშე უშურველად დაფანტული მძივის კონკრეტიკა და, მათ შორის, ეკა ტყეშელაშვილის სამხედრო-დიპლომატიურ სტრატეგიაში განსწავლულობის ასეთი ნიმუშებიც:
“ეს (გულისხმობს ოკუპაციას. - ა.ს.) სამხედრო დისლოკაციისთვის ძალიან მოსახერხებელი ადგილებია. მათ (რუსეთს გულისხმობდა. - ა.ს.) მარტივად შეუძლიათ კომუნიკაციის ხაზების გათიშვა, თუკი ოდნავ გადმოკვეთენ აფხაზეთს”.
რომელი ხაზების გათიშვაზეა ლაპარაკი, როცა მთელი ქვეყნის ბედი სასწორზეა შეგდებული: რას ნიშნავს “აფხაზეთის გადმოკვეთა”, თანაც ოდნავ, მაშინ, როცა მთელ ამ მხარეს აკონტროლებენ, და კიდევ - “ზემო აფხაზეთს” პლიუს გორამდე ჩამოღვენთილი ავანპოსტები, და, ღმერთმა არ ქნას, ყოველ წუთს შეუძლიათ არა მარტო “კომუნიკაციის ხაზების გათიშვა”, არამედ სრულმასშტაბიანი ოკუპაციაც “არა მხოლოდ ტერიტორიული”, არამედ “სამხედრო თვალსაზრისითაც”.
მაგრამ არ აკეთებენ, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა ტყეშელაშვილმა იცის - “მისი (კვლავ რუსეთზე ლაპარაკობს. - ა.ს.) მიზნები გაცილებით დიდი გახლდათ და იმაზე დიდიც კი, ვიდრე თავად საქართველოა (!) და ეს მიზნები ჯერ სრულად მიღწეული არ არის”.
დიდზე უფრო დიდის აჯაფსანდალი!
პატარა რომ გვეგონა, დიდი ყოფილა საქართველო. მთლად იმხელა არა, როგორიც რუსეთის მიზნებია, მაგრამ არც ისეთი პატარა, 20 პროცენტის დაკარგვის შემდეგ რომ დარჩა.
ერთ დროს საქართველოს ხელისუფლებაში მედოლე გვყავდა, მაგრამ ასეთი სისულელეები იმასაც არ დაუბრახუნებია.
არც ასეთი:
“საფრანგეთის მიერ “მისტრალის” რუსეთისთვის მიყიდვა “პოლიტიკური სიგნალია რუსეთისთვის (?!). პრობლემა არ არის ის, რომ მათ საქართველოს ტერიტორია აქვთ ოკუპირებული და კვლავ აგრესიული რიტორიკა აქვთ. ეს იმის სიგნალია, რომ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაცია შემდგარი ფაქტია”.
პრობლემა არ არისო, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია და, “მისტრალი” რომ არ გამოჩენილიყო, ვერ გავიგებდით, რომ “ოკუპაცია შემდგარი ფაქტია”.
ასე აზროვნებენ ვერშემდგარი პოლიტიკოსები, რომელთაც საქართველო ბანანის რესპუბლიკად აქციეს. იმ ბანანისა, რომელიც უკრაინელ ბებიას ზანგი შვილიშვილისთვის არ ჰქონდა


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Fri Jun 08, 2007 11:02 am
Posts: 613
ჩვენ ვინ მოგვცემს ბანანებს ეგეც საკითხავია!! ამერიკამ სასმელი წყალი რომ გამოგვიგზავნა ომის შემდეგ ალბათ განის რესპუბლიკა ბანანებით დაგევეხმარება ვაი ჩვენ პატრონს!!!
ხალხო რა გვეშველება!!!


პ.ს ვინაა ეს ტყეშელაშვილი ეკა კაცო რა მოხელე ნაჩალნიკია???


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
ეკა ტყეშელაშვილი არის სოფლელი თხა
მერაბიშვილის დაქალი.


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
შალვა ხაჭაპურიძე: საქართველოს ხელისუფლება აფინანსებს ავღანელ ტერორისტებს


"ჩვენ ვამზადებთ სარჩელს, რომელშიც ვადასტურებთ, რომ დარღვეულია კანონი პარტიების შესახებ, სადაც წერია, რომ, თუ პარტია ეწევა ომის პროპაგანდას, ის უნდა აიკრძალოს, პარტიის წევრებს ჩამოერთვათ ქონება და გადაეცეს სახელმწიფო ხაზინას. ბათუ ქუთელია არ იყო, ომისკენ რომ მოუწოდებდა ხალხს? "ნაცმოძრაობის" წევრები არ ეწეოდნენ საომარ რიტორიკას?

ჩემთვის ცნობილია, რომ ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია "ნაციონალური მოძრაობის" სახელზეა გაფორმებული, თავად პარტიის სახელწოდებაზე რომ არაფერი ვთქვათ. გურამ შარაძეს მოჰპარეს სახელი და მერე მოკლეს.

ამათ "ნაციონალები" კი არა, ნაცისტები ჰქვიათ. იყენებენ ჰიტლერის ფაშისტურ მეთოდებს. როგორც ჰიტლერს ჰქონდა ნაციონალურ-ფაშისტური ორგანიზაცია, ისე ამათ აქვთ ნაციონალურ-მიშისტური. მივმართავ მიხეილ სააკაშვილს, აიყვანოს მსოფლიოში 15 საუკეთესო ადვოკატი, რადგან მას ეს ნამდვილად დასჭირდება". განაცხადა "ჯორჯიან თაიმსთან" საუბრისას პარტია "გამარჯვებისთვის" თავმჯდომარემ შალვა ხაჭაპურიძემ.

_ როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას ოპოზიციური პარტიები იმიტომ ვერ უწევენ კონკურენციას, რომ ლიდერის პრობლემა აქვთ?

_ ბოლო ოცი წლის მანძილზე რომელი ლიდერიც გამოჩნდებოდა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა გზიდან მის ჩამოსაშორებლად, ან ფიზიკურად ანადგურებდნენ, ან მორალურად. ასე გაანადგურეს გია ჭანტურია, ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ზურაბ ჟვანია, ბადრი პატარკაციშვილი. ხელისუფლება ამჯერად იყენებს პრინციპს "დაყავი და იბატონე", რომელსაც, სამწუხაროდ, წარმატებით ახორციელებს. ოპოზიცია რომ ჭკვიანი იყოს, თავისივე მეთოდებით უნდა გაუსწორდეს სააკაშვილს, მაგრამ ამას რომ ვერ ახერხებს, კარგად ჩანს სააკაშვილის სიტყვებიდან, ოპოზიციას რომ თითი დაუქნია _ ჭკვიანად იყავით, ლუკმაპურის გარეშე არ დარჩეთო. რაც შეეხება ახლა გამოკვეთილ ლიდერს, ალასანიას, მას თავისი გზა აქვს და მიაჩნია, რომ მერის პოსტიდან მოახერხებს ცენტრალური ხელისუფლების დემონტაჟს. მას წარმატებას ვუსურვებ, მაგრამ მეეჭვება რამე გამოუვიდეს. ფაშისტური მეთოდებით მოქმედი ხელისუფლება ფლობს მოსახლეობის 45%-ს, პოლიციისა და ზოგადად, სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ხარჯზე. თუ ამას დავუმატებთ იმ უზარმაზარ თანხას, რაც ელიტარული კორუფციის შედეგად მოიპოვა, გამარჯვება განაღდებული აქვს.

_ ბატონო შალვა, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას არც ერთი მოსამართლისთვის არ დაურეკია. ჩვენთვის კი ცნობილი გახდა, რომ თქვენ იყავით ის მოსამართლე, რომელსაც ქუთაისის სასამართლოს თავმჯდომარეობის დროს ორჯერ დაგირეკათ და კონკრეტული მხარის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანა მოგთხოვათ.

_ თქვენი გაზეთის მკითხველს მინდა ვკითხო, თუ წარმოუდგენიათ აშშ-ის პრეზიდენტი, საფრანგეთის პრეზიდენტი ან ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოების ლიდერები გამოდიოდნენ და პარლამენტში საჯაროდ აცხადებდნენ, დამიჯერეთ, მე არასდროს არც ერთი მოსამართლისთვის არ დამირეკიაო! ასეთი განცხადება თავად პრეზიდენტებისთვისაა შეურაცხმყოფელი. კატასტროფაა, როცა ამას ამბობ. გამოდის, საზოგადოებაში სერიოზული ეჭვი არსებობს, რომ შენ ამას აკეთებ. თავის მართლების პოზიციაში ჩადგა სააკაშვილი. აბა, თუ არავის დაურეკია, მოსამართლე ჩემიას ცხონებული გვირგვლიანის პირადი ინტერესი გააჩნდა? აბსურდია, ხომ? მეორეც: ამბობ, არასდროს დამირეკია მოსამართლისთვისო. როგორ გეკადრებათ, ბატონო. გავახსენებ სააკაშვილს: როცა ქუთაისის სასამართლოს თავმჯდომარე ვიყავი, სააკაშვილი იყო იუსტიციის მინისტრი. ქუთაისში განიხილებოდა საქმე ტელეკომპანია "ოდიშთან" დაკავშირებით, რომლის დირექტორი იყო ზუგდიდის დეპუტატი. სააკაშვილმა დამირეკა და მითხრა: "ოდიში" ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადაწყვეტილება "ოდიშის" სასარგებლოდ უნდა იქნეს გამოტანილიო. მერე მოვიდნენ დროშებით და სასამართლოსთან აქცია ჩამიტარეს, კაბინეტში შემომივარდნენ. ამ ფაქტს თავად სააკაშვილი არ ესწრებოდა. როცა საქმეს გავეცანი, ვნახე, რომ ტელეკომპანია მართალი იყო. ტელეკომპანიას თურმე პოლიციელები შეუვარდნენ, დაარბიეს, მეპატრონეები სცემეს, ჟურნალისტებს კასეტები წაართვეს და სცემეს. სისხლის სამართლის საქმის აღძვრა-არაღძვრაზე იყო საუბარი და მეც შესაბამისად კანონიერი გადაწყვეტილება მივიღე, რომელიც უზენაესმა სასამართლომაც ძალაში დატოვა. ფაქტი ის არის, რომ სააკაშვილმა მართლაც დამირეკა. რატომ ამბობს, რომ მას მოსამართლისთვის არასდროს დაურეკავს? რაც შეეხება მეორე შემთხვევას, საპარლამენტო არჩევნებს, მაშინ ნინო ბურჯანაძე გადამდგარი იყო და ქუთაისში მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა კენჭს. ქალბატონმა დოდო შელიამ შემოიტანა სარჩელი სასამართლოში იმ მოტივით, რომ ნინო ბურჯანაძე იყენებდა სახელმწიფო რესურსს, ავტომანქანას, დაცვას, ბენზინს და, საარჩევნო კანონის შესაბამისად, ამ დარღვევისთვის იგი უნდა მოიხსნას არჩევნებიდანო. ბურჯანაძის წინააღმდეგ შემოტანილ სარჩელთან დაკავშირებით დამირეკა ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა, რევოლუციამდე 4-5 დღით ადრე და მითხრა: ბურჯანაძემ უნდა გაიმარჯვოსო. აქეთა მხრიდან, ანუ ხელისუფლების მხრიდან დაურეკია ერთ-ერთ მინისტრს. მე მისთვის არ მიპასუხია. შემდეგ სამხარეო პოლიციის უფროსმა მომიტანა თავისი მობილური, რომელზეც იგივე მინისტრი რეკავდა და მითხრა: შევარდნაძის დავალებაა, ბურჯანაძე უნდა მოხსნა არჩევნებიდანო. მე ვუთხარი: 5 წელია სასამართლოს თავმჯდომარე ვარ და ლადო ჭანტურიასაც კი არასდროს დაურეკია ჩემთვის.

_ ზოგიერთი ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლეებთან ზურაბ ადეიშვილი რეკავს...

_ არც ადეიშვილი რეკავს. ამ მოსამართლეებმა დარეკვის გარეშე იციან, თავიანთი სკამის შესანარჩუნებლად როგორი განაჩენი უნდა გამოიტანონ და, შესაბამისად, უკანონობას თავიანთივე სურვილით აკანონებენ.

_ თქვენ ზურაბ ადეიშვილის, ეკა ბესელიას მეგობარი იყავით... ზოგადად, თქვენი მეგობრები სულ სხვადახვა ბანაკში არიან...

_ ადეიშვილი რომ მოვიდა თანამდებობაზე, მაშინვე განაცხადა, კურსელებმა არ შემაწუხოთო და მერე სწორედ კურსელების გამწარება დაიწყო. ზაქრო ქუცნაშვილის მამა მან არ დაიჭირა? რაც შეეხება ბესელიას, ის თავიდანვე ოქრუაშვილთან იყო და მეგობრობის მიუხედავად, ჩვენ მხოლოდ რაღაც საკითხებზე შეგვიძლია შევთანხმდეთ, პარტიული გაერთიანება ვერ მოხდება.

_ პირველი ინიციატივა, რომელიც გაახმიანეთ, არის სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლთა მემორიალის დადგმა. შვილმკვდარი მამების გამოყენება ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის სპეკულირების საგანი გახდა, თქვენს შემთხვევაშიც იგივე ხომ არ მოხდება?

_ მტკივა ეს საკითხი და იმიტომ მინდა, შვილმკვდარი მამებისთვის რაიმე გავაკეთო. ვიღაცამ დილით ცუდ გუნებაზე გაიღვიძა და უდანაშაულო ბიჭები ჩაცხრილა, ეს როგორ უნდა შევარჩინოთ ხელისუფლებას? მერაბიშვილის უწყება მაგარიაო, მაგარი კი არა, მთხლეა. ქუჩაში დასდევს უდანაშაულო ხალხს და ხოცავს. თუ დამნაშავეა, აამუშავე ოპერატიული სამსახური და ცოცხალს მოსთხოვე პასუხი. აი, ეს არის სააკაშვილის "ნულოვანი ტოლერანტობა". ვინც არ მოეწონა შესახედად, ყველას ჰიტლერივით გაუსწორდა. შექმნა "გესტაპოს" მსგავსი პოლიტიკური პოლიცია. ციხეებს რიხიანად ხსნის და მიდით, ნახეთ, რა დღეში ჰყავს პატიმრები. ბოლო ერთი კვირის მანძილზე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ყველა პატიმარი გაილახა. ისინიც კი, ვინც სავარძლებში ისხდნენ და გადაადგილება არ შეეძლოთ, სიკვდილამდე მიიყვანეს ცემით.

_ თქვენ სერიოზულად "დაარტყით" ამერიკის საელჩოს. განაცხადეთ, რომ მას შემოქვს საქართველოში ნარკოტესტები უკანონოდ. არ გეშინიათ ასეთი თამამი განცხადებებისა?

_ მაქვს ინფორმაცია, რომ ნარკოტიკები დიპლომატიური ფოსტის მეშვეობით მოედინება საქართველოში, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს ამერიკის საელჩო. როდესაც აღნიშნული ინფორმაციის თაობაზე მივწერეთ შსს-ს, მათ დაგვიდასტურეს, რომ ნარკოტესტებით (რომელიც ნარკოტიკზე ძლიერი პრეპარატია) მათ პერმანენტულად ამარაგებს ამერიკის საელჩო. საქართველოში ნარკოტიკების 200 000 მომხმარებელია. თითოეული მათგანი დღეში მოიხმარს სულ მცირე 0,1 გრამს, ანუ წელიწადში 36, 5 გრამს, ხოლო თუ ამას გადავამრავლებთ 200 000 ადამიანზე, გამოდის, რომ საქართველოში 7, 3 ტონა ნარკოტიკი ბრუნავს.

საქართველოში ნარკოტიკი ავღანეთიდან შემოდის და, შესაბამისად, თანხაც ავღანელ ტერორისტებთან მიედინება. ვაცხადებ, რომ საქართველოს ხელისუფლება აფინანსებს ავღანელ ტერორისტებს. ჩვენი საზღვრები დაუცველია, შემდეგ კი გვიკვირს, რატომ მოიხსენიებენ საქართველოს ნარკოტრანზიტის ქვეყნად. ლარსის გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ, ზემოთ მოყვანილი ციფრები გასამმაგდება. საყურადღებოა ის გარემოება, რომ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ყველა კანონი შეიცვალა, ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულის თავის გარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ნარკოტიკების გამო დაკავებული 200 000 კაცი პოტენციურად ხელისუფლებამ თავის მხარდამჭერად უნდა გამოიყენოს. საპროცესო გარიგებებითა თუ სხვა მანიპულაციებით, მათ საარჩევნოდ კარგად გამოიყენებს.

ჟანა ასანიძე


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
ომი რომ ზოგიერთათვის მომგებიანი და სარფიანი საქმიანობაა, ცნობილი ფაქტია. მაგრამ, თუ იმისთვის გვინდოდა “დამოუკიდებლობა”, რომ ზოგი ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფალი ეროვნული ინტერესების საზიანოდ უზომოდ გამდიდრებულიყო – ეს უკვე კატასტროფაა არშემდგარი ქვეყნისთვის.
დავიწყოთ 2004 წლის ზამთარში სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველი დღეებიდან. სააკაშვილს უკვე 2003 წლის ზაფხულიდან ომი ჰქონდა გამოცხადებული აჭარის მმართველ ასლან აბაშიძისთვის. როდესაც აბაშიძის მრჩეველმა პროვოკაციული მსვლელობა მოაწყო თბილისის საკრებულოზე, რომელსაც სააკაშვილი მეთაურობდა. ხელისუფლებაში მოსვლის ორი კვირის შემდეგ მიშა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან გაემგზავრა და იმის გარანტიები მიიღო, რომ რუსეთის სამხედრო ბაზა არ ჩაებმებოდა აჭარის სამხედრო მოქმედებებში. თავის მხრივ რა გარანტიები მისცა სააკაშვილმა პუტინს, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ მოატყუა და პუტინმაც მას მატყუარა უწოდა.
სააკაშვილი არ მოერიდა სამოქალაქო ომის დაწყებას და ბათუმის შტურმისათვის მოემზადა. მაგრამ ქვეყნის ორი დანარჩენი მმართველი, ნინო ბურჯანაძე და ზურაბ ჟვანია, მოქმედების ასეთი განვითარებისათვის მზად არ აღმოჩდნენ და სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ. არადა, სააკაშვილი სისხლის ღვრისათვის მზად იყო.
საბედნიეროდ, პუტინმა შეასრულა სიტყვა და აჭარაში რუსეთის სამხედრო ნაწილები ნეიტრალურები დარჩნენ; ამასთან, მოსკოვიდან ჩამოფრინდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალჩინოსანი, იგორ ივანოვი და აჭარის “ლომი” დაარწმუნა, მას გაჰყოლოდა. ასლან აბა­შიძემაც კეთილგონიერება გამოიჩინა და საომრად განწყობილი თავისი ხალხი სახლებში გაუშვა, ხოლო აჭარა სისხლის ღვრას გადაარჩინა. სულ მალე კი ყარსის ხელშეკრულებით გარანტირებული აჭარის ავტონომია დე ფაქტო უქმდება, ხოლო აჭარას სააკაშვილი თავის საკუთრებად მოიაზრებს, თითქოს ის შუა საუკუნეების მაგალითზე მის მიერ დაპყრობილი თუ “განთავისუფლებული” ტერიტორია იყო.
თუ “განთავისუფლებამდე” აჭარაში უცხოელებს პრაქტიკუკლად ვერ ნახავდით და ეს სუფთა ქართული ტერიტორია იყო, დღეს ბათუმი დე ფაქტო თურქებისაა, როგორც ეს საუკუნეების მანძილზე იყო, ხოლო ქობულეთი – სომხების. შენდება პირდაპირი გზა სომხეთიდან, რათა მათი დიდი ხნის ოცნება ასრულდეს და შავ ზღვაზე პირდაპირი გასასვლელი მიეცეთ. აქვე მკითხველს შევახსენებ, რომ 1920 წელს სომხების სწორედ ამ მოთხოვნის გამო გაეროს წინამორბედმა “ერთა ლიგამ” არც ერთი ჩვენგანის დამოუკიდებ­ლობა არ სცნო, რასაც შედეგად მოჰყვა ბოლშევიკების მიერ ორივე ქვეყნის - საქართველოსა და სომხეთის - ანექსია!
აჭარის ხელში ჩაგდებიდან სულ ორიოდე თვე იყო გასული, სააკაშვილმა ახალი კონფრონტაცია რომ წამოიწყო, ამჯერად შიდა ქართლში. აქ, ერგნეთის ბაზრობის წყალობით, სადაც ქართველები და ოსები ერთად ვაჭრობდნენ, სიტუაცია სეპარატისტებთან, პრაქტიკულად, მოგვარებული იყო, ხოლო ცხინვალში ქართული ვალუტა – ლარი ტრიალებდა. გადასაწყვეტი იყო მხოლოდ რეგიონის სახელწოდება და მისი ავტონომიის დონე. მაგრამ სააკაშვილს ეს არ აწყობდა – მას უნდოდა “ძლევამოსილი” ომი, რომლის შანსი მას აჭარაში არ მისცეს. და სააკაშვილმაც, პირველ ყოვლისა, ერგნეთის ბაზრობა დახურა, რითაც მასზე ორიენტირებული ცხინვალის მოსახლეობა, პრაქტიკულად, მშიერი დატოვა, შემდეგ კი იქ ჯარები შეიყვანა. თუ რა სამარცხვინოდ დამთავრდა სააკაშვილის ეს მორიგი ავანტიურა, ყველას ახსოვს. საინტერესოა ერთი დეტალი - ამ კონფლიქტის დროს სააკაშვილი ირანში წავიდა, რითაც პუტინს მესიჯი გაუგზავნა – მე არაფერ შუაში ვარო, მაგრამ ეს თეთრი ძაფით იყო ნაკერი.
ამის შემდეგ სააკაშვილი ომისათვის მზადების ახალ ტაქტიკას იწყებს – ქვეყანას თავზე მოახვია უმაგალითო მილიტარიზაცია. ამერიკიდან შემოდის დიდი რაოდენობით ფული, რომელიც თუ როგორ დაიხარჯა, თითქმის არავინ იცის. სამაგიეროდ, სააკაშვილის ძმაკაცი და ნათელ-მირონი, უკრაინის პრეზიდენტი იუშჩენკო აგზავნის ჟანგიან ტანკებსა და უვარგის ტყვია-წამალს; რა ფასად – ეს ინფორმაცია უკვე ისტორიის კუთვნილებაა.
შემდეგი “საბრძოლო ქმედება” უკვე სვანებით დასახლებულ კოდორის ხეობაში მოხდა. ამ ტერიტორიაზე აფხაზები შესვლას ვერ ბედავდნენ, ვინაიდან მას სვან “მონადირეთა” 300-კაციანი რაზმი იცავდა. მაგრამ სააკაშვილმა იქ რეგულარული ჯარები გაგზავნა, სვანი მონადირეები განაიარაღა და ტერიტორიას “ზემო აფხაზეთი” უწოდა, რითაც აფხაზ სეპარატისტებს მადა გაუღვიძა. და მართლაც, აგვისტოს ომის დროს აფხაზებმა უბრძოლველად აიღეს იგი და “დამოუკიდებელ აფხაზეთს” მიუერთეს!
ამის შემდეგ უკვე რუსეთის წინააღმდეგ იწყება უმაგალითო ისტერია, რომლის კულმინაციაც იყო რუსეთის საელჩოს ოფიციალური თანამშრომლების დაპატიმრება. ისინი, როგორც ჩანს, დაზვერვის კვოტით იყვნენ იქ. მაგრამ ასეთი კვოტა მსოფლიოს ყველა ქვეყნის საელჩოში არსებობს, მათ შორის, დარწმუნებული ვარ, ჩვენთანაც. პრაქტიკა ასეთია – თუ ისინი არალეგალურ საქმიანობაზე დაიჭირე, ვადა ერთ კვირამდე უნდა მისცე, რომ ქვეყანა დატოვონ. მხოლოდ ირანში იყო, ისლამური რევოლუციის შემდეგ, ამერიკის საელჩო მთლიანად რომ აიყვანეს მძევლად და დიდხანს ჰყავდათ დატყვევებული.
როდესაც სააკაშვილმა რუსეთის საელჩოს თანამშრომლები დააპატიმრა, იმავე დღეს საელჩო მოულოდნელად დაცარიელდა, თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად თბილისიდან გაიქცნენ ისე, რომ პირადი ქონებაც კი დატოვეს. ამიტომ გავრცელდა ხმა, რომ პუტინმა ულტიმატუმი წაუყენა სააკაშვილს და თბილისის დაბომბვას შეჰპირდა, თუ დაკავებულებს არ გაათავისუფლებდაო.
ასეთ სიტუაციაში ომის თავიდან ასაცილებლად თბილისში სასწრაფოდ ჩამოფრინდა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. მან პატიმრები მაშინვე გაათავისუფლებინა და ერთ საათში თავისი თვითმფრინავით წაიყვანა. თუმცა სააკაშვილმა ეს შანსიც არ გაუშვა ხელიდან და კიდევ ერთი შოუ დადგა, მაგრამ ბრალი არავისათვის არ წაუყენებიათ. ასე გადავრჩით კიდევ ერთ ომს!
თურმე ყველაფერი წინ იყო: ბუშის ადმინისტრაციამ სეპარატისტული კოსოვოს “დამოუკიდებლობა” აღიარა. არადა, ეს ტერიტორია რუსეთის უახლესი მოკავშირის - სერბეთის განუყოფელი ნაწილია. შეურაცხყოფილმა პუტინმა მაშინვე განაცხადა, რომ უახლოეს ხანში რამე ანალოგიურს გააკეთებდა და ხელი აფხაზეთისა და ოსეთისაკენ გაიწოდა. სააკაშვილი უნდა მიმხვდარიყო, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ამას და რა საშიშროების წინაშე ვიყავით. მაგრამ რად გინდა - მას ვიღაც ამერიკელმა მაღალჩინოსანმა “გარანტია” მისცა, რომ ომის დაწყების შემთხვევაში დაეხმარებოდა (თუ ვინ იყო ეს, ბათუმში ა.წ. იანვარში საკმაოდ ნათლად გამოჩნდა, როდესაც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში წაგებულ კანდიდატს სააკაშვილმა გაურკვეველი დამსახურებებისათვის უმაღლესი ქართული ჯილდო გადასცა).
სააკაშვილმა შეასრულა დავალება და 2008 წლის 8 აგვისტოს შუაღამისას ცხინვალს რაკეტები დაუშინა, რაც დაფიქსირებულია ტალიავინის კომისიის დასკვნაშიც!
მაგრამ ჩვენს დიად მთავარსარდალს უკვე 10-ში დილით ნერვებმა უმტყუნა და მან ცეცხლის შეწყვეტას მოაწერა ხელი, ხოლო ორი დღის შემდეგ თბილისში გაღიზიანებულმა საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ მას საკმაოდ უხეშად უთხრა: ხომ ხედავ, აქ არც ამერიკელები მოდიან და არც ნატოს ჯარები, და ხელი მოაწერინა 6-პუნქტიან შეთანხმებაზე (ეს ყველაფერი მოყვანილია რონალდ ასმუსის ახლადგამოქვეყნებულ გახმაურებულ წიგნში.) მან (სარკოზიმ) გაახმოვანა ასევე ძალიან სენსაციური ფაქტი: როდესაც ის მოსკოვში მიდიოდა მედვედევთან ხელშეკრულების გასაფორმებლად, ამერიკის პრეზიდენტმა დაურეკა და უთხრა – ხელს რატომ უშლი, დაე, რუსები თბილისში შევიდნენო! მხოლოდ შემდეგ გაირკვა ამ თხოვნის მიზეზი – ბუშის პარტიის წევრი კენჭს იყრიდა პრეზიდენტის პოსტზე რუსეთთან კონფრონტაციის პლატფორმით (განსხვავებით ობამასაგან) და რუსები, რომლებიც იგოეთთან იდგნენ, თბილისში რომ შემოსულიყვნენ, მაშინ ბუშის და დიკ ჩეინის რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი გაიმარჯვებდა!
იმ დროს ევროკავშირის პრეზიდენტ სარკოზის საქართველოს ბედი, ცხადია, სულ არ აინტერესებდა – მას არ აწყობდა ის, რომ ამერიკის ახალი აგრესიული პრეზიდენტი გამოიწვევდა ევროპისა და რუსეთის დაპირისპირებას და, შესაძლოა, ომს. მაგრამ, აი, სწორედ სააკაშვილმა ვერ შეასრულა დიკ ჩეინის საშინაო დავალება და ორ დღე-ნახევარში მოაწერა ხელი კაპიტულაციას. თუმცა გორში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კუშნერთა გადაღებული კადრების შემდეგ, ეს არავის არ გაჰკვირვებია. ხოლო შეპი­რებული ამერიკული სამხედრო ხომალდები ბათუმს მხოლოდ ომის დამთავრებიდან 10 დღის შემდეგ მიადგნენ (ფოთში შესვლა ვერ გაბედეს – იქ რუსები იდგნენ, ხოლო ბათუმის აკვატორიას თურქეთის ესკადრა იცავდა). ეს ამერიკული სამხედრო ხომალდები რა­ტომღაც სასმელი წყლითა და პამპერსებით იყო დატვირთული, რითაც, ალბათ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების “განთავისუფლებას” შეეცდებოდნენ!
მაგრამ დადგა 26 აგვისტო და, სააკაშვილის მორიგი აგრესიული ბაქი-ბუქის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” “დამოუკიდებლობა” აღიარა. სამაგიეროდ, სააკაშვილმა გაზარდა იარაღის შემოტანა, ხოლო ბარამიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ახლა საქართველოს უფრო მეტი იარაღი აქვს, ვიდრე ეს აგვისტოს “პატარა ჭუჭყიან ომამდე” იყო (გაზეთ “ნიუ-იორკ ტაიმსის” ზუსტი დახასიათება).
შევაჯამოთ – უბრძოლველად დავკარგეთ კოდორის ხეობა (“ზემო აფხაზეთი”) და ახალგორის რაიონი. თვით ცხინვალში ჩვენი ჯარისკაცები გმირულად იბრძოდნენ, მაგრამ მოულოდნელად ოფიცრებისაგან მიიღეს ბრძანება სახლებში წასულიყვნენ; მერე კი რო­გორც “დეზერტირები” ისე გაასამართლეს. თუმცა წაგებული ომის შემდეგ სააკაშვილს თავისივე ოფიცრების შეეშინდა და გათამაშებული სპექტაკლის შემდეგ ბევრი პროფესიონალი სამხედრო დააპატიმრა.
სააკაშვილის კიდევ ერთი, ბოლო მეგობარი, პოლონეთის პრეზიდენტი კაჩინსკიც გვახსოვს, რომელიც ომამდე ხშირად იყო ხოლმე თბილისში, ხოლო 12 აგვისტოს სააკაშვილის გვერდით იდგა ტრიბუნაზე “გამარჯვების” სამარცხვინო პარადზე. შემოდგომაზე იგი კვლავ ჩამოვიდა საქართველოში და სააკაშვილმა რატომღაც ოკუპირებული ახალგორისაკენ წაიყვანა. და აქ მოულოდნელად სასტიკი სროლა ატყდა, მაგრამ სააკაშვილის დაცვა რატომღაც ინერტული იყო, ხოლო მიშა, რომელიც გორში შორეულ თვითმფრი­ნავს მიწაზე გართხმული თავისი დაცვის წევრთა სხეულების ქვეშ ემალებოდა, ამჯერად რატომღაც იღიმებოდა! აქ კი სწორედ პოლონელმა ჟურნალისტებმა გაახმოვანეს, რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლი იყო და მას შემდეგ ჩვენ კაჩინსკი აქ თვალითაც აღარ გვინახავს!
რა აწყობს სააკაშვილს? ცხადია, ის აფხაზეთისა და ოსეთის დამბრუნებელი ვერ და არ არის; თუნდაც იმიტომ, რომ ნატოს გენერალურმა მდივანმა სამიოდე წლის წინათ დააფიქსირა როგორც თბილისში, ისე ბრიუსელში: “ნატოში მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე მიგიღებთო!” შეიძლება სააკაშვილს ამისი ნამდვილად სჯეროდა 2008 წლის აგვისტომდე და ამიტომაც წამოიწყო ეს პროვოკაცია, მაგრამ თვით სააკაშვილისვე სიტყვებით, რომელიც მან ივლისში წამყვან ამერიკულ ჟურნალს უთხრა, ამ ომის შემდეგ როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ისე ნატოში გაწევრიანების პერსპექტივა პრატიკულად ნულის ტოლი გახდა.
ახლა ჩვენმა ძლევამოსილმა სარდალმა თვალი ავღანეთის ომს დაადგა, სადაც ამერიკელებს ძალიან სჭირდებათ ე. წ. “საზარბაზნე ხორცი”. მან მაშინვე იგრძნო, რომ აქ კარგი ფულის გაკეთების შანსია. მაგრამ ამერიკელები როგორც ავღანეთიდან, ისე ერაყიდან მალე გასვლაზე ალაპარაკდნენ. ასე რომ, ეს წყაროც მალე დაიხურება, თუ ისლამისტი ფუნდამენტალისტები საქართველოზე შურიძიებას არ გადასწყვეტენ.
აი აქ კი სააკაშვილს ნამდვილად აწყობს ახალი პატარა ომი, რის შემდეგაც რუსები მართლაც შემოვლენ თბილისში, ის კი გაიქცევა. ასე გახდება “დევნილი პრეზიდენტი”. თავისი ფული და ქონება საქართველოდან მან ჯერ კიდევ შარშან გაიტანა (ბათუმში ბევრს ახსოვს ეს ორი გემი), მაგრამ აქ ერთი სერიოზული პრობლემაა – მას, არაბული ქვეყნების გარდა, უკვე არსად აღარ იღებენ როგორც პრეზიდენტს. ბოლო რამდენიმე კვირაში მას ჰქონდა გაურკვეველი ვიზიტები კანადაში, გზად ლონდონში გაჩერებულა, ხოლო ორიოდე დღის წინათ რამდენიმე საათით სტამბოლში ჩასულა. არც ერთ ამ ქვეყანაში მას არც ერთი ოფიციალური პირი არ შეხვედრია, ისევე, როგორც ეს იყო შარშან მთელი წლის განმავლობაში.
აქ გავიხსენოთ ირანის ბოლო შაჰის ხვედრი 1979 წელს: მუჰამედ რეზა ფეჰლევი იყო ამერიკის ფავორიტი, მას ლამის ხელის გულზე ატარებდნენ. მაგრამ შემდეგ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევების, დემოკრატიის არ არსებობის და პოლიტიკური პოლიციის ტერორის გამო ამერიკელები მას განუდგნენ! უფრო მეტიც, ისლამური რევოლუციის დროს მისი ირანიდან გაძევების შემდეგ ის ამერიკაშიც აღარ შეუშვეს, ისევე, როგორც მთელ ევროპაში. ხოლო ბოლოს ცენტრალური ამერიკის რომელიღაც პატარა რესპუბლიკაში ეს უმდიდრესი კაცი პირწმინდად გაატყავეს და სიღარიბეში გარდაიცვალა.
ეს ჭკუის სასწავლებელი ისტორიაა და კარგი იქნება, ზოგიერთები სხვის შეცდომებზე სწავლობდნენ...

რამაზ კლიმიაშვილი


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
რუსეთში მცხოვრები არაერთი ქართველი ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებას ცდილობს, ეს ეხება სანკტ-პეტერბურგში მცხოვრებ ებრალიძეს და სხვებსაც. თქვენი აზრით, მოსკოვი მათზე ფსონს სერიოზულად დებს, თუ ესეც გარკვეული თამაშია?
_ ყველა ისინი იმისთვის ილტვიან ქართულ პოლიტიკაში დასამკვიდრებლად, რომ რუსეთის ფედერაციის ფინანსები მიიღონ. ის, რომ მათ ამის სურვილი აქვთ, ეს კიდევ არაფერს არ ნიშნავს. პუტინი მათ ისეთივე ზიზღით უყურებს, როგორც - ყველა მოღალატეს. პუტინმა ერთხელ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ადამიანებს მტრებად და მოღალატეებად ყოფს. მისი აზრით, მოღალატეები უფრო სახიფათონი არიან, ალბათ ამიტომაა, რომ პუტინს ისინი მთელი არსებით ეზიზღება. ხოდორკოვსკი იმიტომ კი არ ზის ციხეში, რომ მტერია, არამედ იმიტომ, რომ მას კრემლის გვერდის ავლით რუსეთის ნავთობისა და გაზის ზოგიერთ საბადოსთან დაკავშირებით ამერიკელებთან ხელშეკრულებების გაფორმება უნდოდა. შესაბამისად, პუტინი მას მოღალატედ მიიჩნევს.
მესმის, რომ მოსკოვში და რუსეთის სხვა ქალაქებში მცხოვრებ ქართველებს არ უყვართ სააკაშვილი და მისი მოწინააღმდეგეები არიან, ქმნიან საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და უნდათ “თავისი საქართველოს” შექმნა, მაგრამ მათ არ ესმით, რომ თუ ისინი ვინმეს ეზიზღება, ეს პირველ რიგში პუტინია. ასე იმიტომაა, რომ პუტინი მზვერავია და კარგად იცის, რა არის ღალატი. მას კარგად ესმის, რომ იმ ქართველების გამოყენება, რომლებიც სამშობლოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ, ლეგიტიმური, არჩეული სააკაშვილის წინააღმდეგ გამოყენება შეიძლება, მაგრამ ამის შემდეგ ისინი ისტორიის სანაგვეზე აღმოჩდებიან. ღალატის ერთხელ ჩამდენებს შეუძლიათ, ღალატი მეორეჯერაც ჩაიდინონ, ამიტომ მათი ფასი კაპიკია.
_ როგორ აფასებთ მოსკოვის აქტივობას, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კავშირები თბილისთან? საქართველოში კრემლის ამ მცდელობას დიალოგის აღდგენის იმიტაციად აფასებენ. . .
_ რა კავშირებისა და ხიდების აღდგენაზეა საუბარი, როცა თბილისში მხოლოდ კრემლის ემისრები ჩადიან. კრემლის ემისრები არიან ისინიც, ვისაც თბილისში მოსკოვიდან იწვევენ. რა კავშირების აღდგენაზეა საუბარი, როცა პუტინი ქვეყნის პრეზიდენტის უზრდელად მოხსენიებას არ ერიდება.
მთელი რუსული პოლიტიკა იმიტაციაა. გარდაქმნებისა და სხვა სახელმწიფოებთან ნორმალური ურთიერთობების პოლიტიკა რეალურად არ არსებობს. რუსეთში იმიტაცია არ არის მხოლოდ გაზისა და ნავთობის გაზსადენები, სხვა ყველაფერი სრული იმიტაციაა. ამიტომ ვამბობ - არანარი საფუძველი არა მაქვს ვირწმუნო, რომ კრემლს თბილისთან ურთიერთობების აღდგენა და რეალური დიალოგის დაწყება სურს.


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
ელიზბარ ჯაველიძე: ეს ხალხი არის ყოველგვარი უბედურების სათავე
ბოლო დროს (განსაკუთრებით უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ) საქართველოში პოლიტიკური პროცესები ისე ვითარდება, მარტივად რომ ვთქვათ, ვისი ვიოლინო ვის როიალშია, კაცი ვერ გაიგებს... მეტიც, პოლიტიკურ ძალთა შორის ნაირგვარი იარლიყების ჭრა-კერვისა და მწვავე ურთიერთბრალდებების კვალდაკვალ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის დღითიდღე, ალბათ, სულ უფრო ძნელია გარკვევა, ვინაა ჭეშმარიტად ქართული საქმის მკეთებელი და ვინ - “უცხო ქვეყნის მელაკუდა აგენტი”... არ მინდა, ყბადაღებულ თემას შევეხო, მაგრამ ეს სწორედ ის ვითარებაა, როცა ჰაერივით გვჭირდება კანონი ლუსტრაციის შესახებ, თუმცა ვიდრე ჩვენი ბედოვლათი კანონმდებლები ამ სანუკვარ ოცნებას აგვიხდენენ, ისღა დაგვრჩენია, ჩვენ თვითონ მოვახდინოთ ჩვენი ავისა და კარგის ლუსტრირება... გთავაზობთ ახალ რუბრიკას “ანტიქართული ათეული”, აქ ჩვენი რესპონდენტები შეეცდებიან, წარმოგიდგინონ ანტიქართულ, ანტიეროვნულ საქმიანობაში მხილებული ათი პოლიტიკოსი. ამჯერად ამ მეტად რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში მეგზურობას ცნობილი მეცნიერი და პუბლიცისტი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე გაგვიწევს.

- ბატონო ელიზბარ, დაგვისახელეთ ათი პოლიტიკოსი, რომლებიც მიგაჩნიათ, რომ ანტიეროვნულ პოლიტიკას ატარებენ.
- ბევრის დასახელება შეიძლება, მაგრამ, უპირველესად, რა თქმა უნდა, დავასახელებ მიხეილ სააკაშვილს, რადგან, დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, იგი ნიადაგ ცდილობს ქართული ეროვნული სულიერების, ქართული ტრადიციების, ქართული ყოფის, რწმენის გაჩანაგებასა და მოსპობას. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მისი “დიდი დამსახურებაა” ის, რომ ტერიტორიების ორი მესამედი დაკარგულია, სტრატეგიული ობიექტები გასხვისებულია და მთელი ეკონომიკური ბერკეტები გაყიდულია უცხოელ ინვესტორებზე, რის გამოც ჩვენი ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა...
მოკლედ, ამ კაცის მოღვაწეობა, მისი ყოველი ნაბიჯი, როგორც გითხარით, მთლიანად მიმართულია იქითკენ, რომ ქართველი ერის ცნობიერებიდან ერთხელ და სამუდამოდ წაიშალოს ყოველივე ეროვნული, ტრადიციული და, ამდენად, როცა ლაპარაკია ანტიქართულ საქმიანობაში მხილებულ ადამიანებზე, პოლიტიკოსებზე, რა თქმა უნდა, უპირველესად, სწორედ მიხეილ სააკაშვილი უნდა დასახელდეს;
შემდეგი ანტიქართველია ნიკა გილაური. არ ვიცი, მას ვინ პატრონობს და კონკრეტულად რა ძალა დგას მის უკან, მაგრამ, ამბობენ, რომ ის არ არის ქართველი (ალბათ, წარმომავლობას გულისხმობენ), თუმცა ამასაც რომ თავი დავანებოთ, მასზე გარკვეუ­ლი წარმოდგენის შესაქმნელად ისიც საკმარისია, რომ იგი აქტიურ პოლიტიკაში “კმარადანაა” მოსული. ამასთან, თავის დროზე ენერგეტიკის მინისტრობისას მან მოსპო და გაანადგურა ენერგეტიკა, შემდეგ ფინანსთა მინისტრობის დროს იყო ლაპარაკი იმაზე, რომ საკმაოდ დიდი თანხები მიითვისა... ახლა პრემიერ-მინისტრია და ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ სააკაშვილის ყოველი ნაბიჯი, მისი ყოველი ქმედება, როგორც რუსები იტყვიან, “გააპრავოს”...
ერთი სიტყვით, იგი სააკაშვილის მარჯვენა ხელია და, რა თქმა უნდა, მასაც დიდი წვლილი მიუძღვის იმ ანტიეროვნულ პოლიტიკაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და მთელი მისი გარემოცვა ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ატარებს;
ასევე დიდი წვლილი მიუძღვის დავით ბაქრაძეს, როგორც ქვეყნის მესამე პირს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელსაც ყოველგვარი წინააღმდეგობების გარეშე, უსიტყვოდ, მორჩილად ძალაში შეჰყავს რეალურად სააკაშვილის მიერ მიღებული, მისივე პირად ინტერესებს მორგებული კანონები. ეს არის კაცი, რომლის მიერ პარლამენტში არასოდეს თქმულა სიტყვა სამშობლო, არასოდეს უხსენებია ტრადიციები, ეროვნება და სხვ.;
შემდეგი ანტიქართველი გიგა ბოკერია “თავისუფლების ინსტიტუტის” პირმშოა, მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელიც იმთავითვე გამოირჩეოდა სიძულვილით ქართული კულტურისადმი, ქართული განათლებისადმი და ყოველივე ქართულისადმი. დღეს რომ განათლება საშინელ დღეშია, ამაში მას “დიდი დამსახურება” მიუძღვის, რადგან მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ თურმე ჩვენი განათლების სისტემა მოძველებულია და უნდა შეიცვალოს; ერთ-ერთმა პირველმა შეუტია ჩვენს ეროვნულ ფასეულობებს, ღირებულებებს. იგი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდანვე ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ, სადაც, რომელ სფეროშიც ფეხს შედგამდა, ყველგან ანალოგიური პოლიტიკა გაეტარებინა და დაპირისპირებოდა ქართულ სულიერებას, რომელიც ამ ხელისუფლებისთვის და პირადად მისთვისაც იმთავითვე წინააღმდეგობის კერად იქცა;
ვანო მერაბიშვილი, ჩვენი “ძმა და მეგობარი”, თავიდანვე სააკაშვილის მარჯვენა ხელი იყო... ახლა, მე მგონი, თვითონ გახდა “პირველი ხელი”.
იგი თავის გამოსვლებში ხშირად აღნიშნავს ხოლმე ამაყად, რომ მისი მინისტრობის დროს ქვეყანაში დანაშაულებათა რაოდენობა შემცირდა. ეს, რა თქმა უნდა, “სასაცილოა”, ვინაიდან, სწორედ მისი მინისტრობის დროს მოკლეს გურამ შარაძე (მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული საქმისთვის იბრძოდა), სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე, ზურაბ ვაზაგაშვილი და კიდევ უამრავი ადამიანი, რომელთა მკვლელობები დღემდე გამოუძიებელია.
ეს კაცი საზოგადოების თვალში სიკვდილთან, უბედურებასთან ასოცირდება, ვინაიდან იგი, როგორც სააკაშვილის სადამსჯელო რაზმების ხელმძღვანელი, ყველანაირად ცდილობს, რომ ხალხი მუდმივად დატერორებული ჰყავდეს, დაშინებული და, შესაბამისად, დამორჩილებული, რათა ვერავინ გაბედოს ხმის ამოღება იმ ანტიეროვნული, ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად მრავალი წინააღმდეგობისა, წარმატებით ახორციელებს;
შემდეგი ანტიქართველი აკაკი მინაშვილი გახლავთ - ადამიანი, რომელსაც თავი აქვს ძალიან დიდი, მაგრამ ჭკუა აქვს ვიწრო. ეს ყველაზე ნათლად მისი განცხადებებიდან ჩანს და ასევე - მის მოქმედებებშიც, რაც, ხშირ შემთხვევაში, ღიმილის მომგვრელიც კია.
ასე თუ ისე, ის მაინც სერიოზული გამწე ძალაა ხელისუფლების რიგებში, თუნდაც იმის გამო, რომ ყოველთვის აქტიურია და ასევე აქტიურად იბრძვის იმ დამანგრეველი რეფორმების წარმატებით გაგრძელებისთვის, რომელიც, კვლავ ვიმეორებ, მიმართულია ქართული სულიერებისა და თვითმყოფადობის წინააღმდეგ;
გოკა გაბაშვილსა და მამამისს საზოგადოება კარგად იცნობს, ვინაიდან ისინი პირველები მონაწილეობდნენ ეროვნული მთავრობის დამხობაში, ხოლო პირადად გოკა გაბაშვილი ცნობილია, როგორც ქართული კულტურის დამანგრეველი და გამანადგურებელი, რომელმაც კულტურის მინისტრობის პერიოდში ნოლზე დაიყვანა ყველაფერი, რაზეც კი ხელი მიუწვდა.
ის, რომ არ გამოდის “ლიტერატურული საქართველო”, მწერალთა კავშირს ჩამოართვეს შენობა; ის, რომ განადგურებულია ქართული მეცნიერება, უნივერსიტეტი, სწორედ გოკა გაბაშვილის “დამსახურებაა” და კიდევ უამრავი ასეთი ფაქტი, მოვლენა უკავშირდება მის სახელს;
გივი თარგამაძე იმთავითვე გამოირჩეოდა უზნეობით, ანტიქართველობით, ანტიეროვნულობით და ის ამას არც მალავდა. მისი განცხადებები (განსაკუთრებით 2007 წლის საპროტესტო გამოსვლებისდროინდელი) რომ ნახოთ, დარწმუნდებით, რომ ამ კაცს გული სავსე აქვს ბოღმითა და სიძულვილით; მისთვის უცხოა სიყვარული როგორც ქვეყნის, ისე ხალხის.
მის შესახებ ხმები დადის, ბევრი, ალბათ, ჭორია, ბევრიც - სიმართლე; რამდენიმე ხნის წინათ, მოსკოვსა და თბილისს შორის ტელეხიდი რომ შედგა, იგორ გიორგაძემ თქვა, რომ ეს კაცი შემჩნეულია პედოფილიაში. არ ვიცი, ეს რამდენადაა სიმართლე, მაგრამ, თავის მხრივ, იგორ გიორგაძეს სერიოზული კავშირები აქვს, ინფორმაციებზე ხელი მიუწვდება; ყოველ შემთხვევაში, ის ტყუილს არ იტყოდა.
ესეც რომ არ იყოს, გივი თარგამაძის სახელს უკავშირდება უამრავი, დღემდე ბნელით მოცული საქმე, დანაშაული; მათ შორის, თუნდაც ის, რაც ჩვენმა “დამკვირვებლებმა” ახლახან უკრაინაში გააკეთეს. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ თარგამაძე არა მხოლოდ ქართველი ხალხის სიძულვილითაა აღსავსე და არა მხოლოდ ქართველთა ნებას ებრძვის, არამედ სხვა ქვეყნებშიც ანალოგიური მიზნები ამოძრავებს, რის გამოც ის უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნილად;
დავით უსუფაშვილი არის კაცი, რომელმაც 9 აპრილის ტრაგედიიდან რამდენიმე დღის შემდეგ (როცა ქართველი ხალხი მასობრივად გამოდიოდა კომუნისტური პარტიიდან) დაწერა განცხადება და შევიდა პარტიაში. მაშინ მას ეგონა, კომუნისტები დაბრუნდებოდნენ და პარტიაში შესვლით, თავისი ჭკუით, კარიერას უმიზნებდა, მაგრამ შემდეგ, როცა მიხვდა, რომ საბჭოთა კავშირი იშლებოდა და კომუნისტებს მომავალი არ ჰქონდათ, ერთ თვეში ისევ დაწერა განცხადება და გამოვიდა პარტიიდან.
დღეს იგი “დასავლური ღირებულებების ერთგულია” და ცდილობს, მოგვაჩვენოს, რომ იბრძვის ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის...
თუ გვინდა, რომ დასავლურ ღირებულებებს ვეზიაროთ, ჯერ წაკითხული უნდა გვქონდეს დანტე, გოეთეს “ფაუსტი”, დასავლურ ხელოვნებას, ასე თუ ისე, უნდა ვიცნობდეთ. უსუფაშვილს და მის თანაგუნდელებს კი ამაზე წარმოდგენაც არ აქვთ და მათი ლიბერალიზმი, ანუ კოსმოპოლიტიზმი ორი სიტყვით ასე გამოიხატება - მე არად მიმაჩნია სამშობლო, მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ;
ამის თქმა შეიძლება ძმებ ბერძენიშვილებზეც. ორივე თავიდანვე შემჩნეული იყო ანტიქართულ ანტიეროვნულ საქმიანობაში. ცნობილია ისიც, თუ რა დამსახურება მიუძღვით მათ “რესპუბლიკური პარტიის” შექმნაში და შემდეგ რა დამსახურება მიუძღვის პირადად ლევან ბერძენიშვილს ამავე პარტიის წევრთა დასმენასა და დაჭერაში.
სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მან თავის წარმოჩენა დაიწყო ილია ჭავჭავაძის კიცხვით, მწერალთა კავშირის ლანძღვითა და იმით, რომ ყველას, ვისაც საქართველოზე გული შესტკიოდა, ფაშისტი უძახა. ერთი სიტყვით, სადაც კი რამე ქართული სულიერი გაჭაჭანდებოდა, ეს კაცი ყველგან და ყოველთვის ამბობდა, რომ ეს არის ფაშიზმი, ნაციონალიზმი და ა.შ.
დღეს იგი და ყველა მისნაირი ადამიანი საშიშია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ეზიზღებათ საქართველო და ყველაფერი, რაც ქართული საქმის კეთებას ხელს შეუწყობს.
მოკლედ, გაგრძელება კიდევ და კიდევ შეიძლება. ანტიქართული საქმის მკეთებელ პოლიტიკოსთა ნუსხა, სამწუხაროდ, ვრცელია, მაგრამ ეს ხალხი, ვინც მე ჩამოვთვალე, არის სათავე ყოველგვარი უბედურების, ყოველგვარი ანტიეროვნული წამოწყებებისა და ვფიქრობ, ჩვენ მათგან ჩვენივე სიმტკიცე თუ დაგვიხსნის, ჩვენივე მხნეობა და აქტიურობა. ამიტომ დღეს ყველა უნდა ვიყოთ ერთმუშტად შეკრული; მხოლოდ ასე თუ შევძლებთ, გავუძლოთ იმ განსაცდელს, რასაც მიხეილ სააკაშვილი და მისი ნაციონალური მოძრაობა ჰქვია.

ესაუბრა
ჯაბა ჟვანი


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Wed Aug 15, 2007 11:00 am
Posts: 771
აშშ-სა და მის ევროპელ პარტნიორებს საქართველოს საზღვრებთან რუსეთის სამხედრო სწავლებები აშფოთებთ. საუბარია ჩრდილოეთ ოსეთში ფართომასშტაბიან სწავლებაზე, რომლის ფარგლებშიც რუსეთმა რეგიონში დიდი რაოდენობით სამხედრო ძალა და საბრძოლო ტექნიკა გაგზავნა.
ევროპაში აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და ნატოს გაერთიანებული ძალების ხელმძღვანელმა ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ შეთანხმების შესრულებაზე გამოცხადებული მორატორიუმი მეტად საშიშია. კონგრესის წინაშე გამოსვლისას ადმირალმა ისიც თქვა, რომ რუსეთთან ორმხრივი სამხედრო კონტაქტები რთულად მიმდინარეობს, თუმცა, პოტენციური თანამშრომლობის სფეროები მაინც არსებობს.
ქართველი სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ ე.წ. ჩვეულებრივი შეიარაღების ხელშეკრულება ევროპის ქვეყნებს უწესებს რა რაოდენობით საარტილერიო, საბრძოლო თუ საავიაციო ტექნიკა უნდა ჰყავდეს თითოეულ ქვეყანას ამა თუ იმ რეგონში. მათი თქმით, რუსეთმა 2000 წელს ამ შეზღუდვებზე მორატორიუმი გამოაცხადა, თუმცა, ხელშეკრულებიდან არ გამოსულა. მათივე განმარტებით, როდესაც რუსეთი ამ ხელშეკრულებაში იყო, ყოველწლიურად ტარდებოდა ვერიფიკაცია - ინსპექტორები სხვადასხვა ქვეყნიდან აფიქსირებდნენ, თუ რომელ რეგიონში კონკრეტულად რა რაოდენობის სამხედრო ძალები და ტექნიკა იყო განლაგებული.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ, რეგიონში საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთსაც აქვს შეიარაღების თავის კვოტა. ამ შეთანხმებიდან გასვლა რუსეთს აძლევს შესაძლებლობას რეგიონში შეიარაღება გაზარდოს. მისი თქმით, ეს საერთაშორისო სამართლის დარღვევა იქნება.
"უსამართლო პირობებში აყენებს სამხრეთ კავასიის სამ რესპუბლიკას. ასეთი წვრთნებისას სამხედრო ძალებისა თუ ტექნიკის შემოყვანა რუსეთს საშუალებას აძლევს ჰქონდეს გადამეტებული და ჭარბი იარაღი, რითაც საფრთხეს შეუქმნის მთლიანად სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს. აქ ასევე საუაბრი შეეხება ჩრდილოეთ კავკასიაში სამჯერ გაზრდილ სამხედრო ძალებსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მშენებარე სამხედრო ბაზებს.
"ამ ფონზე აშშ გამოთქვამს შეშფოთებას და აცხადებს, რომ ბალანსის ასეთი დარღევა სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის სამხრეთ კავკასიის რესპუბლიკებსა და მათ უსაფრთხოებას. რამდენადაც სომხეთი რუსეთის სტარტეგიული პარტნიორი, საუბარი აქ პირველ რიგში შეეხება საქართველოს, შემდეგ აზერბაიჯანს.
"აშშ-ის ეს განცხადება გარკევულწილად არის მოწოდება რუსეთის მიმართ, ერთი მხრივ დაფიქრდეს ამ ხელშეკრულებაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე და მეორე მხრივ აიღოს ვალდებულება, არ მოახდინოს რეგიონის ჭარბი იარაღით მომარაგება. თუმცა ამ შემთხვევაში, აშშ-ს შეუძლია მხოლოდ მოუწოდოს და არანაირ სანქციასა თუ სადამსჯელო ღონისძიებებზე საუბარი არ არის. რუსეთმა ხომ თავად გამოაცხადა მორატორიუმი ამ ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ზრდის საფრთხეებს ჩვენი ქვეყნისათვის.
"რუსეთს შეუძლია ჩრდილოეთ კავკასიაში, აფახაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შემოიყვანოს დამატებითი სამხედრო ძალები, რაც კატასტროფულად ზრდის საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს. მოწინააღმდეგესთან ჩვენი ძალებით გამკლავება არ შეგვიძლია, ამიტომ მუდმივად აგრესიის მოლოდინის პირობებში ვიქნებით", - ამბობს სესიაშვილი.
ექსპერტი სამხედრო საკითხებში გიორგი თავდგირიძე მიიჩნევს, რომ საფრთხე საქართველოსათვის რეალურად არსებობს. მისი თქმით, საშტაბო-სამეთაურო სწვალებას, რომლის დროსაც არსებობს კონკრეტული ლეგენდები, მაგალითად, იყოს საქართველოში დისლოცირებული რუსული ჯარების მხარდაჭერა, ან საქართველოს აგრესიის შემთხვევაში საზღვარზე ძალების გადასროლა, უკვე ე.წ. მანევრის გარკვეული ფორმა. თავდგირიძე ამბობს, რომ ასეთი რამ გამიზნულია არა ბრძოლისუნარიანობის ასამაღლებლად და შედეგების დასაჯამებლად, არამედ რომელიმე მეზობელ ქვეყანაზე პოლიტიკური ზეწოლის მოსახდენად.
მისივე თქმით, როდესაც მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია საქართველოს საზღვრებთან სწავლებების შესახებ, პროვოკაციის საფრთხე საკმაოდ დიდია.
"როდესაც მესამე დამკვირვებელი ამას უყურებს, მისთვის საფრთხის შემცველია, რომ საქართველოს ხელისუფლებას შესაძლოა არ ეყოს მოთმინება და ალტერნატიული სწავლება გამართოს, ან ეჭვი შეიტანოს, რომ ეს ძალები არ გადმოვიდნენ საქართველოს ტერიტორიაზე და თავად გაგზავნოს საზღვართან გარკვეული ქვეგანაყოფები. შემდეგ კი ამავე ეჭვს რუსული ქვეგანაყოფების დაძვრა მოჰყვეს და ეს ყველაფერი გადაიზრდება პროვოკაციაში, რაც დამთავრდება სამხედრო კონფლიქტით.
"რუსეთთან რომ საზავო ხელშეკრულება გვქონდეს გაფორმებული, საქმე სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ ახლა ამ ქვეყანასთან საომარ მდგომარეობაში ვიმყოფებით. შესაბამისად, რუსული ქვედანაყოფის ნებისმიერი გადაადგილება ან სწავლება საქართველოს საზღვართან საბრძოლო მოქმედებების განახლების საფრთხეს, რა თქმა უნდა, შეიცავს.
"რაც შეეხება დასავლეთის პოზიციას, აშშ-სათვის შემაშფოთებელია ის, რომ რუსეთი წვრთნებს ატარებს საქართველოს საზღვრებთან და თანაც რეგიონში მსუბუქი შეიარაღების ხელშეკრულებით დასაშვებ კვოტაზე მეტი რაოდენობა ჰყავს. ეს ასეა იმის მიუხედავად, მონაწილეობს თუ არა რუსეთი ამ ხელშეკრულებაში. ამ მაგალითით, შესაძლოა, პოლონეთმა, რუმინეთმა, ბალტიისპირეთის ქვეყნებმაც დაიწყონ შეიარაღების გაძლიერება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ამ შემთხვევაში დაიწყება ე.წ. შეიარაღებული შეჯიბრება, რაც საბოლოოდ ამ შეიარაღების გამოყენებით დასრულდება.
"თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ რუსეთზე ზემოქმედების საშუალება მხოლოდ ასეთი განცხადებებია. მაგრამ აშშ-საგან ომის დაწყებასაც ნურავინ ელოდება. საამისოდ არსებობს ეკონომიკური ბერკეტები. ჩემი აზრით, ეს იქნება მთავარი. თანაც, რუსეთს არ აქვს საქმე ისე, რომ გაუმკლავდეს ასეთი ტიპის ზეწოლას. მართალია, ირანის თემა მას პოლიტიკურად თავხედური ნაბიჯების გადადგმის საშუალებას აძლევს, მაგრამ აშშ-ის მხარეზე არის დიდი ფინანსური ბაზარი და ასეთი ბერკეტები ადრე თუ გვიან შედეგს აუცილებლად გამოიღებს", - ამბობს თავდგირიძე.


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Offline
Joined: Fri Jun 08, 2007 11:02 am
Posts: 613
ნელიკო გამოიცვალე ხომ ნიკი?? მშვენიერი შეგირჩევია!!!


^^ ზემოთ^^
 Profile  
 
Post new topic Reply to topic  [ 1922 posts ]  Go to page Previous  1 ... 124, 125, 126, 127, 128, 129  Next
თქვენი შეგიძლიათ გამოიყენოთ, ქვემოთმდებარე "სწრაფი პასუხი" გამოხმაურებისთვის, მაგრამ თუ გსურთ რომ დაამატოთ გამოკითხვა, ან სურათები, გთხოვთ დააჭიროთ ზემოთ ღილაკს რომელსაც აწერია, "პასუხი"
სწრაფი ციტირებისათვის მონიშნეთ სასურველი ტექსტი და შემდეგ დააჭირეთ ღილაკს "აქ. ციტირება"
თუ გსურთ მიმართოთ რომელიმე წევრს, დააჭირეთ წევრის სახელს ავატარის ზემოთ.


ფორუმის ინდექსი » დესპანის განყოფილებები » პოლიტიკა

All times are UTC


Who is online

Users browsing this forum: No registered users and 1 guest


You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum
You cannot post attachments in this forum

Search for:
Jump to:  


Powered by phpBB © 2000, 2002, 2005, 2007 phpBB Group
დესპანი